პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოს" - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ნამუშევრებს ქმნის
"ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოს" - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ნამუშევრებს ქმნის

თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია, ხატ­ვის პე­და­გო­გი არას­დროს ჰყო­ლია, ხატ­ვას თა­ვი­სით სწავ­ლობ­და, სულ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში იყო და ახ­ლაც ასეა. ეც­ნო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას, კონ­სულ­ტა­ცი­ებს ცნო­ბილ მხატ­ვრებ­თან გა­დის... მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს მოს­წონს...

ბექა ხუ­ცუ­რა­უ­ლი 7 ნო­ემ­ბერს პირ­ველ პერ­სო­ნა­ლურ გა­მო­ფე­ნას თე­ლავ­ში გა­მარ­თავს, რის­თი­საც ახლა გულ­მოდ­გი­ნედ ემ­ზა­დე­ბა. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ორ­მოც­და­ა­თამ­დე ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­გორც ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი, ასე­ვე ფირ­ფი­ცარ­სა და მუ­ყა­ო­ზე ტემ­პე­რით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი.

ეს მისი პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა... მა­ნამ­დე კი მხატ­ვარს AMBEBI.GE ახ­ლოს გა­გაც­ნობთ.

„იმის გამო, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი ტექ­ნი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბით არი­ან, ტრა­დი­ცია არ და­ვარ­ღვიე და მეც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ავირ­ჩიე - ჩა­ვა­ბა­რე ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ეკო­ნო­მი­კურ-ტექ­ნი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე. ჩემს პრო­ფე­სი­ას ისე­თი გრძე­ლი და­სა­ხე­ლე­ბა აქვს, წარ­მო­საქ­მე­ლად ძნე­ლია და თან, არც მოკ­ლდე­ბა (ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სა­ბა­დო­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის, ნავ­თობ­გაზ­სა­ცა­ვე­ბი­სა და ნავ­თობ­გაზ­სა­დე­ნე­ბის ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი). ამ პრო­ფე­სი­ი­დან ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად რა­საც დღემ­დე ვი­ყე­ნებ, ხაზ­ვაა“, - გვე­უბ­ნე­ბა ბექა ხუ­ცუ­რა­ლუ­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს ხატ­ვით სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

ხატ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ, 28-29 წლი­სამ და­ი­წყო. მი­ზე­ზად კი რამ­დე­ნი­მე რა­მეს ასა­ხე­ლებს - პირ­ვე­ლი - ბავ­შვო­ბი­დან უყ­ვარ­და ფერ­წე­რუ­ლი, ზეთ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, კლა­სი­კუ­რი სტი­ლი და ხში­რად სტუმ­რობ­და ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გა­ლე­რე­ას, სა­დაც სა­ა­თო­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და თი­თო­ე­ულ ნა­მუ­შე­ვარს. "შემ­დე­გი მი­ზე­ზი ის არის, რომ ჩვე­ნი სახ­ლი თბი­ლის­ში, დიდი გა­ლე­რე­ა­სა­ვი­თაა, ცი­სა­ნა და ნუნუ მა­რინ­დაშ­ვი­ლე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი­თაა სავ­სე (ახლა უკვე ჩე­მე­ბიც მი­ე­მა­ტა). კი­დევ არის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­დავ­წყვი­ტე, ხატ­ვა მეც მე­ცა­და, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი კრა­ხით დას­რულ­და და ასე დიდ­ხანს გრძელ­დე­ბო­და... მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­მი­ვი­და, როცა ფე­რებ­თან „მე­გობ­რო­ბა“ და მათი გაც­ნო­ბა და­ვი­წყე. ყვე­ლა ფერს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვი­სე­ბა და ხა­სი­ა­თი აქვს, კარ­გად უნდა იც­ნობ­დე... ერ­თმა­ნეთ­თან ვერ „მე­გობ­რო­ბენ“, ორი ძლი­ე­რი ფე­რის და­სა­კავ­ში­რებ­ლად, ხში­რად მე­სა­მის დახ­მა­რე­ბაა სა­ჭი­რო, ანუ „დიპ­ლო­მა­ტი“, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ი­ღებ დიდ „ომს,“ სა­დაც ძლი­ე­რი იმარ­ჯვებს, არა­და, ტი­ლო­ზე ჰარ­მო­ნია მიყ­ვარს... მთე­ლი ფი­ლო­სო­ფი­აა ხატ­ვის პრო­ცე­სი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი­თა და მათი ამოხ­სნით", - გვიხ­სნის ბექა ხუ­ცუ­რა­უ­ლი.

