საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა, შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გაიმართა.
მოგვიანებით, მთავრობის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვედრას შვილთან ერთად ესწრებოდა.
წულუკიანი შვილთან ერთად საზოგადოებაში ხშირად ჩნდება. მერიკო გასართობი ღონისძიებების გარდა, ესწრება მნიშვნელოვან შეხვედრებსაც - გასულ წელს იუსტიციის მინისტრმა შვილის ევროსაბჭოს შტაბ-ბინაში, სტრასბურგში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
გუშინდელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებმა 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
კიდევ კარგი მამის გენებმა იმძლავრა..............
გაიზარდე და გაიხარე ბებო, გფარავდეს უფალი.