სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინოცენტრი: "იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავეთ  ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან"
კინოცენტრი: "იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავეთ  ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან"

სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ფილ­მის „და ჩვენ ვი­ცეკ­ვეთ“ პრე­მი­ე­რის ჩაშ­ლის და­ა­ნონ­სე­ბის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს.

“ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია ფილ­მის შექ­მნა­ში, სრულ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს, ისე კი­ნო­თე­ატ­რე­ბის მეს­ვე­უ­რებს და თა­ვის მხრივ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა ადა­მი­ანს, იქ­ნე­ბა ეს სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო პირი, თავი შე­ი­კა­ვოს ფილ­მის ჩვე­ნე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლის­გან და შე­ახ­სე­ნებს მათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ცენ­ზუ­რა და­უშ­ვე­ბე­ლია, ვის­გა­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს ის.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით „შე­მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია“, „შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში ჩა­რე­ვა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში ცენ­ზუ­რა და­უშ­ვე­ბე­ლია“.

ამა­ვე დროს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბის გა­რან­ტია. ეს ფილ­მი სწო­რედ ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბას და სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის ხმა­მაღ­ლა გა­ცხა­დე­ბას ეხე­ბა. ადა­მი­ან­თა თა­ნას­წო­რო­ბის აღი­ა­რე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რია. კა­ცობ­რი­ო­ბამ დიდი ძა­ლის­ხმე­ვით და უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლის ხარ­ჯზე თან­და­თან დაძ­ლია რა­სიზ­მი, ფა­შიზ­მი... ის აუ­ცი­ლებ­ლად დაძ­ლევს მი­ზო­გი­ნი­ას, ქსე­ნო­ფო­ბი­ას, ჰო­მო­ფო­ბი­ას. ამ ფილ­მს შე­უძ­ლია თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ამ ბრძო­ლა­ში, იმი­სათ­ვის რომ ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უარ­ყოს აგ­რე­სია და მი­უ­ღებ­ლო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ, და უფრო ჰუ­მა­ნუ­რი გახ­დეს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია კი­ნო­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა და მრევ­ლის ნა­წი­ლი, ასე­ვე - ლე­ვან ვა­სა­ძე და "ქარ­თუ­ლი მარ­ში" პრე­მი­ე­რის ჩაშ­ლას აა­ნონ­სებს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ კი­ნო­თე­ატ­რებ­თან იქ­ნე­ბი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და მა­ყუ­რე­ბელს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის ნე­ბას არ მის­ცე­მენ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
129

არავინ არავის აიძულებს ამ ფილმის ყურებას და ძალით არავის აჩვენებენ. თუ მართლა რუსეთის მართული ან უსაქმური არ ხართ, დააყენეთ რა ერთი ადგილი, პროქტოდარაჯებო.

გუგა
13

მაინდამაინც ჩეჩნებმა უნდა გვაჯობონ? ამათ ერთხელ რო დაუმტვრევთ თავპირს მერე აღარ გაუჩნდებათ სურვილი. ეს რაარი გადაგვარდა ერი. ესაა ევროპა და თავისუფლება?

ავტორი:

კინოცენტრი: "იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავეთ  ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან"

კინოცენტრი: "იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავეთ  ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან"

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“ეროვნული კინოცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია ფილმის შექმნაში, სრულ მხარდაჭერას უცხადებს როგორც შემოქმედებით ჯგუფს, ისე კინოთეატრების მესვეურებს და თავის მხრივ მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან და შეახსენებს მათ, რომ საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“, „შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“.

ამავე დროს საქართველოს კონსტიტუცია ადამიანთა თანასწორობის გარანტია. ეს ფილმი სწორედ ადამიანთა თანასწორობას და საკუთარი იდენტობის ხმამაღლა გაცხადებას ეხება. ადამიანთა თანასწორობის აღიარება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია. კაცობრიობამ დიდი ძალისხმევით და უზარმაზარი მსხვერპლის ხარჯზე თანდათან დაძლია რასიზმი, ფაშიზმი... ის აუცილებლად დაძლევს მიზოგინიას, ქსენოფობიას, ჰომოფობიას. ამ ფილმს შეუძლია თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში, იმისათვის რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარყოს აგრესია და მიუღებლობა სექსუალური უმცირესობების მიმართ, და უფრო ჰუმანური გახდეს,“ - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილი, ასევე - ლევან ვასაძე და "ქართული მარში" პრემიერის ჩაშლას აანონსებს. ისინი ამბობენ, რომ კინოთეატრებთან იქნებიან მობილიზებული და მაყურებელს შენობაში შესვლის ნებას არ მისცემენ.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს - "აფეთქების გაგონებისთანავე მიჰყევით ინსტრუქციას"

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

საქართველოში ექვს ექიმს საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა  -  რა დარღვევები გამოვლინდა 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად