პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე
"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

7 დე­კემ­ბერს მო­უ­ლოდ­ნე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რო­მელ­მაც ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რის, ზაზა ურუ­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გვამ­ცნო.

სა­ქარ­თვე­ლომ, და არა მარ­ტო ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ, დიდი რე­ჟი­სო­რი და­კარ­გა და მა­შინ, როცა მას ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­ეძ­ლო. ადა­მი­ა­ნი, რომლმაც შეძ­ლო და თა­ვი­სი "მან­და­რი­ნე­ბით" მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა.

AMBEBI.GE ზაზა ურუ­შა­ძის მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით რე­ჟი­სორს იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ მე­გო­ბარ­ში არ­სე­ბობს და იარ­სე­ბებს მუ­დამ:

ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

"მე და ზაზა კურ­სე­ლე­ბი, ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან პა­ტა­რებ­მა (16-17 წლი­სე­ბი) ჩა­ვა­ბა­რეთ „თე­ატ­რა­ლურ­ში“... მა­შინ სა­რე­ჟი­სო­რო­ზე ძა­ლი­ან ცოტა ად­გი­ლი იყო და თან, უმე­ტე­სად ასა­კით უფ­რო­სე­ბი აბა­რებ­დნენ, ვი­საც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. ჩვენ მათ გვერ­დით ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვჩან­დით...

ზაზა აღარ არის, - ჩემ­თვის ამის მოს­მე­ნა შოკი იყო... არა­და, ისევ პა­ტა­რა გგო­ნია თა­ვიც და ზა­ზაც... პა­ტა­რე­ბი - ასე გვე­ძახ­დნენ „თე­ატ­რა­ლურ­ში“. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ჩვე­ნი პე­და­გო­გი ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე სულ იმას ამ­ბობ­და, რომ მისი სა­ხით ქარ­თულ კი­ნო­ში დიდი რე­ჟი­სო­რი მო­დი­ო­და. მის ნი­ჭი­ე­რე­ბას ყვე­ლა ხაზს უს­ვამ­და და ასეც მოხ­და - ზაზა ძა­ლი­ან კარ­გი რე­ჟი­სო­რი დად­გა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღო...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნი­დან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა მი­დის, თა­ვის სი­ტყვა კი­ნო­ში ნათ­ქვა­მი აქვს, ძა­ლი­ან დიდი რამ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი! „მან­და­რი­ნე­ბი“ ხომ გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ ბოლო ფილ­მი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ღო - "აღ­სა­რე­ბა“, სა­ო­ცა­რია... მახ­სოვს, ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე რომ ვი­ყა­ვი, აღვფრ­თო­ვან­დი, ვუ­თხა­რი კი­დეც და მერე ყურ­ში მი­თხრა: ის გა­და­ვი­ღე, რაც მინ­დო­დაო... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღაც მოხ­და...

ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბა მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ნანა. ჯერ ვერ მი­ვე­დი, ფე­ხე­ბი უკან მრჩე­ბა, არ ვიცი, რა უნდა ვუ­თხრა ამ ადა­მი­ანს... დედა, რო­მე­ლიც გა­დამ­კვდა­რი იყო თა­ვის შვილ­ზე... ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნუ­რად ძა­ლი­ან მძი­მეა.

ზაზა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში დარ­ჩე­ბა ისევ პა­ტა­რა ბიჭი, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნი და რო­მელ­საც ხუმ­რო­ბით ზა­ზა­ი­ას ვე­ძახ­დით... ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო, ფი­ცხიც, მაგ­რამ დინ­ჯი, ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბა ჰქონ­და... მოკ­ლედ, კარ­გი ბიჭი იყო, რო­მელ­მაც ასე ნა­ად­რე­ვი გარ­დაც­ვა­ლე­ბით ყვე­ლას გული გვატ­კი­ნა..."

სოსო ხვე­დე­ლი­ძე - მსა­ხი­ო­ბი, ითა­მა­შა ურუ­შა­ძის ფილმში "აღ­სა­რე­ბა":

"შა­ბათს „სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში“ წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­და, სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ტე­ლე­ფონ­ში რომ ჩა­ვი­ხე­დე, სავ­სე იყო მე­სი­ჯე­ბით... ზოგი მე­კი­თხე­ბო­და, - რა მოხ­და? მარ­თა­ლია თუ არა ზა­ზას გარ­დაც­ვა­ლე­ბა? ზოგი პირ­და­პირ მი­სამ­ძიმ­რებ­და... სრუ­ლი შოკი მქონ­და... ახ­ლაც ვერ გა­მოვ­სულ­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და...

ზა­ზას თა­ვი­დან ახ­ლოს არა, მაგ­რამ მისი ფილ­მე­ბით ვიც­ნობ­დი. „აღ­სა­რე­ბის“ კას­ტინგზე მის­მა ასის­ტენ­ტმა და­მი­ძა­ხა, იქი­დან რომ წა­მო­ვე­დი, ზა­ზამ მე­სი­ჯი მომ­წე­რა: წვე­რი არ გა­ი­პარ­სო, მე­ო­რე ტურ­ზეც და­გი­ძა­ხე­ბო

მოკ­ლედ, როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. გა­და­ღე­ბე­ბი თვე-ნა­ხე­ვა­რი გვქონ­და, თე­ლავ­ში ვი­ყა­ვით, მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იქ ვცხოვ­რობ­დით. ეს სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო აახ­ლო­ებს ადა­მი­ა­ნებს... ზოგ­ჯერ გა­და­ღე­ბე­ბის მერე იძენ მე­გობ­რებს და ეს ზუს­ტად ის შემ­თხვე­ვა იყო, როცა მე და ზაზა დავ­მე­გობ­რდით, ბევრ დე­ტალს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ჩემს წუ­ხილს ვუ­ზი­ა­რებ­დი...

ბო­ლოს ერთი კვი­რის წინ შვეხ­მი­ა­ნე, ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი ჰქონ­და, თან, ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­კე­ტი­ლიც იყო, კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ამ­ბებ­ზე წუხ­და, თან, ეს ამ­ბე­ბი ბო­ლომ­დე არც ვი­ცო­დი, რა ხდე­ბო­და. მო­ვი­კი­თხე, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და და მინ­დო­და, მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა. მი­თხრა - შეგ­ხვდე­ბი, ვი­ლა­პა­რა­კოთ, ბევრ რა­მე­ზე მტკი­ვა გული, ტე­ლე­ფონ­ში არ მინ­და სა­უ­ბა­რიო. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­ღარ შევ­ხვდით...

ზაზა იყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ასეთ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ასე, როცა სა­მუ­შაო სრულ­დე­ბა, მა­შინ­ვე გა­გიჩ­ნდეს სურ­ვი­ლი კი­დევ იმუ­შაო იმა­ვე რე­ჟი­სორ­თან, თუმ­ცა ეს პრო­ცე­სი არ იყო მარ­ტი­ვი, თუნ­დაც მისი იმ თვი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­დო­და, ყვე­ლაფ­რის ბო­ლომ­დე ხა­რის­ხი­ა­ნად გა­კე­თე­ბა. მას­თან ად­ვი­ლად ვერ გახ­ვი­დო­დი ფონს, ვერ გა­მოძ­ვრე­ბო­დი.

სი­ა­მოვ­ნე­ბაა, როცა მუ­შა­ობ რე­ჟი­სორ­თან, რო­მელ­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ენ­დო­ბი. როლი რაც ზა­ზას­თან შევ­ქმე­ნი, მისი ვერ­სია იყო. როცა რე­ჟი­სო­რის ვერ­სი­ას აკე­თებ, ბევ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გა­ნაც შენი გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია... პი­როვ­ნუ­ლა­დაც სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი კომ­ფორ­ტია. ეს სას­წა­უ­ლი ადა­მი­ა­ნი აღარ გვყავს! "

გი­ორ­გი შვე­ლი­ძე - კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რი, ამე­რი­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის წევ­რი:

"ზაზა ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად არ მუ­შა­ობ­და. უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ი­ღო ფილ­მი და სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის კონ­სულ­ტან­ტი იყო, იქ რამ­დე­ნი­მე სუ­რათ­ზე მუ­შა­ობ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­სა­უბ­რე და მი­თხრა, რომ რა­ღაც სუ­რა­თის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და და და­მი­კავ­შირ­დე­ბო­და... ეს თემა ჯერ სა­ი­დუმ­ლო­სა­ვით ჰქონ­და...

ზა­ზას და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­დან "ცხე­ლი ძაღ­ლით" და­ი­წყო - 4 წელი ვი­ღებ­დით. მერე „სამ სახლზე“ ვი­მუ­შა­ვეთ. სამი ნო­ვე­ლაა ამ ფილმში და სა­მი­დან ორი მე გა­და­ვი­ღე, ერთი - გი­ორ­გი ბე­რი­ძემ. ფირ­ზე გა­და­ვი­ღეთ, მა­ნამ­დე არ მქონ­და ფირ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და მენ­დო. ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით ისე, რომ სა­ერ­თოდ არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. გა­და­ვი­ღე ასე­ვე, მისი ბოლო ქარ­თუ­ლი ფილ­მი „აღ­სა­რე­ბა“...

მოკ­ლედ, წლე­ბი გვაქვს ერ­თად გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში თვე­ო­ბით ერთ ნო­მერ­ში ვცხოვ­რობ­დით ხოლ­მე... ჩემი ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მი­ჭირს იმის გა­ფიქ­რე­ბა, რომ აღარ არის...

პირ­ველ რიგ­ში ის არის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, რომ ძა­ლი­ან წე­სი­ე­რი და სუფ­თა ადა­მი­ა­ნი იყო. ამას­თან, პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, საქ­მეს ბო­ლომ­დე თუ არ მი­იყ­ვან­და, არ და­ის­ვე­ნებ­და და არც სხვას და­ას­ვე­ნებ­და! დაღ­ლის ფა­სად, მაგ­რამ ბო­ლომ­დე მიჰ­ყავ­და ჩა­ნა­ფიქ­რი! ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი ჩანს კი­დეც მის ნა­მუ­შევ­რებ­ში.

ბავ­შვი­ვით სუფ­თა ხომ იყო, მაგ­რამ ფი­ცხიც, გუ­რულს ვე­ძახ­დით, თუმ­ცა 10 წუთ­ში გაბ­რა­ზე­ბა აღარ ახ­სოვ­და....

პა­რა­დოქ­სია, ბოლო დროს ჯან­მრთე­ლო­ბას და თა­ვის მოვ­ლას დიდ დროს უთ­მობ­და. ვარ­ჯი­შობ­და, მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში იყო. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე... მაგ­რამ უც­ნა­უ­რია ცხოვ­რე­ბა, ასეთ ადა­მი­ანს ასე უდ­რო­ოდ ვემ­შვი­დო­ბე­ბით..."

რე­ჟი­სორ ზაზა ურუ­შა­ძეს ხუთ­შა­ბათს, სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. ის 7 დე­კემ­ბერს, 53 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლუკა
2

ცოლშვილი ჰყავდა?

 

გია
1

საწყალი ბიჭი!

გაანათლოს ღმერთმა მისი სული....

ავტორი:

"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

"ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო... სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდი..." - რას იხსენებენ მეგობრები ზაზა ურუშაძეზე

7 დეკემბერს მოულოდნელი და დაუჯერებელი ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც ნიჭიერი და წარმატებული რეჟისორის, ზაზა ურუშაძის გარდაცვალება გვამცნო.

საქართველომ, და არა მარტო ჩვენმა ქვეყანამ, დიდი რეჟისორი დაკარგა და მაშინ, როცა მას ძალიან ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შეეძლო. ადამიანი, რომლმაც შეძლო და თავისი "მანდარინებით" მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

AMBEBI.GE ზაზა ურუშაძის მეგობრების დახმარებით რეჟისორს იხსენებს, რომელიც თითოეულ მეგობარში არსებობს და იარსებებს მუდამ:

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

"მე და ზაზა კურსელები, ჯგუფელები ვიყავით. ძალიან პატარებმა (16-17 წლისები) ჩავაბარეთ „თეატრალურში“... მაშინ სარეჟისოროზე ძალიან ცოტა ადგილი იყო და თან, უმეტესად ასაკით უფროსები აბარებდნენ, ვისაც ერთი ინსტიტუტი უკვე დამთავრებული ჰქონდა. ჩვენ მათ გვერდით ძალიან პატარები ვჩანდით...

ზაზა აღარ არის, - ჩემთვის ამის მოსმენა შოკი იყო... არადა, ისევ პატარა გგონია თავიც და ზაზაც... პატარები - ასე გვეძახდნენ „თეატრალურში“. მასწავლებლები, ჩვენი პედაგოგი ლანა ღოღობერიძე სულ იმას ამბობდა, რომ მისი სახით ქართულ კინოში დიდი რეჟისორი მოდიოდა. მის ნიჭიერებას ყველა ხაზს უსვამდა და ასეც მოხდა - ზაზა ძალიან კარგი რეჟისორი დადგა, არაჩვეულებრივი ფილმები გადაიღო...

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა მიდის, თავის სიტყვა კინოში ნათქვამი აქვს, ძალიან დიდი რამ აქვს გაკეთებული! „მანდარინები“ ხომ გასაგებია, მაგრამ ბოლო ფილმი, რაც საქართველოში გადაიღო - "აღსარება“, საოცარია... მახსოვს, ფილმის პრემიერაზე რომ ვიყავი, აღვფრთოვანდი, ვუთხარი კიდეც და მერე ყურში მითხრა: ის გადავიღე, რაც მინდოდაო... მისი გარდაცვალებით მართლაც წარმოუდგენელი რაღაც მოხდა...

ძალიან მეცოდება მისი არაჩვეულებრივი დედა, ქალბატონი ნანა. ჯერ ვერ მივედი, ფეხები უკან მრჩება, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა ამ ადამიანს... დედა, რომელიც გადამკვდარი იყო თავის შვილზე... ეს ყველაფერი ადამიანურად ძალიან მძიმეა.

ზაზა ჩემს მეხსიერებაში დარჩება ისევ პატარა ბიჭი, რომელიც წლების წინ გავიცანი და რომელსაც ხუმრობით ზაზაიას ვეძახდით... ძალიან კეთილი იყო, ფიცხიც, მაგრამ დინჯი, ბევრი კარგი თვისება ჰქონდა... მოკლედ, კარგი ბიჭი იყო, რომელმაც ასე ნაადრევი გარდაცვალებით ყველას გული გვატკინა..."

სოსო ხვედელიძე - მსახიობი, ითამაშა ურუშაძის ფილმში "აღსარება":

"შაბათს „სამეფო უბნის თეატრში“ წარმოდგენა გვქონდა, სპექტაკლის შემდეგ ტელეფონში რომ ჩავიხედე, სავსე იყო მესიჯებით... ზოგი მეკითხებოდა, - რა მოხდა? მართალია თუ არა ზაზას გარდაცვალება? ზოგი პირდაპირ მისამძიმრებდა... სრული შოკი მქონდა... ახლაც ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან. საშინელება მოხდა...

ზაზას თავიდან ახლოს არა, მაგრამ მისი ფილმებით ვიცნობდი. „აღსარების“ კასტინგზე მისმა ასისტენტმა დამიძახა, იქიდან რომ წამოვედი, ზაზამ მესიჯი მომწერა: წვერი არ გაიპარსო, მეორე ტურზეც დაგიძახებო

მოკლედ, როლზე დამამტკიცა. გადაღებები თვე-ნახევარი გვქონდა, თელავში ვიყავით, მთელი გადამღები ჯგუფი იქ ვცხოვრობდით. ეს სიტუაცია კიდევ უფრო აახლოებს ადამიანებს... ზოგჯერ გადაღებების მერე იძენ მეგობრებს და ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო, როცა მე და ზაზა დავმეგობრდით, ბევრ დეტალს ვეუბნებოდი, ჩემს წუხილს ვუზიარებდი...

ბოლოს ერთი კვირის წინ შვეხმიანე, ძალიან გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა, თან, ბოლო პერიოდში ჩაკეტილიც იყო, კინოაკადემიის ამბებზე წუხდა, თან, ეს ამბები ბოლომდე არც ვიცოდი, რა ხდებოდა. მოვიკითხე, რაღაც პრობლემები მქონდა და მინდოდა, მასთან გასაუბრება. მითხრა - შეგხვდები, ვილაპარაკოთ, ბევრ რამეზე მტკივა გული, ტელეფონში არ მინდა საუბარიო. სამწუხაროდ, ვეღარ შევხვდით...

