პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს - ქართულ საიტებზე "პირატულ" ფილმებს ვეღარ ნახავთ?
ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს - ქართულ საიტებზე "პირატულ" ფილმებს ვეღარ ნახავთ?

წლე­ბია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბა მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ერ­თა­დერ­თი სა­მარ­თლებ­რი­ვი ნორ­მა, რაც "პი­რა­ტუ­ლი" მა­სა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ვერც პრე­ვენ­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს, ვერც და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თას.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზ­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბა ყა­ჩა­ღო­ბას შე­ა­და­რა და დაჰ­პირ­და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რომ ამე­რი­კა გაზ­რდი­და ზე­წო­ლას იმ ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც "პი­რა­ტუ­ლი" ვებ-სერ­ვე­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამ და­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­დად­გმუ­ლი ერთ-ერთი ნა­ბი­ჯია გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და საქპა­ტენ­ტმა მი­ი­ღო.

Motion Picture Association of America (MPA), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ისეთ დიდ კი­ნოს­ტუ­დი­ებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: "დის­ნეი", "ვორ­ნერ ბრა­ზერს", "უნი­ვერ­სალ ფიქჩერს", "სონი", "პა­რა­მა­უნტ ფიქჩერს", "ნე­ტფ­ლიქ­სი" და სხვა, წე­რილ­ში შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სა­ი­ტებ­ზე არა­ლე­გა­ლუ­რი ფილ­მე­ბის გან­თავ­სე­ბის გამო.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რის, სტენ მა­კკო­ის წე­რილ­ში, ორი ქარ­თუ­ლი ვებ-გვერ­დია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, სა­დაც ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად უყუ­რე­ბენ ფილ­მებს:

"მე­კობ­რე­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა ჩვენ­თვის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტად რჩე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ამ პრი­ო­რი­ტე­ტის მი­საღ­წე­ვად. სა­ქარ­თვე­ლო­ში adjaranet.com და imovies.cc უჩ­ვე­ნე­ბენ MPA-ს წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ფილ­მებს მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა" - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ეს იყო პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა ჰო­ლი­ვუ­დუ­რი კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სან­ქცი­ე­ბი ემუქ­რე­ბა. ამ სა­კი­თხზე ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ახალ­შექ­მნილ­მა ასო­ცი­ა­ცი­ამ, სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ ბეჟა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, უკონ­ტრო­ლო ონ­ლა­ინ­სივ­რცე ზი­ანს აყე­ნებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცი­ას, ისე იმ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნი­ე­რად ყი­დუ­ლო­ბენ ამა თუ იმ აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ პრო­დუქ­ცი­ას, რაც სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას აყე­ნებს კი­ნო­თე­ატ­რებს და ზო­გა­დად კი­ნოს, რო­გორც კულ­ტუ­რას:

"მას შემ­დეგ, რაც დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­თი, ბაზ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­თაც. კერ­ძოდ, მათი პრო­დუქ­ცი­ის არა­კა­ნო­ნი­ე­რად გან­თავ­სე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ფილ­მე­ბის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. შე­დე­გად, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ან და­იც­ვას მათი უფ­ლე­ბე­ბი, ან ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პრო­დუქ­ცი­ის მო­წო­დე­ბას შე­წყვე­ტენ.

ასე­ვე, მე­ო­რე მხა­რეც - იმი­სათ­ვის რომ ფილ­მე­ბი გა­ვი­დეს ქარ­თულ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში, კი­ნო­სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია მომ­წო­დე­ბელ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას უხ­დის თან­ხას, შემ­დეგ ფილ­მი დგე­ბა კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ყი­დუ­ლობს ბი­ლეთს, რომ ნა­ხოს ფილ­მი, რომ­ლის მო­პო­ვე­ბა-გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბა­შიც კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ამ თან­ხა უკვე გა­და­ი­ხა­და.

სა­ი­ტე­ბი არ­ღვე­ვენ კა­ნონს, რო­დე­საც ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ტერ­ნეტ­ში პრო­დუქ­ცი­ას, რო­მელ­ზეც მათ არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ

ამით ზი­ანს აყე­ნე­ბენ კე­თილ­სინ­დი­სი­ერ კომ­პა­ნი­ებს და მათ ბიზ­ნესს. ამ სა­კი­თხის რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლოა შე­ე­ზღუ­დოს კი­ნოპ­რე­მი­ე­რე­ბი, ან დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­ღოთ ისი­ნი, ან შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ აღარ მოგ­ვცენ უფ­ლე­ბა, რომ ვაჩ­ვე­ნოთ გარ­კვე­უ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი და ა.შ.

სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ თუ ვინ­მე გა­აპ­რო­ტეს­ტებს და მო­ი­თხოვს უკა­ნო­ნოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის აღე­ბას, იხ­სნე­ბა 0.5 პრო­ცენ­ტი ფილ­მე­ბის, და­ნარ­ჩე­ნი ისევ რჩე­ბა უკა­ნო­ნოდ სა­ი­ტებ­ზე" - ამ­ბობს ბეჟა­ნიშ­ვი­ლი.

ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას ევა­ლე­ბა. კო­მი­სი­ის აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­დია-მომ­სა­ხუ­რე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ივა­ნე მა­ხა­რა­ძე AMBEBI.GE-სთან პრობ­ლე­მის სიმწვა­ვეს აღი­ა­რებს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ უწყე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მუ­შა­ობს ონ­ლა­ინ­მე­კობ­რე­ო­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე იმ ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რაც ამ დრო­ის­თვის გა­აჩ­ნია.

"წლე­ბია ვცდი­ლობთ, გა­ვა­სუფ­თა­ვოთ სა­ავ­ტო­რო და მო­მიჯ­ნა­ვე უფ­ლე­ბე­ბის ნა­წილ­ში ყვე­ლა მოქ­მე­დი დარ­გი. წლე­ბის წინ ეს და­ი­წყო მა­უ­წყებ­ლო­ბის დარ­გში და მა­უ­წყებ­ლო­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლდა არა­ლე­გა­ლუ­რი პრო­დუქ­ცი­ის­გან.

მე­ო­რე ნა­ბი­ჯი იყო სა­კა­ბე­ლო ოპე­რა­ტო­რე­ბის - მაგ­თის, სილ­ქნე­ტის და ა.შ. სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვა. მე­ო­რე ეტა­პის ფარ­გლებ­ში სა­კა­ბე­ლო ოპე­რა­ტო­რე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდა მე­კობ­რე­ო­ბის­გან.

და აი, მე­სა­მე ეტაპს წარ­მო­ად­გენს სწო­რედ ონ­ლა­ინ­მე­კობ­რე­ო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ახლა ვე­ჭი­დე­ბით ამ პრობ­ლე­მას. ერთ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ რო­გორც ვებ-გვერ­დებ­თან, რომ­ლე­ბი იპა­რა­ვენ ამ აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ პრო­დუქ­ცი­ას, ასე­ვე კი­ნო­დის­ტრი­ბუ­ცი­ის კომ­პა­ნი­ებ­თან, რო­მელ­თაც ლე­გა­ლუ­რად შე­მო­აქვთ ეს პრო­დუქ­ცია და დიდ თან­ხებს იხ­დი­ან ამა­ში.

გარ­და ამი­სა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბა არის წარ­დგე­ნი­ლი პარ­ლა­მენ­ტში, საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი და მას­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­წე­რი­ლი. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი მო­აქ­ცევს ერ­თი­ან რე­გუ­ლა­ცი­ა­ში ყვე­ლა ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მას და მა­უ­წყე­ბელს.

თუ დღეს­დღე­ო­ბით adjaranet.com და imovies.ge-ის ტი­პის ვებგ­ვერ­დებს არ ევა­ლე­ბათ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გავ­ლა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ კა­ნონპ­რო­ექ­ტი დამ­ტკიც­და, მათ და­ე­ვა­ლე­ბათ, რომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­ში და­რე­გის­ტრირ­დნენ, რის შემ­დე­გაც მათ­ზე გავ­რცელ­დე­ბა ყვე­ლა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც „მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის“ მი­ხედ­ვით ვრცელ­დე­ბა მა­უ­წყებ­ლებ­ზე და ოპე­რა­ტო­რებ­ზე.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ნი­მუმ გაფრ­თხი­ლე­ბას და მაქ­სი­მუმ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას

ამ ეტაპ­ზე თუ არის დარ­ღვე­ვეა ვებგ­ვერ­დებ­ზე და მო­მარ­თვა არ­სე­ბობს, ან ჩვენ გა­ვა­კე­თეთ მო­ნი­ტო­რინ­გი, მივ­მარ­თავთ ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დე­რებს, მა­გა­ლი­თად „მაგ­თის“ ან „სილ­ქნეტს“ და მათ აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ გა­აფრ­თხი­ლონ ვებ-გვერ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც იპა­რა­ვენ პრო­დუქ­ცი­ას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ინ­ტერ­ნეტ წვდო­მა შე­ე­ზღუ­დოთ ამ გვერ­დებს, სა­ნამ არ აღ­მო­ფხვრი­ან ამ პრობ­ლე­მას" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს ივა­ნე მა­ხა­რა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ "ქურ­დი" ვებ-გვერ­დე­ბი სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ხარ­ჯზე გარ­და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­ზიდ­ვი­სა, უსა­მარ­თლოდ ხდე­ბი­ან მო­ნო­პო­ლის­ტე­ბი რეკ­ლა­მის მი­ზიდ­ვის სფე­რო­შიც. ბუ­ნებ­რი­ვია, რეკ­ლა­მის დამ­კვეთს დიდი აუ­დი­ტო­რია აინ­ტე­რე­სებს და არ ანაღ­ვლებს, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად არის ეს აუ­დი­ტო­რია მო­ზი­დუ­ლი.

თა­ვის მხრივ მომ­ხმა­რებ­ლებს ურ­ჩევ­ნი­ათ, კი­ნო­თე­ატ­რში სა­სურ­ვე­ლი ფილ­მის ნახ­ვის­თვის ფუ­ლის გა­დახ­დის ნაც­ვლად, ის ინ­ტერ­ნეტ­ში უსას­ყიდ­ლოდ ნა­ხონ და ამ დროს სუ­ლაც არ ფიქ­რო­ბენ, რომ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას სჩა­დი­ან.

თუმ­ცა, თუ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გა­მო­ვი­ჩენთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, შე­საძ­ლოა ესეც იყოს გზა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და აღ­მო­ფხვრის­კენ. რად­გა­ნაც აქ საქ­მე არამ­ხო­ლოდ კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბას ეხე­ბა, არა­მედ ამით ზი­ა­ნი ად­გე­ბა ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას, ეროვ­ნულ კი­ნოს.

ამის მა­გა­ლი­თად შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ, ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და სი­მონ გრო­სის ფილ­მი "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი" - პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მი, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზარ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "ნე­ტფ­ლიქსმა" შე­ი­ძი­ნა და კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ჩა­უშ­ვა. თუმ­ცა, მე­ო­რე დღეს­ვე, ქარ­თულ სა­ი­ტებ­ზე გა­მოჩ­ნდა ფილ­მი ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ლო­გო­თი, რა­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ფილ­მის წარ­მა­ტე­ბის და მისი რე­ა­ლუ­რი მნახ­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­სა­ზღვრა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ ჩვენს ქვე­ყა­ნას არ აწუ­ხებს. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოც დგას მსგავ­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, თუმ­ცა იქ პრობ­ლე­მას სის­ტე­მუ­რად ებ­რძვი­ან და მას­შტა­ბე­ბიც გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გელა
0

ხალხნო მოდი ერთად შევთანხმდეთ აშკარად კავეა პლიუსს უნდა თანხის შოვნა ამითი, თუ გინდათ უყურეთ მაგ საიტზე ოღონდ როცა ფასიანი გახდება არავინ გადაიხადოთ არაფერი.

gocha
3

კინოც აღარ გვაყურებინოთ მოგვკალით ბარემ 

ავტორი:

ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს - ქართულ საიტებზე "პირატულ" ფილმებს ვეღარ ნახავთ?

ჰოლივუდი საქართველოს აფრთხილებს - ქართულ საიტებზე "პირატულ" ფილმებს ვეღარ ნახავთ?

წლებია, საქართველოში ინტერნეტ მეკობრეობა მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ერთადერთი სამართლებრივი ნორმა, რაც "პირატული" მასალის წინააღმდეგაა მიმართული, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის დადგენილება გახლავთ, რომელიც ვერც პრევენციას უზრუნველყოფს, ვერც დანაშაულის აღკვეთას.

რამდენიმე წლის წინ აშშ-ს ვიცე-პრეზდენტმა ჯო ბაიდენმა ინტერნეტ მეკობრეობა ყაჩაღობას შეადარა და დაჰპირდა თანამემამულეებს, რომ ამერიკა გაზრდიდა ზეწოლას იმ ქვეყნებზე, სადაც "პირატული" ვებ-სერვერებია განთავსებული. როგორც ჩანს, ამ დაპირების შესასრულებლად გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია გამაფრთხილებელი წერილი, რომელიც გასულ კვირას კომუნიკაციების კომისიამ და საქპატენტმა მიიღო.

Motion Picture Association of America (MPA), რომელიც წარმოადგენს ისეთ დიდ კინოსტუდიებს, როგორებიც არიან: "დისნეი", "ვორნერ ბრაზერს", "უნივერსალ ფიქჩერს", "სონი", "პარამაუნტ ფიქჩერს", "ნეტფლიქსი" და სხვა, წერილში შეშფოთებას გამოთქვამს ქართულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების განთავსების გამო.

ორგანიზაციის პრეზიდენტის და მმართველი დირექტორის, სტენ მაკკოის წერილში, ორი ქართული ვებ-გვერდია მოხსენიებული, სადაც ქართველი ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად უყურებენ ფილმებს:

"მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA-ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა" - ნათქვამია წერილში.

ეს იყო პირველი სერიოზული გაფრთხილება ჰოლივუდური კინოსტუდიების გაერთიანებისგან, რომლის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საქართველოს სანქციები ემუქრება. ამ საკითხზე ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ ახალშექმნილმა ასოციაციამ, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ყველა შესაბამის უწყებას კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდა.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბეჟანიშვილი ამბობს, უკონტროლო ონლაინსივრცე ზიანს აყენებს როგორც საქართველოს რეპუტაციას, ისე იმ კეთილსინდისიერ კომპანიებს, რომლებიც კანონიერად ყიდულობენ ამა თუ იმ აუდიოვიზუალურ პროდუქციას, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს კინოთეატრებს და ზოგადად კინოს, როგორც კულტურას:

"მას შემდეგ, რაც დიდი კომპანიები ინტერესდებიან საქართველოთი, ბაზრით დაინტერესების პარალელურად, ინტერესდებიან არსებული პრობლემებითაც. კერძოდ, მათი პროდუქციის არაკანონიერად განთავსება სერიოზული პრობლემაა ფილმების მომწოდებელი კომპანიებისთვის. შედეგად, ამ კომპანიების პოზიციაა, რომ საქართველომ ან დაიცვას მათი უფლებები, ან ისინი საქართველოსთვის პროდუქციის მოწოდებას შეწყვეტენ.

ასევე, მეორე მხარეც - იმისათვის რომ ფილმები გავიდეს ქართულ კინოთეატრებში, კინოსადისტრიბუციო კომპანია მომწოდებელ უცხოურ კომპანიას უხდის თანხას, შემდეგ ფილმი დგება კინოგაქირავებაში, სადაც მაყურებელი ყიდულობს ბილეთს, რომ ნახოს ფილმი, რომლის მოპოვება-გავრცელების უფლებაშიც კინოდისტრიბუციამ თანხა უკვე გადაიხადა.

საიტები არღვევენ კანონს, როდესაც ავრცელებენ ინტერნეტში პროდუქციას, რომელზეც მათ არანაირი უფლება არ გააჩნიათ

ამით ზიანს აყენებენ კეთილსინდისიერ კომპანიებს და მათ ბიზნესს. ამ საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება გამოიწვევს იმას, რომ საქართველოს შესაძლოა შეეზღუდოს კინოპრემიერები, ან დაგვიანებით მივიღოთ ისინი, ან შეიძლება საერთოდ აღარ მოგვცენ უფლება, რომ ვაჩვენოთ გარკვეული სერიალები და ა.შ.

სამწუხაროდ, რეალობა ის არის, რომ თუ ვინმე გააპროტესტებს და მოითხოვს უკანონოდ განთავსებული ფილმების აღებას, იხსნება 0.5 პროცენტი ფილმების, დანარჩენი ისევ რჩება უკანონოდ საიტებზე" - ამბობს ბეჟანიშვილი.

ონლაინსივრცეში სამართლებრივი წესრიგის დაცვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ევალება. კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე AMBEBI.GE-სთან პრობლემის სიმწვავეს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ უწყება ეტაპობრივად მუშაობს ონლაინმეკობრეობის აღმოფხვრაზე იმ ბერკეტების გამოყენებით, რაც ამ დროისთვის გააჩნია.

"წლებია ვცდილობთ, გავასუფთავოთ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ნაწილში ყველა მოქმედი დარგი. წლების წინ ეს დაიწყო მაუწყებლობის დარგში და მაუწყებლობა გათავისუფლდა არალეგალური პროდუქციისგან.

მეორე ნაბიჯი იყო საკაბელო ოპერატორების - მაგთის, სილქნეტის და ა.შ. სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. მეორე ეტაპის ფარგლებში საკაბელო ოპერატორები გათავისუფლდა მეკობრეობისგან.

და აი, მესამე ეტაპს წარმოადგენს სწორედ ონლაინმეკობრეობისგან გათავისუფლება. ახლა ვეჭიდებით ამ პრობლემას. ერთ წელიწადზე მეტია, ვთანამშრომლობთ როგორც ვებ-გვერდებთან, რომლები იპარავენ ამ აუდიოვიზუალურ პროდუქციას, ასევე კინოდისტრიბუციის კომპანიებთან, რომელთაც ლეგალურად შემოაქვთ ეს პროდუქცია და დიდ თანხებს იხდიან ამაში.

გარდა ამისა, საკანონმდებლო წინადადება არის წარდგენილი პარლამენტში, საკმაოდ მოცულობითი და მასში ძალიან ბევრი რამ არის გაწერილი. ეს კანონპროექტი მოაქცევს ერთიან რეგულაციაში ყველა ონლაინ პლატფორმას და მაუწყებელს.

თუ დღესდღეობით adjaranet.com და imovies.ge-ის ტიპის ვებგვერდებს არ ევალებათ ავტორიზაციის გავლა, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი დამტკიცდა, მათ დაევალებათ, რომ მარეგულირებელში დარეგისტრირდნენ, რის შემდეგაც მათზე გავრცელდება ყველა ის ვალდებულება, რაც „მაუწყებლის შესახებ კანონის“ მიხედვით ვრცელდება მაუწყებლებზე და ოპერატორებზე.

კანონპროექტი შეიმუშავა მარეგულირებელმა კომისიამ და კანონდარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს მინიმუმ გაფრთხილებას და მაქსიმუმ ავტორიზაციის შეჩერებას

ამ ეტაპზე თუ არის დარღვევეა ვებგვერდებზე და მომართვა არსებობს, ან ჩვენ გავაკეთეთ მონიტორინგი, მივმართავთ ინტერნეტპროვაიდერებს, მაგალითად „მაგთის“ ან „სილქნეტს“ და მათ აქვთ ვალდებულება, რომ გააფრთხილონ ვებ-გვერდები, რომლებიც იპარავენ პროდუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ინტერნეტ წვდომა შეეზღუდოთ ამ გვერდებს, სანამ არ აღმოფხვრიან ამ პრობლემას" - ეუბნება AMBEBI.GE-ს ივანე მახარაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ქურდი" ვებ-გვერდები სხვა კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე გარდა მომხმარებლების მოზიდვისა, უსამართლოდ ხდებიან მონოპოლისტები რეკლამის მიზიდვის სფეროშიც. ბუნებრივია, რეკლამის დამკვეთს დიდი აუდიტორია აინტერესებს და არ ანაღვლებს, რამდენად კანონიერად არის ეს აუდიტორია მოზიდული.

თავის მხრივ მომხმარებლებს ურჩევნიათ, კინოთეატრში სასურველი ფილმის ნახვისთვის ფულის გადახდის ნაცვლად, ის ინტერნეტში უსასყიდლოდ ნახონ და ამ დროს სულაც არ ფიქრობენ, რომ კანონდარღვევას სჩადიან.

თუმცა, თუ თითოეული ჩვენგანი გამოვიჩენთ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, შესაძლოა ესეც იყოს გზა დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრისკენ. რადგანაც აქ საქმე არამხოლოდ კერძო კომპანიებისთვის ზარალის მიყენებას ეხება, არამედ ამით ზიანი ადგება ქვეყნის რეპუტაციას, ეროვნულ კინოს.

ამის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - პირველი ქართული ფილმი, რომელიც უზარმაზარმა საერთაშორისო კომპანია "ნეტფლიქსმა" შეიძინა და კინოგაქირავებაში ჩაუშვა. თუმცა, მეორე დღესვე, ქართულ საიტებზე გამოჩნდა ფილმი ამავე კომპანიის ლოგოთი, რამაც შეუძლებელი გახადა ფილმის წარმატების და მისი რეალური მნახველების რაოდენობის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ აწუხებს. თანამედროვე მსოფლიოც დგას მსგავსი გამოწვევების წინაშე, თუმცა იქ პრობლემას სისტემურად ებრძვიან და მასშტაბებიც გაცილებით ნაკლებია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"