საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა
Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა

15 ნო­ემ­ბერს, Georgia Real Estate Holding-მა ახა­ლი ბიზ­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბა და­ი­მა­ტა და კარ­ტო­ზი­ას ქ.10-ში, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე Collective გახ­სნა. ტექ­ნი­კუ­რად სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სივ­რცე 100-მდე მომ­ხმა­რე­ბელ­ზეა გათ­ვლი­ლი და იდე­ა­ლუ­რია რო­გორც პრო­დუქ­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის, ისე საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის.

m2 Collective-ის კარი კვი­რა­ში 7 დღი­სა და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ღიაა. სივ­რცის ერთჯე­რა­დი თუ რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­ო­ფი­სე თუ შეხ­ვედ­რე­ბის ოთა­ხე­ბით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­თავ­სო­ე­ბით, სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კი­თა და ავ­ტო­სად­გო­მით.

m2 Collective-ის სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე ისეა და­გეგ­მი­ლი, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიმ­ყუდ­რო­ვის გან­ცდა ჰქონ­დეთ, ხოლო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლი იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხე­ბია გა­მო­ყო­ფი­ლი. აქ გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ო­ფი­სე ტექ­ნი­კა ყვე­ლა პრო­ცე­სის ად­გილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის ტემ­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

ახა­ლი სა­მუ­შაო სივ­რცე მიმ­ზიდ­ვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­თა და კომ­ფორ­ტუ­ლი შიდა დი­ზა­ი­ნით ხა­სი­ათ­დე­ბა. არის მყუდ­რო და მიმ­ზიდ­ვე­ლი რო­გორც საქ­მი­ა­ნი, ისე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ამ­რი­გად თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მათი სა­უ­კე­თე­სო იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ად­გი­ლად იქ­ცეს.

„m2 Collective“ ჩვე­ნი ჰოლ­დინ­გის კი­დევ ერთი ახა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ში საქ­მის წარ­მო­ე­ბა, კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თუ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის მარ­თვა, დის­ტან­ცი­უ­რა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტის შექ­მნის მიზ­ნით, მსგავ­სი ტი­პის სივ­რცის გახ­სნა აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნი­ეთ. მჯე­რა, რომ Collective-ი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის იქ­ცე­ვა ახა­ლი იდე­ე­ბი­სა და ნო­ვა­ტო­რუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ვლად, რაც ქვეყ­ნის საქ­მი­ან და შე­მოქ­მე­დე­ბით სექ­ტორს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს“, - გა­ნა­ცხა­და Georgia Real Estate Holding-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ბურ­დი­ლა­ძემ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა

Georgia Real Estate Holding-მა საერთო სამუშაო სივრცე m2 Collective გახსნა

15 ნოემბერს, Georgia Real Estate Holding-მა ახალი ბიზნეს მიმართულება დაიმატა და კარტოზიას ქ.10-ში, საერთო სამუშაო სივრცე Collective გახსნა. ტექნიკურად სრულად აღჭურვილი სივრცე 100-მდე მომხმარებელზეა გათვლილი და იდეალურია როგორც პროდუქტიული მუშაობისთვის, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის.

m2 Collective-ის კარი კვირაში 7 დღისა და 24 საათის განმავლობაში ღიაა. სივრცის ერთჯერადი თუ რეგულარული მომხმარებელი, უზრუნველყოფილი იქნება საოფისე თუ შეხვედრების ოთახებით, ინდივიდუალური სათავსოებით, საოფისე ტექნიკითა და ავტოსადგომით.

m2 Collective-ის საერთო სამუშაო სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ მომხმარებლებს მაქსიმალური სიმყუდროვის განცდა ჰქონდეთ, ხოლო ინდივიდუალურად მუშაობის მსურველთათვის კომფორტული იზოლირებული ოთახებია გამოყოფილი. აქ განთავსებული თანამედროვე საოფისე ტექნიკა ყველა პროცესის ადგილზე განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, ძალიან მოსახერხებელია.

ახალი სამუშაო სივრცე მიმზიდველი არქიტექტურითა და კომფორტული შიდა დიზაინით ხასიათდება. არის მყუდრო და მიმზიდველი როგორც საქმიანი, ისე შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ამრიგად თავისუფლად შეიძლება მათი საუკეთესო იდეების განხორციელების ადგილად იქცეს.

„m2 Collective“ ჩვენი ჰოლდინგის კიდევ ერთი ახალი წარმატებული პროექტია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე დროში საქმის წარმოება, კომპანიებთან თანამშრომლობა თუ საკუთარი ბიზნესის მართვა, დისტანციურადაც შესაძლებელია. ამიტომ ჩვენი მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, მსგავსი ტიპის სივრცის გახსნა აუცილებლად მივიჩნიეთ. მჯერა, რომ Collective-ი ბევრი ადამიანისთვის იქცევა ახალი იდეებისა და ნოვატორული პროექტის განხორციელების საფუძვლად, რაც ქვეყნის საქმიან და შემოქმედებით სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

R