მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანაპიროდან 70 მეტრში ვართ, წლებია, მე და ჩემი მეუღლე ზამთარ-ზაფხულს აქ ვატარებთ - ღლონტების "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში
სანაპიროდან 70 მეტრში ვართ, წლებია, მე და ჩემი მეუღლე ზამთარ-ზაფხულს აქ ვატარებთ - ღლონტების "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში

ცნო­ბი­ლი ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი მა­მუ­კა ღლონ­ტი უკვე წლე­ბია, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან რე­გი­ონ­ში გა­და­ვი­და და იქ სა­კუ­თარ ეზო-კარ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო - თა­ვი­სი ხე­ლით აა­შე­ნა კო­ტე­ჯე­ბი, კე­თილ­მო­ა­წყო ეზო და დღეს მას­თან მის­ვლა ძა­ლი­ან უყ­ვართ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს.

მა­მუ­კა ღლონ­ტი:

- ჩვე­ნი პა­ტა­რა სო­ფე­ლი კაპ­რო­ვა­ნი, ურეკ­სა და შეკ­ვე­თილს შო­რი­საა. აქ სტა­რო­ვე­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო 90-იან წლებ­ში და­ტო­ვეს. მას მერე ამ ად­გი­ლის პირ­ვე­ლი მო­სახ­ლე ჩვე­ნი ოჯა­ხია და პირ­ვე­ლი პა­ტა­რა, ვინც აქ და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი სე­სი­ლია.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ვი­ყი­დე მი­წის პირ­ვე­ლი ნაკ­ვე­თი. თა­ვი­დან 200 კვმ შე­ვი­ძი­ნე, მერე ნელ-ნელა მი­ვუ­მა­ტეთ. ჩემი ნაკ­ვე­თი­დან ზღვის სა­ნა­პი­რომ­დე 60-70 მეტ­რია.

- რო­დე­საც პირ­ვე­ლი ნაკ­ვე­თი შე­ი­ძი­ნეთ, ფიქ­რობ­დით, რომ ასეთ სა­მო­თხეს შექ­მნი­დით? თუ მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში აქ­ტი­უ­რად საქ­მი­ა­ნობ­დით და ამას ვერ წარ­მო­იდ­გენ­დით?

- ამა­ზე მა­შინ არ მი­ფიქ­რია. სო­ფელ­ში დრო­დად­რო მხო­ლოდ მე და ჩემი ცოლი ჩა­მოვ­დი­ო­დით. გარ­შე­მო ერთი მე­ზო­ბე­ლიც არ გვყავ­და. ჩვენს ად­გილ­ზე ჭა­ო­ბი იყო. არ იყო დენი, გაზი, კა­ნა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ ჩვენ მა­ინც ვცხოვ­რობ­დით. ბოლო 6-7 წე­ლია, რაც ზამ­თარ-ზა­ფხულ აქ ვართ. ახლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი სო­ფე­ლი შე­ივ­სო. მათ შო­რის არი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი, ისი­ნი, ვინც მა­ნამ­დე ჩემ­თან სტუმ­რობ­დნენ და მოს­წონ­დათ კაპ­რო­ვა­ნი. ასე რომ, ბევ­რმა შე­ი­ძი­ნა აქ ნაკ­ვე­თი, კო­ტე­ჯე­ბი აა­შე­ნეს და და­სახ­ლდნენ.

- სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­ურ­მა, ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა დე­და­ქა­ლა­ქი მი­ა­ტო­ვეთ და სა­ცხოვ­რებ­ლად რე­გი­ონ­ში გა­დახ­ვე­დით. ამ ყვე­ლა­ფერს სი­ნა­ნუ­ლი არ ახ­ლდა?

- ერ­თა­დერ­თი სი­ნა­ნუ­ლი ის იყო, რა­ტომ აქამ­დე არ წა­მო­ვე­დი-მეთ­ქი. და­ნარ­ჩე­ნი­ კი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - სა­დაც კარ­გად გრძნობ თავს, იქ უნდა იცხოვ­რო. თუმ­ცა, ბევრ ადა­მი­ანს არა აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სო­ფელ­ში გა­მარ­თუ­ლად იცხოვ­როს.

- ზოგს შე­საძ­ლოა სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეს, მაგ­რამ ვერ არ­ღვევს სტე­რე­ო­ტიპს "სო­ფე­ლი მა­ინც სო­ფე­ლია"..

- ასეთ დროს სა­კუ­თარ თავს უნდა ჰკი­თხო: "შე­გიძ­ლია, სო­ფელ­ში წახ­ვი­დე ისე, რომ იქ შენი ცხოვ­რე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ გა­უ­ა­რეს­დეს და პი­რი­ქით, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს?" ისიც უნდა ჰკი­თხო: "რას აკე­თებ იქ, სა­დაც ხარ, ვთქვათ, თბი­ლი­სის ცენ­ტრში, თუ არ გაქვს სამ­სა­ხუ­რი და გაქვს მხო­ლოდ სახ­ლი?" მოკ­ლედ, თუ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბა არ გაქვს, არ უნდა და­გე­ნა­ნოს შენი სახ­ლი. მის ფა­სად უამ­რავ კარგ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა ეზო-კა­რის შე­ძე­ნა. ტუ­რის­ტი დღეს ყვე­ლა კუ­თხეს ჰყავს - სა­ქარ­თვე­ლო სავ­სეა უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბით.

აქა­უ­რი ყოფა თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა. ხარ სიმ­შვი­დე­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, კარგ მე­ზობ­ლებ­ში, ხვდე­ბი უამ­რავ ადა­მი­ანს, მათ შო­რის - ტუ­რისტსაც, რომ­ლებ­თა­ნაც კავ­შირს ამ­ყა­რებ, უმე­გობ­რდე­ბი. ზოგი მე­უბ­ნე­ბა, მანდ ზამ­თარ­ში რას აკე­თე­ბო? ანა­ლო­გი­უ­რი კი­თხვა მიჩ­ნდე­ბა, თბი­ლის­ში რა უნდა გა­ვა­კე­თო? ქა­ლაქ­ში ბინა, რო­მე­ლიც კორ­პუს­ში გაქვს, არის მხო­ლოდ მო­საც­დე­ლი ად­გი­ლი - უნდა შეხ­ვი­დე, ჩა­ი­კე­ტო, მო­ი­ცა­დო, სა­ნამ გა­თენ­დე­ბა და მერე გა­რეთ გახ­ვი­დე. აქ კი სულ გა­რეთ ხარ, მოძ­რა­ო­ბა­სა და საქ­მე­ში.

- პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი ბრძან­დე­ბით­ და ეს თუ და­გეხ­მა­რათ მშე­ნებ­ლო­ბა-და­გეგ­მა­რე­ბი­სას.

- არა მარ­ტო და­გეგ­მა­რე­ბი­სას, არა­მედ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, შიდა დი­ზა­ი­ნი, და­გეგ­მა­რე­ბა, მშე­ნებ­ლო­ბა - ყვე­ლა­ფე­რი ჩემი უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­კეთ­და.­ "პრა­რა­ბიც" ვარ. გარ­და ამი­სა, თით­ქმის ყვე­ლა ხე­ლო­ბა ვიცი - ელექტრო­ბა, მეტ­ლახ-კა­ფე­ლის და­გე­ბა, წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო. პირ­ვე­ლი კო­ტე­ჯის გარ­და, ყვე­ლა (სულ ოთხია) ჩემი აშე­ნე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, ხე­ლოს­ნე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩემი ცოდ­ნა იმა­ში მად­გე­ბა, რომ ხა­რის­ხი­ა­ნად იყოს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gena
6

70 metri ara ra, cota gazarde manzili, daumate 400-500 metri da es iqneba swori !!!!

ლია
7

ბატონო მამუკა, ყოველთვის ვაფასებდი თქვენს გონიერებას და ახლაც, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ამ გადაწყვეტილებით . ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სანაპიროდან 70 მეტრში ვართ, წლებია, მე და ჩემი მეუღლე ზამთარ-ზაფხულს აქ ვატარებთ - ღლონტების "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში

სანაპიროდან 70 მეტრში ვართ, წლებია, მე და ჩემი მეუღლე ზამთარ-ზაფხულს აქ ვატარებთ - ღლონტების "აუტანელი" სილამაზე ზღვისპირეთში

ცნობილი ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი უკვე წლებია, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თბილისიდან რეგიონში გადავიდა და იქ საკუთარ ეზო-კარში სრულიად ახალი ბიზნესი წამოიწყო - თავისი ხელით ააშენა კოტეჯები, კეთილმოაწყო ეზო და დღეს მასთან მისვლა ძალიან უყვართ უცხოელ ტურისტებს.

მამუკა ღლონტი:

- ჩვენი პატარა სოფელი კაპროვანი, ურეკსა და შეკვეთილს შორისაა. აქ სტაროვერები ცხოვრობდნენ, რომლებმაც საქართველო 90-იან წლებში დატოვეს. მას მერე ამ ადგილის პირველი მოსახლე ჩვენი ოჯახია და პირველი პატარა, ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა, ჩემი შვილიშვილი სესილია.

2000-იანი წლების დასაწყისში ვიყიდე მიწის პირველი ნაკვეთი. თავიდან 200 კვმ შევიძინე, მერე ნელ-ნელა მივუმატეთ. ჩემი ნაკვეთიდან ზღვის სანაპირომდე 60-70 მეტრია.

- როდესაც პირველი ნაკვეთი შეიძინეთ, ფიქრობდით, რომ ასეთ სამოთხეს შექმნიდით? თუ მაშინ ტელევიზიაში აქტიურად საქმიანობდით და ამას ვერ წარმოიდგენდით?

- ამაზე მაშინ არ მიფიქრია. სოფელში დროდადრო მხოლოდ მე და ჩემი ცოლი ჩამოვდიოდით. გარშემო ერთი მეზობელიც არ გვყავდა. ჩვენს ადგილზე ჭაობი იყო. არ იყო დენი, გაზი, კანალიზაცია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცხოვრობდით. ბოლო 6-7 წელია, რაც ზამთარ-ზაფხულ აქ ვართ. ახლა, ფაქტობრივად, მთელი სოფელი შეივსო. მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, ისინი, ვინც მანამდე ჩემთან სტუმრობდნენ და მოსწონდათ კაპროვანი. ასე რომ, ბევრმა შეიძინა აქ ნაკვეთი, კოტეჯები ააშენეს და დასახლდნენ.

- საზოგადოებრივად აქტიურმა, ცნობილმა ადამიანმა დედაქალაქი მიატოვეთ და საცხოვრებლად რეგიონში გადახვედით. ამ ყველაფერს სინანული არ ახლდა?

- ერთადერთი სინანული ის იყო, რატომ აქამდე არ წამოვედი-მეთქი. დანარჩენი კი ძალიან მარტივია - სადაც კარგად გრძნობ თავს, იქ უნდა იცხოვრო. თუმცა, ბევრ ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა, სოფელში გამართულად იცხოვროს.

- ზოგს შესაძლოა საშუალება ჰქონდეს, მაგრამ ვერ არღვევს სტერეოტიპს "სოფელი მაინც სოფელია"..

- ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: "შეგიძლია, სოფელში წახვიდე ისე, რომ იქ შენი ცხოვრება მატერიალურად არ გაუარესდეს და პირიქით, გაუმჯობესდეს?" ისიც უნდა ჰკითხო: "რას აკეთებ იქ, სადაც ხარ, ვთქვათ, თბილისის ცენტრში, თუ არ გაქვს სამსახური და გაქვს მხოლოდ სახლი?" მოკლედ, თუ სხვა საშუალება არ გაქვს, არ უნდა დაგენანოს შენი სახლი. მის ფასად უამრავ კარგ ადგილას შეიძლება ეზო-კარის შეძენა. ტურისტი დღეს ყველა კუთხეს ჰყავს - საქართველო სავსეა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებით.

აქაური ყოფა თბილისში ცხოვრებისგან რადიკალურად განსხვავდება. ხარ სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, კარგ მეზობლებში, ხვდები უამრავ ადამიანს, მათ შორის - ტურისტსაც, რომლებთანაც კავშირს ამყარებ, უმეგობრდები. ზოგი მეუბნება, მანდ ზამთარში რას აკეთებო? ანალოგიური კითხვა მიჩნდება, თბილისში რა უნდა გავაკეთო? ქალაქში ბინა, რომელიც კორპუსში გაქვს, არის მხოლოდ მოსაცდელი ადგილი - უნდა შეხვიდე, ჩაიკეტო, მოიცადო, სანამ გათენდება და მერე გარეთ გახვიდე. აქ კი სულ გარეთ ხარ, მოძრაობასა და საქმეში.

- პროფესიით არქიტექტორი ბრძანდებით და ეს თუ დაგეხმარათ მშენებლობა-დაგეგმარებისას.

- არა მარტო დაგეგმარებისას, არამედ არქიტექტურული პროექტები, შიდა დიზაინი, დაგეგმარება, მშენებლობა - ყველაფერი ჩემი უშუალო მონაწილეობით გაკეთდა. "პრარაბიც" ვარ. გარდა ამისა, თითქმის ყველა ხელობა ვიცი - ელექტრობა, მეტლახ-კაფელის დაგება, წყალგაყვანილობა და შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. პირველი კოტეჯის გარდა, ყველა (სულ ოთხია) ჩემი აშენებულია. რა თქმა უნდა, ხელოსნებიც მეხმარებიან. ჩემი ცოდნა იმაში მადგება, რომ ხარისხიანად იყოს ყველაფერი გაკეთებული. წაიკითხეთ სრულად

კახეთში 10 თვის ბავშვი კორონავირუსისგან განიკურნა

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა