საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა
ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა

მე­გო­ბარს შე­უძ­ლია უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გაგ­ხა­დოს და პი­რი­ქით, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­კენ გი­ბიძ­გოს. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­და­ხე­დო სა­მე­გობ­რო წრეს და თუ სა­ჭი­როა, შეც­ვა­ლო ისი­ნი.

"მე­გობ­რე­ბი დიდ გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე, მის კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბა­ზე“ - ამ­ბობს ფსი­ქო­ლო­გი, სი­სე­ლი ბრე­ი­თუ­ე­ი­თი.

მისი თქმით, თუ მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ ენერ­გი­ას, დროს მო­ი­თხოვს და ამის გამო ხელი გეშ­ლე­ბათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, თუ მე­გო­ბარს სურს, რომ ძი­რი­თა­დად მას­ზე იყოთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი, სჯობს, და­შორ­დეთ ერ­თმა­ნეთს და ასე­თი მე­გო­ბა­რი სა­ერ­თოდ არ გყავ­დეთ.

ფსი­ქო­ლო­გი იმა­საც დას­ძენს, რომ მე­გობ­რე­ბი სა­ჭი­როა ემო­ცი­უ­რი მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის, ეს უკა­ნას­კნე­ლი სამ­სა­ხურ­ში პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს, მაგ­რამ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ურ­თი­ერ­თო­ბა ჯან­სა­ღია.

რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა მავ­ნე­ბე­ლი? - ფსი­ქო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ამის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მარ­ტი­ვია. მა­გა­ლი­თად, თუ მე­გობ­რო­ბის გამო უარს ამ­ბობ თქვენს მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­ზე, კარ­გავთ ხა­სი­ა­თის იმ შტრი­ხებს, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად თქვე­ნია, თუ ხე­დავთ, რომ მე­გო­ბა­რი არა­სო­დეს გი­ჭერთ მხარს, თუ მისი იმე­დი არ გაქვთ, ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბას მხო­ლოდ და მხო­ლოდ ზი­ა­ნი მო­აქვს და სჯობს, და­ას­რუ­ლოთ.

ბრე­ი­თუ­ე­ი­თი გირ­ჩევთ, უარი თქვათ ისეთ მე­გობ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც გარ­თმე­ვენ ემო­ცი­ებს, ფი­ნან­სურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურსს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გყავ­დეთ ისე­თი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მხარს და­გი­ჭერთ. მხარ­და­ჭე­რა და ურ­თი­ერ­თთა­ნად­გო­მა აუ­ცი­ლებ­ლად ორ­მხრი­ვი უნდა იყოს.

სა­ერ­თოდ, პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ რაც უფრო მაღ­ლა მი­ი­წევს ადა­მი­ა­ნი კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე, მით უფრო ნაკ­ლე­ბი მე­გო­ბა­რი ჰყავს და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს აღარ აქვს დიდი დრო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, ვე­ღარ არის ად­რინ­დე­ლი­ვით მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი.

ამი­ტო­მაც, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენ­გან მზრუნ­ვე­ლო­ბას იყ­ვნენ შეჩ­ვე­ულ­ნი, მი­დი­ან. მათ აღარ მოს­წონ­ხართ ისე­თი, რო­გო­რიც ახლა ხართ. ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­გი­გონ, გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, არ ეს­მით თქვე­ნი და გე­ჩხუ­ბე­ბი­ან. ფსი­ქო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ასეთ მე­გო­ბარს სჯობს, სა­ერ­თოდ არ გყავ­დეთ ის.

"თუ გინ­დათ იყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი, გვერ­დით მხო­ლოდ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გჭირ­დე­ბათ, რომ­ლე­ბიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გაგ­რძნო­ბი­ნე­ბენ. იპო­ვეთ ასე­თი, თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და თუ თქვე­ნი სა­მე­გობ­რო წრე თან­და­თან მცირ­დე­ბა, ნუ იდარ­დებთ. ხში­რად ეს კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის ინ­დი­კა­ტო­რია“ - ამ­ბობს სი­სე­ლი ბრე­ი­თუ­ე­ი­თი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა

ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა

მეგობარს შეუძლია უფრო წარმატებული გაგხადოს და პირიქით, წარუმატებლობისკენ გიბიძგოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გადახედო სამეგობრო წრეს და თუ საჭიროა, შეცვალო ისინი.

"მეგობრები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ცხოვრებაზე, მის კარიერულ წარმატებაზე“ - ამბობს ფსიქოლოგი, სისელი ბრეითუეითი.

მისი თქმით, თუ მეგობრებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას, დროს მოითხოვს და ამის გამო ხელი გეშლებათ წარმატების მიღწევაში, თუ მეგობარს სურს, რომ ძირითადად მასზე იყოთ კონცენტრირებული, სჯობს, დაშორდეთ ერთმანეთს და ასეთი მეგობარი საერთოდ არ გყავდეთ.

ფსიქოლოგი იმასაც დასძენს, რომ მეგობრები საჭიროა ემოციური მდგრადობის შენარჩუნებისთვის, ეს უკანასკნელი სამსახურში პროდუქტიულობას აუმჯობესებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა ჯანსაღია.

როგორი ურთიერთობაა მავნებელი? - ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამის იდენტიფიცირება მარტივია. მაგალითად, თუ მეგობრობის გამო უარს ამბობ თქვენს მთავარ პრინციპებზე, კარგავთ ხასიათის იმ შტრიხებს, რომელიც ნამდვილად თქვენია, თუ ხედავთ, რომ მეგობარი არასოდეს გიჭერთ მხარს, თუ მისი იმედი არ გაქვთ, ასეთ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოაქვს და სჯობს, დაასრულოთ.

ბრეითუეითი გირჩევთ, უარი თქვათ ისეთ მეგობრებზე, რომლებიც გართმევენ ემოციებს, ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსს.

მნიშვნელოვანია, გყავდეთ ისეთი მეგობარი, რომელიც მხარს დაგიჭერთ. მხარდაჭერა და ურთიერთთანადგომა აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

საერთოდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღლა მიიწევს ადამიანი კარიერულ კიბეზე, მით უფრო ნაკლები მეგობარი ჰყავს და ეს ბუნებრივია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ წარმატებულ ადამიანს აღარ აქვს დიდი დრო ურთიერთობებისთვის, ვეღარ არის ადრინდელივით მზრუნველი და ყურადღებიანი.

ამიტომაც, ადამიანები, რომლებიც თქვენგან მზრუნველობას იყვნენ შეჩვეულნი, მიდიან. მათ აღარ მოსწონხართ ისეთი, როგორიც ახლა ხართ. ნაცვლად იმისა, რომ გაგიგონ, გსაყვედურობენ, არ ესმით თქვენი და გეჩხუბებიან. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის.

"თუ გინდათ იყოთ ბედნიერები, წარმატებულები, გვერდით მხოლოდ ისეთი ადამიანები გჭირდებათ, რომლებიც თავს კომფორტულად გაგრძნობინებენ. იპოვეთ ასეთი, თუნდაც ერთი ადამიანი და თუ თქვენი სამეგობრო წრე თანდათან მცირდება, ნუ იდარდებთ. ხშირად ეს კარიერული წარმატების ინდიკატორია“ - ამბობს სისელი ბრეითუეითი.

ცნობილი რუსი ასტროლოგი ასახელებს  ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც  2020 წელს ფული "ციდან დაეყრება თავზე"

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო