მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს - "თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, აუცილებლად დაიტუქსება"
მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს - "თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, აუცილებლად დაიტუქსება"

მე­უ­ფე პეტ­რე ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ას 4 ნო­ემ­ბერს და­ტო­ვებს. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, ეპარ­ქი­ას იგი ხვალ, ნა­შუ­ა­დღევს და­ტო­ვებს. მი­სი­ვე თქმით, თუ სი­ნო­დის სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა და მი­იწ­ვე­ვენ, ის და­ეს­წრე­ბა, თუმ­ცა მო­ი­თხოვს პირ­და­პირ ეთერს.

"ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ პრინ­ცი­პულ ადა­მი­ა­ნებს და პრინ­ცი­პუ­ლო­ბას, რად­გან თქვენ ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლე­ბი ხართ, გა­გიმ­ხელთ, რომ ხვალ ეპარ­ქი­ი­დან გავ­დი­ვარ. სი­ნო­დის სხდო­მას თუ მო­იწ­ვე­ვენ და გა­შუქ­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ხის "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით, და­ვეს­წრე­ბი. თუ მი­აჩ­ნი­ათ წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს, რომ ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს, ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი­სათ­ვის ჯერ ბერ­ში და შემ­დეგ ერში უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი ღი­ა­ო­ბი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის­თვის. აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი, ჩემ­თვის წმინ­და ადა­მი­ა­ნი, მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო ავა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და - ეკ­ლე­სი­ა­ში არის მხო­ლოდ შვი­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა, სხვა სა­ი­დომ­ლო­ე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში არ არის. წმინ­და სი­ნოდს არ უნდა ჰქონ­დეს სა­ი­დუმ­ლო, ვი­ნა­ი­დან მღვდელმთავ­რე­ბი და სი­ნო­დის წევ­რე­ბი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და სიც­რუ­ეს ტი­რა­ჟი­რე­ბენ. დღეს ამან კი­დევ ერთხელ და­მარ­წმუ­ნა და მი­მაჩ­ნია, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლი­სა არის სი­ნო­დის სხდო­მე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ სი­ნო­დის სხდო­მე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ხის მეშ­ვე­ო­ბით, პირ­და­პირ ეთერ­ში უნდა გა­შუქ­დეს. თუ მო­მიწ­ვე­ვენ და­ვეს­წრე­ბი, მაგ­რამ მო­ვი­თხოვ პირ­და­პირ ეთერს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

მე­უ­ფე პეტ­რემ ჭყონ­დი­დის რე­ზი­დენ­ცი­ი­დან პი­რა­დი ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი უკვე გა­ი­ტა­ნა. მისი თქმით, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დარ­ჩა პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა და მან უნდა გა­და­წყვი­ტოს, რო­მელ წიგ­ნებს წა­ი­ღებს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, თუ სად გეგ­მავს ის წას­ვლას, ამ­ბობს, რომ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც აქვს.

"ერ­თა­დერ­თი რაც დამ­რჩა, ეს არის ბიბ­ლი­ო­თე­კა. უნდა გა­დავ­წყვი­ტო, რა წიგ­ნებს წა­ვი­ღებ და რას დავ­ტო­ვებ. არის რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა კერ­ძო პი­რე­ბის­გან, თუ სად გავ­ჩერ­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე პეტ­რემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, მე­უ­ფე პეტ­რეს გან­ცხა­დე­ბით, " ყო­ველ დღეს აქვს თა­ვი­სი საზ­რუ­ნა­ვი და ყო­ვე­ლი დღე გვიჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ"

კი­თხვა­ზე თუ რა­ტომ არ ეს­წრე­ბოდ­ნენ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში შე­მა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წი­ლი მე­უ­ფე გრი­გო­ლის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ საკ­ვი­რაო წირ­ვას, მე­უ­ფე პეტ­რე ამ­ბობს,რომ ეს არ ყო­ფი­ლა მათი მხრი­დან პრო­ტეს­ტი, არა­მედ ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ ეპარ­ქი­ის საქ­მე­ე­ბით.

"ეს არ იყო პრო­ტეს­ტი. დე­და­ო­ე­ბი მსა­ხუ­რობ­დნენ. წირ­ვის შემ­დეგ მას­პინ­ძლო­ბა იყო სა­ჭი­რო. მა­მა­ო­ებ­საც თა­ვი­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჰქონ­დათ. ყვე­ლა ყო­ველ­თვის ვერ ეს­წრე­ბა წირ­ვას",- ამ­ბობს მე­უ­ფე პეტ­რე.

თა­ვის მხრივ, მარ­ტვი­ლის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მო­ნაზვნე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ ისი­ნი არ და­ეს­წრე­ბი­ან წირ­ვას, რო­მელ­საც მე­უ­ფე გრი­გო­ლი აღავ­ლენს, პეტ­რე ცა­ა­ვა ამ­ბობს რომ ეს არ არის სწო­რი.

" ეს არ არის სწო­რი და თუ ეს ვინ­მემ თქვა, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­ტუქ­სე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
3
ხომ არ გინდათ რომ სინოდის სხდომები snn ან bbs გააშუქოს, რა თქვენი საკადრის ადგილობრივი ტელევიზიები ............
ჰა ჰა
3
გამეცინა
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს - "თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, აუცილებლად დაიტუქსება"

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს - "თუ ვინმემ თქვა, რომ მეუფე გრიგოლის წირვას არ დაესწრება, აუცილებლად დაიტუქსება"

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას 4 ნოემბერს დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეპარქიას იგი ხვალ, ნაშუადღევს დატოვებს. მისივე თქმით, თუ სინოდის სხდომა გაიმართება და მიიწვევენ, ის დაესწრება, თუმცა მოითხოვს პირდაპირ ეთერს.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ პრინციპულ ადამიანებს და პრინციპულობას, რადგან თქვენ ასეთი პრინციპულები ხართ, გაგიმხელთ, რომ ხვალ ეპარქიიდან გავდივარ. სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის "ერთსულოვნების" მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში და შემდეგ ერში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული, ჩემთვის წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა - ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდომლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მომიწვევენ დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მეუფე პეტრემ ჭყონდიდის რეზიდენციიდან პირადი ნივთების ნაწილი უკვე გაიტანა. მისი თქმით, რეზიდენციაში დარჩა პირადი ბიბლიოთეკა და მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ წიგნებს წაიღებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ სად გეგმავს ის წასვლას, ამბობს, რომ რჩება საქართველოში და რამდენიმე შემოთავაზებაც აქვს.

"ერთადერთი რაც დამრჩა, ეს არის ბიბლიოთეკა. უნდა გადავწყვიტო, რა წიგნებს წავიღებ და რას დავტოვებ. არის რამდენიმე შემოთავაზება კერძო პირებისგან, თუ სად გავჩერდები", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მეუფე პეტრეს განცხადებით, " ყოველ დღეს აქვს თავისი საზრუნავი და ყოველი დღე გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ"

კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდნენ ჭყონდიდის ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირების ნაწილი მეუფე გრიგოლის მიერ ჩატარებულ საკვირაო წირვას, მეუფე პეტრე ამბობს,რომ ეს არ ყოფილა მათი მხრიდან პროტესტი, არამედ ისინი დაკავებული იყვნენ ეპარქიის საქმეებით.

"ეს არ იყო პროტესტი. დედაოები მსახურობდნენ. წირვის შემდეგ მასპინძლობა იყო საჭირო. მამაოებსაც თავისი ვალდებულებები ჰქონდათ. ყველა ყოველთვის ვერ ესწრება წირვას",- ამბობს მეუფე პეტრე.

თავის მხრივ, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მონაზვნების განცხადებას, რომ ისინი არ დაესწრებიან წირვას, რომელსაც მეუფე გრიგოლი აღავლენს, პეტრე ცაავა ამბობს რომ ეს არ არის სწორი.

" ეს არ არის სწორი და თუ ეს ვინმემ თქვა, აუცილებლად დაიტუქსება", - განაცხადა მან.

მოიხსნება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი - რა რეკომენდაციას გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი?

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს