მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?
როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შერ­ჩე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლია. ჩვენ წი­ნა­შეა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი­სა და მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ათა­სო­ბით მო­ბი­ლუ­რი, რომ­ლე­ბიც თა­ნაბ­რად გვი­ზი­დავს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი­დევ უფრო გვი­ჭირს.

რა უნდა გა­ვა­კე­თოთ ამ დროს? კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდეთ, რა ფუნ­ქცი­ე­ბი უნდა ჰქონ­დეს ჩვენს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, მის გა­მო­ყე­ნე­ბას მხო­ლოდ და­რეკ­ვი­სა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად ვა­პი­რებთ, თუ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლა­დაც... გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ნი­შანს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც მო­ბი­ლუ­რის შერ­ჩე­ვა გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ.

1. სმარ­ტფო­ნი, თუ ღი­ლა­კე­ბი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი?

რაც უნდა სა­სა­ცი­ლოდ მო­გეჩ­ვე­ნოთ, ტექ­ნი­კის მო­დაც ბრუ­ნავს. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ტო­რო­ლამ თა­ვი­სი სა­კულ­ტო და­სა­კე­ცი მო­ბი­ლუ­რის გა­მოს­ვლა და­ა­ა­ნონ­სა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღი­ლა­კე­ბი­ან მო­ბი­ლუ­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე სმარ­ტოფ­ნე­ბის მსგავ­სი ფუნ­ქცი­ე­ბი არ აქვთ, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­თვი­საც და­რეკ­ვის, შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნი­სა და მაღ­ვი­ძა­რის ფუნ­ქცი­ე­ბიც საკ­მა­რი­სია, ასე­თი მო­ბი­ლუ­რი ზედ­გა­მოჭ­რი­ლია.

მაგ­რამ თუკი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა და ელ–ფოს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა თქვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად სმარ­ტფონ­ზე უნდა შე­ა­ჩე­როთ არ­ჩე­ვა­ნი.

2. ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა

გან­ვი­ხი­ლოთ სამი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა

  • Android– ერთ–ერთი ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მაა. გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და კომ­ფორ­ტუ­ლია. ძი­რი­თა­დი მი­ნუ­სი ის აქვს, რომ სის­ტე­მა ხში­რად ახ­ლდე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თქვე­ნი მო­ბი­ლუ­რი გარ­კვე­უ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბულ ვერ­სი­ებს ვერ გახ­სნის
  • iOs გან­სა­კუთ­რე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლია მათ­თვის, ვინც ეიფ­ლის რამ­დე­ნი­მე პრო­დუქტს ფლო­ბენ. თა­ნაც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ნა­წი­ლი მხო­ლოდ iOs –ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვი­საა ხელ­მი­საწ­ვდო­მი
  • Windows სხვა ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, ეკ­რან­ზე გქონ­დეთ და გა­და­ად­გი­ლოთ გრა­ფი­კე­ბი თუ ინ­ფოგ­რა­ფი­კე­ბი. ასე რომ, თუკი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს აქ­ტი­უ­რად იყე­ნებთ მო­ბი­ლურს, Windows–ის ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია.

3. გა­რე­გა­ნი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი

გა­რეგ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, როცა მო­ბი­ლურს ვყი­დუ­ლობთ. ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ შემ­დეგ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს:

  • ზომა – ეკ­რა­ნის ზომა ერთი კუ­თხი­დან მე­ო­რე კუ­თხემ­დე, ანუ დი­ა­გო­ნა­ლუ­რად, იზო­მე­ბა. პა­ტა­რა მო­ბი­ლუ­რი თქვენს ჯი­ბე­შიც მარ­ტი­ვად მო­თავ­სდე­ბა და, ჩვუ­ლებ­რივ, უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფა­სი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ თუკი მო­ბი­ლურ­ში ფილ­მე­ბი­სა და ვი­დე­ო­ე­ბის ყუ­რე­ბას აპი­რებთ, დიდი ზო­მის სმარ­ტო­ფო­ნი უნდა შე­არ­ჩი­ოთ (მი­ნი­მუმ, ხუ­თინ­ჩი­ა­ნი)
  • ფორ­მა – აქ ორი ძი­რი­თა­დი ტიპი გა­მო­ი­ყო­ფა. ერთი კუ­თხე­ებ­ში მომრგვა­ლე­ბუ­ლია, მე­ო­რე უფრო მყარ კუ­თხეს ქმნის. არ­ჩე­ვა­ნი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­ა­კე­თეთ
  • ფერი – თეთ­რი, შავი, ცის­ფე­რი, წი­თე­ლი.. – სმარ­ტფო­ნე­ბის ფე­რე­ბის არ­ჩე­ვა­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ყვე­ლა მო­დელს მო­ე­ძებ­ნე­ბა მისი შე­სა­ბა­მი­სი ჩა­სა­დე­ბი („ქე­ი­სი“), რომ­ლი­თაც თქვენს მო­ბი­ლურს გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებთ და და­ი­ცავთ კი­დეც.

