მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს
"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

ჩი­ნურ მე­დი­ა­ში ორი დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბის ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბი მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ამ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში 50 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. ეპი­დე­მი­ურ ქვეყ­ნებს შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლოც.

ცი­ვი­ლი­ცა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ უკეთ და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი, რაც და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ორი კერა.

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი და­ა­ვა­დე­ბის­გან და რო­დის და­ფიქ­სირ­და ბო­ლოს შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? ამ სა­კი­თხებ­ზე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ხა­თუ­ნა, ორი დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩი­ნეთ­ში შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბის ორი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და...

- დიახ, მი­ვი­ღეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია და ვი­ცით, ამ შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვე­ბი მსოფ­ლი­ო­ში არ არის უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნა, ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა და ამ შემ­თხვე­ვე­ბის რე­გის­ტარ­ცია მი­დის. შავი ჭირი არ არის ბო­ლომ­დე და­ვი­წყე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და პე­რი­ო­დუ­ლად ახ­სე­ნებს მსოფ­ლი­ოს თავს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლოს რო­დის და­ფიქ­სირ­და შავი ჭი­რის შემ­თხვე­ვა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 1922 წელს, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში. ზო­გა­დად, შავი ჭი­რის ვირუ­სის გა­დამ­ტა­ნე­ბი არი­ან გა­რე­უ­ლი მღრღნე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბე­ბი. ქვეყ­ნე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ხედ­ვით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია გა­დამ­ტა­ნე­ბის სა­ხე­ო­ბა. ძი­რი­თა­დად ისი­ნი ავად­დე­ბი­ან და შემ­დეგ ადა­მი­ან­ზე გა­და­ცე­მა რწყი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. რწყი­ლის გა­რე­შე ეს და­ა­ვა­დე­ბა მღრღნე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე ვერ გა­და­ვა.

- თით­ქოს მსოფ­ლი­ომ და­ა­მარ­ცხა შავი ჭირი...

- არ არის და­მარ­ცხე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რად, შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. ყო­ველ წე­ლი­წადს თავს იჩენს სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მა­გა­ლი­თად, მა­და­გას­კარ­ში ყო­ველ წე­ლი­წადს აქვთ ეპი­დე­მი­ის აფეთ­ქე­ბა. ეს არის, რო­გორც გი­თხა­რით, მღრღნე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა, მათ­ში იფეთ­ქებს ხოლ­მე ეპი­დე­მია. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მი და ეპი­დე­მი­ის შემ­დეგ, რო­დე­საც მათი რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ხდე­ბა ერ­თგვა­რი შეს­ვე­ნე­ბა. გამ­რავ­ლე­ბის შემ­დეგ კი ისევ იჩენს თავს. არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ბუ­ნებ­რი­ვი კე­რე­ბი, სა­დაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ვერ აღ­მო­ფხვრეს და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ადა­მი­ანს გა­და­ე­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ერთ გა­რე­მო­ში ხვდე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მღრღნე­ლი, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რწყი­ლი და ადა­მი­ა­ნი.

- თა­ვის არი­დე­ბის გზე­ბი რო­გო­რია?

- და­მო­კი­დე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, ჩა­ტა­რე­ბულ ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მებ­ზე.... ცხოვ­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან ერ­თად, ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბიც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში მღრღნე­ლე­ბი იმ რა­ო­დე­ნო­ბით აღარ გვხვდე­ბა და აქ წყდე­ბა კავ­ში­რი. თო­რემ შავი ჭი­რის ენ­დე­მუ­რი კე­რე­ბი არ­სე­ბობს ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, თურ­ქეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში... თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში.

- ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლად რამ­დე­ნად მძი­მედ შე­ე­ხო ეპი­დე­მი­ის დროს?

- რა თქმა უნდა, შე­ე­ხო, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს შავი ჭი­რის ორი კერა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მეტ­ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია, მე­ო­რე კი - ნაკ­ლე­ბად. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა.

წარ­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ყო­ველ­თვის იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მსოფ­ლიო პან­დე­მი­ებ­თან. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეპი­დე­მი­ის შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია.

- გან­კურ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა რო­გო­რია?

- ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, ეს გახ­ლავთ ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცია და თუ დრო­უ­ლად მოხ­და ამოც­ნო­ბა, ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ბუ­ბო­ნუ­რი. სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა რე­ა­ლუ­რად, უბ­რა­ლოდ დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს მკურ­ნა­ლო­ბა. დღეს იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თია, რომ თით­ქმის და­ა­ვი­წყდათ ექი­მებს.

- გა­და­დე­ბის საფრ­თხე რამ­დე­ნად მა­ღა­ლია?

- ბუ­ბო­ნუ­რი ფორ­მის გა­და­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მე­ქა­ნი­კუ­რად უნდა მოხ­დეს და­ზი­ა­ნე­ბა კე­რის და შემ­დეგ შე­სუნ­თქვა ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის მიერ. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­ტვის­მი­ერ ფორ­მას, მისი გა­და­დე­ბა უფრო მარ­ტი­ვია და ფა­ტა­ლურ შე­დეგს ვი­ღებთ.

- სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის ვირუ­სე­ბის­გან?

- შავი ჭი­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იმ­დე­ნად მძი­მე ავად­მყო­ფია, გა­მო­რი­ცხუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა, ჩი­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ჩა­მო­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ვლინ­დე­ბა - მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბით, ძლი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ი­თა და სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

- გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­საც შე­ვე­ხოთ, - წელს ძა­ლი­ან დაგ­ვი­ან­და გრი­პის ოთხშტა­მი­ა­ნი ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნა...

- ვაქ­ცი­ნის შტა­მუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა სა­ერ­თოდ თე­ბერ­ვალ­ში სა­ხელ­დე­ბა. წელს ერთ-ერთ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი სი­თუ­ლის გამო, და­სა­ხელ­და მარ­ტში და ამან გა­მო­იწ­ვია დაგ­ვი­ა­ნე­ბით ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­ე­ბაც და­ი­წყო ერთი თვით გვი­ან და ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა მთე­ლი ჩრდი­ლო ნა­ხე­ვარსფე­რო - ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გვი­ან და­ი­წყო ვაქ­ცი­ნა­ცია. კერ­ძო სექ­ტორ­ში, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 ნო­ემ­ბრი­დან გაჩ­ნდე­ბა ოთხშტა­მი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alexander
1

სტატიაში ნათქვამია რომ არ არსებობს შავი ჭირის ვაქცინა. მაგრამ არსებობს 

კიი
7

შავიჭირის კერა არსებობს როგორ არა, ნაცქოცები აბა ვინ არიან?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

"საქართველოში ახლაც არსებობს შავი ჭირის ორი კერა" - როგორ ვრცელდება დაავადება, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე  არ არსებობს

ჩინურ მედიაში ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შავი ჭირით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ეტაპზე პაციენტები მკურნალობას გადიან. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ვერაგმა დაავადებამ შუა საუკუნეებში 50 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. ეპიდემიურ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც.

ცივილიცაზიის განვითარებასთან ერთად, ადამიანებს საშუალება აქვთ უკეთ დაიცვან ჰიგიენის ნორმები, რაც დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თუმცა, მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი დაავადებისგან და როდის დაფიქსირდა ბოლოს შავი ჭირის შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში? ამ საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი გვესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში შავი ჭირით დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა...

- დიახ, მივიღეთ ეს ინფორმაცია და ვიცით, ამ შემთხვევების შესახებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შავი ჭირის შემთხვევები მსოფლიოში არ არის უცნაური მოვლენა, ყოველწლიურად ხდება და ამ შემთხვევების რეგისტარცია მიდის. შავი ჭირი არ არის ბოლომდე დავიწყებული დაავადება და პერიოდულად ახსენებს მსოფლიოს თავს.

- საქართველოში ბოლოს როდის დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევა?

- დაახლოებით 1922 წელს, მეოცე საუკუნის დასაწყისში. ზოგადად, შავი ჭირის ვირუსის გადამტანები არიან გარეული მღრღნელების სხვადასხვა სახეობები. ქვეყნებისა და ტერიტორიების მიხედვით, განსხვავებულია გადამტანების სახეობა. ძირითადად ისინი ავადდებიან და შემდეგ ადამიანზე გადაცემა რწყილების საშუალებით ხდება. რწყილის გარეშე ეს დაავადება მღრღნელიდან ადამიანზე ვერ გადავა.

- თითქოს მსოფლიომ დაამარცხა შავი ჭირი...

- არ არის დამარცხებული რეალურად, შავი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ყოველ წელიწადს თავს იჩენს სხვადასხვა ტერიტორიაზე. მაგალითად, მადაგასკარში ყოველ წელიწადს აქვთ ეპიდემიის აფეთქება. ეს არის, როგორც გითხარით, მღრღნელების დაავადება, როდესაც მათი რაოდენობა იზრდება, მათში იფეთქებს ხოლმე ეპიდემია. ეს არის ბუნებრივი რეგულაციის მექანიზმი და ეპიდემიის შემდეგ, როდესაც მათი რაოდენობა მცირდება, ხდება ერთგვარი შესვენება. გამრავლების შემდეგ კი ისევ იჩენს თავს. არსებობს შავი ჭირის ბუნებრივი კერები, სადაც საუკუნეებია ვერ აღმოფხვრეს დაავადების შემთხვევები. ადამიანს გადაედება მაშინ, როდესაც ერთ გარემოში ხვდებიან დაავადებული მღრღნელი, ინფიცირებული რწყილი და ადამიანი.

- თავის არიდების გზები როგორია?

- დამოკიდებულია ცხოვრების წესზე, ჩატარებულ ყოველდღიურ სამუშაოებზე, ჰიგიენის ნორმებზე.... ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად, ჰიგიენის ნორმებიც უმჯობესდება, ადამიანის საცხოვრებელში მღრღნელები იმ რაოდენობით აღარ გვხვდება და აქ წყდება კავშირი. თორემ შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ამერიკაში, საქართველოში, სომხეთში, რუსეთის ფედერაციაში, თურქეთში, საბერძნეთში... თითქმის ყველა ქვეყანაში.

- ეს დაავადება საქართველოს ისტორიულად რამდენად მძიმედ შეეხო ეპიდემიის დროს?

- რა თქმა უნდა, შეეხო, საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი კერა, რომელთაგან ერთ-ერთი მეტნაკლებად აქტიურია, მეორე კი - ნაკლებად. ადგილობრივი მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ ადგილზე ვითარება მუდმივად კონტროლდება.

წარსულ საუკუნეებში ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყო დაკავშირებული მსოფლიო პანდემიებთან. მეოცე საუკუნის დასაწყისის შემდეგ საქართველოში ეპიდემიის შემთხვევა არ გვქონია.

- განკურნების ალბათობა როგორია?

- ძალიან მაღალია, ეს გახლავთ ბაქტერიული ინფექცია და თუ დროულად მოხდა ამოცნობა, ანტიბიოტიკებით მკურნალობას ექვემდებარება. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუბონური. საშიში დაავადებაა რეალურად, უბრალოდ დროულად უნდა მოხდეს მკურნალობა. დღეს იმდენად იშვიათია, რომ თითქმის დაავიწყდათ ექიმებს.

- გადადების საფრთხე რამდენად მაღალია?

- ბუბონური ფორმის გადადება ძალიან რთულია, მექანიკურად უნდა მოხდეს დაზიანება კერის და შემდეგ შესუნთქვა ჯანმრთელი ადამიანის მიერ. რაც შეეხება ფილტვისმიერ ფორმას, მისი გადადება უფრო მარტივია და ფატალურ შედეგს ვიღებთ.

- საქართველოს საზღვარი რამდენად არის დაცული სხვადასხვა ტიპის ვირუსებისგან?

- შავი ჭირით დაავადებული იმდენად მძიმე ავადმყოფია, გამორიცხულია გადაადგილება, ჩინეთიდან საქართველოში ვერ ჩამოვა. რაც შეეხება სიმპტომებს, დაინფიცირებიდან მალევე ვლინდება - მაღალი ცხელებით, ძლიერი ინტოქსიკაციითა და სუნთქვის გართულებით მიმდინარეობს.

- გრიპის ვაქცინაციასაც შევეხოთ, - წელს ძალიან დაგვიანდა გრიპის ოთხშტამიანი ვაქცინის შემოტანა...

- ვაქცინის შტამური შემადგენლობა საერთოდ თებერვალში სახელდება. წელს ერთ-ერთ ვირუსთან დაკავშირებით, ტექნიკური სითულის გამო, დასახელდა მარტში და ამან გამოიწვია დაგვიანებით ვაქცინის შექმნა. შესაბამისად წარმოებაც დაიწყო ერთი თვით გვიან და ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი ჩრდილო ნახევარსფერო - ყველა ქვეყანაში გვიან დაიწყო ვაქცინაცია. კერძო სექტორში, ჩვენი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან გაჩნდება ოთხშტამიანი ვაქცინა.

რესპუბლიკურის დირექტორი - დღეს ხუთ პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, მათგან ორის პასუხი ნეგატიურია

"ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას" - პრემიერი

"ვარაუდი, რომ რომელიმე ინფიცირებულის წყარო ვერ დავადგინოთ, არსებობს... გვექნება გარკვეული პიკი, რაც შეიძლება, იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე"