სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები
"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

„სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ შე­სარ­ჩე­ვი ტური დას­რულ­და. 10 კონ­კურ­სან­ტი სა­ას­პა­რე­ზოდ უკვე ემ­ზა­დე­ბა. ჟი­უ­რი ათე­უ­ლით კმა­ყო­ფი­ლია და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბი შე­ირ­ჩა, თუმ­ცა მათ, ვი­საც წელს არ გა­უ­მარ­თლა, შემ­დეგ სე­ზონ­ზე ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა ისევ შე­ეძ­ლე­ბათ.

რას ფიქ­რობს ჟი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე, რა შან­სე­ბი აქვთ კონ­კურ­სან­ტებს და ჰყავთ თუ არა უკვე თი­თო­ე­ულს ფა­ვო­რი­ტი, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად ესა­უბრნენ.

და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი, პი­ა­ნის­ტი, ჟი­უ­რის წევ­რი:

- მი­მაჩ­ნია, რომ მარ­თლა ღირ­სე­უ­ლი ათე­უ­ლი შე­ირ­ჩა, ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შემ­დე­გი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ყუ­რე­ბელს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა ელო­დე­ბა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ვინც არ უნდა გახ­დეს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, „ჩვე­ნი ხმა“ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ 2020 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გენს.

- გყავთ თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტი?

- მყავს ფა­ვო­რი­ტი, თუმ­ცა ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. გპირ­დე­ბით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით. იმე­დი მაქვს, მა­ყუ­რე­ბე­ლი სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და ასე­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, წარ­დგე­ბა რო­გორც კონ­კურ­სის ფი­ნალ­ში, ასე­ვე „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“. იმე­დი გვაქვს, იქაც გა­ი­მარ­ჯვებს.

- ათე­უ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სან­ტი სხვა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ისი­ნი ახალ­ბე­დებს ხომ არ დაჩ­რდი­ლა­ვენ?

- რამ­დე­ნი­მე მა­ნამ­დე სხვა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, - მათ შო­რის ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი, ასე­ვე სხვა კონ­კურ­სე­ბის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტე­ბიც არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ღე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა შეკ­რე­ბი­ლი და შერ­ჩე­უ­ლი. ასე­ვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მთლი­ა­ნად ძა­ლი­ან კარ­გი ნა­კა­დი იყო. კონ­კურ­სიც ისე­თია, რომ მო­ნა­წი­ლე იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში ნამ­ღე­რით ფას­დე­ბა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ­ჯე­რად ვინც ათე­ულ­ში ვერ მოხ­ვდა, ძა­ლი­ან მალე, დიდ სცე­ნა­ზე, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ მე­სა­მე სე­ზონ­ში ხე­ლახ­ლა ვერ გა­მოჩ­ნდე­ბა და თავს ვერ დაგ­ვა­მახ­სოვ­რებს.

მოკ­ლედ, პი­რა­დად ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ამ კონ­კურ­სში ჟი­უ­რის წევ­რო­ბა და მი­ხა­რია, რომ ამ როლს ღირ­სე­უ­ლად მო­ვირ­გებ. ვეც­დე­ბი, ხელი შე­ვუ­წყო მა­ყუ­რე­ბელს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში.

თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, „პირ­ვე­ლი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და „ევ­რო­ვი­ზი­ის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში:

- სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე ნახა. თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­ი­ტინ­გე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, პრო­ექ­ტის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან დი­დია. ამას­თან, სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლია ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბი­თაც. გარ­და იმი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვირუ­სუ­ლი გახ­და და ყო­ვე­ლი მე­ო­რე იმა­ზე სა­უბ­რობს, რომ ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი, ახა­ლი სახე, ასე­ვე სხვა კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს, ამას ჩვე­ნი სლო­გა­ნი­თაც ვპა­სუ­ხობთ - „გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­ო­ბა“! დიახ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან. ნი­ჭი­ე­რი ბევ­რია და ამი­ტომ, მათ­გან დი­დია მო­ლო­დი­ნი. რო­გორც კუ­ლუ­ა­ლუ­რად ვიცი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია და ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ სცე­ნა­ზე უზარ­მა­ზა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა გვე­ლის და ჩვენც ვე­ლო­დე­ბით არა უკვე კონ­კურსს ამ ათე­უ­ლის­გან, არა­მედ, კონ­ცერტს.

მა­ყუ­რე­ბე­ლიც და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ამ ათი­დან ვინც არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, ვფიქ­რობ, რომ ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვე­ყო­ლე­ბა „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თის უკვე ცნო­ბი­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი ახალ­ბე­დებს გა­უ­წე­ვენ თუ არა კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- ვი­ტყო­დი, რომ 100%-ია­ნად თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლა მი­დის, - 10-ვე მო­ნა­წი­ლეს 10 შან­სი აქვს და ეს შან­სე­ბი არის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლი. ერ­თმა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არი­ან. ასე რომ, ძა­ლი­ან რთუ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ყუ­რებ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა გა­დამ­წყვე­ტია და ჟი­უ­რი ოდ­ნავ უკა­ნა პლან­ზე გა­და­დის, რად­გა­ნაც ის თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბე­ბით, ეც­დე­ბა, მა­ყუ­რე­ბელ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს. თუმ­ცა მათი ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და დაე, მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­და­წყვი­ტოს, ვინ არის ღირ­სე­უ­ლი!

დათო ევ­გე­ნი­ძე, „პირ­ვე­ლი არ­ხის“ მთა­ვა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ათე­უ­ლია. კონ­კურ­სან­ტე­ბი ჟან­რობ­რი­ვა­დაც გან­სხვავ­დე­ბი­ან და მი­მაჩ­ნია, რომ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი აირ­ჩა. დიდ პო­ტენ­ცი­ალს ვხე­დავ და „ლა­ივ­ტუ­რებ­ზეც“ გა­მოჩ­ნდე­ბა მათი პო­ტენ­ცი­ა­ლი. იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ტუ­რიც და კი­დევ სხვა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტური. ამ 10-დან ვინც არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, მგო­ნია, რომ „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­ვო­რი­ტი მყავს, თუ არა, ამის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს, თან იმ პირ­ვე­ლი ქას­თინ­გე­ბი­დან თი­თო­ე­უ­ლი მომ­ღე­რა­ლი მაქ­სი­მუმ ორ­ჯერ გვყავს მოს­მე­ნი­ლი, რაც არ არის საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ ფა­ვო­რი­ტი გა­მო­იკ­ვე­თოს. ამი­ტო­მა­ცაა ამ­დე­ნი ტური. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მა­ყუ­რე­ბელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სმს-ებით და და­რეკ­ვით ირ­ჩევს, ჟი­უ­რი მხო­ლოდ გან­წყო­ბას ვუქ­მნით მა­ყუ­რე­ბელს. თუმ­ცა იმ ტუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბა ჩენ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად უნდა დას­რულ­დეს.

კონ­კურ­სში მარ­თა­ლია, სხვა კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სწო­რად არის შერ­ჩე­უ­ლი, სა­ბო­ლოო შე­დე­გი უამ­რავ­ლე­სო­ბის ზა­რე­ბით გა­და­წყდე­ბა და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის შე­ფა­სე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!
2

იმედი სამარცხვინო არხია!

ლალი
0

ძალიან კარგი კონკურსია,გაიმარჯვებს ღირსეული და მე ვფიქრობ ეს არის ლიზი შენგელია.

ავტორი:

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები

„საქართველოს ვარსკვლავის“ შესარჩევი ტური დასრულდა. 10 კონკურსანტი საასპარეზოდ უკვე ემზადება. ჟიური ათეულით კმაყოფილია და მიაჩნიათ, რომ ღირსეული კანდიდატები შეირჩა, თუმცა მათ, ვისაც წელს არ გაუმართლა, შემდეგ სეზონზე ძალების მოსინჯვა ისევ შეეძლებათ.

რას ფიქრობს ჟიური მონაწილეებზე, რა შანსები აქვთ კონკურსანტებს და ჰყავთ თუ არა უკვე თითოეულს ფავორიტი, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრნენ.

დათუნა ალადაშვილი, პიანისტი, ჟიურის წევრი:

- მიმაჩნია, რომ მართლა ღირსეული ათეული შეირჩა, ერთმანეთზე უკეთესი კონკურსანტები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი კვირების განმავლობაში მაყურებელს დიდი სიამოვნება ელოდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც არ უნდა გახდეს გამარჯვებული, „ჩვენი ხმა“ „ევროვიზიაზე“ 2020 წელს საქართველოს ღირსეულად წარადგენს.

- გყავთ თქვენი ფავორიტი?

- მყავს ფავორიტი, თუმცა ვერ დავასახელებ. გპირდებით, რომ მაქსიმალურად ობიექტურები ვიქნებით. იმედი მაქვს, მაყურებელი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ასევე გამარჯვებული, შესაბამისად, წარდგება როგორც კონკურსის ფინალში, ასევე „ევროვიზიაზე“. იმედი გვაქვს, იქაც გაიმარჯვებს.

- ათეულიდან რამდენიმე კონკურსანტი სხვა კონკურსში გამარჯვებულია. ისინი ახალბედებს ხომ არ დაჩრდილავენ?

- რამდენიმე მანამდე სხვა კონკურსში გამარჯვებულია, - მათ შორის ბარბარა სამხარაძე, თორნიკე ყიფიანი, ასევე სხვა კონკურსების ნახევარფინალისტებიც არიან. შეიძლება ითქვას, რომ ნაღები საზოგადოებაა შეკრებილი და შერჩეული. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მთლიანად ძალიან კარგი ნაკადი იყო. კონკურსიც ისეთია, რომ მონაწილე იმ კონკრეტულ მომენტში ნამღერით ფასდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამჯერად ვინც ათეულში ვერ მოხვდა, ძალიან მალე, დიდ სცენაზე, „საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე სეზონში ხელახლა ვერ გამოჩნდება და თავს ვერ დაგვამახსოვრებს.

მოკლედ, პირადად ჩემთვის დიდი პატივია, ამ კონკურსში ჟიურის წევრობა და მიხარია, რომ ამ როლს ღირსეულად მოვირგებ. ვეცდები, ხელი შევუწყო მაყურებელს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

თინათინ ბერძენიშვილი, „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე და „ევროვიზიის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:

- საუკეთესო ათეული მაყურებელმა უკვე ნახა. თუ სატელევიზიო რეიტინგებით, სოციალური მედიით, საზოგადოების ჩართულობით ვიმსჯელებთ, პროექტის მიმართ ყურადღება ძალიან დიდია. ამასთან, საუკეთესო ათეულია ჟიურის შეფასებითაც. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ვირუსული გახდა და ყოველი მეორე იმაზე საუბრობს, რომ ბევრი ნიჭიერი, ახალი სახე, ასევე სხვა კონკურსების გამარჯვებული მონაწილეობს, ამას ჩვენი სლოგანითაც ვპასუხობთ - „გამარჯვებული თაობა“! დიახ, ეს ადამიანები გამარჯვებული თაობის წარმომადგენლები არიან. ნიჭიერი ბევრია და ამიტომ, მათგან დიდია მოლოდინი. როგორც კულუალურად ვიცი, რეპეტიციები დაწყებულია და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს მთავარ სცენაზე უზარმაზარი სიამოვნება გველის და ჩვენც ველოდებით არა უკვე კონკურსს ამ ათეულისგან, არამედ, კონცერტს.

მაყურებელიც დამეთანხმება, რომ ამ ათიდან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ვფიქრობ, რომ ღირსეული წარმომადგენელი გვეყოლება „ევროვიზიაზე“.

- საზოგადოებისთის უკვე ცნობილი კონკურსანტები ახალბედებს გაუწევენ თუ არა კონკურენციას?

- ვიტყოდი, რომ 100%-იანად თანაბარი ბრძოლა მიდის, - 10-ვე მონაწილეს 10 შანსი აქვს და ეს შანსები არის პირდაპირპროპორციული. ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ასე რომ, ძალიან რთული ბრძოლა იქნება. ამ შემთხვევაში, მაყურებლის ჩართულობა გადამწყვეტია და ჟიური ოდნავ უკანა პლანზე გადადის, რადგანაც ის თავისი შეფასებებით, ეცდება, მაყურებელზე გარკვეული გავლენა მოახდინოს. თუმცა მათი ჩართულობით გამოვლინდება გამარჯვებული და დაე, მაყურებელმა გადაწყვიტოს, ვინ არის ღირსეული!

დათო ევგენიძე, „პირველი არხის“ მთავარი მუსიკალური ხელმძღვანელი:

- თავისი მონაცემებით, ძალიან მრავალფეროვანი ათეულია. კონკურსანტები ჟანრობრივადაც განსხვავდებიან და მიმაჩნია, რომ საუკეთესო ათეული აირჩა. დიდ პოტენციალს ვხედავ და „ლაივტურებზეც“ გამოჩნდება მათი პოტენციალი. იქნება ქართული ტურიც და კიდევ სხვა არაერთი საინტერესო ტური. ამ 10-დან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მგონია, რომ „ევროვიზიაზე“ ღირსეული წარმოადგენს საქართველოს.

რაც შეეხება ფავორიტი მყავს, თუ არა, ამის თქმის უფლება არ მაქვს, თან იმ პირველი ქასთინგებიდან თითოეული მომღერალი მაქსიმუმ ორჯერ გვყავს მოსმენილი, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფავორიტი გამოიკვეთოს. ამიტომაცაა ამდენი ტური. მოკლედ, ყველაფერი მხოლოდ მაყურებელზეა დამოკიდებული, რომელიც სმს-ებით და დარეკვით ირჩევს, ჟიური მხოლოდ განწყობას ვუქმნით მაყურებელს. თუმცა იმ ტურების არსებობა ჩენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს.

კონკურსში მართალია, სხვა კონკურსებში გამარჯვებულები მონაწილეობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალიან სწორად არის შერჩეული, საბოლოო შედეგი უამრავლესობის ზარებით გადაწყდება და არაერთი ადამიანის შეფასებით.

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

პიერ რიშარი და ნინო კირთაძე 20 წლის შემდეგ - როგორ გაგრძელდა გადასაღებ მოედანზე დაწყებული მეგობრობა