მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდანაშაულზე  ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ნარკოდანაშაულზე  ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგ­დიდ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბულ რო­მან მა­ლა­ნი­ას გი­რაო 10 000 ლარი შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ა­ცხა­და.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის ჯიტა გუ­ლუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბე­რის გი­ორ­გი ქავ­თა­რა­ძის ჩვე­ნე­ბა არ­სე­ბობს, იმის შე­სა­ხებ, რომ მა­ლა­ნი­ამ ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი იცო­და.

„დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა რო­მან მა­ლა­ნი­ას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, და­ნა­შა­უ­ლი, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლის ა ქვე­პუნ­ქტით, რაც ნიშ­ნავს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღო გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც ცხა­დი გახ­და მის­თვის დაც­ვის მხა­რის­გან, რომ არ­სე­ბობს პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მე­ო­რე მხა­რე, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ მა­ლა­ნი­ამ მო­ცე­მულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე არა­ფე­რი იცო­და, მას არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე, უბ­რა­ლოდ, რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტა რომ და­ებ­რა­ლე­ბი­ნა თა­ვის თავ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს მხა­რე, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს და დე­ტა­ლებ­ში მი­უ­თი­თებს, რომ ამო­ღე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ეკუთ­ვნის მას. ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა შე­ე­ფარ­დე­ბი­ნა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით“, - ამ­ბობს ჯიტა გუ­ლია.

თა­ვის მხრივ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­მკვე­თის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

პრო­კუ­რო­რის მა­რი­ამ ქო­რი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში არ­სე­ბობს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი, ჩხრე­კის ოქმი და ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რომ­ლე­ბიც, პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, მე­ტყვე­ლებს შემ­დეგ­ზე - ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა.

„ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­მკვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით ითხოვ­და პა­ტიმ­რო­ბას. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლომ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. კერ­ძოდ, და­კა­ვე­ბულს სა­პა­ტიმ­რო გი­რაო შე­ე­ფარ­და. როცა ბრალ­დე­ბის მხა­რე მი­ი­ღებს და­სა­ბუ­თე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­ეც­ნო­ბა გან­ჩი­ნე­ბას, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო, ამის შემ­დეგ მი­ი­ღებს გა­სა­ჩივ­რე­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვეც­ნოთ, გა­ვი­აზ­როთ ის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რა­ზეც უთი­თებს მო­სა­მარ­თლე მო­ცე­მულ გან­ჩი­ნე­ბა­ში. პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რო­გორც აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სტან­დარ­ტი, ასე­ვე ფორ­მა­ლუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი. კერ­ძოდ, მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბის მხა­რე მი­უ­თი­თებს, რომ არ­სე­ბობ­და მი­მალ­ვის საფრ­თხე მო­სა­ლოდ­ნე­ლი მკაც­რი სას­ჯე­ლის ში­შით და ეს არ გახ­ლავთ ერ­თა­დერ­თი გა­რე­მო­ე­ბა, ასე­ვე იყო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ და­სად­გე­ნია და გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად, რა ვი­თა­რე­ბა­ში, რა მიზ­ნით მო­ახ­დი­ნა აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა და ასე­ვე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გვაქვს გარ­კვე­უ­ლი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი. ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ცხად­ყოფს საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ამ პი­რის მი­მართ წარ­სულ­ში გა­მო­ტა­ნი­ლია გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. სა­მარ­თლომ თუ რას და­ა­ფუძნა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამა­ზე შემ­დგომ შე­მეძ­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი, როცა ჩა­ვი­ბა­რებ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ქო­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლებს, ქო­რი­ძის თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ინ­ფორ­მა­ცი­აა, არის პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს, რომ ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს ფაქ­ტობ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა.

„ბრალ­დე­ბულ­მა რო­მან მა­ლა­ნი­ამ დღეს დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა“, - ამ­ბობს მა­რი­ამ ქო­რი­ძე.

ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი, მე­უ­ფე გე­რა­სი­მე ეპარ­ქი­ა­ში შე­მა­ვალ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს კორ­ცხელ­ში შეხ­ვდა და მათ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის ეპარ­ქი­ის მდი­ვან­მა, მამა დი­მიტ­რი ვე­კუ­ამ გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, ის კარ­გად იც­ნობს და­კა­ვე­ბულს მის­თვის ეს ამ­ბა­ვი მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„ჩვენ გაგ­ვაც­ნეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც პრე­სით გავ­რცელ­და. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია. ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლი მღვდელმთა­ვა­რი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ეს­წრე­ბო­და ამ შეხ­ვედ­რას. ვიც­ნობ­დი და­კა­ვე­ბულს, ერ­თად ვსწავ­ლობ­დით თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში. შემ­დეგ ის გა­ემ­გზავ­რა ათო­ნის წმინ­და მთა­ზე და აღიკ­ვე­ცა ბე­რად. რამ­დე­ნი­მე წე­ლია ჩვენს ეპარ­ქი­ა­ში არ მსა­ხუ­რობს. მე ამ ბრალ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს, მაგ­რამ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­სუ­ლი­ე­რო პირი რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? მისი ძმა ჩვენს ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რობს, დე­კა­ნო­ზია",- ამ­ბობს მამა დი­მიტ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ეპარ­ქია და­კა­ვე­ბულს თავ­დე­ბად უდ­გე­ბა, მამა დი­მიტ­რი ვე­კუა ამ­ბო­ბა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

ზუგ­დიდ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ორი პირი და­ა­კა­ვეს. მათ შო­რის ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. მას ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს წა­რუდ­გე­ნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნარკოდანაშაულზე  ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ნარკოდანაშაულზე  ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას გირაო 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.

დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბერის გიორგი ქავთარაძის ჩვენება არსებობს, იმის შესახებ, რომ მალანიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა რომან მალანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თუმცა სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოებები, რაც ცხადი გახდა მისთვის დაცვის მხარისგან, რომ არსებობს პოლიციის სამმართველოში ნებაყოფლობით გამოცხადებული მეორე მხარე, რომელიც აცხადებს, რომ მალანიამ მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებზე არაფერი იცოდა, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე, უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა რომ დაებრალებინა თავის თავზე. შესაბამისად, არსებობს მხარე, რომელიც აღიარებს და დეტალებში მიუთითებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით“, - ამბობს ჯიტა გულია.

თავის მხრივ, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორის მარიამ ქორიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში არსებობს სამართალდამცავების ჩვენებები, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები. ასევე ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც, პროკურორის განმარტებით, მეტყველებს შემდეგზე - ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომ ბრალდებულმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.

„ბრალდების მხარე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. ჩვენი მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაკავებულს საპატიმრო გირაო შეეფარდა. როცა ბრალდების მხარე მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გაეცნობა განჩინებას, რომელიც მოსამართლემ მიიღო, ამის შემდეგ მიიღებს გასაჩივრების შესახებ პროკურატურა გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია გავეცნოთ, გავიაზროთ ის გარემოებები, რაზეც უთითებს მოსამართლე მოცემულ განჩინებაში. პატიმრობასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს როგორც აღკვეთის ღონისძების გამოყენების სტანდარტი, ასევე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით და ეს არ გახლავთ ერთადერთი გარემოება, ასევე იყო მტკიცებულებათა განადგურების რეალური საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ დასადგენია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ სად, რა ვითარებაში, რა მიზნით მოახდინა აღნიშნულმა პირმა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები. ვინაიდან, როგორც ცხადყოფს საქმეში არსებული გარემოებები, ამ პირის მიმართ წარსულში გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. სამართლომ თუ რას დააფუძნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ამაზე შემდგომ შემეძლება დეტალურად საუბარი, როცა ჩავიბარებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მარიამ ქორიძემ.

რაც შეეხება მტკიცებულებს, ქორიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ინფორმაციაა, არის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ნამდვილად არსებობს ფაქტობრივი საფუძველი, რომ ბრალდებულმა განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება.

„ბრალდებულმა რომან მალანიამ დღეს დუმილის უფლება გამოიყენა“, - ამბობს მარიამ ქორიძე.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მათ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მამა დიმიტრი ვეკუამ განუცხადა. მისივე თქმით, ის კარგად იცნობს დაკავებულს მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩვენ გაგვაცნეს აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც პრესით გავრცელდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ესწრებოდა ამ შეხვედრას. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. რამდენიმე წელია ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. მე ამ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში? მისი ძმა ჩვენს ეპარქიაში მსახურობს, დეკანოზია",- ამბობს მამა დიმიტრი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეპარქია დაკავებულს თავდებად უდგება, მამა დიმიტრი ვეკუა ამბობა, რომ შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე - 2014 წელს ფულის უკანონო ლეგალიზაციაში უგულავა და კეზერაშვილი იყვნენ ჩართულები, ისინი თანხის გამოყენებას საარჩევნოდ აპირებდნენ

11 დაკავებულს შორის პედაგოგი და მოზარდების მშობლები არიან - შსს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალებზე

ბავშვების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის მოზარდი გოგონების მშობლები