პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი
" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი

ყო­ველ დღე, ვი­საც გყავთ მშობ­ლე­ბი ხელ­ზე ემ­თხვი­ეთ და სთხო­ვეთ მას კურ­თხე­ვა, დე­დაო, მა­მაო, დამ­ლო­ცეთ მე. იმა­თი და­ლოც­ვა ინე­ბა ღვთის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა თქვენ­ზე,-ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო წირ­ვა-ლოც­ვის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა ნიჭ­ზე იქა­და­გა და მრევლს მო­უ­წო­და, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა და­ა­ფა­სონ, რად­გან უნი­ჭო ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს.

„გახ­სოვ­დეთ, რომ ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე დე­და­მი­წა არა­ფე­რია, დე­და­მი­წა მკვდა­რია. აი, ამი­ტომ უნდა გა­უფრ­თხილ­დეთ თქვენს შვი­ლებს, მშობ­ლებს. არა­ერ­თხელ მით­ქვამს თქვენ­თვის, რომ მშობ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა ეს არის დიდი ნიჭი. პა­ტი­ვი ეცი მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა, რათა კე­თი­ლი გე­ყოს შენ და დღეგ­რძე­ლი იყო ქვე­ყა­ნა­სა ზედა. მე არა­ერ­თხელ შე­გახ­სე­ნეთ თქვენ, რომ ყო­ველ დღე ვი­საც გყავთ მშობ­ლე­ბი ხელ­ზე ემ­თხვი­ეთ და სთხო­ვეთ მას კურ­თხე­ვა-დე­დაო, მა­მაო, დამ­ლო­ცეთ მე. იმა­თი და­ლოც­ვა ინე­ბა ღვთის ლოვ­ცვა-კურ­თხე­ვა თქვენ­ზე.

ნიჭი ეძ­ლე­ვა ღვთი­სა­გან, ვი­საც გაქვთ რა­ი­მე ნიჭი, მინ­და გი­თხრათ, რომ ყო­ველ ადა­მი­ანს აქვს რა­ი­მე ნიჭი. ეს არის ღვთი­სა­გან ბო­ძე­ბუ­ლი, ეს არის სა­ჩუ­ქა­რი. ჩვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბა კი არ არის, ეს არის ღვთი­სა­გან ბო­ძე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, უნდა და­ა­ფა­სოთ, ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­ზე უნდა თქვათ, რომ ის ნი­ჭი­ე­რია, მხარ­ში ამო­უდ­გეთ და თქვენც იქ­ნე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლი და ისიც. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი უნი­ჭო ,მხო­ლოდ სა­ჭი­როა იმ ნი­ჭის მო­ძებ­ნა, გა­მო­ნახ­ვა. შე­იძ­ლე­ბა ნი­ჭი­ე­რი იყო მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, ტექ­ნი­კა­ში, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში,მაგ­რამ უნი­ჭო ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბობს.მო­ძებ­ნეთ თქვე­ნი ნიჭი და ღმერ­თი და­აგ­ვირ­გვი­ნებს იმ ნიჭს დიდი წარ­მა­ტე­ბით, დიდი შე­დე­გე­ბით. შე­უ­რა­ცხყო­ფას ნუ მი­ა­ყე­ნებთ ერ­თმა­ნეთს, ცი­ლის­წა­მე­ბას ნუ მი­ა­ყე­ნებთ ერ­თმა­ნეთს, გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლი ამ­ბობს, რომ გიყ­ვარ­დეთ ერ­თმა­ნე­თი და თქვენ იქ­ნე­ბით ბედ­ნი­ერ­ნი. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით, გა­ხა­რე­ბუ­ლი იყა­ვით. ჩვენ­თან არს ღმერ­თი!“,-ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi
1

იდგერგძელე უწმინდესო

პელო
3

უნიჭო ადამიანი არ არსებობსო, ბრძანა უწმინდესმა და უნეტრესმა. ზნაჩით მეც ნიჭიერი ვარ!

ავტორი:

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი

ყოველ დღე, ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა, დედაო, მამაო, დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა ინება ღვთის ლოცვა-კურთხევა თქვენზე,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ნიჭზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, რომ ნიჭიერი ადამიანები უნდა დააფასონ, რადგან უნიჭო ადამიანი არ არსებობს.

„გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. აი, ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ შეგახსენეთ თქვენ, რომ ყოველ დღე ვისაც გყავთ მშობლები ხელზე ემთხვიეთ და სთხოვეთ მას კურთხევა-დედაო, მამაო, დამლოცეთ მე. იმათი დალოცვა ინება ღვთის ლოვცვა-კურთხევა თქვენზე.

ნიჭი ეძლევა ღვთისაგან, ვისაც გაქვთ რაიმე ნიჭი, მინდა გითხრათ, რომ ყოველ ადამიანს აქვს რაიმე ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული, ეს არის საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი, უნდა დააფასოთ, ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული და ისიც. არ არსებობს ადამიანი უნიჭო ,მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყო მეცნიერებაში, ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში,მაგრამ უნიჭო ადამიანები არ არსებობს.მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს იმ ნიჭს დიდი წარმატებით, დიდი შედეგებით. შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი და თქვენ იქნებით ბედნიერნი. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!“,-ბრძანა პატრიარქმა.

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა