პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლო პროცესზე ბექა კვიციანმა გინება დაიწყო - ის დარბაზიდან გაიყვანეს, პროცესი კი დაიხურა
სასამართლო პროცესზე ბექა კვიციანმა გინება დაიწყო - ის დარბაზიდან გაიყვანეს, პროცესი კი დაიხურა

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მე­გობ­რის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ბექა კვი­ცი­ა­ნის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მსჯე­ლობს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ბექა კვი­ცი­ან­მა გი­ნე­ბა და­ი­წყო. ამის შემ­დეგ ის დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეს. მო­სა­მარ­თლემ, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი იყო, გა­და­წყვი­ტა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მისი დას­წრე­ბის გა­რე­შე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

ამას­თან, კვი­ცი­ა­ნის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ პრო­ცეს­ზე გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა ბექა კვი­ცი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. მო­სა­მარ­თლე ნატა ხუ­ჯა­ძემ დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და პრო­ცე­სი და­ხუ­რა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მისი მე­გო­ბა­რი, დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ძმის­შვი­ლი, ბექა კვი­ცი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით, ასე­ვე, 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ფოტო - შსს-ს მიერ 14 ნო­ემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი­დან

ავტორი:

სასამართლო პროცესზე ბექა კვიციანმა გინება დაიწყო - ის დარბაზიდან გაიყვანეს, პროცესი კი დაიხურა

სასამართლო პროცესზე ბექა კვიციანმა გინება დაიწყო - ის დარბაზიდან გაიყვანეს, პროცესი კი დაიხურა

საქალაქო სასამართლო თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ბრალდებულმა ბექა კვიციანმა გინება დაიწყო. ამის შემდეგ ის დარბაზიდან გაიყვანეს. მოსამართლემ, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული აგრესიული იყო, გადაწყვიტა სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე ჩაეტარებინა.

ამასთან, კვიციანის ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს იქიდან გამომდინარე, რომ პროცესზე განხილული იქნება ბექა კვიციანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალები. მოსამართლე ნატა ხუჯაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი დახურა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ფოტო - შსს-ს მიერ 14 ნოემბერს გავრცელებული კადრებიდან

ბექა კვიციანს პატიმრობა შეეფარდა

"ბექას არაფერი ახსოვს... მგონი, სრულ ჭკუაზე არ არის" - რას ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულ ძმიშვილზე ემზარ და ნორა კვიციანები

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოკლულის მეგობარი ბექა კვიციანი დააკავეს