4. ფასი

მო­ბი­ლუ­რის შერ­ჩე­ვა გა­გი­მარ­ტივ­დე­ბათ, თუკი თა­ვი­დან­ვე დათ­ქვამთ ფა­სის დი­ა­პა­ზონს. მო­ი­ფიქ­რეთ, მი­ნი­მუმ და მაქ­სი­მუმ რამ­დე­ნის გა­დახ­და გსურთ.გირ­ჩევთ, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში წახ­ვალთ, მო­ბი­ლუ­რე­ბი სა­ი­ტებ­ზე და­ათ­ვა­ლი­ე­როთ. რა თქმა უნდა, რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ის შე­მოვ­ლაც და სა­ი­ტე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც დიდ დროს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ პირ­და­პირ price.ge-ის ეწ­ვი­ეთ, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი მო­დე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ის ფა­სე­ბი დაგ­ხვდე­ბათ.

ფა­სი­სა და სა­სურ­ვე­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­თი­თე­ბის შემ­დეგ პროგ­რა­მა თქვენ­თვის სა­სურ­ველ მო­დე­ლებს გაჩ­ვე­ნებთ. თი­თო­ე­ულ­ზე დაკ­ლიკ­ვის შემ­დეგ კი ნა­ხავთ, სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში რა ღირს თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი. შე­დე­გად, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­არ­ჩევთ მო­ბი­ლურს.

5. სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა

სა­ნამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებთ, მო­ი­კი­თხეთ სხვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა. უყუ­რეთ unboxing ვი­დე­ო­ებს, წა­ი­კი­თხეთ მი­მო­ხილ­ვე­ბი თქვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რე­ბის შე­სა­ხებ. ჰკი­თხეთ თქვენს მე­გობ­რებს, რო­გორ იყე­ნე­ბენ, რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ მო­ბი­ლუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მას შემ­დეგ, რაც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავს მო­უყ­რით და თქვენ­თვის ზედ­გა­მოჭ­რილ მო­ბი­ლურს შე­არ­ჩევთ, price.ge-ის ეწ­ვი­ეთ, კი­დევ ერთხელ გა­და­ა­მოწ­მეთ, სხვა­დას­ხვა მა­ღა­ზი­ა­ში რა ღირს თქვე­ნი შერ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­ი­ძი­ნეთ.

ავტორი:

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?

როგორ შევარჩიოთ მობილური ტელეფონი?

თანამედროვე სამყაროში მობილური ტელეფონის შერჩევა განსაკუთრებულად რთულია. ჩვენ წინაშეა განსხვავებული დიზაინისა და მახასიათებლების ათასობით მობილური, რომლებიც თანაბრად გვიზიდავს და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გვიჭირს.

რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ფუნქციები უნდა ჰქონდეს ჩვენს მობილურ ტელეფონს, მის გამოყენებას მხოლოდ დარეკვისა და ფოტოების გადასაღებად ვაპირებთ, თუ სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლადაც... გთავაზობთ რამდენიმე ნიშანს, რომელთა მიხედვითაც მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ.

1. სმარტფონი, თუ ღილაკებიანი მობილური?

რაც უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ტექნიკის მოდაც ბრუნავს. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ მოტოროლამ თავისი საკულტო დასაკეცი მობილურის გამოსვლა დააანონსა. მიუხედავად იმისა, რომ ღილაკებიან მობილურებს თანამედროვე სმარტოფნების მსგავსი ფუნქციები არ აქვთ, ადამიანებისთვის, ვისთვისაც დარეკვის, შეტყობინების გაგზავნისა და მაღვიძარის ფუნქციებიც საკმარისია, ასეთი მობილური ზედგამოჭრილია.

მაგრამ თუკი სოციალური ქსელებით სარგებლობა, ფოტოების გადაღება და ელ–ფოსტის გამოყენება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, აუცილებლად სმარტფონზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი.

2. ოპერაციული სისტემა

განვიხილოთ სამი ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა

  • Android– ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ოპერაციული სისტემაა. გამოსაყენებლად საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ძირითადი მინუსი ის აქვს, რომ სისტემა ხშირად ახლდება და დროთა განმავლობაში თქვენი მობილური გარკვეული აპლიკაციების განახლებულ ვერსიებს ვერ გახსნის
  • iOs განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც ეიფლის რამდენიმე პროდუქტს ფლობენ. თანაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული აპლიკაციების ნაწილი მხოლოდ iOs –ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი
  • Windows სხვა ოპერაციული სისტემებისგან განსხვავებით, უფრო მრავალფეროვანი ფუნქციებით გამოირჩევა. საშუალებას გაძლევთ, ეკრანზე გქონდეთ და გადაადგილოთ გრაფიკები თუ ინფოგრაფიკები. ასე რომ, თუკი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს აქტიურად იყენებთ მობილურს, Windows–ის ოპერაციული სისტემა კარგი არჩევანია.

3. გარეგანი მახასიათებლები

გარეგნულ მახასიათებლებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა მობილურს ვყიდულობთ. ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ მახასიათებლებს:

  • ზომა – ეკრანის ზომა ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე, ანუ დიაგონალურად, იზომება. პატარა მობილური თქვენს ჯიბეშიც მარტივად მოთავსდება და, ჩვულებრივ, უფრო ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა, მაგრამ თუკი მობილურში ფილმებისა და ვიდეოების ყურებას აპირებთ, დიდი ზომის სმარტოფონი უნდა შეარჩიოთ (მინიმუმ, ხუთინჩიანი)
  • ფორმა – აქ ორი ძირითადი ტიპი გამოიყოფა. ერთი კუთხეებში მომრგვალებულია, მეორე უფრო მყარ კუთხეს ქმნის. არჩევანი გემოვნების მიხედვით გააკეთეთ
  • ფერი – თეთრი, შავი, ცისფერი, წითელი.. – სმარტფონების ფერების არჩევანი მრავალფეროვანია. თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა მოდელს მოეძებნება მისი შესაბამისი ჩასადები („ქეისი“), რომლითაც თქვენს მობილურს გაამრავალფეროვნებთ და დაიცავთ კიდეც.

4. ფასი

მობილურის შერჩევა გაგიმარტივდებათ, თუკი თავიდანვე დათქვამთ ფასის დიაპაზონს. მოიფიქრეთ, მინიმუმ და მაქსიმუმ რამდენის გადახდა გსურთ.გირჩევთ, სანამ უშუალოდ მაღაზიაში წახვალთ, მობილურები საიტებზე დაათვალიეროთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მაღაზიის შემოვლაც და საიტების დათვალიერებაც დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ პირდაპირ price.ge-ის ეწვიეთ, სადაც კონკრეტული მოდელების სხვადასხვა მაღაზიის ფასები დაგხვდებათ.

ფასისა და სასურველი მახასიათებლების მითითების შემდეგ პროგრამა თქვენთვის სასურველ მოდელებს გაჩვენებთ. თითოეულზე დაკლიკვის შემდეგ კი ნახავთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენ მიერ შერჩეული მობილური. შედეგად, სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში შეარჩევთ მობილურს.

5. სხვისი გამოცდილება

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოიკითხეთ სხვისი გამოცდილება. უყურეთ unboxing ვიდეოებს, წაიკითხეთ მიმოხილვები თქვენ მიერ შერჩეული მობილურების შესახებ. ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, როგორ იყენებენ, რა დადებითი და უარყოფითი გამოცდილება აქვთ მობილურებთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას თავს მოუყრით და თქვენთვის ზედგამოჭრილ მობილურს შეარჩევთ, price.ge-ის ეწვიეთ, კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ, სხვადასხვა მაღაზიაში რა ღირს თქვენი შერჩეული მოდელი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინეთ.

სასტუმრო Holiday Inn Telavi-ში ღვინის კვირეულის ღონისძიება ჩატარდა,

Samsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი - საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი

ბინები ისანში არქისგან