პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო
ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

ცოტა ხნის წინ თბი­ლის­ში ემ­ბრი­ო­ლოგ ნინო მუ­სე­რი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თა და გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის სვეტ­ლა­ნა და ივან ჰოფ­მა­ნე­ბის პარტნი­ო­რო­ბით ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრი გა­იხ­სნა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა გერ­მა­ნელ­მა დედა-შვილ­მა ჰოფ­მა­ნებ­მა დიდი ხნის შრო­მის შე­დე­გად ახ­ლა­ხანს გახ­სნეს ასე­თი­ვე კლი­ნი­კა ბერ­ლინ­ში, რო­მე­ლიც მე­ტად პრეს­ტი­ჟუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია. კლი­ნი­კა მუ­შა­ობს ISO სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მებ­შიც ჩარ­თუ­ლია. ბერ­ლინ­ში მხო­ლოდ ეს ცენ­ტრი არის აღ­ჭურ­ვი­ლი მიკ­რო ტე­სას მიკ­როს­კო­პით, რაც რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრის­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამ კლი­ნი­კას­თან პარტნი­ო­რო­ბით და­ი­წყო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა GGRC-იმ და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ანა­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვას ისა­ხავს მიზ­ნად.

„გერ­მა­ნულ ხა­რისხსა და სტან­დარ­ტებ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვა­პი­რებთ გა­ვი­ა­როთ აკ­რე­დი­ტა­ცია და ჩვენც მი­ვი­ღოთ ISO სერ­თი­ფი­კა­ტი. გარ­და რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გე­ბი­სა, გვყავს გი­ნე­კო­ლო­გე­ბი, ურო­ლო­გე­ბი, თე­რა­პევ­ტე­ბი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გე­ბი და ერთ გუნ­დად ვმუ­შა­ობთ ქა­ლის და მა­მა­კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის,“ - გან­მარ­ტავს ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო მუ­სე­რი­ძე.

მოგ­ვი­ყე­ვით ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრის შე­სა­ხებ

ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რით. მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ, ჩა­მო­ვი­ტა­ნოთ მიკ­რო ტე­სას მიკ­როს­კო­პი. მა­მა­კა­ცის უშ­ვი­ლო­ბი­სას ტე­სას (სპერ­მის აღე­ბის) რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი არ­სე­ბობს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და დამ­ზო­გა­ვი პრო­ცე­დუ­რა მიკ­რო ტე­სას მიკ­როს­კო­პით სრულ­დე­ბა. ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე, ერთი ჩხვლე­ტით, მიკ­როს­კო­პის ქვეშ ხდე­ბა ოპე­რი­რე­ბა და მა­მა­კა­ცის სპერ­მის აღე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ჩა­მოვ­ლენ გერ­მა­ნი­ი­დან და ჩვენს ურო­ლო­გებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რე­ბენ ოპე­რა­ცი­ებს, სრუ­ლად ათ­ვი­სე­ბის შემ­დეგ უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ჰა­ე­რის სი­სუფ­თა­ვეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ვა­პი­რებთ, შე­ვი­ძი­ნოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჰა­ე­რის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლა­კიც კი მოწ­მდე­ბა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ეს დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ემ­ბრი­ო­ნე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მოს შექ­მნა­ში, რათა ემ­ბრი­ონ­მა ჰა­ერ­თან შეხ­ვედ­რის დროს მი­ნი­მა­ლუ­რი სტრე­სი მი­ი­ღოს და შე­სა­ბა­მი­სად, გვქონ­დეს კი­დევ უფრო მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი.

ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი ცენ­ტრი ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებ­საც აძ­ლევს შანსს, გახ­დნენ მშობ­ლე­ბი

რო­დე­საც ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებს უტარ­დე­ბათ ქი­მი­ო­თე­რა­პია, რა­დი­ო­თე­რა­პია და სხვა პრო­ცე­დუ­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მათი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ფუნ­ქცია ზა­რალ­დე­ბა. ვი­ცით, რომ ონ­კო­ლო­გია დღეს გა­ნა­ჩე­ნი აღარ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენც ვზრუ­ნავთ ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის შემ­დეგ მათ ჰყავ­დეთ შვი­ლე­ბი. არ­სე­ბობს კვერ­ცხუ­ჯრე­დი­სა და სპერ­მის ბან­კი, რო­მელ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუფრ­თხილ­დე­ბით. ჩვენ გვაქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის და ვზრუ­ნავთ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა შეძ­ლონ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ოჯა­ხე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ჰყავ­დეთ ჯან­მრთე­ლი შვი­ლე­ბი.

მოგ­ვი­ყე­ვით გუნ­დის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც GGRC-ში არის და­საქ­მე­ბუ­ლი

მინ­და, მთელ ჩემს გუნდს მად­ლო­ბა ვუ­თხრა, მათ­თან ერ­თად მოვ­დი­ვარ უკვე ბევ­რი წე­ლია. ჩვენ უკვე ერთი ოჯა­ხი ვართ, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბაა, ღირ­სე­უ­ლად კე­თე­ბა იმ საქ­მის, რომ­ლის შე­დე­გიც ახა­ლი სი­ცო­ცხლის მოვ­ლი­ნე­ბაა, ჩემი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ჩვენ­თვის ეს არ არის ბიზ­ნე­სი, ეს არის ცხოვ­რე­ბის წესი.

ცენ­ტრის პა­რა­ლე­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობთ ფონდს „შენ­თვის“, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო წყვი­ლებს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბას სთა­ვა­ზობს. რო­გორ და­ი­ბა­და იდეა?

ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ში ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ჟორ­და­ნი­ას ინ­სტი­ტუ­ტი­დან და­ი­წყო და 15 წე­ლია, ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ფონ­დის და­ფუძ­ნე­ბის იდეა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის მო­მარ­თვამ გაგ­ვი­ჩი­ნა. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და ჩვენ­თან უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მით, ვუ­ტა­რებ­დით კონ­სულ­ტა­ცი­ებს, კვლე­ვებს, რომ გა­ი­გებ­დნენ, შვი­ლის ყო­ლის ერ­თა­დერ­თი გზა ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა იყო, აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ მათ სა­ა­მი­სოდ თან­ხა არ ჰქონ­დათ, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი კი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბო­და. სულ ვცდი­ლობ­დი, შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი ამ ადა­მი­ა­ნებს... სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს გუნდს ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის თა­ნად­გო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უჩ­ნდა და გა­დავ­წყვი­ტეთ კი­დეც ფონ­დის შექ­მნა.

სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თე­ბი გა­ვი­ზი­ა­რეთ, გა­ვე­ცა­ნით უშ­ვი­ლო­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს და ასე და­ვი­წყეთ _ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი დო­ნო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ნა­წი­ლობ­რივ ვუ­ფი­ნან­სებთ წყვი­ლებს ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რებს. სრუ­ლად ვერ ვა­ფი­ნან­სებთ, მაგ­რამ თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის ის პრო­ცენ­ტიც, რო­მელ­საც ფონ­დი უხ­დის პა­ცი­ენტს, და­მე­თან­ხმე­ბით, მა­ინც დიდი დახ­მა­რე­ბაა დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში.ჩვე­ნი ფონ­დის დახ­მა­რე­ბით უკვე 7 ბავ­შვი და­ი­ბა­და, სა­დღე­ი­სოდ კი­დევ 32 ორ­სუ­ლი გვყავს, ეს ხომ ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც კი ვყო­ფილ­ვარ ტრე­ნინგზე, სა­დაც კი მი­მუ­შა­ვია, ეხ­მა­რე­ბი­ან უშ­ვი­ლო წყვი­ლებს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ში, ყველ­გან ზრუ­ნა­ვენ ერის გამ­რავ­ლე­ბა­ზე, ახა­ლი სი­ცო­ცხლის შექ­მნა­ზე; მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც მალე დად­გე­ბა ეს დრო, და თუ ჩვენ­მა პა­ტა­რა ჯგუფ­მა შეძ­ლო ამ კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბა იმ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბი­ან, დად­გე­ბა დრო, ქვე­ყა­ნაც შე­უდ­გე­ბა უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას.

რო­გორ ხვდე­ბი­ან თქვენ­თან უშ­ვი­ლო წყვი­ლე­ბი და რა პრინ­ცი­პით ეხ­მა­რე­ბით მათ?

ფონ­დი „შენ­თვის“ ამ­ჟა­მად ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ბა­ზა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და კლი­ნი­კა­ში შე­მო­სულ მცი­რე­შე­მო­სავ­ლი­ან ყვე­ლა პა­ცი­ენტს, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, ვეხ­მა­რე­ბით. რა თქმა უნდა, გვაქვს ვებგ­ვერ­დი, ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი, ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც არა­ერ­თხელ გა­ვახ­მო­ვა­ნეთ ფონ­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვე­წე­ვით სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა­საც.

თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ცენ­ტი შვი­ლის ყო­ლის შან­სებ­თან ერ­თად იზ­რდე­ბა. ფონ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ყვე­ლას ვუწ­ვდით დახ­მა­რე­ბის ხელს. დო­ნა­ცია და სუ­რო­გა­ცია ჩვე­ნი და­ფი­ნან­სე­ბის სფე­რო­ში არ შე­დის. ჩვენ ვა­ფი­ნან­სებთ მხო­ლოდ ცო­ლი­სა და ქმრის, ანუ მე­უღ­ლე­ე­ბის გე­ნე­ტი­კურ მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბილ დამ­ხმა­რე ტექ­ნო­ლო­გი­ურ ჩა­რე­ვას ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­სათ­ვის.

რო­გორ ხდე­ბა თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა, ვინ არი­ან ფონ­დის დო­ნო­რე­ბი?

ფონ­დე­ბის მო­ძი­ე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ხერ­ხებ­თან ერ­თად გვაქვს ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრინ­ცი­პი: ჩვენს კლი­ნი­კა­ში, რომ­ლის ბა­ზა­ზეც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ფონ­დი, არა­ერ­თი უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტი იტა­რებს პრო­ცე­დუ­რებს, მათ შო­რის სუ­რო­გა­ცია-დო­ნა­ცი­ის კუ­თხით. ყვე­ლა უცხო­ე­ლი პა­ცი­ენ­ტის მიერ შე­მო­ტა­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი შემ­დგომ ფონ­დის ბე­ნე­ფი­ცი­არ ქარ­თველ უშ­ვი­ლო წყვი­ლებს ხმარ­დე­ბა, ასე ვა­კე­თებთ ქარ­თულ საქ­მეს უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ით. გვყავს რამ­დე­ნი­მე პარტნი­ო­რი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, სხვა­თა შო­რის, ერთი არა­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აც, მათ შო­რის, ფონდში ყო­ველ­თვი­უ­რი შე­მომ­ტა­ნე­ბი, დო­ნა­ცი­ის სა­ხით, გვყავს სა­წევ­როს გა­დამ­ხდე­ლი ფონ­დის წევ­რი დო­ნო­რე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვის­თვი­საც დე­მოგ­რა­ფია და ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

GVF
0

გაიხარეთ თქვენ

ავტორი:

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

ნინო მუსერიძე - ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" თვის ექიმი, რომლის ფონდმაც საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება დაიწყო

ცოტა ხნის წინ თბილისში ემბრიოლოგ ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობითა და გერმანელი ექსპერტების სვეტლანა და ივან ჰოფმანების პარტნიორობით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი გაიხსნა. რეპროდუქციული მედიცინის სფეროში აღიარებულმა გერმანელმა დედა-შვილმა ჰოფმანებმა დიდი ხნის შრომის შედეგად ახლახანს გახსნეს ასეთივე კლინიკა ბერლინში, რომელიც მეტად პრესტიჟული და წარმატებულია. კლინიკა მუშაობს ISO სტანდარტების სრული დაცვით და სახელმწიფო პროგრამებშიც ჩართულია. ბერლინში მხოლოდ ეს ცენტრი არის აღჭურვილი მიკრო ტესას მიკროსკოპით, რაც რეპროდუქციული ცენტრისთვის მეტად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ კლინიკასთან პარტნიორობით დაიწყო ფუნქციონირება GGRC-იმ და საქართველოშიც ანალოგიური სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.

„გერმანულ ხარისხსა და სტანდარტებზე ვართ ორიენტირებული, ვაპირებთ გავიაროთ აკრედიტაცია და ჩვენც მივიღოთ ISO სერთიფიკატი. გარდა რეპროდუქტოლოგებისა, გვყავს გინეკოლოგები, უროლოგები, თერაპევტები, ენდოკრინოლოგები და ერთ გუნდად ვმუშაობთ ქალის და მამაკაცის ჯანმრთელობისთვის,“ - განმარტავს ცენტრის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე.

მოგვიყევით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის შესახებ

ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩამოვიტანოთ მიკრო ტესას მიკროსკოპი. მამაკაცის უშვილობისას ტესას (სპერმის აღების) რამდენიმე მეთოდი არსებობს, მათ შორის ყველაზე თანამედროვე და დამზოგავი პროცედურა მიკრო ტესას მიკროსკოპით სრულდება. ოპერაციული ჩარევის გარეშე, ერთი ჩხვლეტით, მიკროსკოპის ქვეშ ხდება ოპერირება და მამაკაცის სპერმის აღება. თავდაპირველად ჩვენი პარტნიორები ჩამოვლენ გერმანიიდან და ჩვენს უროლოგებთან ერთად ჩაატარებენ ოპერაციებს, სრულად ათვისების შემდეგ უკვე დამოუკიდებლად გავაგრძელებთ მუშაობას.

ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჰაერის სისუფთავეს ლაბორატორიაში. ვაპირებთ, შევიძინოთ სპეციალური დანადგარი, რომლის მეშვეობითაც ჰაერის თითოეული ნაწილაკიც კი მოწმდება ლაბორატორიაში. ეს დაგვეხმარება ემბრიონებისთვის იდეალური გარემოს შექმნაში, რათა ემბრიონმა ჰაერთან შეხვედრის დროს მინიმალური სტრესი მიიღოს და შესაბამისად, გვქონდეს კიდევ უფრო მაღალი შედეგები.

ცნობილია, რომ თქვენი ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებსაც აძლევს შანსს, გახდნენ მშობლები

როდესაც ონკოლოგიურ პაციენტებს უტარდებათ ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია და სხვა პროცედურები, ხშირ შემთხვევაში, მათი რეპროდუქციული ფუნქცია ზარალდება. ვიცით, რომ ონკოლოგია დღეს განაჩენი აღარ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენც ვზრუნავთ ასეთ პაციენტებზე, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ მათ ჰყავდეთ შვილები. არსებობს კვერცხუჯრედისა და სპერმის ბანკი, რომელსაც მაქსიმალურად ვუფრთხილდებით. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა ონკოლოგიური პაციენტებისათვის და ვზრუნავთ, რომ ამ ადამიანებმა შეძლონ სრულფასოვანი ოჯახების შენარჩუნება და ჰყავდეთ ჯანმრთელი შვილები.

მოგვიყევით გუნდის შესახებ, რომელიც GGRC-ში არის დასაქმებული

მინდა, მთელ ჩემს გუნდს მადლობა ვუთხრა, მათთან ერთად მოვდივარ უკვე ბევრი წელია. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანის დახმარებაა, ღირსეულად კეთება იმ საქმის, რომლის შედეგიც ახალი სიცოცხლის მოვლინებაა, ჩემი გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს პაციენტების დასახმარებლად. ჩვენთვის ეს არ არის ბიზნესი, ეს არის ცხოვრების წესი.

ცენტრის პარალელურად ხელმძღვანელობთ ფონდს „შენთვის“, რომელიც უშვილო წყვილებს ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსებას სთავაზობს. როგორ დაიბადა იდეა?

ინ ვიტრო განაყოფიერებაში ჩემი პირველი ნაბიჯები ჟორდანიას ინსტიტუტიდან დაიწყო და 15 წელია, ახალი სიცოცხლის დაბადებას ვემსახურები. ფონდის დაფუძნების იდეა გაჭირვებული უშვილო წყვილების მომართვამ გაგვიჩინა. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან უშვილობის პრობლემით, ვუტარებდით კონსულტაციებს, კვლევებს, რომ გაიგებდნენ, შვილის ყოლის ერთადერთი გზა ინ ვიტრო განაყოფიერება იყო, აღმოჩნდებოდა, რომ მათ საამისოდ თანხა არ ჰქონდათ, ასეთი პაციენტების რიცხვი კი ყოველწლიურად იზრდებოდა. სულ ვცდილობდი, შესაძლებლობის ფარგლებში დავხმარებოდი ამ ადამიანებს... საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს ასეთი პაციენტების თანადგომის შესაძლებლობა გაუჩნდა და გადავწყვიტეთ კიდეც ფონდის შექმნა.

სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები გავიზიარეთ, გავეცანით უშვილობის თანადაფინანსების საერთაშორისო სტანდარტებს და ასე დავიწყეთ _ მცირერიცხოვანი დონორების დახმარებით ნაწილობრივ ვუფინანსებთ წყვილებს ხელოვნური განაყოფიერების პროცედურებს. სრულად ვერ ვაფინანსებთ, მაგრამ თანადაფინანსების ის პროცენტიც, რომელსაც ფონდი უხდის პაციენტს, დამეთანხმებით, მაინც დიდი დახმარებაა დღევანდელ ვითარებაში.ჩვენი ფონდის დახმარებით უკვე 7 ბავშვი დაიბადა, სადღეისოდ კიდევ 32 ორსული გვყავს, ეს ხომ ძალზე მნიშვნელოვანია! ყველა ქვეყანაში, სადაც კი ვყოფილვარ ტრენინგზე, სადაც კი მიმუშავია, ეხმარებიან უშვილო წყვილებს ინ ვიტრო განაყოფიერებაში, ყველგან ზრუნავენ ერის გამრავლებაზე, ახალი სიცოცხლის შექმნაზე; მჯერა, რომ საქართველოშიც მალე დადგება ეს დრო, და თუ ჩვენმა პატარა ჯგუფმა შეძლო ამ კეთილი საქმის კეთება იმ კომპანიებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან, დადგება დრო, ქვეყანაც შეუდგება უშვილო წყვილების დახმარებას.

როგორ ხვდებიან თქვენთან უშვილო წყვილები და რა პრინციპით ეხმარებით მათ?

ფონდი „შენთვის“ ამჟამად ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს და კლინიკაში შემოსულ მცირეშემოსავლიან ყველა პაციენტს, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, ვეხმარებით. რა თქმა უნდა, გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი, ტელევიზიითაც არაერთხელ გავახმოვანეთ ფონდის შესახებ ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად ვეწევით სხვადასხვა აქტივობასაც.

თანადაფინანსების პროცენტი შვილის ყოლის შანსებთან ერთად იზრდება. ფონდის შესაძლებლობის ფარგლებში ყველას ვუწვდით დახმარების ხელს. დონაცია და სუროგაცია ჩვენი დაფინანსების სფეროში არ შედის. ჩვენ ვაფინანსებთ მხოლოდ ცოლისა და ქმრის, ანუ მეუღლეების გენეტიკურ მასალაზე დაყრდნობილ დამხმარე ტექნოლოგიურ ჩარევას ინ ვიტრო განაყოფიერებისათვის.

როგორ ხდება თანხების მოძიება, ვინ არიან ფონდის დონორები?

ფონდების მოძიების ტრადიციულ ხერხებთან ერთად გვაქვს ასეთი საინტერესო პრინციპი: ჩვენს კლინიკაში, რომლის ბაზაზეც ფუნქციონირებს ფონდი, არაერთი უცხოელი პაციენტი იტარებს პროცედურებს, მათ შორის სუროგაცია-დონაციის კუთხით. ყველა უცხოელი პაციენტის მიერ შემოტანილი თანხის ნაწილი შემდგომ ფონდის ბენეფიციარ ქართველ უშვილო წყვილებს ხმარდება, ასე ვაკეთებთ ქართულ საქმეს უცხოური ინვესტიციით. გვყავს რამდენიმე პარტნიორი ქართული კომპანია, სხვათა შორის, ერთი არაბული კომპანიაც, მათ შორის, ფონდში ყოველთვიური შემომტანები, დონაციის სახით, გვყავს საწევროს გადამხდელი ფონდის წევრი დონორები, მოქალაქეები, ვისთვისაც დემოგრაფია და ახალი სიცოცხლის დაბადება მნიშვნელოვანია.

„ოჯახური“ სუნელ-სანელებლები, მწნილები და სოუსები - ვინ სთავაზობს მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს

როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

თიბისი ხელოვნების სასახლესთან ერთად ქართული ქსოვილის პროექტს იწყებს