საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."
3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."

ერთი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭუ­ნას - ლუკა ნა­ჭყე­ბი­ას და მისი და­თუ­ნი­ას ამ­ბა­ვი უნდა გი­ამ­ბოთ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან შე­ვი­ტყვეთ. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა, ქეთი ინა­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა და­კარ­გუ­ლი და­თუ­ნი­ას შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მისი 3 წლის შვი­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია:

"გთხოვთ და­მეხ­მა­როთ - ჩემ­მა შვილ­მა და­კარ­გა “აუა”, რომ­ლის გა­რე­შეც არ იძი­ნებს, არ ჭამს, არ თა­მა­შობს, არ ბა­ნა­ობს და ა.შ. გთხოვთ, თუ ვინ­მე შე­ამ­ჩნევთ მსგავს ნივთს ზეს­ტა­ფონ­ში, ყა­ვე­ბის ქუ­ჩის ჩა­ყო­ლე­ბა­ზე (მხო­ლოდ იქ გავ­ჩერ­დით) და თბი­ლის­ში პე­კი­ნის, იო­სე­ბი­ძის, ბუ­ლა­ჩა­უ­რის ქუ­ჩე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­მეხ­მი­ა­ნეთ, ძა­ლი­ან გა­ნიც­დის" - წერს ახალ­გაზ­რდა დედა პოს­ტში.

უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა პოსტს - 2000-მდე გა­ზი­ა­რე­ბა და 200 კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­შიც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ ოჯახს "აუას" მო­ძებ­ნა­ში, ბევ­რმა ახა­ლი სა­თა­მა­შო და­თუ­ნას ჩუ­ქე­ბის სურ­ვი­ლიც გა­მოთ­ქვა.

AMBEBI.GE ლუ­კას დე­დას და­უ­კავ­შირ­და და და­ინ­ტე­რეს­და პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა­სა და მისი "აუას" ამ­ბით:

"ჩემი შვი­ლი ლუკა ნა­ჭყე­ბია, სამი წლის და 5 თვი­საა. მას ეს და­თუ­ნია, ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ (ჩემ­მა მშობ­ლებ­მა) უცხო­ეთ­ში უყი­დეს. ლუ­კას და და­თუ­ნი­ას გა­ნუყ­რე­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. მის გა­რე­შე არ­სად მი­დი­ო­და, არ ჭამ­და, არ იძი­ნებ­და, არ თა­მა­შობ­და, სულ თან და­ა­ტა­რებ­და, ან გვერ­დით ეჯდა ხოლ­მე...

შარ­შან მან­გლის­ში ვი­ყა­ვით, სა­თა­მა­შო თბი­ლის­ში დაგ­ვრჩა და მის წა­სა­ღე­ბად წყნე­თი­დან მოვ­ბრუნ­დით. ლუ­კას ამის გარ­და კი­დევ ორი "მე­გო­ბა­რი" ჰყავს - "სოს­კა" და პლე­დი, რომ­ლებ­საც და­ბა­დე­ბი­დან არ იშო­რებს. ეს სამი ატ­რი­ბუ­ტი თუ არ აქვს თან, სიმ­შვი­დეს კარ­გავს...

დათვს "აუა" და­არ­ქვა, რო­მე­ლიც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხელ­ში ჭე­რის­გან, რე­ცხვის­გან ცოტა შე­ლა­ხუ­ლი იყო, ამი­ტომ, ვცდი­ლობ­დით, ახ­ლით ჩაგ­ვე­ნაც­ვლე­ბი­ნა, მაგ­რამ ახალს არ იღებ­და, მა­ინ­ცდა­მა­ინც ის უნ­დო­და, ძვე­ლი, რო­მელ­საც „აუა“ შე­არ­ქვა.

- რო­გორ და სად და­კარ­გეთ?

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­სას­ვე­ნებ­ლად შეკ­ვე­თილ­ში ვი­ყა­ვით. იქაც თან ჰქონ­და და­თუ­ნია. უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, მახ­სოვს, რომ სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა­ში იყო, მაგ­რამ ზეს­ტა­ფონ­ში ყა­ვის და­სა­ლე­ვად რომ გავ­ჩერ­დით, იმის შემ­დეგ უკვე ვე­ღარ ვიხ­სე­ნებ - ან იქ გად­მოგ­ვი­ვარ­და და და­ი­კარ­გა, ან თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დით - მა­შინ. იმ კა­ფე­ში, სა­დაც ვი­ყა­ვით, ჩა­ვიდ­ნენ, ეძე­ბეს და ვერ მი­აგ­ნეს...

ბავ­შვი ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, ნერ­ვი­უ­ლობს, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ახალ და­თუ­ნი­ას არ იკა­რებს...

სა­თა­მა­შო­ე­ბის ქსე­ლი "პე­პე­ლაც" დაგ­ვი­კავ­შირ­და და გვი­თხრეს - ბავ­შვი მოგ­ვიყ­ვა­ნეთ და რო­მელ და­თუ­ნი­ა­საც შე­არ­ჩევთ, ვა­ჩუ­ქებ­თო. მი­ვე­დით და და­თუ­ნია გა­მოგ­ვა­ტა­ნეს, მაგ­რამ მას ხელს არ ჰკი­დებს, ძვე­ლი უნდა. ვცდი­ლობთ, „პე­პე­ლას“ სა­ჩუ­ქა­რი შე­ვაყ­ვა­როთ. ვუ­თხა­რით, რომ ეს და­თუ­ნია ძვე­ლი „აუას“ დე­დაა, რად­გა­ნაც ზო­მით ძველ­ზე დი­დია...

ლუ­კას და­თუ­ნი­ას სპე­ცი­ფი­კუ­რი სუნი ჰქონ­და, რო­მელ­საც ცხვირ­ზე იდებ­და და ასე მისი ყნოს­ვით იძი­ნებ­და. მოკ­ლედ, ვე­ძებთ ყველ­გან, მაგ­რამ ჯერ ვერ ვი­პო­ვეთ.

- ლუკა ბაღ­ში და­დის?

- წელს ბაღ­ში შე­ვიყ­ვა­ნეთ და არ გა­ჩერ­და. ახლა ვე­უბ­ნე­ბი, ბაღ­ში რომ არ იარე, ალ­ბათ „აუა“ თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან წა­ვი­და, სა­ა­ხალ­წლოდ უსა­ჩუქ­როდ რომ არ დარ­ჩე-მეთ­ქი და ახლა ელო­დე­ბა, რომ ის თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად დაბ­რუნ­დე­ბა. მა­ნამ­დე კი იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ეს მო­ნატ­რე­ბა გა­და­უვ­ლის...

ვი­საც გა­მოც­დი­ლი არ აქვს, ეს რა გან­ცდაა, ვერ მიხ­ვდე­ბა, რაზე ვსა­უბ­რობ: მეც და­მე­კარ­გა ბავ­შვო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი თო­ჯი­ნა, ის სტრე­სი ახ­ლაც მძი­მედ მახ­სოვს..."

ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა და­ვას­რუ­ლეთ და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ უც­ნობ­მა ადა­მი­ან­მა ლუ­კას მსგავ­სი და­თუ­ნია აჩუ­ქა, რო­მე­ლიც ბი­ჭუ­ნამ მი­ი­კა­რა:

"უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ანი ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­და და მოგ­ვი­ტა­ნა ზუს­ტად ისე­თი და­თუ­ნია. ანის არ ვიც­ნობ­დით, ერ­თმა­ნეთს ამ ფაქ­ტით და­ვუ­კავ­შირ­დით - ანა­ლო­გი­უ­რი და­თუ­ნია გვა­ჩუ­ქა. ლუკა ვერც კი მიხ­ვდა, რომ სხვა იყო და არის უბედ­ნი­ე­რე­სი, თვა­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლის­გან უციმ­ცი­მებს.

ლუკა ახალ და­თუ­ნი­ას­თან ერ­თად

თუმ­ცა, იმედს მა­ინც არ ვკარ­გავთ, რომ იმ ძველ „აუას“ ვი­პო­ვით... მა­ნამ­დე კი, მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ამ­ბა­ვი, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა, თბი­ლი წე­რი­ლე­ბი მოგ­ვწე­რა, ყვე­ლას ვლო­ცავთ და ბედ­ნი­ე­რე­ბას ვუ­სურ­ვებთ" - გვი­თხრა ქეთი ინა­იშ­ვილ­მა.

P.S. AMBEBI.GE გთხოვთ, შემ­თხვე­ვით თუ სად­მე იპო­ვით ლუ­კას გა­ნუყ­რელ და­თუ­ნი­ას, არ და­ი­ზა­როთ და შეგ­ვეხ­მი­ა­ნეთ...

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
8

შენ შემოგევლე პატარა

ნანკა
3

რა საყვარელი ბავშვია! გენაცვალე მაგ პატარა გულში. იმედია ვინმე აუცილებლად იპოვის ლუკას დათუნია"აუას" და გაახარებს ამ პაატარა ვაჟკაცს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."

3 წლის ლუკას და მისი "აუას" ამბავი, რომელმაც ინტერნეტმომხმარებლები სიკეთით აავსო - "ბავშვი ძალიან განიცდის, ახალ დათუნიას არ იკარებს..."

ერთი ძალიან საყვარელი ბიჭუნას - ლუკა ნაჭყებიას და მისი დათუნიას ამბავი უნდა გიამბოთ, რომლის შესახებაც სოციალური ქსელიდან შევიტყვეთ. ინტერნეტმომხმარებელმა, ქეთი ინაიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა დაკარგული დათუნიას შესახებ, რომელიც მისი 3 წლის შვილის საუკეთესო მეგობარია:

"გთხოვთ დამეხმაროთ - ჩემმა შვილმა დაკარგა “აუა”, რომლის გარეშეც არ იძინებს, არ ჭამს, არ თამაშობს, არ ბანაობს და ა.შ. გთხოვთ, თუ ვინმე შეამჩნევთ მსგავს ნივთს ზესტაფონში, ყავების ქუჩის ჩაყოლებაზე (მხოლოდ იქ გავჩერდით) და თბილისში პეკინის, იოსებიძის, ბულაჩაურის ქუჩების ტერიტორიაზე, შემეხმიანეთ, ძალიან განიცდის" - წერს ახალგაზრდა დედა პოსტში.

უამრავი გამოხმაურება მოჰყვა პოსტს - 2000-მდე გაზიარება და 200 კომენტარი, რომელშიც ინტერნეტმომხმარებლები დახმარებას სთავაზობენ ოჯახს "აუას" მოძებნაში, ბევრმა ახალი სათამაშო დათუნას ჩუქების სურვილიც გამოთქვა.

AMBEBI.GE ლუკას დედას დაუკავშირდა და დაინტერესდა პატარა ბიჭუნასა და მისი "აუას" ამბით:

"ჩემი შვილი ლუკა ნაჭყებია, სამი წლის და 5 თვისაა. მას ეს დათუნია, ბებიამ და ბაბუამ (ჩემმა მშობლებმა) უცხოეთში უყიდეს. ლუკას და დათუნიას განუყრელი მეგობრობა აკავშირებდათ. მის გარეშე არსად მიდიოდა, არ ჭამდა, არ იძინებდა, არ თამაშობდა, სულ თან დაატარებდა, ან გვერდით ეჯდა ხოლმე...

შარშან მანგლისში ვიყავით, სათამაშო თბილისში დაგვრჩა და მის წასაღებად წყნეთიდან მოვბრუნდით. ლუკას ამის გარდა კიდევ ორი "მეგობარი" ჰყავს - "სოსკა" და პლედი, რომლებსაც დაბადებიდან არ იშორებს. ეს სამი ატრიბუტი თუ არ აქვს თან, სიმშვიდეს კარგავს...

დათვს "აუა" დაარქვა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ხელში ჭერისგან, რეცხვისგან ცოტა შელახული იყო, ამიტომ, ვცდილობდით, ახლით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ახალს არ იღებდა, მაინცდამაინც ის უნდოდა, ძველი, რომელსაც „აუა“ შეარქვა.

- როგორ და სად დაკარგეთ?

- რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად შეკვეთილში ვიყავით. იქაც თან ჰქონდა დათუნია. უკან რომ ვბრუნდებოდით, მახსოვს, რომ სათამაშო მანქანაში იყო, მაგრამ ზესტაფონში ყავის დასალევად რომ გავჩერდით, იმის შემდეგ უკვე ვეღარ ვიხსენებ - ან იქ გადმოგვივარდა და დაიკარგა, ან თბილისში რომ ჩამოვედით - მაშინ. იმ კაფეში, სადაც ვიყავით, ჩავიდნენ, ეძებეს და ვერ მიაგნეს...

ბავშვი ძალიან განიცდის, ნერვიულობს, ცუდ ხასიათზეა, ახალ დათუნიას არ იკარებს...

სათამაშოების ქსელი "პეპელაც" დაგვიკავშირდა და გვითხრეს - ბავშვი მოგვიყვანეთ და რომელ დათუნიასაც შეარჩევთ, ვაჩუქებთო. მივედით და დათუნია გამოგვატანეს, მაგრამ მას ხელს არ ჰკიდებს, ძველი უნდა. ვცდილობთ, „პეპელას“ საჩუქარი შევაყვაროთ. ვუთხარით, რომ ეს დათუნია ძველი „აუას“ დედაა, რადგანაც ზომით ძველზე დიდია...

ლუკას დათუნიას სპეციფიკური სუნი ჰქონდა, რომელსაც ცხვირზე იდებდა და ასე მისი ყნოსვით იძინებდა. მოკლედ, ვეძებთ ყველგან, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ.

- ლუკა ბაღში დადის?

- წელს ბაღში შევიყვანეთ და არ გაჩერდა. ახლა ვეუბნები, ბაღში რომ არ იარე, ალბათ „აუა“ თოვლის ბაბუასთან წავიდა, საახალწლოდ უსაჩუქროდ რომ არ დარჩე-მეთქი და ახლა ელოდება, რომ ის თოვლის ბაბუასთან ერთად დაბრუნდება. მანამდე კი იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მონატრება გადაუვლის...

ვისაც გამოცდილი არ აქვს, ეს რა განცდაა, ვერ მიხვდება, რაზე ვსაუბრობ: მეც დამეკარგა ბავშვობაში საყვარელი თოჯინა, ის სტრესი ახლაც მძიმედ მახსოვს..."

ინტერვიუს ჩაწერა დავასრულეთ და მოგვიანებით გაირკვა, რომ უცნობმა ადამიანმა ლუკას მსგავსი დათუნია აჩუქა, რომელიც ბიჭუნამ მიიკარა:

"უკეთილშობილესი ადამიანი, ანი ხიზანიშვილი დაგვიკავშირდა და მოგვიტანა ზუსტად ისეთი დათუნია. ანის არ ვიცნობდით, ერთმანეთს ამ ფაქტით დავუკავშირდით - ანალოგიური დათუნია გვაჩუქა. ლუკა ვერც კი მიხვდა, რომ სხვა იყო და არის უბედნიერესი, თვალები სიხარულისგან უციმციმებს.

ლუკა ახალ დათუნიასთან ერთად

თუმცა, იმედს მაინც არ ვკარგავთ, რომ იმ ძველ „აუას“ ვიპოვით... მანამდე კი, მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ამბავი, გამოგვეხმაურა, თბილი წერილები მოგვწერა, ყველას ვლოცავთ და ბედნიერებას ვუსურვებთ" - გვითხრა ქეთი ინაიშვილმა.

P.S. AMBEBI.GE გთხოვთ, შემთხვევით თუ სადმე იპოვით ლუკას განუყრელ დათუნიას, არ დაიზაროთ და შეგვეხმიანეთ...

"აღსრულდა სამართალი... დავრჩი აბსოლუტურად უსახლკაროდ!" - რატომ დაკარგა ბესო ზანგურმა საცხოვრებელი და რას წერს მსახიობი "ფეისბუქზე"?

"ტბაზე ბანაობა აკრძალულია, რადგან ძალიან დამრეცი ნაპირები აქვს... თუმცა ტერიტორიას არავინ აკონტროლებს" - რა გახდა გარდაბანში ტრაგედიის მიზეზი?

2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ორი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მასწავლებელია