მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის კლინიკაში ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადის, მისი 10-ვე შვილი სოხუმშია" -  იულია სუსლიაკის  ადვოკატი
"ის კლინიკაში ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადის, მისი 10-ვე შვილი სოხუმშია" -  იულია სუსლიაკის  ადვოკატი

ტრე­ფი­კინ­გში ბრალ­დე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის იუ­ლია სუს­ლი­ა­კის ად­ვო­კა­ტის ზუ­რაბ თო­დუ­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ფსი­ქო­ლო­გე­ბი დახ­მა­რე­ბას ამ დრომ­დე უწე­ვენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში თო­დუა აცხა­დებს, იუ­ლია სუს­ლი­აკს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა მას შემ­დეგ დას­ჭირ­და, რაც მან პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა.

ზუ­რაბ თო­დუ­ას გან­მარ­ტე­ბით, სუს­ლი­ა­კის ათი­ვე შვი­ლი ახლა მა­მას­თან, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - სო­ხუმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

„იუ­ლია სუს­ლი­ა­კი ევ­რო­პის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს, მას ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ დას­ჭირ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მის შვი­ლებს, ისი­ნი სო­ხუმ­ში, მა­მას­თან იმ­ყო­ფე­ბი­ან. ბავ­შვე­ბი იქ რუ­სე­თის გავ­ლით ბე­ბი­ებ­მა ჩა­იყ­ვა­ნეს. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი მაქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი აქტი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იუ­ლია სუს­ლი­აკს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. სუს­ლი­ა­კის სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი საქრთვე­ლო­ში 18 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ვე­ლო­დე­ბი, რომ ამის შემ­დეგ იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას შეძ­ლებს და აფხა­ზეთ­ში თა­ვის შვი­ლებ­თან გა­და­ვა. სუს­ლი­ა­კის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ის სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ უკ­რა­ი­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს გა­და­ე­ცა, სა­დაც ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ნა­ი­რი გა­მო­ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ იუ­ლია სუს­ლი­ა­კი 19 ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სუს­ლი­ა­კი 25 აპ­რილს, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, იუ­ლია სუს­ლი­ა­კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად რუ­სე­თი­დან 2019 წლის 8 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და და აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას აპი­რებ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 10-ვე ბავ­შვი იუ­ლია სუს­ლი­ა­კის შვი­ლია და მის გვარს ატა­რებს, თუმ­ცა მცი­რე­წლოვ­ნე­ბი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს, რა­მაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ტრე­ფი­კინ­გის ეჭვი გა­უ­ჩი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბის (ტრე­ფი­კინ­გი) ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 143-ე 2-პრი­მა მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. და­ნა­შა­უ­ლი 14-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ის კლინიკაში ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადის, მისი 10-ვე შვილი სოხუმშია" -  იულია სუსლიაკის  ადვოკატი

"ის კლინიკაში ფსიქოლოგიურ მკურნალობას გადის, მისი 10-ვე შვილი სოხუმშია" -  იულია სუსლიაკის  ადვოკატი

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგები დახმარებას ამ დრომდე უწევენ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თოდუა აცხადებს, იულია სუსლიაკს ფსიქოლოგიური დახმარება მას შემდეგ დასჭირდა, რაც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ზურაბ თოდუას განმარტებით, სუსლიაკის ათივე შვილი ახლა მამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე - სოხუმში იმყოფებიან.

„იულია სუსლიაკი ევროპის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს, მას ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ. აღნიშნული ციხიდან გამოსვლის შემდეგ დასჭირდა.

რაც შეეხება მის შვილებს, ისინი სოხუმში, მამასთან იმყოფებიან. ბავშვები იქ რუსეთის გავლით ბებიებმა ჩაიყვანეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასაჩივრებული მაქვს ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმადაც, იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. სუსლიაკის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საქრთველოში 18 დეკემბერს გაიმართება. ველოდები, რომ ამის შემდეგ იულია სუსლიაკი საქართველოში ჩამოსვლას შეძლებს და აფხაზეთში თავის შვილებთან გადავა. სუსლიაკის საქმის გამოძიება საქართველოში არ მიმდინარეობს. ის სრულიად უკანონოდ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა, სადაც ჩემი ინფორმაციით, არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ იულია სუსლიაკი 19 ივლისს გაათავისუფლა.

სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასშტაბური კიბერშეტევის მოგერიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს - რა ინფორმაციას ავრცელებს "პროსერვისი"

დღეს განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი იკითხება

სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო