პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს
"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

დმა­ნი­სის რა­ი­ონ სო­ფელ ჯა­ვახ­ში 2019 წლის 29 იან­ვარს დღის სა­ა­თებ­ში თა­ნა­სოფ­ლე­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე ერ­თმა­ნეთს გი­ორ­გი ადუ­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძე და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ისი­ნი თა­ნა­ტო­ლე­ბი და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ჩხუბ­მა დიდ ხანს არ გას­ტა­ნა, თუმ­ცა ინ­ცი­დენტს გაგ­რძე­ლე­ბა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოჰ­ყვა.

გი­ორ­გი ადუ­აშ­ვილ­მა მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი და­ნით ხელ­ში სახ­ლში მი­ა­კი­თხა ბა­ლა­ხა­ძეს. ად­ვო­კა­ტი, ნონა ფი­ლა­უ­რი ჰყვე­ბა, რომ ეზოს კარი გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძის მა­მამ, და­ვით ბა­ლა­ხა­ძემ გა­ა­ღო და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იქვე, კარ­თან და­ი­წყო, რა დრო­საც ბა­ლა­ხა­ძემ ადუ­აშ­ვი­ლი დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა უკან გაბ­რუნ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ბა­ლა­ხა­ძის სახ­ლი­დან 300 მეტრში, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. ადუ­აშ­ვი­ლი რე­ა­ნო­მო­ბილ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას მოჰ­ყვა კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­აც. და­ა­კა­ვეს და­ვით ბა­ლა­ხა­ძე და მისი ორი ვაჟი. ად­ვო­კა­ტი ყვე­ბა, რომ წი­ნა­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­დაყ­ვა­ნილ­მა და­ვით ბა­ლა­ხა­ძემ მა­შინ­ვე აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და თქვა, რომ ადუ­აშ­ვილს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა თა­ვად მი­ა­ყე­ნა. აღი­ა­რე­ბა სარ­წმუ­ნოდ არ ეჩ­ვე­ნათ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. ისი­ნი მტკი­ცედ იყ­ვნენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი, რომ და­ნა­შა­უ­ლი გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძემ ჩა­ი­დი­ნა და მამა ამ აღი­ა­რე­ბით ცდი­ლობ­და სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლი აე­რი­დე­ბი­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ვით ბა­ლა­ხა­ძემ ჩვე­ნე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა და მი­უ­თი­თა, რომ და­ნა­შუ­ლი ნამ­დვი­ლად მის­მა შვილ­მა ჩა­ი­დი­ნა და წინა ჩვე­ნე­ბით ის ხელს აფა­რებ­და შვილს. იმა­ვე ში­ნა­არ­სი­სის ჩვე­ნე­ბა მის­ცა ოჯა­ხის ნა­თე­სავ­მაც. თა­ვად გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძეს და­ნა­შა­უ­ლი არ უღი­ა­რე­ბია. ამ აღი­ა­რე­ბის შე­დე­გად მა­მამ, და­ვით ბა­ლა­ხა­ძემ და მის­მა ერ­თმა შვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვეს. წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში დარ­ჩა გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძე. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბამ მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბებს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბიც და­ურ­თო და შე­ე­ცა­და, გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა ბრალ­დე­ბა. დად­გინ­და, რომ გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძის ტან­საც­მელ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­სის სის­ხლის კვა­ლი, თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სის­ხლის კვა­ლი დაკ­რძალ­ვა­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დრო­ინ­დე­ლი იყო. ადუ­აშ­ვი­ლის სის­ხლი აღ­მოჩ­ნდა მა­მის, და­ვით ბა­ლა­ხა­ძის ტან­საც­მელ­ზეც, რაც, ფი­ლა­უ­რის თქმით, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ და­ნა­შუ­ლი შვილ­მა კი არა, მა­მამ ჩა­ი­დი­ნა.

რა­ტომ მის­ცა შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბა მამა სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ?

ად­ვო­კა­ტი ნონა ფი­ლა­უ­რი ამ ფაქტს ასე ხსნის: „ რო­დე­საც შე­ვე­დი გი­ორ­გის­თან სა­კან­ში და ვთხო­ვე, გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა დე­ტა­ლუ­რად მკვლე­ლო­ბის ეპი­ზო­დი, მან ვერ გა­იხ­სე­ნა. ამ­ბობ­და, რა აზრი აქვს ვინ ჩა­დი­ნა და­ნა­შუ­ლი. ჩემ გამო მოხ­და ეს ტრა­გე­დია და დამ­ნა­შა­ვეც მე ვარო. ასე­ვე, ვერ ყვე­ბო­და დე­ტა­ლებს. შე­ვეჭ­ვდი და და­ვა­ნიშ­ნი­ნე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექპერ­ტი­ზა. დად­გინ­და, რომ შემ­თხვე­ვი­სას იგი აფექ­ტში არ იყო. მა­შინ, რა­ტომ ვერ იხ­სე­ნებ­და დე­ტა­ლებს ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი? პრო­კუ­რორს ჰქონ­და ვერ­სია, ალ­ბათ, მთვრა­ლი იყოო. ჩა­ვა­ტა­რეთ ექ­სპერ­ტი­ზა და დად­გინ­და, რომ იგი არ იმ­ყო­ფე­ბო­და ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. აი, მა­შინ დავ­რწმუნ­დი, რომ და­ნა­შა­უ­ლი მისი ჩა­დე­ნი­ლი არ იყო. უცხო­ე­თი­დან ჩა­მო­ვი­და მა­მა­მი­სიც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მის­ცა, რად­გან მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუ ასე არ მო­იქ­ცე­ო­და ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში წა­უ­ყე­ნებ­დნენ ბრალს და სა­მი­ვეს და­ა­კა­ვებ­დნენ.

ასე­ვე, ის ამ­ბობს, რომ ჰპირ­დე­ბოდ­ნენ და­ნა­შუ­ლის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა­საც და საქ­მის ძი­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას აუ­ცი­ლე­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მუხ­ლით. ამ და­ნა­შულ­ზე სას­ჯე­ლი ბევ­რად მსუ­ბუ­ქია. ხოლო მე­ო­რე ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მის­მა ნა­თე­სავ­მა მის­ცა, მსჯავ­რდე­ბუ­ლის მამა ამ­ბობს, რომ ამ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მან თა­ვად სთხო­ვა ნა­თე­სავს, რად­გამ „მა­შინ საქ­მეს ასე სჭირ­დე­ბო­და“.

გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძე

სა­ბო­ლო­ოდ, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია საქ­მე­ში?

„ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნე­ბა - ისიც გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძის ნა­თე­სა­ვის, რო­მე­ლიც დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­ე­ლია და არ­სე­ბი­თად ვერ ცვლის ჩვე­ნე­ბა ახლა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის­თვის მის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. ამას­თან, მისი ჩვე­ნე­ბი წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და სა­სა­მარ­თლო­ზე ურ­თი­ერ­თგან­სხვა­ვე­ბუ­ლია“ - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ნონა ფი­ლა­უ­რის თქმით, ბრალ­დე­ბა გამ­ყა­რე­ბუ­ლი არ არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ გა­მო­ძი­ე­ბას არ ამო­უ­ღია მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ახლა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მა­მას აქვს თან.

ნონა ფი­ლა­უ­რი

„და­ვით ბა­ლა­ხა­ძე ამ­ბობს, რომ მან ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შუ­ლი. რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­ცხა­დე­ბით. ბოლო გან­ცხა­დე­ბას მან და­ურ­თო თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვის ოქ­მე­ბიც, რო­მელ­შიც წე­რია, რო­გორ და­ი­ნა­ხეს სა­კუ­თა­რი თვა­ლით დაჭ­რის ფაქ­ტი და რომ ეს ჩა­ი­დი­ნა და­ვით ბა­ლა­ხა­ძემ. იგი მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ შე­უძ­ლია წა­რად­გი­ნოს მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღიც. რა­ტომ არ ამო­ი­ღო გა­მო­ძე­ბამ საქ­მის მთა­ვა­რი ნივთმტკი­ცე­ბა - დანა? რა­ტომ არ გა­მო­იკ­ვლი­ეს? იქ­ნებ რა აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო?“

გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძის დედა ელე­ნე ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მისი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა. იგი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს სთხოვს , პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცენ მისი მე­უღ­ლე და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ შვი­ლი, გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძე.

„როცა ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი, სა­ბერ­ძნეთ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. მო­ვი­თხოვ, რომ სა­მარ­თა­ლი აღ­დგეს. ჩემი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა. დამ­ნა­შა­ვე ჩემი ოჯა­ხის წევ­რია, ჩემი მე­უღ­ლე, მაგ­რამ ჩემი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოა და არ უნდა და­ი­სა­ჯოს. მთა­ვა­რია, სა­მარ­თა­ლი იყოს. ჩემს მე­უღ­ლეს 9 თვეა ბა­ლიშ­ზე თავი არ და­უ­დია, რად­გან ის არის დამ­ნა­შა­ვე და პა­ტიმ­რო­ბა­ში შვი­ლი ჰყავთ“ - აცხა­დებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი დედა.

რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და გა­მო­ძე­ბას მა­ინ­ცდა­მა­ინც შვი­ლის მი­მართ, თუკი და­ნა­შუ­ლი სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­მამ ჩა­ი­დი­ნა?

ამ ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე საკ­ვან­ძო შე­კი­თხვას - რაში აწყობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას მა­ინ­ცდა­მა­ინც შვი­ლის გა­სა­მარ­თლე­ბა, რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძის მი­მართ - ად­ვო­კა­ტი ასე პა­სუ­ხობს:

„პრო­კუ­რა­ტუ­რას სურ­და, ცხელ კვალ­ზე გა­ეხ­სნა და­ნა­შუ­ლი. გან­ზრახ­ვას ვერ კვეთ­დნენ მა­მის წი­ნაღ­მდეგ. რა­ტომ უნდა მო­ეკ­ლა მა­მას გან­ზრახ სა­კუ­თა­რი შვი­ლის მე­გო­ბა­რი, მა­შინ რო­დე­საც გარ­დაც­ვლილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­და მის შვილს გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძეს. ადა­მი­ანს რომ კლავ უნდა გქონ­დეს მი­ზე­ზი, მა­მას, ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზო­ცი­ით, ამის მი­ზე­ზი არ ჰქონ­და, რომ მისი შვი­ლის თა­ნა­ტო­ლი მო­ეკ­ლა. ადუ­აშ­ვი­ლის ბა­ლა­ხა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მის­ვლის მი­ზე­ზი ხომ იყო გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძეს­თან ჩხუ­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე. მათ სურ­დათ საქ­მის გახ­სნა სწრფად და გა­უკ­ვირ­დათ , რომ აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით მი­ვი­და ადა­მი­ა­ნი. ეგო­ნათ, რომ მამა შვილს აფა­რებ­და ხელს. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ამ­გვა­რი ნონ­სენ­სი, მა­მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯელს შვი­ლი იხ­დის. მამა აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, აღ­წერს მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბას და დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, რო­გორ და­არ­ტყა მან დანა ადუ­აშ­ვილს, ასე­ვე ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი მას აქვს და შე­უძ­ლია წარ­მო­ად­გი­ნოს, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რა ამით არ ინ­ტე­რეს­დე­ბა. არც მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი ამო­უ­ღი­ათ“.

გან­ზრახ მკვე­ლო­ბის­თვის 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გი­ორ­გი ბა­ლა­ხა­ძეს სამი დღის წინ მი­უ­სა­ჯეს. ად­ვო­კა­ტი მო­უ­წო­დეს სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს მსჯავ­რდე­ბუ­ლის მა­მის გან­ცხა­დე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ და საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყონ.

ავტორი:

"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

"მამის ნაცვლად სასჯელს შვილი იხდის" - ადვოკატი დმანისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე საუბრობს

დმანისის რაიონ სოფელ ჯავახში 2019 წლის 29 იანვარს დღის საათებში თანასოფლელის დაკრძალვაზე ერთმანეთს გიორგი ადუაშვილი და გიორგი ბალახაძე დაუპირისპირდნენ. ისინი თანატოლები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ჩხუბმა დიდ ხანს არ გასტანა, თუმცა ინციდენტს გაგრძელება საღამოს საათებში მოჰყვა.

გიორგი ადუაშვილმა მრავალფუნქციური დანით ხელში სახლში მიაკითხა ბალახაძეს. ადვოკატი, ნონა ფილაური ჰყვება, რომ ეზოს კარი გიორგი ბალახაძის მამამ, დავით ბალახაძემ გააღო და მათ შორის დაპირისპირება იქვე, კართან დაიწყო, რა დროსაც ბალახაძემ ადუაშვილი დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა უკან გაბრუნდა და მოგვიანებით ის ბალახაძის სახლიდან 300 მეტრში, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადუაშვილი რეანომობილში გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოჰყვა კრიმინალური პოლიციაც. დააკავეს დავით ბალახაძე და მისი ორი ვაჟი. ადვოკატი ყვება, რომ წინაწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილმა დავით ბალახაძემ მაშინვე აღიარა დანაშაული და თქვა, რომ ადუაშვილს სასიკვდილო ჭრილობა თავად მიაყენა. აღიარება სარწმუნოდ არ ეჩვენათ სამართალდამცველებს. ისინი მტკიცედ იყვნენ დარწმუნებულები, რომ დანაშაული გიორგი ბალახაძემ ჩაიდინა და მამა ამ აღიარებით ცდილობდა საკუთარი შვილისთვის მოსალოდნელი სასჯელი აერიდებინა.

მოგვიანებით, დავით ბალახაძემ ჩვენება რადიკალურად შეცვლა და მიუთითა, რომ დანაშული ნამდვილად მისმა შვილმა ჩაიდინა და წინა ჩვენებით ის ხელს აფარებდა შვილს. იმავე შინაარსისის ჩვენება მისცა ოჯახის ნათესავმაც. თავად გიორგი ბალახაძეს დანაშაული არ უღიარებია. ამ აღიარების შედეგად მამამ, დავით ბალახაძემ და მისმა ერთმა შვილმა საქართველო დატოვეს. წინასწარ პატიმრობაში დარჩა გიორგი ბალახაძე. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებამ მოწმეების ჩვენებებებს ექსპერტიზის დასკვნებიც დაურთო და შეეცადა, გაემყარებინა ბრალდება. დადგინდა, რომ გიორგი ბალახაძის ტანსაცმელზე იყო გარდაცვლისის სისხლის კვალი, თუმცა ადვოკატი მიიჩნევს, რომ ეს სისხლის კვალი დაკრძალვაზე მომხდარი ჩხუბის დროინდელი იყო. ადუაშვილის სისხლი აღმოჩნდა მამის, დავით ბალახაძის ტანსაცმელზეც, რაც, ფილაურის თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ დანაშული შვილმა კი არა, მამამ ჩაიდინა.

რატომ მისცა შეცვლილი ჩვენება მამა საკუთარი შვილის წინააღმდეგ?

ადვოკატი ნონა ფილაური ამ ფაქტს ასე ხსნის: „ როდესაც შევედი გიორგისთან საკანში და ვთხოვე, გაეხსენებინა დეტალურად მკვლელობის ეპიზოდი, მან ვერ გაიხსენა. ამბობდა, რა აზრი აქვს ვინ ჩადინა დანაშული. ჩემ გამო მოხდა ეს ტრაგედია და დამნაშავეც მე ვარო. ასევე, ვერ ყვებოდა დეტალებს. შევეჭვდი და დავანიშნინე ფსიქიატრიული ექპერტიზა. დადგინდა, რომ შემთხვევისას იგი აფექტში არ იყო. მაშინ, რატომ ვერ იხსენებდა დეტალებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი? პროკურორს ჰქონდა ვერსია, ალბათ, მთვრალი იყოო. ჩავატარეთ ექსპერტიზა და დადგინდა, რომ იგი არ იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ დანაშაული მისი ჩადენილი არ იყო. უცხოეთიდან ჩამოვიდა მამამისიც, რომელმაც განაცხადა, რომ საკუთარი შვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რადგან მას ემუქრებოდნენ, რომ თუ ასე არ მოიქცეოდა ჯგუფურ მკვლელობაში წაუყენებდნენ ბრალს და სამივეს დააკავებდნენ.

ასევე, ის ამბობს, რომ ჰპირდებოდნენ დანაშულის გადაკვალიფიცირებასაც და საქმის ძიების გაგრძელებას აუცილელებელი მოგერიების მუხლით. ამ დანაშულზე სასჯელი ბევრად მსუბუქია. ხოლო მეორე ჩვენებაზე, რომელიც მისმა ნათესავმა მისცა, მსჯავრდებულის მამა ამბობს, რომ ამ ჩვენების მიცემა მან თავად სთხოვა ნათესავს, რადგამ „მაშინ საქმეს ასე სჭირდებოდა“.

გიორგი ბალახაძე

საბოლოოდ, რა მტკიცებულებებია საქმეში?

„ერთადერთი ჩვენება - ისიც გიორგი ბალახაძის ნათესავის, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშროელია და არსებითად ვერ ცვლის ჩვენება ახლა, რადგან ამ შემთხვევაში ცრუ ჩვენების მიცემისთვის მის წინააღმდეგ დაიწყება სამართლებრივი დევნა. ამასთან, მისი ჩვენები წინასწარი გამოძიების პროცესში და სასამართლოზე ურთიერთგანსხვავებულია“ - ამბობს ადვოკატი.

ნონა ფილაურის თქმით, ბრალდება გამყარებული არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობით. ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას არ ამოუღია მკვლელობის იარაღი, რომელიც ახლა მსჯავრდებულის მამას აქვს თან.

ნონა ფილაური

„დავით ბალახაძე ამბობს, რომ მან ჩაიდინა დანაშული. რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას განცხადებით. ბოლო განცხადებას მან დაურთო თვითმხილველი მოწმეების დაკითხვის ოქმებიც, რომელშიც წერია, როგორ დაინახეს საკუთარი თვალით დაჭრის ფაქტი და რომ ეს ჩაიდინა დავით ბალახაძემ. იგი მიმართავს პროკურატურას, რომ შეუძლია წარადგინოს მკვლელობის იარაღიც. რატომ არ ამოიღო გამოძებამ საქმის მთავარი ნივთმტკიცება - დანა? რატომ არ გამოიკვლიეს? იქნებ რა აღმოჩენილიყო?“

გიორგი ბალახაძის დედა ელენე ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. იგი სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს , პასუხისგებაში მისცენ მისი მეუღლე და პატიმრობიდან გაათავისუფლონ შვილი, გიორგი ბალახაძე.

„როცა ეს ამბავი მოხდა, საქართველოში არ ვიყავი, საბერძნეთში ვიმყოფებოდი. მოვითხოვ, რომ სამართალი აღდგეს. ჩემი შვილი უდანაშაულოა. დამნაშავე ჩემი ოჯახის წევრია, ჩემი მეუღლე, მაგრამ ჩემი შვილი უდანაშაულოა და არ უნდა დაისაჯოს. მთავარია, სამართალი იყოს. ჩემს მეუღლეს 9 თვეა ბალიშზე თავი არ დაუდია, რადგან ის არის დამნაშავე და პატიმრობაში შვილი ჰყავთ“ - აცხადებს მსჯავრდებული დედა.

რა ინტერესი ჰქონდა გამოძებას მაინცდამაინც შვილის მიმართ, თუკი დანაშული სინამდვილეში მამამ ჩაიდინა?

ამ ისტორიის ყველაზე საკვანძო შეკითხვას - რაში აწყობდა პროკურატურას მაინცდამაინც შვილის გასამართლება, რა განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა გიორგი ბალახაძის მიმართ - ადვოკატი ასე პასუხობს:

„პროკურატურას სურდა, ცხელ კვალზე გაეხსნა დანაშული. განზრახვას ვერ კვეთდნენ მამის წინაღმდეგ. რატომ უნდა მოეკლა მამას განზრახ საკუთარი შვილის მეგობარი, მაშინ როდესაც გარდაცვლილთან დაპირისპირება ჰქონდა მის შვილს გიორგი ბალახაძეს. ადამიანს რომ კლავ უნდა გქონდეს მიზეზი, მამას, ბრალდების მხარის პოზოციით, ამის მიზეზი არ ჰქონდა, რომ მისი შვილის თანატოლი მოეკლა. ადუაშვილის ბალახაძეების ოჯახში მისვლის მიზეზი ხომ იყო გიორგი ბალახაძესთან ჩხუბი რამდენიმე საათით ადრე. მათ სურდათ საქმის გახსნა სწრფად და გაუკვირდათ , რომ აღიარებითი ჩვენებით მივიდა ადამიანი. ეგონათ, რომ მამა შვილს აფარებდა ხელს. წარმოგიდგენიათ, ამგვარი ნონსენსი, მამის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს შვილი იხდის. მამა აღიარებს დანაშაულს, აღწერს მკვლელობის გარემოებას და დეტალურად ჰყვება, როგორ დაარტყა მან დანა ადუაშვილს, ასევე ამბობს, რომ მკვლელობის იარაღი მას აქვს და შეუძლია წარმოადგინოს, თუმცა, პროკურატურა ამით არ ინტერესდება. არც მკვლელობის იარაღი ამოუღიათ“.

განზრახ მკველობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა გიორგი ბალახაძეს სამი დღის წინ მიუსაჯეს. ადვოკატი მოუწოდეს სამართალდამცავ უწყებებს მსჯავრდებულის მამის განცხადებებით დაინტერესდნენ და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყონ.

დმანისში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი დააკავეს

დავით ჭაკუა საქართველოშია - საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

"ბაირამიდების დაჯგუფება იარაღებითა და ხელკეტებით დადის ქალაქში, ვინც არ მოეწონებათ, სცემენ... მათ გაიტაცეს ვაჟა" - ფოთში მოკლული კაცი მამა