ასე რომ, ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს და­უ­ხა­ტავს, თუ არ ჩავ­თვლით, ბავ­შვურ, პრი­მი­ტი­ულ ნა­ხა­ტებს, რა­საც ყვე­ლა პა­ტა­რა ახერ­ხებს.

„მაგ­რამ რაც ხატ­ვა და­ვი­წყე, მას შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვარ, ვე­ღარც წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ უნდა ჩა­ი­ა­როს დღემ, თუნ­დაც ერთი შტრი­ხი არ დავ­დო ტი­ლო­ზე...

სა­წყის ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ­დი, ახლა კი ნა­ხა­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მინ­და, ის ყვე­ლას გა­ვუ­ზი­ა­რო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­თავ­სებ, რომ შე­მა­ფა­სონ. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ენერ­გი­ის წყა­როა. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია სი­ხა­რუ­ლი, რო­დე­საც ზუს­ტად იმ გრძნო­ბით კი­თხუ­ლო­ბენ ნა­ხატს, რა ჩა­ნა­ფიქ­რი­თაც შევ­ქმე­ნი. შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლო ყვა­ვი­ლი იყოს, მაგ­რამ ბევ­რი რამ იკი­თხე­ბო­დეს, ამას არ ვამ­ხელ, მნახ­ვე­ლი ხვდე­ბა, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს“.

ბე­ქას ნა­მუშ­ვრე­ბის თემა მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვია... შე­იძ­ლე­ბა ფე­რე­ბი სევ­დი­ა­ნიც იყოს, მწუ­ხა­რეც, მაგ­რამ სი­უ­ჟე­ტი მა­ინც პო­ზი­ტი­ვით სრულ­დე­ბა, სა­დღაც ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა... „მაქვს ასე­თი პე­ი­ზა­ჟი - მოღ­რუბ­ლუ­ლი, ნაწ­ვი­მა­რი, ატა­ლა­ხე­ბუ­ლი ქუ­ჩე­ბით, მაგ­რამ ბო­ლო­ში გახ­სნი­ლი ცა მო­ჩანს, ნა­ხატს „გა­მო­ი­და­რებს“ და­ვარ­ქვი. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე­დაც დათ­რგუ­ნუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი და მინ­და, ჩემ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ, ჭარ­ბობს ფე­რა­დი ყვა­ვი­ლე­ბი, მშვი­დი პე­ი­ზა­ჟე­ბი, მცე­ნა­რე­ე­ბი მზით გამთბა­რი ფოთ­ლე­ბით და ა.შ. ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ნა­ხა­ტე­ბი­დან იკი­თხე­ბა პო­ზი­ტი­ვი და ბედ­ნი­ე­რე­ბა. თუ ეს ნამ­დვი­ლად შევ­ძე­ლი, მა­შინ ჩავ­თვლი, რომ ტყუ­ი­ლად არ ვხა­ტავ და ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბა ამის­თვის ღირს,“ - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

ხა­ტავს ზე­თის სა­ღე­ბა­ვე­ბით, ტი­ლო­ზე. მუ­შა­ობს სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლით. იყე­ნებს ასე­ვე კვერ­ცხის გულ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვებს (ტემ­პე­რა) ფირ­ფი­ცარ­ზე. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­კი­თხვით და სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით შე­ის­წავ­ლა ლევ­კა­სის ტექ­ნი­კა, რაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო პრო­ცე­სია. გა­ეც­ნო ძვე­ლი ქვის ხა­ნის კედ­ლის მხატ­ვრო­ბას.

- ბექა, რამ­დენ ხან­ში ქმნი ნა­მუ­შე­ვარს?

- ნა­ხა­ტი თხუთ­მეტ წუთ­შიც შე­მიქ­მნია და მას­ზე წე­ლი­წად­ზე მე­ტიც მი­მუ­შა­ვია... თუ ვჩ­ქა­რობ, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მუხ­ტი, რაც იმ წუ­თას არ მას­ვე­ნებს, აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და, ტი­ლო­ზე გად­მო­ვი­ტა­ნო, ასეთ დროს თით­ქოს თა­ვი­სით იხა­ტე­ბა, სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, ძნე­ლია გად­მოვ­ცე. ეს გან­წყო­ბა კი შე­იძ­ლე­ბა, ერ­თმა უბ­რა­ლო ხემ შე­მიქ­მნას, რო­მე­ლიც სა­ღა­მოს მზი­თაა ან­თე­ბუ­ლი და ჭა­ღი­ვით ანა­თებს, რაც შე­საძ­ლოა, სულ ერთი წუთი გაგ­რძელ­დეს, მზე რომ ოდ­ნავ ღრუ­ბელს მო­ე­ფა­რე­ბა, იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, ამი­ტომ უნდა მო­ას­წრო ნახ­ვაც და გად­მო­ცე­მაც.

ნე­ბის­მი­ე­რი ფერი უყ­ვარს, ერთი „ჯა­დოს­ნუ­რი“ უჯრა აქვს, სა­დაც ორ­მოც­და­ათ­ზე მეტი ფერი უწყვია. რომ გა­მო­ა­ღებს, თვა­ლე­ბი და გო­ნე­ბა უნათ­დე­ბა, შემ­დეგ კი გა­აჩ­ნია, რა გან­წყო­ბა­ზეა და რას ხა­ტავს. არ უყ­ვარს მკვეთ­რი, არა­ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რე­ბი, მათ და­ნახ­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ ხატ­ვის სურ­ვი­ლი გა­უქ­რეს...

- ხატ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ. ორი საქ­მის ერ­თად კე­თე­ბა არ გი­ჭირს?

- კი, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ახლა უკვე „მთა­ვარ არხზე“, ვარ პრო­დაქ­შე­ნის მთა­ვა­რი პრო­დუ­სე­რი. ვფიქ­რობ, სამ­სა­ხუ­რი ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, ნი­ჭი­ერ, შე­მოქ­მედ ხალ­ხთან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა, მით უმე­ტეს, თუ ხე­ლოვ­ნე­ბით ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი სამ­სა­ხუ­რი.

უმე­ტე­სად ღა­მით ვხა­ტავ და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვიღ­ლე­ბი. თუ ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი არ გა­მო­მი­ვა, მი­ვაღ­წიე იმას, რომ უკვე კარ­გად ვგრძნობ ფერს. ამას ვერ ის­წავ­ლი, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ეს უნა­რი ღმერ­თის­გან მერ­გო და ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა, უბ­რა­ლოდ, ახლა ვის­წავ­ლე მისი სწო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც გუ­ლი­დან მო­დის, გო­ნე­ბა მხო­ლოდ გახ­სე­ნე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა... ამი­ტომ ღამე, ნა­თუ­რის შუქ­ზეც აღარ მი­ჭირს ვხა­ტო, ამ დროს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ, რად­გან ჩარ­თუ­ლი მაქვს ჩუმი მუ­სი­კა და ირ­გვლივ სი­წყნა­რეა.

დღი­სით, როცა ხატ­ვა ძა­ლი­ან მო­მინ­დე­ბა, სამ­სა­ხურ­ში ვარ და ვცდი­ლობ, დღის ბო­ლომ­დე უფრო გა­ვიძ­ლი­ე­რო სურ­ვი­ლი - თოვ­ლის გუნ­და­სა­ვი­თაა, თუ აა­გო­რებ ზვა­ვად გა­და­იქ­ცე­ვა, თუ არა­და, ხელ­ში შე­მო­გად­ნე­ბა... ორი­ვე შემ­თხვე­ვა გა­მო­მიც­დია.

- 7 ნო­ემ­ბერს პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბი... მოგ­ვი­ყე­ვი ამა­ზე...

- გა­მო­ფე­ნა თე­ლავ­ში, 7 ნო­ემ­ბერს გა­იხ­სნე­ბა და 17 ნო­ემ­ბრამ­დე შე­ეძ­ლე­ბა დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვა. ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი თემა არ შე­მირ­ჩე­ვია, რად­გან პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაა და გა­დავ­წყვი­ტე, შე­რე­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, რომ მო­სა­წყე­ნი არ იყოს, თუმ­ცა ჭარ­ბობს შე­მოდ­გო­მის თე­მა­ტი­კა...

ხოლო თუ რა­ტომ თე­ლავ­ში, გე­ტყვით, რომ მთელს დე­და­მი­წა­ზე, თე­ლავ­ზე ძა­ლი­ან არც ერთი ქა­ლა­ქი მიყ­ვარს... იქ და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და შვი­დი წელი კულ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში ვი­მუ­შა­ვე. გა­მო­ფე­ნის თე­ლავ­ში მო­წყო­ბის მი­ზე­ზი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის დიდი სიყ­ვა­რუ­ლია, სწო­რედ იქ მინ­დო­და, პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნაც მო­მე­წყო. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს 7 ნო­ემ­ბერს ხდე­ბა, რად­გან ჩვე­ნი დიდი მე­ფის და­ბა­დე­ბის დღეა და თე­ლავ­ში ერეკ­ლე­ო­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა. მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის თხოვ­ნით, ჯერ კი­დევ წლის და­სა­წყის­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­მო­ფე­ნა ამ თა­რიღს დამ­თხვე­ო­და, რის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორს, ბა­ტონ გუ­რამ ურ­ჩუ­ხიშ­ვილს და იდე­ის ავ­ტორს, ქალ­ბა­ტონ მაია აფ­ცი­ა­ურს. ასე­ვე მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია ჩემი გა­მო­ფე­ნის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ში.

სა­ბო­ლო­ოდ კი ვი­ტყვი იმას, რომ რო­გორც წყა­ლი, ჰა­ე­რი ასე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის ხატ­ვა. ხატ­ვის პრო­ცე­სი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა, მო­წყდე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, შე­იქ­მნა შენი სამ­ყა­რო და წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ააყ­ვა­ვო ყვა­ვი­ლე­ბი, და­ამ­წი­ფო ხილი, აა­ღელ­ვო ზღვა, გა­და­პენ­ტო მთე­ბი, აახ­მა­უ­რო მდი­ნა­რე­ე­ბი... ფე­რებ­ში კი შე­უ­ზღუ­და­ვი ხარ - წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი სა­ინ­ტე­რე­სოა? არ მაქვს ჩარ­ჩო­ე­ბი და ეს დიდი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბაა ჩემს სამ­ყა­რო­ში... ვცდი­ლობ, ეს ყვე­ლა კონ­ტურ­ში ჩან­დეს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბაა!

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- სურ­ვი­ლი მაქვს, მეტ­მა ადა­მი­ან­მა გა­იც­ნოს ჩემი ნა­ხა­ტე­ბი. ვა­პი­რებ გა­ზა­ფხულ­ზე თბი­ლის­შიც მო­ვა­წყო პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი სხვა დიდი ქა­ლა­ქე­ბი­დან, თუმ­ცა ვნა­ხოთ... შემ­დე­გი გეგ­მა კი ის იქ­ნე­ბა, რომ გავ­ცდე ქვეყ­ნის ფარ­გლებ­საც...

ბე­ქას ოც­ნე­ბაა, ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლოს­ნო, მა­ღა­ლი ფან­ჯრე­ბით და სი­ნათ­ლით სავ­სე, რო­მელ­საც კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა ექ­ნე­ბა. ეს ყვე­ლაფ­რი კი იმის­თვის, რომ შექ­მნას ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოოოო
0
ძალიან მომეწონა, წარმატებები
ნანა
0
ძალიან ლამაზი ნახატებია, წარმატებებს ვუსურვებთ!
ავტორი:

"ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოს" - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ნამუშევრებს ქმნის

"ჩემმა ნამუშევრებმა მინდა, სიხარული გამოიწვიოს" - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი, რომელიც მხოლოდ პოზიტიურ ნამუშევრებს ქმნის

თვითნასწავლი მხატვარია, ხატვის პედაგოგი არასდროს ჰყოლია, ხატვას თავისით სწავლობდა, სულ ძიების პროცესში იყო და ახლაც ასეა. ეცნობა ლიტერატურას, კონსულტაციებს ცნობილ მხატვრებთან გადის... მისი ნამუშევრები დამთვალიერებელს მოსწონს...

ბექა ხუცურაული 7 ნოემბერს პირველ პერსონალურ გამოფენას თელავში გამართავს, რისთისაც ახლა გულმოდგინედ ემზადება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ორმოცდაათამდე ნამუშევარი, როგორც ფერწერული ტილოები, ასევე ფირფიცარსა და მუყაოზე ტემპერით შესრულებული ნახატები.

ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენა... მანამდე კი მხატვარს AMBEBI.GE ახლოს გაგაცნობთ.

„იმის გამო, რომ ჩემი მშობლები ტექნიკური განათლებით არიან, ტრადიცია არ დავარღვიე და მეც ეს მიმართულება ავირჩიე - ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკურ-ტექნიკურ ფაკულტეტზე. ჩემს პროფესიას ისეთი გრძელი დასახელება აქვს, წარმოსაქმელად ძნელია და თან, არც მოკლდება (ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების, ნავთობგაზსაცავებისა და ნავთობგაზსადენების ექსპლოატაციის სპეციალისტი). ამ პროფესიიდან ყველაზე აქტიურად რასაც დღემდე ვიყენებ, ხაზვაა“, - გვეუბნება ბექა ხუცურალული, ადამიანი, რომელიც დღეს ხატვით სერიოზულადაა გატაცებული.

ხატვა დაახლოებით ათი წლის წინ, 28-29 წლისამ დაიწყო. მიზეზად კი რამდენიმე რამეს ასახელებს - პირველი - ბავშვობიდან უყვარდა ფერწერული, ზეთში შესრულებული ნამუშევრების დათვალიერება, კლასიკური სტილი და ხშირად სტუმრობდა ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეას, სადაც საათობით აკვირდებოდა თითოეულ ნამუშევარს. "შემდეგი მიზეზი ის არის, რომ ჩვენი სახლი თბილისში, დიდი გალერეასავითაა, ცისანა და ნუნუ მარინდაშვილების ნამუშევრებითაა სავსე (ახლა უკვე ჩემებიც მიემატა). კიდევ არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე, ხატვა მეც მეცადა, მაგრამ პირველი ნამუშევარი კრახით დასრულდა და ასე დიდხანს გრძელდებოდა... მხოლოდ მაშინ გამომივიდა, როცა ფერებთან „მეგობრობა“ და მათი გაცნობა დავიწყე. ყველა ფერს მისი განსაკუთრებული თვისება და ხასიათი აქვს, კარგად უნდა იცნობდე... ერთმანეთთან ვერ „მეგობრობენ“, ორი ძლიერი ფერის დასაკავშირებლად, ხშირად მესამის დახმარებაა საჭირო, ანუ „დიპლომატი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებ დიდ „ომს,“ სადაც ძლიერი იმარჯვებს, არადა, ტილოზე ჰარმონია მიყვარს... მთელი ფილოსოფიაა ხატვის პროცესი, დაუსრულებელი ამოცანებითა და მათი ამოხსნით", - გვიხსნის ბექა ხუცურაული.

ასე რომ, ბავშვობაში არასდროს დაუხატავს, თუ არ ჩავთვლით, ბავშვურ, პრიმიტიულ ნახატებს, რასაც ყველა პატარა ახერხებს.

„მაგრამ რაც ხატვა დავიწყე, მას შემდეგ, ფაქტობრივად, არ გავჩერებულვარ, ვეღარც წარმომიდგენია, როგორ უნდა ჩაიაროს დღემ, თუნდაც ერთი შტრიხი არ დავდო ტილოზე...

საწყის ეტაპზე აქტიურობისგან თავს ვიკავებდი, ახლა კი ნახატის დასრულებისთანავე მინდა, ის ყველას გავუზიარო და სოციალურ ქსელში ვათავსებ, რომ შემაფასონ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ენერგიის წყაროა. განსაკუთრებით დიდია სიხარული, როდესაც ზუსტად იმ გრძნობით კითხულობენ ნახატს, რა ჩანაფიქრითაც შევქმენი. შეიძლება უბრალო ყვავილი იყოს, მაგრამ ბევრი რამ იკითხებოდეს, ამას არ ვამხელ, მნახველი ხვდება, რაც ძალიან მახარებს“.

ბექას ნამუშვრების თემა მხოლოდ პოზიტივია... შეიძლება ფერები სევდიანიც იყოს, მწუხარეც, მაგრამ სიუჟეტი მაინც პოზიტივით სრულდება, სადღაც ეს აუცილებლად გამოჩნდება... „მაქვს ასეთი პეიზაჟი - მოღრუბლული, ნაწვიმარი, ატალახებული ქუჩებით, მაგრამ ბოლოში გახსნილი ცა მოჩანს, ნახატს „გამოიდარებს“ დავარქვი. ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ისედაც დათრგუნულია ადამიანების დიდი ნაწილი და მინდა, ჩემმა ნამუშევრებმა მხოლოდ სიხარული გამოიწვიოს. ამიტომ, ჭარბობს ფერადი ყვავილები, მშვიდი პეიზაჟები, მცენარეები მზით გამთბარი ფოთლებით და ა.შ. ხშირად მეუბნებიან, რომ ნახატებიდან იკითხება პოზიტივი და ბედნიერება. თუ ეს ნამდვილად შევძელი, მაშინ ჩავთვლი, რომ ტყუილად არ ვხატავ და ღამეების თენება ამისთვის ღირს,“ - დასძენს რესპონდენტი.

ხატავს ზეთის საღებავებით, ტილოზე. მუშაობს საუკეთესო მასალით. იყენებს ასევე კვერცხის გულზე დამზადებული საღებავებს (ტემპერა) ფირფიცარზე. პროფესიონალი ადამიანების გამოკითხვით და სპეციალური ლიტერატურით შეისწავლა ლევკასის ტექნიკა, რაც საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესია. გაეცნო ძველი ქვის ხანის კედლის მხატვრობას.

- ბექა, რამდენ ხანში ქმნი ნამუშევარს?

- ნახატი თხუთმეტ წუთშიც შემიქმნია და მასზე წელიწადზე მეტიც მიმუშავია... თუ ვჩქარობ, მხოლოდ იმიტომ, რომ მუხტი, რაც იმ წუთას არ მასვენებს, აუცილებლად მინდა, ტილოზე გადმოვიტანო, ასეთ დროს თითქოს თავისით იხატება, საოცარი შეგრძნებაა, ძნელია გადმოვცე. ეს განწყობა კი შეიძლება, ერთმა უბრალო ხემ შემიქმნას, რომელიც საღამოს მზითაა ანთებული და ჭაღივით ანათებს, რაც შესაძლოა, სულ ერთი წუთი გაგრძელდეს, მზე რომ ოდნავ ღრუბელს მოეფარება, იცვლება ყველაფერი, ამიტომ უნდა მოასწრო ნახვაც და გადმოცემაც.

ნებისმიერი ფერი უყვარს, ერთი „ჯადოსნური“ უჯრა აქვს, სადაც ორმოცდაათზე მეტი ფერი უწყვია. რომ გამოაღებს, თვალები და გონება უნათდება, შემდეგ კი გააჩნია, რა განწყობაზეა და რას ხატავს. არ უყვარს მკვეთრი, არაბუნებრივი ფერები, მათ დანახვაზე შეიძლება, საერთოდ ხატვის სურვილი გაუქრეს...

- ხატვის პარალელურად ტელევიზიაში მუშაობ. ორი საქმის ერთად კეთება არ გიჭირს?

- კი, ტელევიზიაში ვმუშაობ, ახლა უკვე „მთავარ არხზე“, ვარ პროდაქშენის მთავარი პროდუსერი. ვფიქრობ, სამსახური ბევრ რამეში მეხმარება, ნიჭიერ, შემოქმედ ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა დიდი ფუფუნებაა, მით უმეტეს, თუ ხელოვნებით ხარ გატაცებული, ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური.

უმეტესად ღამით ვხატავ და სასიამოვნოდ ვიღლები. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, მივაღწიე იმას, რომ უკვე კარგად ვგრძნობ ფერს. ამას ვერ ისწავლი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს უნარი ღმერთისგან მერგო და ბავშვობიდან მომყვება, უბრალოდ, ახლა ვისწავლე მისი სწორედ გამოყენება. ყველაფერი მაინც გულიდან მოდის, გონება მხოლოდ გახსენებაში მეხმარება... ამიტომ ღამე, ნათურის შუქზეც აღარ მიჭირს ვხატო, ამ დროს ყველაზე კომფორტულად ვარ, რადგან ჩართული მაქვს ჩუმი მუსიკა და ირგვლივ სიწყნარეა.

დღისით, როცა ხატვა ძალიან მომინდება, სამსახურში ვარ და ვცდილობ, დღის ბოლომდე უფრო გავიძლიერო სურვილი - თოვლის გუნდასავითაა, თუ ააგორებ ზვავად გადაიქცევა, თუ არადა, ხელში შემოგადნება... ორივე შემთხვევა გამომიცდია.

- 7 ნოემბერს პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადები... მოგვიყევი ამაზე...

- გამოფენა თელავში, 7 ნოემბერს გაიხსნება და 17 ნოემბრამდე შეეძლება დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა. ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული თემა არ შემირჩევია, რადგან პირველი პერსონალური გამოფენაა და გადავწყვიტე, შერეული ნამუშევრები ყოფილიყო, რომ მოსაწყენი არ იყოს, თუმცა ჭარბობს შემოდგომის თემატიკა...

ხოლო თუ რატომ თელავში, გეტყვით, რომ მთელს დედამიწაზე, თელავზე ძალიან არც ერთი ქალაქი მიყვარს... იქ დავიბადე, გავიზარდე და შვიდი წელი კულტურის სამსახურში ვიმუშავე. გამოფენის თელავში მოწყობის მიზეზი მშობლიური ქალაქის დიდი სიყვარულია, სწორედ იქ მინდოდა, პირველი გამოფენაც მომეწყო. ძალიან მიხარია, რომ ეს 7 ნოემბერს ხდება, რადგან ჩვენი დიდი მეფის დაბადების დღეა და თელავში ერეკლეობა აღინიშნება. მუზეუმის თანამშრომლების თხოვნით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გადავწყვიტეთ, გამოფენა ამ თარიღს დამთხვეოდა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუზეუმის დირექტორს, ბატონ გურამ ურჩუხიშვილს და იდეის ავტორს, ქალბატონ მაია აფციაურს. ასევე მადლობელი ვარ ყველა თანამშრომლის, რომელიც ჩართულია ჩემი გამოფენის წარმატებით განხორცილებაში.

საბოლოოდ კი ვიტყვი იმას, რომ როგორც წყალი, ჰაერი ასეთივე მნიშვნელოვანია ჩემთვის ხატვა. ხატვის პროცესი საუკეთესო საშუალებაა, მოწყდე ყოველდღიურობას, შეიქმნა შენი სამყარო და წელიწადის ნებისმიერ დროს ააყვავო ყვავილები, დაამწიფო ხილი, ააღელვო ზღვა, გადაპენტო მთები, აახმაურო მდინარეები... ფერებში კი შეუზღუდავი ხარ - წარმოიდგინეთ როგორი საინტერესოა? არ მაქვს ჩარჩოები და ეს დიდი თავისუფლების შეგრძნებაა ჩემს სამყაროში... ვცდილობ, ეს ყველა კონტურში ჩანდეს, რაც თავისუფლებაა!

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- სურვილი მაქვს, მეტმა ადამიანმა გაიცნოს ჩემი ნახატები. ვაპირებ გაზაფხულზე თბილისშიც მოვაწყო პერსონალური გამოფენა, არის შემოთავაზებები სხვა დიდი ქალაქებიდან, თუმცა ვნახოთ... შემდეგი გეგმა კი ის იქნება, რომ გავცდე ქვეყნის ფარგლებსაც...

ბექას ოცნებაა, ჰქონდეს საკუთარი სახელოსნო, მაღალი ფანჯრებით და სინათლით სავსე, რომელსაც კარგი მუსიკალური აპარატურა ექნება. ეს ყველაფრი კი იმისთვის, რომ შექმნას ხარისხიანი მასალა.

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

"მირანდა მეუღლეზე 6 წლით უფროსია..." - რას წერს რუსული მედია მიმი შელიაზე და ვინ არის "სკანდალური გოგონა", ვისაც გრიშა მამურინი ქართველ მოდელამდე ხვდებოდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"