პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“
„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“

7 ნო­ემ­ბერს, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში გა­მო­ფე­ნა-კონ­ცერ­ტი „ერთი ხე­ო­ბის ფოლკ­ლო­რი – ჭვა­ნა“ გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მელ­ზე დას­წრე­ბაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბა 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებ­ში ჭვა­ნას მუ­სი­კა­ლუ­რი ხე­ო­ბა­ში ჩა­წე­რი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი, მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რე­ბი გა­ცო­ცხლდე­ბა. კონ­ცერ­ტზე ჭვა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის, ცეკ­ვი­სა და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი მუ­სი­კის ნი­მუ­შე­ბი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე, მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის ფო­ი­ე­ში ჭვა­ნას ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია მო­ე­წყო­ბა, სა­დაც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხე­ო­ბა­ში ტუ­რის­ტუ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას გა­აც­ნობს. გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა­ში ასა­ხუ­ლია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის, ხა­ბე­ლაშ­ვი­ლე­ბის თა­ღო­ვა­ნი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, სა­ი­და­ნაც ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა წის­ქვი­ლე­ბის სოფ­ლამ­დე უნდა მო­ე­წყოს;

პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სა და კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბამ­დე ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის ფო­ი­ე­ში ჭვა­ნის ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ი­სა და ყოფა-ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რონ. ხე­ო­ბის ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის, მკვლე­ვარ­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი არ­ტე­ფაქ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა მუ­სი­კა­ლულ ცენ­ტრში 18:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა.

პროგ­რა­მა:

· 18:00 სა­ა­თი - ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­ფე­ნის გახ­სნა

· 19:00 სა­ა­თი - ჭვა­ნის ხე­ო­ბის ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცია

· 19:30 სა­ა­თი - კონ­ცერ­ტის და­სა­წყი­სი

სა­ღა­მო „გი­ორ­გი გა­რა­ყა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის ბა­თუ­მის ფოლკ­ლო­რუ­ლი და სა­სუ­ლი­ე­რო მუ­სი­კის XIV სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი“-ს ფარ­გლებ­ში ტარ­დე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“

„ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“

7 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამოფენა-კონცერტი „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება. ღონისძიებაზე, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანას მუსიკალური ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდება. კონცერტზე ჭვანის ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

კონცერტის დაწყებამდე, მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მოეწყობა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას გააცნობს. განვითარების გეგმაში ასახულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს;

პრეზენტაციისა და კონცერტზე დასწრებამდე ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაათვალიერონ. ხეობის ეთნოგრაფიული მასალების, მკვლევართა ჩანაწერებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების გამოფენა მუსიკალულ ცენტრში 18:00 საათზე გაიხსნება.

პროგრამა:

· 18:00 საათი - ეთნოგრაფიული გამოფენის გახსნა

· 19:00 საათი - ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია

· 19:30 საათი - კონცერტის დასაწყისი

საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი“-ს ფარგლებში ტარდება.

NS

მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში!

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან