სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს
პატრიარქი - მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს

სოფ­ლის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა უნდა იყოს მა­გა­ლი­თი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ჩვე­ნი სო­ფე­ლი გა­და­არ­ჩენს ჩვენს ხალ­ხს.

"დღეს ჩვენ­თან არი­ან ჩა­მო­სუ­ლი სხვა­დას­ხვა ეპარ­ქი­ე­ბი­დან სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და ასე­ვე ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი არი­ან ხე­ლი­სუ­ფალ­ნი. მე მინ­და დავ­ლო­ცო ეს სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მინ­და გთხო­ვოთ, ჩვე­ნი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, სოფ­ლის სამ­ღვდე­ლო­ე­ბა უნდა იყოს მა­გა­ლი­თი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში. მე მახ­სოვს ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, სნო­დან ვარ, რო­გორ უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ მი­წის ნაკ­ვეთს, სა­კარ­მი­და­მოს, არ იყო მოც­დე­ნი­ლი არ­ცერ­თი მეტ­რი მი­წი­სა. ყვე­ლა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო. კარ­ტო­ფი­ლი, მწვა­ნი­ლი ითე­სე­ბო­და, თიბ­ვა იყო. დღეს, როცა უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი დაგ­ვიდ­გა, აღარ ითი­ბე­ბა, სა­კარ­მი­და­მო არ მუ­შავ­დე­ბა. მინ­და ვთხო­ვო ჩვენ სამ­ღვდე­ლო­ე­ბას მა­გა­ლი­თი მი­ე­ცით სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ა­მუ­შა­ვეთ სა­კარ­მი­და­მო მი­წე­ბი. ამით უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ სო­ფე­ლი. ჩვე­ნი სო­ფე­ლი გა­და­არ­ჩენს ჩვენს ხალ­ხს. დი­დე­ბა უფალს და მად­ლო­ბა უფალს მისი დიდი წყა­ლო­ბი­სათ­ვის. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მი­ხე­დოს სამ­ღვდე­ლო­ე­ბამ. გარ­და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბი­სა უნდა იყო­ლი­ოთ პი­რუ­ტყვი, ძრო­ხე­ბი, ცხვა­რი, ქათ­მე­ბი და სხვა. ეს დი­დად ამოს­წევს ჩვენს სო­ფელს და სო­ფე­ლი და­ეხ­მა­რე­ბა ქა­ლაქს. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ მე გავ­სინ­ჯავ რამ­დე­ნად შე­ას­რუ­ლეთ ეს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა. დიდი იმე­დი მაქვს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ამუ­შავ­დე­ბა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს ამას",- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ამას­თან, პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სულ ემიგ­რან­ტებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნას მათი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და ქა­ლა­ქი­სა მი­დი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ და იქ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მო­ხუ­ცე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, ეს ცუდი არ არის, მაგ­რამ რაღა იქ მი­დი­ხართ, აქ უნდა მი­ხე­დოთ თქვენს მა­მულს, მი­წას. ხე­ლი­დან გვეც­ლე­ბა მი­წე­ბი. ჩა­მო­დი­ან უცხო­ე­ლე­ბი და ყი­დუ­ლო­ბენ სახ­ლებს, სახ­ლდე­ბი­ან ჩვენს სოფ­ლებ­ში და ქა­ლა­ქებ­ში. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გა­მოს­წორ­დეს ეს მად­ლი. გეძ­ლე­ვათ ლოც­ვა - კურ­თხე­ვა მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ავ­რცე­ლოთ ეს სურ­ვი­ლი და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი სო­ფე­ლი",- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩილი
3

ღმერთმა გვისმინოს!

სტალინი
21

ბიძინამბ

ავტორი:

პატრიარქი - მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს

პატრიარქი - მოსახლეობა მიდის საზღვარგარეთ, ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს

სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს.

"დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მე მინდა დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება უნდა იყოს მაგალითი სოფლის მეურნეობაში. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში, სნოდან ვარ, როგორ უფრთხილდებოდნენ მიწის ნაკვეთს, საკარმიდამოს, არ იყო მოცდენილი არცერთი მეტრი მიწისა. ყველა დამუშავებული იყო. კარტოფილი, მწვანილი ითესებოდა, თიბვა იყო. დღეს, როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება, საკარმიდამო არ მუშავდება. მინდა ვთხოვო ჩვენ სამღვდელოებას მაგალითი მიეცით სოფლის მოსახლეობას, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები. ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოს სამღვდელოებამ. გარდა მიწის დამუშავებისა უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა. ეს დიდად ამოსწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ქალაქს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე გავსინჯავ რამდენად შეასრულეთ ეს ლოცვა-კურთხევა. დიდი იმედი მაქვს, მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას",- ბრძანა პატრიარქმა.

ამასთან, პატრიარქმა ქადაგებისას საქართველოდან წასულ ემიგრანტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მათი დახმარება სჭირდება.

"სოფლის მოსახლეობა და ქალაქისა მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქ მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები და ყიდულობენ სახლებს, სახლდებიან ჩვენს სოფლებში და ქალაქებში. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს ეს მადლი. გეძლევათ ლოცვა - კურთხევა მთელ საქართველოში გაავრცელოთ ეს სურვილი და გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი",- ბრძანა პატრიარქმა.

LIVE ნიუსრუმიდან - როგორ ამოწმებენ თბილისის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა