პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ
ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვა­სა და ბიზ­ნეს­მენ ალექ­სან­დრე გო­გო­ხი­ას ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით და­კი­თხუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე აცხა­დებს, რომ ფუ­ლის უკა­ნო­ნო ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში გიგი უგუ­ლა­ვა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე გო­გო­ხია იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, სა­დაც გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხა, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას მას შა­ვებ­ში ჩაც­მულ­მა კაც­მა მუ­ქა­რის წე­რი­ლი გა­დას­ცა, რო­მელ­შიც კა­პა­ნა­ძეს ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას უკ­რძა­ლავ­დნენ.

"სა­უ­ბა­რია, თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც 2014 წელს იყო. ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, გიგი უგუ­ლა­ვა, გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე გო­გო­ხია. მათი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ იყო მუ­ქა­რე­ბი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ებს მივ­მარ­თე. მუ­ქა­რა ჩემ ოჯახს ეხე­ბო­და. უნ­დო­დათ, რომ გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი და ჩვე­ნე­ბა აღარ მი­მე­ცა. უგუ­ლა­ვა და კე­ზე­რაშ­ვი­ლი თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­არ­ჩევ­ნოდ აპი­რებ­დნენ. ეს ხდე­ბო­და ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით", -გა­ნა­ცხა­და კა­პა­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ბრალ­დე­ბულ ალექ­სან­დრე გო­გო­ხი­ა­სა და გიგი უგუ­ლა­ვას ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას ედა­ვე­ბი­ან. ამას­თან, გიგი უგუ­ლა­ვას სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა ამა­ვე საქ­მე­ში "სითი პარ­კის" ეპი­ზოდ­ზე სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას და ე.წ. მარ­ნე­უ­ლის ეპი­ზოდ­ზე ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და იძუ­ლე­ბას ედა­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
14

პუარო გვჭირდება. აქამდე სად იყო ))))

იზი
5

თქვენ ის დაწერეთ შედეგად რა მივიღეთ, რა პასუხი ექნება გარეწრებს,თორე უგულავა, ვაშაძეები, ბოკერია, ... ქუჩაში ჩემი კეთილდღეობისთვის და ქვეყნისთვის რომ არ დაძრწის ეგ რახანია ვიცით.

ავტორი:

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ფულის უკანონო ლეგალიზაციაში გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია იყვნენ ჩართულები.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სადაც გიორგი კაპანაძე მოწმის სახით დაიკითხა, მან განაცხადა, რომ ლონდონში ყოფნისას მას შავებში ჩაცმულმა კაცმა მუქარის წერილი გადასცა, რომელშიც კაპანაძეს ჩვენების მიცემას უკრძალავდნენ.

"საუბარია, თანხების უკანონო ლეგალიზაციაზე, რომელიც 2014 წელს იყო. ჩართული პირები იყვნენ დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ღონიაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. მათი დაკავების შემდეგ იყო მუქარები. ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოებს მივმართე. მუქარა ჩემ ოჯახს ეხებოდა. უნდოდათ, რომ გავჩუმებულიყავი და ჩვენება აღარ მიმეცა. უგულავა და კეზერაშვილი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ. ეს ხდებოდა ფიქტიური ხელშეკრულებებით", -განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.

რამდენი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული საქართველოში და როგორია მარჯვენასაჭიანი მანქანების უახლესი სტატისტიკა

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს