პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"
საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 20 000 აბორ­ტი კეთ­დე­ბა. მარ­თა­ლია, ბოლო წლებ­ში ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვე­ტის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა იკლო, თუმ­ცა, იგი ორ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ევ­რო­პის ანა­ლო­გი­ურ სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მი ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­გან­გა­შოდ მა­ღა­ლია.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აბორ­ტის ასეთ მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს პირ­და­პირ უკავ­ში­რე­ბენ ოჯა­ხის და­გეგ­მვის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის და­ბალ დო­ნეს, არას­წორ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­სა და სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მას.

რა არის ოჯა­ხის და­გეგ­მვა?

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის და­გეგ­მვის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლია. რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი გოგი ცერ­ცვა­ძე AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ოჯა­ხის და­გეგ­მვის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია აღ­მო­აჩ­ნდათ თა­ვად სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვე­რის­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტებ­საც კი.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­სა­ზღვრე­ბით, ოჯა­ხის და­გეგ­მვის არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ყვე­ლა ორ­სუ­ლო­ბა და ყვე­ლა ბავ­შვი იყოს სა­სურ­ვე­ლი. ამას­თან, ადა­მი­ა­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი უფ­ლე­ბაა - იყო­ლი­ოს იმ­დე­ნი შვი­ლი, რამ­დე­ნიც სურს და რო­დე­საც სურს. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ხელ­შე­წყო­ბის მა­გივ­რად, არ­თმევს ადა­მი­ა­ნებს ამ უფ­ლე­ბას და თა­ვად უგეგ­მავს რამ­დე­ნი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნონ (მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თის ერთი შვი­ლის პო­ლი­ტი­კა. ბოლო პე­რი­ოდ­ში ეგ­ვიპ­ტის მთა­ვა­რო­ბა­მაც მი­ი­ღო ასე­თი ში­ნა­არ­სის სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი). თა­ნა­მედ­რო­ვე, დე­მოკ­რა­ტი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი კი სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ და, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, მათ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რათა თო­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ჰქონ­დეს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ოჯა­ხის და­გეგ­მვის მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე და ხა­რის­ხი­ან კონ­ტრა­ცეფ­ცი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას და მათ შე­სა­ხებ მარ­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქო­ნას მო­ი­აზ­რებს. დღე­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მე­თო­დე­ბი რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად იყო­ფა:

  • საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა კონ­ტრა­ცეფ­ცია, ე.წ. სპი­რა­ლი
  • ჰორ­მო­ნა­ლუ­რი (მი­რე­ნა), რო­მე­ლიც იწ­ვევს საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ში ლორ­წოს შე­ს­ქე­ლე­ბას და საშ­ვი­ლოს­ნოს ლორ­წო­ვა­ნი შრის გა­თხე­ლე­ბას, რაც ამ­ცი­რებს ჩა­სახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას
  • ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცია: ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქა­ლის სა­ს­ქე­სო ჰორ­მო­ნის, პრო­გეს­ტე­რო­ნი­სა და ესტრო­გე­ნე­ბის სინ­თე­ზუ­რი ანა­ლო­გე­ბი: აბე­ბი, სა­ი­ნექ­ციო კონ­ტრა­ცეფ­ცია, იმპლან­ტი და ა.შ.
  • მე­ქა­ნი­კუ­რი (ბა­რი­ე­რუ­ლი) კონ­ტრა­ცეფ­ცია: კონ­დო­მი (პრე­ზერ­ვა­ტი­ვი), საშ­ვი­ლოს­ნოს დი­აფ­რაგ­მა, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ჩა­ჩე­ბი და ქა­ლის კონ­დო­მი.

AMBEBI.GE რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ გოგი ცერ­ცვა­ძეს ესა­უბ­რა. ექი­მის გა­ნა­მარ­ტე­ბით, ოჯა­ხის და­გეგ­მვის სფე­რო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი გა­მოწ­ვე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის და­ბა­ლი დო­ნეა. მისი გან­მარ­ტე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლია არა­ერ­თი მითი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს ამ სა­კი­თხზე ცრუ წარ­მოდ­გე­ნას უქ­მნი­ან.

"კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა კონ­ტრა­ცეფ­ცი­აა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ე.წ. სპი­რა­ლი. მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბა­რი­ე­ულ­მა მე­თოდ­მა, ე.წ. პრე­ზერ­ვა­ტივ­მა გა­და­ა­ჭარ­ბა მას. რად­გან იმა­ტა ინ­ფორ­მა­ცი­ამ იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა ბა­რი­ე­რუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცია უფრო უკე­თე­სი იყოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის და­გეგ­მვის სფე­რო­ში "და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა" 30%-ს აჭარ­ბებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი ყო­ვე­ლი მე­სა­მე ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ხმა­რობს კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვებს, ან მი­მარ­თავს არა­სა­ი­მე­დო მე­თო­დებს, რაც და­კავ­შრე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბულ მი­თებ­თან. მა­გა­ლი­თად ასე­თი - კონ­ტრა­ცეფ­ცია სა­ში­შია! პი­რი­ქით, კონ­ტრა­ცეფ­ცია სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან იგი ამ­ცი­რებს დე­და­თა და ჩვილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის, აბორ­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს. რო­დე­საც ოჯა­ხი მომ­ზა­დე­ბუ­ლია ორ­სუ­ლო­ბის­თვის და ნა­ყო­ფი სა­სურ­ვე­ლია, ეს და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხის ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ასე­ვე მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რად­გან ქა­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად გან­სა­ზღვრონ ორ­სუ­ლო­ბებს შო­რის ინ­ტერ­ვა­ლე­ბი, ისე რომ კა­რი­ე­რას არ მო­წყდნენ და იყ­ვნენ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ერ­თი­ა­ნო­ბა­ში პარტნი­ო­რებს შო­რის ჰარ­მო­ნი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს და გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვსაც ამ­ცი­რებს. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ამ­ცი­რებს დე­და­თა და ჩვილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, რისი ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზიც და­უ­გეგ­მა­ვი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზი­ანს, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში, ისე­ვე რო­გორც ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ში, 100% გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი ძა­ლი­ან და­ბალ პრო­ცენ­ტში შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს.

მე­ო­რე მითი ასე­თია: კონ­ტრა­ცეფ­ცია ამ­ცი­რებს შო­ბა­დო­ბას! ესეც არას­წო­რია, რა თქმა უნდა, კონ­ტრა­ცეფ­ცია შო­ბა­დო­ბას კი არა, არა­სა­სურ­ველ ორ­სუ­ლო­ბას და მის ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვე­ტას ამ­ცი­რებს.

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის წორი გა­მო­ყე­ნე­ბის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად იზ­რდე­ბა შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც

ასე რომ, რაც უფრო სწო­რად ვართ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, მით მე­ტად და­ცუ­ლე­ბი ვართ", - ამ­ბობს ექი­მი რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი.

გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი ათე­უ­ლო­ბით წე­ლია აქ­ტი­უ­რად უწევს ად­ვო­კა­ტი­რე­ბას ოჯა­ხის და­გეგ­მვის თე­მას და მის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ორა­გი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლელა ბაქ­რა­ძე სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს.

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ოჯა­ხის და­გეგ­მვის სერ­ვი­სე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. ის არ იყო ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ნა­წი­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი არ­სე­ბობ­და - აბორ­ტი. ამი­ტო­მაც 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს აბორ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჰქონ­და მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მას შემ­დეგ, რაც სა­ზღვრე­ბი გა­იხ­სნა და მი­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა, და­ი­წყო კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის შე­მო­ტა­ნა საქრთვე­ლო­ში. 1996 წლი­დან ოჯა­ხის და­გეგ­მვის სერ­ვი­სე­ბი, რო­გორც კონ­სულ­ტა­ცია, ისე თვი­თონ კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბი, წყვი­ლებს უფა­სოდ მი­ე­წო­დე­ბო­დათ. თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად შე­მო­ი­ტა­ნა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონდმა, 2005 წლი­დან ჩვენ შე­მოგ­ვი­ერ­თდა აშშ-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბა. 2014 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლის ქვე­ყა­ნად გა­და­იქ­ცა, კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის უფა­სოდ შე­მო­ტა­ნა შე­წყდა და მა­რა­გიც ამო­ი­წუ­რა. ამის შემ­დეგ უკვე ჯერი სა­ხელ­მწი­ფო­ზე მიდ­გა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის და­გეგ­მვის სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დღემ­დე არ გაჩ­ნდა, არც სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის ფარ­გლებ­ში შე­ვი­და. ეს არის უზარ­მა­ზა­რი გა­მოწ­ვე­ვა. ვი­ნა­ი­დან კონ­ტრა­ცეფ­ცია იაფი არ არის, ქა­ლე­ბი ფი­ნან­სუ­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგა­ნან. ეს პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო მწვა­ვედ დგას ახალ­გაზ­რდებ­შიც, რად­გან ისი­ნი არი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რე­ბი და ხში­რად არ აქვთ სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აღი­ა­როს, რომ ოჯა­ხის და­გეგ­მვა ჯან­დაც­ვის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი და ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა. სა­მი­ნის­ტრომ უნდა გა­დად­გას რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი. 2020 წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან უნდა გა­მო­ი­ყოს თან­ხე­ბი იმის­თვის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნებს, ვი­საც ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ ფი­ნან­სუ­რად, უფა­სოდ გა­და­ე­ცეთ კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბი, რო­გორც ეს ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ა­ში წე­რია".

ბაქ­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­მაც, რათა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში ოჯა­ხის და­გეგ­მვის სა­კი­თხე­ბიც შე­ვი­დეს.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, 10-ჯერ და მე­ტად მა­ღა­ლია მო­ზარ­დებ­ში ორ­სუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მა­შინ, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მი ჯერ კი­დევ მო­ზარ­დია და ორ­სუ­ლო­ბა ბევრ რისკთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თან შვი­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად გა­ჩე­ნის პრობ­ლე­მაა. გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან მუ­შა­ობს, რათა რეპ­რო­დუქ­ტი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­დეს, ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის და სა­მო­ქა­ლა­ქო გან­თლე­ბის საგ­ნებ­ში. რამ­დე­ნი­მე წელ­ში გვექ­ნე­ბა შე­დე­გი. ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა 2010-2019 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ. კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე წლის 20 ნო­ემ­ბერს იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი", - აცხა­დებს ლელა ბაქ­რა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, ექ­სპერ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პის მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ჩვენს მე­ზო­ბელ, ყო­ფილ საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. მა­გა­ლი­თად: სომ­ხეთ­ში, ყირ­გი­ზეთ­ში, თურ­ქმე­ნეთ­ში, ბე­ლო­რუს­ში და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2017 წლი­დან მოქ­მე­დებს დე­და­თა და ახალ­შო­ბილ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის, ოჯა­ხის და­გეგ­მვის და ახალ­გაზ­რდე­ბის სქე­სობ­რი­ვი და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია (2017- 2030 წწ). სტრა­ტე­გი­ა­ში წე­რია, რომ 2030 წლის­თვის ოჯა­ხის და­გეგ­მვის სერ­ვი­სე­ბი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რის­თვის და სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. ამას­თან, სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით, 2020 წლი­დან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან უნდა გა­მო­ი­ყოს თან­ხე­ბი ე.წ. „და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნის“ და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას სა­ჭი­რო­ე­ბენ და ფი­ნან­სუ­რად ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ მას­ზე, სა­ხელ­მწი­ფო უფა­სოდ გა­დას­ცემს კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვებს. ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, სტრა­ტე­გი­ის დამ­ტკი­ცე­ბი­დან 2 წლის თავ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს იმ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, რო­მე­ლე­ბიც დო­კუ­მენ­ტშია გა­წე­რი­ლი.

AMBEBI.GE საქრთვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს და­უ­კავ­შირ­და. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, სტრა­ტე­გი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­სას­რუ­ლე­ბელ ხა­სი­ათს არ ატა­რებს. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ადას­ტუ­რებს, რომ ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას, თუმ­ცა და­ი­ნერ­გე­ბა თუ არა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არ აქვთ.

"რო­გორც სტრა­ტე­გი­ა­შია აღ­წე­რი­ლი, ოჯა­ხის და­გეგ­მვის მე­თო­დე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, თუცა რომ გი­თხრათ, სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ჟა­მად დგას კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის შეს­ყიდ­ვის სა­კი­თხი იმ მიზ­ნით, რომ შემ­დეგ ისი­ნი უფა­სოდ და­რიგ­დეს, ეს ასე არ არის. ეს არის კომ­პლექ­სუ­რი თემა და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მომ­ზა­დე­ბუ­ლია კი­თხვა­რი, ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია - სად, რო­გორ, რა­ნა­ი­რად უნდა მოხ­დეს ცვლი­ლე­ბე­ბი. უფრო მკა­ფი­ოდ არის გან­სა­სა­ზღვრი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა. სტრა­ტე­გი­ა­ში რაც წე­რია, ის არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის. სტრა­ტე­გია გა­და­ხედ­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თუმ­ცა რაც იქ წე­რია, იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია. თუ აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, ამ კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნას დიდი თან­ხა არ ჭირ­დე­ბა და რე­სურ­სი მო­ი­ძებ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ AMBEBI.GE-ს მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც აქამ­დე მე­დი­ით არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა იცის. ეს ფაქ­ტი სი­ახ­ლე აღ­მოჩ­ნდა თა­ვად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც ამ სა­კი­თხებ­ზე წლე­ბია მუ­შა­ო­ბენ. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს­ში­და კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის სერ­ვისს სა­ხელ­მწი­ფო გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლად ჯგუ­ფებს უფა­სოდ სთა­ვა­ზობს.

"რე­ფე­რა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში საშ­ვი­ლოს­ნოს­ში­და კონ­ტრა­ცეფ­ცია, ე.წ. სპი­რა­ლი უკვე წლე­ბია ფი­ნანსდე­ბა. ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა უფა­სოდ შე­უძ­ლი­ათ გან­სა­კუთ­რე­ბით მო­წყვლად ჯგუ­ფებს. რო­გო­რე­ბიც არი­ან: სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე­ე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბი და ა.შ. მომ­სა­ხუ­რე­ბის მიმ­ღებ­მა პირ­მა სა­ჭი­რო­ე­ბის ყო­ველ ჯერ­ზე უნდა მი­მარ­თოს გან­ცხა­დე­ბით სა­მი­ნის­ტროს. გან­ცხა­დე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, რე­ფე­რა­ლუ­რი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ამ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა და­უ­ფი­ნანსდე­ბათ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ კუ­თხით ბევ­რი გან­ცხა­დე­ბა არ გვაქვს, არ ვიცი ეს იმის ბრა­ლია, რომ ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა აქამ­დე, თუ სხვა რა­მის. ვი­საც აქვს უკი­დუ­რე­სი სა­ჭი­რო­ე­ბა კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის ამ მე­თო­დის, შე­უძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თონ", - გან­გვი­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

AMBEBI.GE-ს კი­თხვა­ზე - რა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა სა­მი­ნის­ტრომ ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ის დამ­ტკი­ცე­ბი­დან ორი წლის თავ­ზე, ოჯა­ხის და­გეგ­მვის სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის­თვის, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გვპა­სუ­ხობს, რომ კონ­კრე­ტულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ებს არ გა­მო­ყოფს. მისი გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხის და­გეგ­მვის სერ­ვი­სე­ბი გაბ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ში და უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია მოქ­მე­დებს. თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, ეს სერ­ვი­სე­ბი ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის ქა­ლის­თვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­წე­ვას მო­ი­აზ­რებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
niako
1

არავითარი მხარდაჭერა არარის სახელმწიფოსგან გამრავლების ხელშეწყობის კუთხით ამ საკითხით როცა მიდიხარ სამედიცინო სფეროში არ ფინანსდება არსაიდან არც დაზღვევა მოქმედებს რეპროდუქციული პრობლემების მქონე ადამიანები იგივდებიან როგორ პლასტიკური ცვლილებების მსურველ პაციენტებთან და ერთი ლარით არ ფინანსდება არადა ასტრონომიული ციფრები ჯდება რეპროდუქციული კუთხით მკურნალობა როგორ შეიძლება შვილის ყოლის სურვილი და ცხვირის ოპერაციის სურვილი ერთი და იმავე დონეზე განიხილებოდეს მითუმეტეს საქართველოში სადაც ერი სიმცირის გამო გაქრობის საფრთხის წინაშე დგას

zura
19

აბორტია პირველ რიგში ასკრძალი, ვინაიდან ჩვეულებრივი მკვლელობაა

ავტორი:

საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

საქართველოში ყოველწლიურად 20 000 აბორტი კეთდება - "მითია, რომ კონტრაცეფტივები საშიშია, მათი სწორი გამოყენება შობადობას ზრდის"

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 20 000 აბორტი კეთდება. მართალია, ბოლო წლებში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის მაჩვენებელმა იკლო, თუმცა, იგი ორჯერ აღემატება ევროპის ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საგანგაშოდ მაღალია.

სპეციალისტები აბორტის ასეთ მაღალ მაჩვენებელს პირდაპირ უკავშირებენ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ დონეს, არასწორ ინფორმირებულობასა და სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემას.

რა არის ოჯახის დაგეგმვა?

კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ოჯახის დაგეგმვის შესახებ ცნობადობა განსაკუთრებით დაბალია. რეპროდუქტოლოგი გოგი ცერცვაძე AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია აღმოაჩნდათ თავად სამედიცინო უნივერისტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც კი.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაზღვრებით, ოჯახის დაგეგმვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ორსულობა და ყველა ბავშვი იყოს სასურველი. ამასთან, ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა - იყოლიოს იმდენი შვილი, რამდენიც სურს და როდესაც სურს. მსოფლიოში არსებობს პრეცედენტები, როდესაც სახელმწიფო ხელშეწყობის მაგივრად, ართმევს ადამიანებს ამ უფლებას და თავად უგეგმავს რამდენი შვილი გააჩინონ (მაგალითად, ჩინეთის ერთი შვილის პოლიტიკა. ბოლო პერიოდში ეგვიპტის მთავარობამაც მიიღო ასეთი შინაარსის სამართლებრივი აქტი). თანამედროვე, დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყნები კი საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და, პირველ ყოვლისა, მათ სათანადო ინფორმირებულობას უზრუნველყოფენ, რათა თოთოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობა.

ოჯახის დაგეგმვის მთავარი კომპონენტი თანამედროვე და ხარისხიან კონტრაცეფციულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას და მათ შესახებ მართებული ინფორმაციის ქონას მოიაზრებს. დღეისთვის არსებული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და მეთოდები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

  • საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი
  • ჰორმონალური (მირენა), რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელში ლორწოს შესქელებას და საშვილოსნოს ლორწოვანი შრის გათხელებას, რაც ამცირებს ჩასახვის შესაძლებლობას
  • ჰორმონალური კონტრაცეფცია: ჰორმონალური კონტრაცეფციის მიზნით გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონის, პროგესტერონისა და ესტროგენების სინთეზური ანალოგები: აბები, საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი და ა.შ.
  • მექანიკური (ბარიერული) კონტრაცეფცია: კონდომი (პრეზერვატივი), საშვილოსნოს დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩები და ქალის კონდომი.

AMBEBI.GE რეპროდუქტოლოგ გოგი ცერცვაძეს ესაუბრა. ექიმის განამარტებით, ოჯახის დაგეგმვის სფეროში ნომერ პირველი გამოწვევა საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მისი განმარტებით, გავრცელებულია არაერთი მითი, რომლებიც ადამიანებს ამ საკითხზე ცრუ წარმოდგენას უქმნიან.

"კვლევების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტად საშვილოსნოს შიდა კონტრაცეფციაა გავრცელებული, ე.წ. სპირალი. მაგრამ ბოლო პერიოდში ბარიეულმა მეთოდმა, ე.წ. პრეზერვატივმა გადააჭარბა მას. რადგან იმატა ინფორმაციამ იმაზე, რომ შესაძლოა ბარიერული კონტრაცეფცია უფრო უკეთესი იყოს. საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სფეროში "დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება" 30%-ს აჭარბებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქორწინებაში მყოფი ყოველი მესამე ქალი საქართველოში არ ხმარობს კონტრაცეფტივებს, ან მიმართავს არასაიმედო მეთოდებს, რაც დაკავშრებულია თანამედროვე კონტრაცეფტივების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებთან. მაგალითად ასეთი - კონტრაცეფცია საშიშია! პირიქით, კონტრაცეფცია სასარგებლოა, რადგან იგი ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის, აბორტების მაჩვენებელს. როდესაც ოჯახი მომზადებულია ორსულობისთვის და ნაყოფი სასურველია, ეს დადებითად აისახება როგორც კონკრეტული ოჯახის ფინანსურ კეთილდღეობაზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რადგან ქალებს ეძლევათ საშუალება თავად განსაზღვრონ ორსულობებს შორის ინტერვალები, ისე რომ კარიერას არ მოწყდნენ და იყვნენ შრომისუნარიანები. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში პარტნიორებს შორის ჰარმონიულ ურთიერთობას უზრუნველყოფს და განქორწინების რიცხვსაც ამცირებს. რაც ყველაზე მთავარია, ამცირებს დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, რისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზიც დაუგეგმავი ოჯახური ცხოვრებაა.

რაც შეეხება ზიანს, სამედიცინო სფეროში, ისევე როგორც ზოგადად ცხოვრებაში, 100% გარანტირებული არაფერია. გამონაკლისები და უკუჩვენებები ძალიან დაბალ პროცენტში შესაძლებელია მოხდეს.

მეორე მითი ასეთია: კონტრაცეფცია ამცირებს შობადობას! ესეც არასწორია, რა თქმა უნდა, კონტრაცეფცია შობადობას კი არა, არასასურველ ორსულობას და მის ხელოვნურად შეწყვეტას ამცირებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ კონტრაცეფციის წორი გამოყენების პირდაპირპროპორციულად იზრდება შობადობის მაჩვენებელიც

ასე რომ, რაც უფრო სწორად ვართ ინფორმირებულები, მით მეტად დაცულები ვართ", - ამბობს ექიმი რეპროდუქტოლოგი.

გაეროს მოსახლეობის ფონდი ათეულობით წელია აქტიურად უწევს ადვოკატირებას ოჯახის დაგეგმვის თემას და მის მნიშვნელობას. ორაგიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე სახელმწიფოს ჩართულობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

"საბჭოთა კავშირის დროს ოჯახის დაგეგმვის სერვისები საერთოდ არ არსებობდა. ის არ იყო ჯანდაცვის სისტემის ნაწილად წარმოდგენილი, ერთადერთი მეთოდი არსებობდა - აბორტი. ამიტომაც 90-იანი წლების ბოლოს საქართველოს აბორტების რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც საზღვრები გაიხსნა და მიმოსვლის შესაძლებლობა გაჩნდა, დაიწყო კონტრაცეფტივების შემოტანა საქრთველოში. 1996 წლიდან ოჯახის დაგეგმვის სერვისები, როგორც კონსულტაცია, ისე თვითონ კონტრაცეფტივები, წყვილებს უფასოდ მიეწოდებოდათ. თანამედროვე კონტრაცეფტივები საქართველოში პირველად შემოიტანა გაეროს მოსახლეობის ფონდმა, 2005 წლიდან ჩვენ შემოგვიერთდა აშშ-ს საერთაშორისო დახმარება. 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო საშუალო შემოსავლის ქვეყანად გადაიქცა, კონტრაცეპტივების უფასოდ შემოტანა შეწყდა და მარაგიც ამოიწურა. ამის შემდეგ უკვე ჯერი სახელმწიფოზე მიდგა. სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის დაგეგმვის სერვისის დაფინანსების შესაძლებლობა დღემდე არ გაჩნდა, არც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შევიდა. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა. ვინაიდან კონტრაცეფცია იაფი არ არის, ქალები ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე დგანან. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ახალგაზრდებშიც, რადგან ისინი არიან სექსუალურად აქტიურები და ხშირად არ აქვთ საკუთარი შემოსავალი. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ოჯახის დაგეგმვა ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. სამინისტრომ უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები. 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ და ახალგაზრდა ქალბატონებს, ვისაც ხელი არ მიუწვდებათ ფინანსურად, უფასოდ გადაეცეთ კონტრაცეფტივები, როგორც ეს ეროვნულ სტრატეგიაში წერია".

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას განათლების სამინისტრომაც, რათა სასწავლო პროგრამაში ოჯახის დაგეგმვის საკითხებიც შევიდეს.

"საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 10-ჯერ და მეტად მაღალია მოზარდებში ორსულობის მაჩვენებელი. მაშინ, როდესაც ორგანიზმი ჯერ კიდევ მოზარდია და ორსულობა ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან შვილის გაცნობიერებულად გაჩენის პრობლემაა. გაეროს მოსახლეობის ფონდი განათლების სამინისტროსთან მუშაობს, რათა რეპროდუქტიულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სასკოლო პროგრამაში შევიდეს, ბუნებისმეტყველების და სამოქალაქო განთლების საგნებში. რამდენიმე წელში გვექნება შედეგი. ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა 2010-2019 წლებში საქართველოში კონტრაცეფტივების გავრცელების შესახებ. კვლევის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 20 ნოემბერს იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკური ინფორმაცია გახდება ცნობილი", - აცხადებს ლელა ბაქრაძე.

რაც შეეხება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ექსპერტის ინფორმაციით, ევროპის მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს მეზობელ, ყოფილ საბჭოთა ქვეყნების უმეტესობაში კონტრაცეფციას სახელმწიფო აფინანსებს. მაგალითად: სომხეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, ბელორუსში და ა.შ.

საქართველოში 2017 წლიდან მოქმედებს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვის და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგია (2017- 2030 წწ). სტრატეგიაში წერია, რომ 2030 წლისთვის ოჯახის დაგეგმვის სერვისები ადვილად ხელმისაწვდომი იქნება ყველა შესაბამისი საჭიროების მქონე პირისთვის და სერვისების ხარისხი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები ე.წ. „დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის“ დასაკმაყოფილებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველ და ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც კონტრაცეფციას საჭიროებენ და ფინანსურად ხელი არ მიუწვდებათ მასზე, სახელმწიფო უფასოდ გადასცემს კონტრაცეფტივებს. ექსპერტების შეფასებით, სტრატეგიის დამტკიცებიდან 2 წლის თავზე სახელმწიფოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმ მიზნების მისაღწევად, რომელებიც დოკუმენტშია გაწერილი.

AMBEBI.GE საქრთველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროს დაუკავშირდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას თქმით, სტრატეგიაში არსებული ჩანაწერები სავალდებულო შესასრულებელ ხასიათს არ ატარებს. მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობას, თუმცა დაინერგება თუ არა აღნიშნული ცვლილება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

"როგორც სტრატეგიაშია აღწერილი, ოჯახის დაგეგმვის მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენთვის პრიორიტეტულია, თუცა რომ გითხრათ, სამინისტროში ამჟამად დგას კონტრაცეფტივების შესყიდვის საკითხი იმ მიზნით, რომ შემდეგ ისინი უფასოდ დარიგდეს, ეს ასე არ არის. ეს არის კომპლექსური თემა და ამაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს. მომზადებულია კითხვარი, ჩართულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია - სად, როგორ, რანაირად უნდა მოხდეს ცვლილებები. უფრო მკაფიოდ არის განსასაზღვრი ამის საჭიროება. სტრატეგიაში რაც წერია, ის არ არის სავალდებულო შესასრულებელი ხასიათის. სტრატეგია გადახედვას ექვემდებარება, თუმცა რაც იქ წერია, იმის განხორციელება ძალიან მნიშნელოვანია. თუ აუცილებლობა გამოიკვეთა, ამ კონტრაცეფტივების შეძენას დიდი თანხა არ ჭირდება და რესურსი მოიძებნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ AMBEBI.GE-ს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც აქამდე მედიით არ გავრცელებულა და, რომლის შესახებაც, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. ეს ფაქტი სიახლე აღმოჩნდა თავად არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომლებიც ამ საკითხებზე წლებია მუშაობენ. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციის სერვისს სახელმწიფო განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს უფასოდ სთავაზობს.

"რეფერალური პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია, ე.წ. სპირალი უკვე წლებია ფინანსდება. ამ მომსახურების მიღება უფასოდ შეუძლიათ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს. როგორებიც არიან: სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ. მომსახურების მიმღებმა პირმა საჭიროების ყოველ ჯერზე უნდა მიმართოს განცხადებით სამინისტროს. განცხადების განხილვის შემდეგ, რეფერალური პროგრამის ფარგლებში ამ კონტრაცეფციის გამოყენება დაუფინანსდებათ. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ბევრი განცხადება არ გვაქვს, არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა აქამდე, თუ სხვა რამის. ვისაც აქვს უკიდურესი საჭიროება კონტრაცეფციის ამ მეთოდის, შეუძლიათ მოგვმართონ", - განგვიცხადა გაბუნიამ.

AMBEBI.GE-ს კითხვაზე - რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა სამინისტრომ ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებიდან ორი წლის თავზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, მინისტრის მოადგილე გვპასუხობს, რომ კონკრეტულ ინტერვენციებს არ გამოყოფს. მისი განცხადებით, ოჯახის დაგეგმვის სერვისები გაბნეულია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში და უკვე მრავალი წელია მოქმედებს. თამარ გაბუნიას თქმით, ეს სერვისები ამ ეტაპზე ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალისთვის კონსულტაციების გაწევას მოიაზრებს.

როგორია გელათის ტაძარი დღეს - ფოტორეპორტაჟი სამონასტრო კომპლექსიდან

"გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ" - მოვაჭრეების განცხადებით, თუ "ლილოს" ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება