პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"
"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

დღეს „პირ­ვე­ლი არ­ხის“ ეთერ­ში მუ­სი­კა­ლუ­რი მეგა-შოუ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ მე­ო­რე სე­ზო­ნი იწყე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბულს ჟი­უ­რი მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად გა­მო­ავ­ლენს და ის წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სიმ­ღე­რის კონ­კურ­სზე.

მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურს „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ მოხ­ვედ­რა ნე­ბის­მი­ე­რი მუ­სი­კო­სის ოც­ნე­ბაა, ასე, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ ამ სე­ზონ­ზე შევ­ხვდე­ბით რო­გორც უც­ნობ, ასე­ვე ნაც­ნობ კონ­კურ­სან­ტებ­საც. პრო­ექ­ტში ვი­ხი­ლავთ „იქს ფაქ­ტო­რის“ ბრი­ლი­ან­ტად წო­დე­ბულ თორ­ნი­კე ყი­ფი­ანს. შოუს მან 2014 წელს მო­ი­გო და სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­ე­რე­ბით მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­მახ­სოვ­რა თავი.

თუმ­ცა, ამ წლებ­ში სას­ცე­ნო აქ­ტი­უ­რო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და დიდ სცე­ნას და ეკ­რან­საც ახლა უბ­რუნ­დე­ბა.

AMBEBI.GE მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სანტს და­უ­კავ­შირ­და და შოუს და­წყე­ბამ­დე მათი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხა:

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი: „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ რომ მო­ვი­გოთ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, ეს პრო­ექ­ტი კი ამის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ შანსს იძ­ლე­ვა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ წავა სა­ქარ­თვე­ლო­დან, მაგ­რამ ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა მე თუ წა­ვალ კონ­კურ­სზე, გა­მარ­ჯვე­ბის მეტი შან­სი გვექ­ნე­ბა. სიმ­ღე­რა ნამ­დვი­ლად არ მაკ­ლია, მაგ­რამ თუ მოვ­ხვდე­ბი „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ ძა­ლი­ან გა­მე­ხარ­დე­ბა.

- ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გყავს?

- ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავს, თით­ქმის ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ცნო­ბი­ლი და გა­მოც­დი­ლი. მე ად­რეც არა­ვის აღ­ვიქ­ვამ­დი კონ­კუ­რენ­ტად, რად­გან ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ყვე­ლა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და მო­მენტს გა­აჩ­ნია, ვინ მო­ხიბ­ლავს მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მსმე­ნელს.

- რას პირ­დე­ბი გულ­შე­მატ­კივ­რებს?

- აუ­ცი­ლე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბას ვე­რა­ვის შევ­პირ­დე­ბი, მაგ­რამ რაც შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ. სა­ნამ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ ვიქ­ნე­ბი შე­ვას­რუ­ლებ რო­გორც ძველ, ასე­ვე ახალ სიმ­ღე­რებ­საც.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დი ამ პრო­ექ­ტამ­დე?

- ვსწავ­ლობ­დი, პროგ­რა­მე­ბი ვის­წავ­ლე ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის გა­სა­კე­თებ­ლად, მინ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ჟღე­რა­დო­ბა ჰქონ­დეს ჩემს მუ­სი­კას. ნელ­ნე­ლა ვა­უმ­ჯო­ბე­სებ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას, და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს.

პრო­ექ­ტში ვი­ხი­ლავთ კონ­კურ­სე­ბის კი­დევ ერთ ცნო­ბილ მომ­ღე­რალს ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძეს. ის მსმე­ნელს და მა­ყუ­რე­ბელს პა­ტა­რა გო­გო­ნა ახ­სოვს, რო­მელ­მაც „ნი­ჭი­ე­რი“ მო­ი­გო, თუმ­ცა ახლა უკვე გა­ი­ზარ­და და მა­ყუ­რე­ბელს სულ სხვა ჟანრ­ში შეს­თა­ვა­ზებს თავს.

- მე „ნი­ჭი­ე­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვარ, სა­ი­და­ნაც მსმე­ნელს პა­ტა­რა გო­გო­ნა ვახ­სო­ვარ. გან­ვი­თა­რე­ბის დიდ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი". წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ ბინა და მან­ქა­ნა ხომ არ არის? უდი­დე­სი შან­სი გეძ­ლე­ვა, „ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე“ შე­გიძ­ლია წა­რად­გი­ნო სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა.

- ნერ­ვი­უ­ლობ­დით „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის“ კას­ტინგზე?

- არ მე­გო­ნა ასე თუ ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, შენ სა­ნერ­ვი­უ­ლო რა გაქ­ვსო, მე კი ეს უფრო დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მაძ­ლევ­და.

- რას საქ­მი­ა­ნობ­დი „ნი­ჭი­ე­რი­დან“ „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვამ­დე“?

- როცა პრო­ექ­ტი მო­ვი­გე სკო­ლის მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. ვსწავ­ლობ ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ ახლა პრო­ექ­ტის გამო აკა­დე­მი­უ­რი ავი­ღე, სწავ­ლის გარ­და ვწერ­დი სიმ­ღე­რებს და დავ­წე­რე წიგ­ნი. ეს არის დრა­მის ჟან­რის წიგ­ნი, სა­ი­და­ნაც სულ სხვა­ნა­ირ ბარ­ბა­რას გა­იც­ნობს მკი­თხვე­ლი.

პრო­ექტს რაც შე­ე­ხე­ბა, რაც არ უნდა ჩა­ვიც­ვა და და­ვი­ხუ­რო, ყვე­ლას ის 15 წლის გოგო ახ­სოვს, რო­მე­ლიც "გა­მო­ტყა­პუნ­და" სცე­ნა­ზე. მე უკვე პა­ტა­რა გო­გო­ნა აღარ ვარ, მხო­ლოდ ჯა­ზის ჟანრ­შიც აღარ ვმღე­რი. და­ნარ­ჩენს კი ტე­ლე­ვი­ზი­ით იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი.

მა­ყუ­რე­ბელს დიდ სი­ახ­ლე­ებს ვპირ­დე­ბი, ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის რას ვიმ­ღე­რებ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს იმედ­გაც­რუ­ე­ბულს არა­ვის დავ­ტო­ვებ.

ავტორი:

"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

"საქართველოს ვარსკვლავში" ცნობილი კონკურსების ფავორიტებსაც ვიხილავთ - "სიმღერა არ მაკლია, მაგრამ „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ძალიან გამიხარდება"

დღეს „პირველი არხის“ ეთერში მუსიკალური მეგა-შოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე სეზონი იწყება. გამარჯვებულს ჟიური მაყურებელთან ერთად გამოავლენს და ის წარადგენს საქართველოს „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე.

მსოფლიოს მთავარ მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიაზე“ მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსის ოცნებაა, ასე, რომ „საქართველოს ვარსკვლავის“ ამ სეზონზე შევხვდებით როგორც უცნობ, ასევე ნაცნობ კონკურსანტებსაც. პროექტში ვიხილავთ „იქს ფაქტორის“ ბრილიანტად წოდებულ თორნიკე ყიფიანს. შოუს მან 2014 წელს მოიგო და საკუთარი ნიჭიერებით მთელ საქართველოს დაამახსოვრა თავი.

თუმცა, ამ წლებში სასცენო აქტიურობით არ გამოირჩეოდა და დიდ სცენას და ეკრანსაც ახლა უბრუნდება.

AMBEBI.GE მუსიკალური პროექტის რამდენიმე კონკურსანტს დაუკავშირდა და შოუს დაწყებამდე მათი ემოციების შესახებ ჰკითხა:

თორნიკე ყიფიანი: „ევროვიზიაზე“ რომ მოვიგოთ ძალიან კარგი იქნება, ეს პროექტი კი ამის არაჩვეულებრივ შანსს იძლევა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ წავა საქართველოდან, მაგრამ ბევრი მეუბნება მე თუ წავალ კონკურსზე, გამარჯვების მეტი შანსი გვექნება. სიმღერა ნამდვილად არ მაკლია, მაგრამ თუ მოვხვდები „ევროვიზიაზე“ ძალიან გამეხარდება.

- ძლიერი კონკურენტები გყავს?

- ძლიერი კონკურენტები მყავს, თითქმის ყველა პროფესიონალია, ცნობილი და გამოცდილი. მე ადრეც არავის აღვიქვამდი კონკურენტად, რადგან ხელოვნებაში ყველა ინდივიდუალურია და მომენტს გააჩნია, ვინ მოხიბლავს მოცემულ სიტუაციაში მსმენელს.

- რას პირდები გულშემატკივრებს?

- აუცილებელ გამარჯვებას ვერავის შევპირდები, მაგრამ რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. სანამ „საქართველოს ვარსკვლავში“ ვიქნები შევასრულებ როგორც ძველ, ასევე ახალ სიმღერებსაც.

- რას საქმიანობდი ამ პროექტამდე?

- ვსწავლობდი, პროგრამები ვისწავლე ელექტრონული მუსიკის გასაკეთებლად, მინდა თანამედროვე ჟღერადობა ჰქონდეს ჩემს მუსიკას. ნელნელა ვაუმჯობესებ ჩემს შემოქმედებას, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

პროექტში ვიხილავთ კონკურსების კიდევ ერთ ცნობილ მომღერალს ბარბარა სამხარაძეს. ის მსმენელს და მაყურებელს პატარა გოგონა ახსოვს, რომელმაც „ნიჭიერი“ მოიგო, თუმცა ახლა უკვე გაიზარდა და მაყურებელს სულ სხვა ჟანრში შესთავაზებს თავს.

- მე „ნიჭიერის“ გამარჯვებული ვარ, საიდანაც მსმენელს პატარა გოგონა ვახსოვარ. განვითარების დიდ საშუალებას იძლევა "საქართველოს ვარსკვლავი". წარმატება მხოლოდ ბინა და მანქანა ხომ არ არის? უდიდესი შანსი გეძლევა, „ევროვიზიაზე“ შეგიძლია წარადგინო საკუთარი ქვეყანა.

- ნერვიულობდით „საქართველოს ვარსკვლავის“ კასტინგზე?

- არ მეგონა ასე თუ ვინერვიულებდი. ყველა მეუბნებოდა, შენ სანერვიულო რა გაქვსო, მე კი ეს უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაძლევდა.

- რას საქმიანობდი „ნიჭიერიდან“ „საქართველოს ვარსკვლავამდე“?

- როცა პროექტი მოვიგე სკოლის მოსწავლე ვიყავი. ვსწავლობ ერთ-ერთ უნივერსიტეტში, მაგრამ ახლა პროექტის გამო აკადემიური ავიღე, სწავლის გარდა ვწერდი სიმღერებს და დავწერე წიგნი. ეს არის დრამის ჟანრის წიგნი, საიდანაც სულ სხვანაირ ბარბარას გაიცნობს მკითხველი.

პროექტს რაც შეეხება, რაც არ უნდა ჩავიცვა და დავიხურო, ყველას ის 15 წლის გოგო ახსოვს, რომელიც "გამოტყაპუნდა" სცენაზე. მე უკვე პატარა გოგონა აღარ ვარ, მხოლოდ ჯაზის ჟანრშიც აღარ ვმღერი. დანარჩენს კი ტელევიზიით იხილავს მაყურებელი.

მაყურებელს დიდ სიახლეებს ვპირდები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის რას ვიმღერებ, მაგრამ იმედი მაქვს იმედგაცრუებულს არავის დავტოვებ.

"...ეს სამი პროდუქტი ანადგურებს ორგანიზმს" - მაია კაჭკაჭიშვილი მისივე აღმოჩენილ დიეტაზე, რომელსაც სხვებსაც ასწავლის

რა ცვლილებები ელის "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონში მაყურებელს - "წელს გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, მათ შორის, ცნობილებიც"

"პირველ სეზონზე რბილები ვიყავით, ახლა უფრო მომთხოვნები ვიქნებით" - "მასტერშეფის" მეორე სეზონი იწყება!