ზაზა იყო პროფესიონალი და ასეთ პროფესიონალთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. იშვიათად ხდება ასე, როცა სამუშაო სრულდება, მაშინვე გაგიჩნდეს სურვილი კიდევ იმუშაო იმავე რეჟისორთან, თუმცა ეს პროცესი არ იყო მარტივი, თუნდაც მისი იმ თვისებიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად უნდოდა, ყველაფრის ბოლომდე ხარისხიანად გაკეთება. მასთან ადვილად ვერ გახვიდოდი ფონს, ვერ გამოძვრებოდი.

სიამოვნებაა, როცა მუშაობ რეჟისორთან, რომელსაც თვალდახუჭული ენდობი. როლი რაც ზაზასთან შევქმენი, მისი ვერსია იყო. როცა რეჟისორის ვერსიას აკეთებ, ბევრად საინტერესოა, რადგანაც შენი გაცილებით ადვილია... პიროვნულადაც სასწაული ადამიანი იყო, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა დიდი კომფორტია. ეს სასწაული ადამიანი აღარ გვყავს! "

გიორგი შველიძე - კინოოპერატორი, ამერიკის კინოაკადემიის წევრი:

"ზაზა ბოლო დროს საქართველოში აქტიურად არ მუშაობდა. უკრაინაში გადაიღო ფილმი და სხვადასხვა პროექტის კონსულტანტი იყო, იქ რამდენიმე სურათზე მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ რაღაც სურათის გადაღებას აპირებდა და დამიკავშირდებოდა... ეს თემა ჯერ საიდუმლოსავით ჰქონდა...

ზაზას და ჩემი შემოქმედებითი ურთიერთობა თავიდან "ცხელი ძაღლით" დაიწყო - 4 წელი ვიღებდით. მერე „სამ სახლზე“ ვიმუშავეთ. სამი ნოველაა ამ ფილმში და სამიდან ორი მე გადავიღე, ერთი - გიორგი ბერიძემ. ფირზე გადავიღეთ, მანამდე არ მქონდა ფირზე მუშაობის გამოცდილება და მენდო. ერთად ვმუშაობდით ისე, რომ საერთოდ არ მინერვიულია. გადავიღე ასევე, მისი ბოლო ქართული ფილმი „აღსარება“...

მოკლედ, წლები გვაქვს ერთად გადასაღებ მოედანზე გატარებული. იმ პერიოდში თვეობით ერთ ნომერში ვცხოვრობდით ხოლმე... ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი იყო, მიჭირს იმის გაფიქრება, რომ აღარ არის...

პირველ რიგში ის არის აღსანიშნავი, რომ ძალიან წესიერი და სუფთა ადამიანი იყო. ამასთან, პერფექციონისტი, საქმეს ბოლომდე თუ არ მიიყვანდა, არ დაისვენებდა და არც სხვას დაასვენებდა! დაღლის ფასად, მაგრამ ბოლომდე მიჰყავდა ჩანაფიქრი! ეს პროფესიონალური თვისებები ჩანს კიდეც მის ნამუშევრებში.

ბავშვივით სუფთა ხომ იყო, მაგრამ ფიცხიც, გურულს ვეძახდით, თუმცა 10 წუთში გაბრაზება აღარ ახსოვდა....

პარადოქსია, ბოლო დროს ჯანმრთელობას და თავის მოვლას დიდ დროს უთმობდა. ვარჯიშობდა, მუდმივად ფორმაში იყო. ძალიან უყვარდა სიცოცხლე... მაგრამ უცნაურია ცხოვრება, ასეთ ადამიანს ასე უდროოდ ვემშვიდობებით..."

რეჟისორ ზაზა ურუშაძეს ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის 7 დეკემბერს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა...

დიკაპრიოს შეყვარებულს, მსახიობთან 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო კიცხავენ -  რას პასუხობს კამილა მორონე კრიტიკოსებს

ბიჭი, ვისაც ნატო გელაშვილმა სიმღერა მიუძღვნა - გაიცანით კომპოზიტორის ვაჟი, რომელიც "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია

როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა