მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა
ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ბექა კვი­ცი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე ნატო ხუ­ჯა­ძემ მი­ი­ღო.

ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. დაც­ვის მხა­რემ კი ბრალ­დე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა ან 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბა ითხო­ვა.

მო­სა­მარ­თლემ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ბრალ­დე­ბულ ბექა კვი­ცი­ანს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ად­ვო­კა­ტი, შოთა მა­ნე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­მარ­თე­ბუ­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ის დად­გე­ნილ ვა­დებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას გეგ­მავს.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი მე­გო­ბა­რი, დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ძმის­შვი­ლი, ბექა კვი­ცი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ავტორი:

ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარემ კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან 10 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენება ითხოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი, შოთა მანელიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არამართებული იყო, შესაბამისად, ის დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს : პარლამენტის ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას

"თაკოს არ ჰქონდა ძმასთან ურთიერთობა... ცალკე ცხოვრობდა" - რას ყვება ეკო ფანგანი მეგობარზე, რომელიც ატენის ქუჩაზე მოკლეს

ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია ვრცელდება