"ბიბლუსის" მაღაზიებში "დისნეის" კვირეული დაიწყო. 3-დან 15 დეკემბრის ჩათვლით, #აჩუქეწიგნის ფარგლებში, "დისნეის" წიგნებსა და აქსესუარებზე 35%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
მსოფლიოში მილიონობით ბავშვის საოცნებო გმირები "დისნეის" ანიმაციური ფილმების პერსონაჟები არიან. გამომცემლობა "პალიტრა L" კი საქართველოში "დისნეის" პირველი ოფიციალური წარმომადგენელია. "დისნეის" ქართულად თარგმნილი წიგნები უცხოური გამოცემების ზუსტი ასლია და "დისნეის" ლიცენზიით გამოიცემა.
"დისნეის" ილუსტრირებული წიგნები სათამაშოებით, სამკაულებითა თუ პაზლებით ბავშვისთვის საახალწო საჩუქრად იდეალური ვარიანტია, რადგან ეს გამოცემები წიგნისა და სათამაშოს როლს ერთნაირად ითავსებს. ვფიქრობთ, რომ "დისნეის" კვირეული მშობლებს აძლევს კარგ შესაძლებლობას, ხელსაყრელ ფასად შეიძინონ შვილებისთვის სასურველი საჩუქრები," - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
ფასდაკლებებთან ერთად, კვირეულის ფარგლებში, პატარა მკითხველისთვის კითხვის საათებიც მოეწყობა.
იხილეთ მეტი ღონისძიების შესახებ