მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი
ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი

#ქა­ლა­ქი­ხა­სი­ა­თით - ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბორ­ჯო­მის“ მას­შტა­ბუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კონ­კურ­სი დას­რულ­და. რო­მელ­მა კონ­კურ­სან­ტებ­მა შეძ­ლეს შე­ექ­მნათ უნი­კა­ლუ­რი #ქა­ლა­ქი­ხა­სი­ა­თით 22 ნო­ემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე „რუმ­სი ჰო­უ­თელ თბი­ლის­ში“ გა­მარ­თულ ფი­ნა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს „პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ“ და „მოყ­ვა­რულ“ კა­ტე­გო­რი­ა­ში, კონ­კურ­სის­თვის ჟი­უ­რი გა­მო­ავ­ლენს, ხოლო „ბორ­ჯო­მის“ რჩე­ულს კომ­პა­ნია IDS ბორ­ჯო­მი თბი­ლი­სი და­ა­სა­ხე­ლებს. #ქა­ლა­ქი­ხა­სი­ა­თით - ეს არის შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­კურ­სი, რო­მელ­მაც სტარ­ტი 24 სექ­ტემ­ბერს აიღო. კონ­კურ­სის მი­ზანს სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის წარ­მო­ჩე­ნა და მათი ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გაც­ნო­ბა წარ­მო­ად­გენ­და.

„ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო თუ რო­გორ ხე­დავ­და და გრძნობ­და კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე ამა თუ იმ ქა­ლა­ქის ხა­სი­ათს. ამას­თან, ნა­მუ­შევ­რის შე­სა­ფა­სებ­ლად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო გა­და­ღე­ბის ხა­რის­ხი, სრულ­ყო­ფი­ლი სი­უ­ჟე­ტი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი ხედ­ვა­ში. სა­ბო­ლო­ოდ, მი­ღე­ბულ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი გა­ა­მარ­თლა. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, კონ­კურ­სან­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის წარ­მო­ჩე­ნა იყო თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი­თა და ხა­სი­ა­თით, რად­გან მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ მკვიდრს, ან მას­თან ემო­ცი­ურ კავ­შირ­ში მყოფ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იგ­რძნოს, გად­მოგ­ვცეს და დაგ­ვა­ნა­ხოს ქა­ლა­ქის ხა­სი­ა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მხრი­დან. სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით, კუ­თხე­ე­ბით, ქა­ლა­ქე­ბით. ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად თი­თო­ე­ულ ქა­ლაქს აქვს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, სწო­რედ ამი­ტომ „ბორ­ჯომ­მა“ ყვე­ლა მსურ­ველს მის­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკეთ წარ­მო­ე­ჩი­ნა და გა­ეც­ნო სა­ზო­გა­დო­ებ­სით­ვის სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქი, თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბით. ვფიქ­რობთ, პრო­ექ­ტმა გა­ა­მარ­თლა,“ - გან­მარ­ტავს ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი „ბორ­ჯო­მის“ ბრენდ მე­ნე­ჯე­რი, ირი­ნა კე­ი­დია.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, არი­ან რე­ჟი­სო­რი თინა ყა­ჯრიშ­ვი­ლი, The Movement TV - დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ანა­ნო ბა­კუ­რა­ძე, live branding დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალექს ჩი­ქო­ვა­ნი, ოპე­რა­ტო­რი მინ­დია ესა­ძე, Palitravideo.ge-ს რე­დაქ­ტო­რი გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი და ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი მარი ნა­კა­ნი. შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ისი­ნი კონ­კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, შე­ფა­სე­ბე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­კვე­ბუ­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­ზე ისა­უბ­რე­ბენ. მა­ნამ­დე კი, ყვე­ლა სა­კონ­კურ­სო ნა­მუ­შევ­რის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თვის შექ­მნილ პლატ­ფორ­მა­ზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

ცნო­ბი­სათ­ვის, #ქა­ლა­ქი­ხა­სი­ა­თით მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თის კონ­კურ­სია და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლო. ამის­თვის კონ­კურ­სანტს უნდა გა­და­ე­ღო მოკ­ლე ვი­დეო, ან შე­ექ­მნა ფო­ტო­კო­ლა­ჟი, რო­მელ­შიც შერ­ჩე­უ­ლი ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობ­და, კადრში უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა „ბორ­ჯო­მი“, აეტვირ­თა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში (Facebook/Instagram) ჰეშ­თე­გე­ბით #ქა­ლა­ქი­ხა­სი­ა­თით, #ბორ­ჯო­მი, #და­ა­ხა­სი­ა­თე­შე­ნი­ქა­ლა­ქი და მისი ნა­მუ­შე­ვა­რი მე­გობ­რე­ბის­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კონ­კურ­სის თე­მა­ტი­კა შე­ზღუ­დუ­ლი არ იყო. აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბას კავ­ში­რი ავ­ტორ­სა და შერ­ჩე­ულ ქა­ლაქს შო­რის კავ­ში­რის წარ­მო­ჩე­ნა წარ­მო­ად­გენ­და. კონ­კურ­სი 2 კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­თა, „მოყ­ვა­რუ­ლი“ და „პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი“.

პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია კომ­პა­ნია „IDS ბორ­ჯო­მი თბი­ლი­სი“ და ის და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის „ბორ­ჯო­მის“ 2019 წლის სა­კო­მუ­ნი­კა­ციო პლატ­ფორ­მა­ზე - შენ გაქვს ხა­სი­ა­თი! ხა­სი­ათს ვერ და­მა­ლავ!

„ბორ­ჯო­მი“ კონ­კურ­სით #ქა­ლა­ქი­ხა­სი­ა­თით კარს გვი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და გვაც­ნობს მის კუ­თხე­ებს უც­ნო­ბი მხა­რე­ე­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი

ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი

#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ მასშტაბური შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. რომელმა კონკურსანტებმა შეძლეს შეექმნათ უნიკალური #ქალაქიხასიათით 22 ნოემბერს, 12:00 საათზე „რუმსი ჰოუთელ თბილისში“ გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

გამარჯვებულებს „პროფესიონალურ“ და „მოყვარულ“ კატეგორიაში, კონკურსისთვის ჟიური გამოავლენს, ხოლო „ბორჯომის“ რჩეულს კომპანია IDS ბორჯომი თბილისი დაასახელებს. #ქალაქიხასიათით - ეს არის შემოქმედებით კონკურსი, რომელმაც სტარტი 24 სექტემბერს აიღო. კონკურსის მიზანს საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენდა.

„ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ ხედავდა და გრძნობდა კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანი იყო გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში. საბოლოოდ, მიღებულმა ნამუშევრებმა პროექტის მიზანი გაამართლა. პროექტის მიზანი, კონკურსანტის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოჩენა იყო თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს, ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომმა“ ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა უკეთ წარმოეჩინა და გაეცნო საზოგადოებსითვის საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტმა გაამართლა,“ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.

კონკურსის ჟიურის წევრები, არიან რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი და ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ისინი კონკურსის მნიშვნელობაზე, შეფასებების კრიტერიუმებსა და ნომინაციებში გამარკვებულების ნამუშევრებზე ისაუბრებენ. მანამდე კი, ყველა საკონკურსო ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

ცნობისათვის, #ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის კონკურსანტს უნდა გადაეღო მოკლე ვიდეო, ან შეექმნა ფოტოკოლაჟი, რომელშიც შერჩეული ქალაქის შესახებ გვიამბობდა, კადრში უნდა გამოეყენებინა „ბორჯომი“, აეტვირთა საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და მისი ნამუშევარი მეგობრებისთვის გაეზიარებინა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ იყო. აუცილებელ პირობას კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის კავშირის წარმოჩენა წარმოადგენდა. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართა, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები "იმედის" თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ

"ბარსელონას" ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - "პაციენტებისთვის ის ყოველთვის თავდადებული იყო"

ჰაერის ტემპერატურა თბილისში 3 გრადუსამდე დაეცემა - 25 ნოემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი