პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
10 000 სტუმარი და 250-ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან - მეღვინეობის ქალაქში სახალხო დღესასწაული მოეწყო
10 000 სტუმარი და 250-ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან - მეღვინეობის ქალაქში სახალხო დღესასწაული მოეწყო

12 ოქ­ტომ­ბერს, გურ­ჯა­ან­ში, ახ­ტა­ლის პარკში, ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი გა­ი­მარ­თა. მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლაქ­მა ფეს­ტი­ვალს წელს მე­სა­მედ უმას­პინ­ძლა და მის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო, რო­გორც გლე­ხის მიერ ქვევრში და­ყე­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე დიდი და მცი­რე მარ­ნე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის, სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და ასა­კის ღვი­ნო, ჭაჭა და სხვა სას­მე­ლე­ბი. ფეს­ტი­ვალ­მა სტუმ­რებს ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ღვი­ნოს­თან შე­ხა­მე­ბულ ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძე­ბიც და­ახ­ვედ­რა.

გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019-ის მი­ზანს ღვი­ნის ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ღვი­ნის კულ­ტუ­რი­სა და ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენს. ფეს­ტი­ვა­ლი წელს 10000-მდე შიდა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რისტს სტუმ­რობ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბი­დან. წელს, ფეს­ტი­ვა­ლი ჩა­ერ­თო კამ­პა­ნი­ა­შიც #Spend4SeasonsInGeorgia. ეს დღე სტუმ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ფეს­ტი­ვალ­მა, რო­მე­ლიც 14:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო, სტუმ­რებს სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა შეს­თა­ვა­ზა. 250-ზე მეტი მეღ­ვი­ნი­სა და მე­წარ­მის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნო და ხელ­ნა­კე­თი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და თე­მა­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. 40-ზე მეტი მეღ­ვი­ნე­ო­ბის, სა­გა­მო­ფე­ნო, გა­სარ­თო­ბი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი, სა­ბავ­შვო, ახალ­გაზ­რდუ­ლი, სა­რეს­ტორ­ნო, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპო­ზი­ცი­ე­ბი, სა­მუ­ზე­უ­მო, სა­მე­წარ­მეო და სოფ­ლის ნო­მა­თის კუ­თხე­ე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ფეს­ტი­ვა­ლის­თვის შექ­მნი­ლი სა­შე­მოდ­გო­მო, ის­ტო­რი­უ­ლი და კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­სულ სტუ­მარს უმა­პინ­ძლა. მუ­სი­კა­ლურ გა­რე­მო­ზე 20-ზე მეტი ად­გი­ლობ­რივ­მა და მოწ­ვე­ულ­მა მუ­სი­კა­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა იზ­რუ­ნეს. მათ შო­რის, თბი­ლი­სის ბიგ-ბენ­დი, ქარ­თუ­ლი ხმე­ბი, ან­სამ­ბლი გურ­ჯა­ა­ნი, ხა­რე­ბა, გუფი ლენ­დი, ლა­უდსპი­ქერ­სი და ა.შ.

„გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა,რო­მე­ლიც მეღ­ვი­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში იმარ­თე­ბა. წელს ყვე­ლა­ზე მეტი მეღ­ვი­ნე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მი წარ­მო­ედ­გე­ი­ნა და გა­ეც­ნო ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ესე­ნი იყ­ვნენ, რო­გორც მცი­რე მარ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე მსხვი­ლი მე­წარ­მე­ე­ბიც. ფეს­ტი­ვა­ლი ეს არის ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პლატ­ფორ­მა, სა­დაც მო­სულ სტუ­მარს შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს რო­გორც ცნო­ბილ ღვი­ნო­ებს, ასე­ვე და­ა­გე­მოვ­ნოს დამ­წყე­ბი მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრო­დუქ­ცია. ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის ყვე­ლას თა­ვი­სი ტრა­დი­ცია აქვს.

მო­სულ­მა სტუ­მარ­მა და­ა­გე­მოვ­ნა არამ­ხო­ლოდ კა­ხუ­რი ღვი­ნო, არა­მედ აქ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი ღვი­ნო ცა­გე­რი­დან, რა­ჭი­დან, ბაღ­და­თი­დან, შიდა ქარ­თლი­დან და ა.შ. პრო­ცე­ში ასე­ვე ჩა­ერ­თო კერ­ძო სექ­ტო­რიც. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ზი და­ა­წე­სა იღ­ბლი­ა­ნი მეღ­ვი­ნეს­თვის - გა­თა­მა­შე­ბის გზით, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნე გა­ემ­გზავ­რე­ბა ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ღვი­ნის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ეც­ნო­ბა უახ­ლო­ეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს,“ - ფეს­ტი­ვა­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, გურ­ჯა­ა­ნი უკვე ნელ-ნელა ყა­ლიბ­დე­ბა თავ­სი ტრა­დი­ცი­ა­ე­ბი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით მეღ­ვი­ნე­ო­ბის ქა­ლა­ქად.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღვი­ნო “ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის ველი” და მეღ­ვი­ნე გივი თავ­თეთ­რიშ­ვი­ლი გახ­და, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კმა სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა საგ­ზუ­რი, ღვი­ნის გა­მო­ფე­ნა­ზე შვე­დეთ­ში.

„ღვი­ნის სამ­შობ­ლოს სა­ხე­ლი ჩვენ უკვე გა­ვი­ტა­ნეთ სა­ზღვარ­გა­რეთ და ამ ზე­იმ­საც ბევ­რი უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი ეს­წრე­ბა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა­ში მთა­ვა­რი და წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნაა - ყვე­ლა­ზე ძვე­ლი, ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და სა­მო­მავ­ლოდ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რა­მე­თუ ჩვენ­თან უკვე ვი­თარ­დე­ბა ბი­ოღ­ვი­ნის მრეწ­ვე­ლო­ბა, რად­გან ჩვენ უკვე წი­ნას­წარ ვი­ცით რა სჭირ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვალ­ში. გლე­ხებ­მა თა­ვად და­ი­წყეს ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ბევ­რი ქალი ჩა­უდ­გა ამ საქ­მეს სა­თა­ვე­ში და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი, ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი, და ძა­ლი­ან წინ­და­ხე­დუ­ლია“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ფეს­ტი­ვალ­ზე სტუმ­რო­ბი­სას.

მი­სი­ვე თქმთ, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში აღორ­ძი­ნე­ბა ყო­ველ­თვის ვე­ნა­ხით იწყე­ბო­და. როცა შე­მო­ვი­დო­და დამ­პყრო­ბე­ლი, გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნახს, ქარ­თვე­ლი გლე­ხი ისევ ვე­ნა­ხის გა­სა­შე­ნებ­ლად შრო­მობ­და, რა­საც მოჰ­ყვე­ბო­და ქვეყ­ნის აღორ­ძი­ნე­ბაც.

გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2019, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა და მისი მხარ­დამ­ჭე­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ხორ­ცი­ელ­დე­ბა გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი - და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის პატ­რო­ნა­ჟით.

გურ­ჯა­ა­ნის ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს გე­ნე­რა­ლურ სპონ­სო­რო­ბას სს “m² უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა“ , სპონ­სო­რო­ბას– „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი ბიზ­ნე­სი“ უწევ­და.

R

ავტორი:

10 000 სტუმარი და 250-ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან - მეღვინეობის ქალაქში სახალხო დღესასწაული მოეწყო

10 000 სტუმარი და 250-ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან - მეღვინეობის ქალაქში სახალხო დღესასწაული მოეწყო

12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართა. მეღვინეობის ქალაქმა ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლა და მის ფარგლებში წარმოდგენილი იყო, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალმა სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებიც დაახვედრა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ფესტივალი წელს 10000-მდე შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს სტუმრობდა მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia. ეს დღე სტუმრებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ფესტივალმა, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, სტუმრებს საინტერესო პროგრამა შესთავაზა. 250-ზე მეტი მეღვინისა და მეწარმის მიერ წარმოებული ღვინო და ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 40-ზე მეტი მეღვინეობის, საგამოფენო, გასართობი, რეკრეაციული, საბავშვო, ახალგაზრდული, სარესტორნო, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სამუზეუმო, სამეწარმეო და სოფლის ნომათის კუთხეები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, რომლებმაც მოსულ სტუმარს უმაპინძლა. მუსიკალურ გარემოზე 20-ზე მეტი ადგილობრივმა და მოწვეულმა მუსიკალურმა ჯგუფებმა იზრუნეს. მათ შორის, თბილისის ბიგ-ბენდი, ქართული ხმები, ანსამბლი გურჯაანი, ხარება, გუფი ლენდი, ლაუდსპიქერსი და ა.შ.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება. წელს ყველაზე მეტი მეღვინე მონაწილეობდა, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ნაწარმი წარმოედგეინა და გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის. ესენი იყვნენ, როგორც მცირე მარნების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი მეწარმეებიც. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს.

მოსულმა სტუმარმა დააგემოვნა არამხოლოდ კახური ღვინო, არამედ აქ იყო წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. პროცეში ასევე ჩაერთო კერძო სექტორიც. „საქართველოს ბანკმა“ მნიშვნელოვანი პრიზი დააწესა იღბლიანი მეღვინესთვის - გათამაშების გზით, გამარჯვებული მეღვინე გაემგზავრება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის კონფერენციაზე და 4 დღის განმავლობაში გაეცნობა უახლოეს ტექნოლოგიებს,“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, გურჯაანი უკვე ნელ-ნელა ყალიბდება თავსი ტრადიციაებითა და შესაძლებლობებით მეღვინეობის ქალაქად.

მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებული ღვინო “ვაჩნაძიანის ველი” და მეღვინე გივი თავთეთრიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს ბანკმა საჩუქრად გადასცა საგზური, ღვინის გამოფენაზე შვედეთში.

„ღვინის სამშობლოს სახელი ჩვენ უკვე გავიტანეთ საზღვარგარეთ და ამ ზეიმსაც ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება. დღეს საქართველო ღვინის წარმოებაში მთავარი და წამყვანი ქვეყანაა - ყველაზე ძველი, ყველაზე საინტერესო და სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამეთუ ჩვენთან უკვე ვითარდება ბიოღვინის მრეწველობა, რადგან ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით რა სჭირდება მსოფლიოს მომავალში. გლეხებმა თავად დაიწყეს ღვინის წარმოება, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ქალი ჩაუდგა ამ საქმეს სათავეში და ძალიან წარმატებულადაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ცოცხალი, ძალიან ენერგიული, და ძალიან წინდახედულია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფესტივალზე სტუმრობისას.

მისივე თქმთ, საქართველოს ისტორიაში აღორძინება ყოველთვის ვენახით იწყებოდა. როცა შემოვიდოდა დამპყრობელი, გაანადგურებდა ვენახს, ქართველი გლეხი ისევ ვენახის გასაშენებლად შრომობდა, რასაც მოჰყვებოდა ქვეყნის აღორძინებაც.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მისი მხარდამჭერი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს გენერალურ სპონსორობას სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორობას– „საქართველოს ბანკი ბიზნესი“ უწევდა.

R

საქართველოში პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემის განხორციელება დაიწყო

"ვენდის" ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო "ვენდისგან" წარმატებული ბიზნესსაქმიანობისათვის Golden Grill ჯილდო მიიღო

რატომ აღარ ყვირიან დილაობით "მალინა, მალინას"?