პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."
პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ "ფე­ის­ბუქ­ზე" უმ­ძი­მე­სი ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­მაც ინ­ტერ­ნეტ­სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია - თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ მის­დევს მი­ტო­ვე­ბუ­ლი ძაღ­ლი მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი პატ­რო­ნი იყო, ან ძაღლს სა­კუ­თა­რი პატ­რო­ნი ეგო­ნა.

დღეს ლაბ­რა­დო­რის მე­ტი­სი მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­თან ცხოვ­რობს. აქ­ტი­ვისტს ერთი თვის წინ 11 წლის ლაბ­რა­დო­რი და­ე­ღუ­პა, სხვა ძაღ­ლის მოყ­ვა­ნა­ზე აღარ უფიქ­რია, თუმ­ცა ვერ გა­უძ­ლო იმ კად­რებს, რო­მე­ლიც ნახა.

მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი AMBEBI.GE-ს ძაღ­ლის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

"ცხო­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ადრე კო­კერ­სპა­ნი­ე­ლი მყავ­და, შემ­დეგ ლაბ­რა­დო­რი, ერთი თვი­დან გავ­ზარ­დე ორი­ვე. ერთი 13 წელი მყავ­და, მე­ო­რე 11 წელი. ახ­ლა­ხან მო­მიკ­ვდა ლაბ­რა­დო­რი, კიბო ჰქონ­და და და­მა­ძი­ნე­ბი­ნეს... ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე და ნამ­დვი­ლად აღარ ვა­პი­რებ­დი სახ­ლში ძაღ­ლის მოყ­ვა­ნას, არა­და მე­გობ­რე­ბი მთა­ვა­ზობ­დნენ, ახალ ძაღლს გი­ყი­დი­თო, უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი ყვე­ლას...

- ვი­დეო რო­დე­საც ნა­ხეთ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­შინ მი­ი­ღეთ?

- ვი­დეო ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, თუმ­ცა ის კაცი, მან­ქა­ნის მძღო­ლი, რო­მელ­საც ძაღ­ლი მის­დევს, ამ­ბობს, მე არ ვარ პატ­რო­ნიო. ძაღ­ლი ნამ­დვი­ლად პატ­რო­ნი­ა­ნია. ადე­ქი, და­წე­ქი, ყვე­ლა­ფე­რი იცის, სულ მო­ფე­რე­ბას გთხოვს, არ არის ქუ­ჩის ძაღ­ლი.

ჩემ მე­გო­ბარს გოგა გვე­ლე­სი­ანს ვუ­თხა­რი, რომ თუ არა­ვინ წა­იყ­ვა­ნა, მე წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი. შემ­დეგ ვნა­ხე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხა­თუ­ნა აზა­რაშ­ვილს ჰქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, წერ­და - "მე­გობ­რე­ბო, ეს საყ­ვა­რე­ლი ძაღ­ლი მან­ქა­ნას რომ მის­დევ­და, ეძებს პატ­რონს ან შემ­ფა­რე­ბელ­სო"... რომ შევ­ხე­დე, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი სახე ჰქონ­და. თა­ვი­დან სუფ­თა ჯი­შის ლაბ­რა­დო­რი მე­გო­ნა, მაგ­რამ რომ ვნა­ხე, ნა­რე­ვია, მე­ტი­სია, სა­ვა­რა­უ­დოდ, რომ გა­ი­ზარ­და და აღ­მო­ა­ჩი­ნეს სუფ­თა ჯიში არაა, გა­მო­უშ­ვეს. ძაღლს ეში­ნია ლიფ­ტის, კორ­პუს­ში არ არის გაზ­რდი­ლი, თუმ­ცა სახ­ლი არ ეუ­ცხო­ვა.

- სა­ხე­ლი რო­გორ შე­ურ­ჩი­ეთ?

- ცოტა ბო­თეა და ამის გამო, ბობო და­ვარ­ქვი. და­ახ­ლო­ე­ბით რვა თვის იქ­ნე­ბა. ძა­ლი­ან თბი­ლად შეხ­ვდა დე­და­ჩემს, ჩემ სი­ძეს, ჩემ დის­შვი­ლებს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, ახლა კა­ხეთ­ში არი­ან და ჩა­მოვ­ლენ - ოჯა­ხის ახა­ლი წევ­რი გვყავს. არ ვფიქ­რობ, რომ მისი სახ­ლში მოყ­ვა­ნით რა­ი­მე გმი­რო­ბა ჩა­ვი­დი­ნე. უამ­რავ ადა­მი­ანს აჰ­ყავს ქუ­ჩი­დან ძაღ­ლი. მე რად­გან გა­მოც­დი­ლი მე­ძაღ­ლე ვარ, ვი­ცო­დი რომ კო­მუ­ნი­კა­ცია არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, რად­გან უკვე დი­დია და ცოტა რთუ­ლია მისი გაზ­რდა გა­მო­უც­დე­ლის­თვის.

რო­დე­საც მომ­ყავ­და, ძლივს ჩავ­სვი მან­ქა­ნა­ში, ბევ­რი ვე­ფე­რე, სა­ნამ მიხ­ვდა რომ არ ვერ­ჩო­დი, ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო. დღე­საც ეზო­ში მყავ­და, გა­ვა­სე­ირ­ნე და ეზოს ბო­ლო­ში ძაღ­ლის ყეფა რომ გა­ი­გო, სახ­ლის­კენ გა­მო­იქ­ცა, შე­ე­შინ­და. ძაღ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი, ძია ნო­და­რი შე­მეხ­მი­ა­ნა, აქ ვარ, ნუ გე­ში­ნი­აო. სა­ნამ მო­ვუხ­სნი ამ ში­შებს, სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ჭირ­დე­ბა ძაღ­ლის ფსი­ქო­ლო­გი.

- ახ­სე­ნეთ რომ, ორი ძაღ­ლი და­გე­ღუ­პათ, ცოტა ხნის წინ დიდი ტრა­გე­დია შე­გემ­თხვათ...

- პირ­ვე­ლი ძაღ­ლი თე­მურ უგუ­ლა­ვამ ჩა­მო­უყ­ვა­ნა ჩემ დას მოს­კო­ვი­დან, ინ­გლი­სუ­რი კო­კერ­სპა­ნი­ე­ლი იყო და 13 წელი გვყავ­და. შემ­დეგ იყო ლაბ­რა­დო­რი, 11 წელი ცხოვ­რობ­და ჩვენ­თან. ზუს­ტად ამი­ტომ არ მინ­დო­და კი­დევ ერთი ძაღ­ლი მო­მეყ­ვა­ნა. თან აქამ­დე ჯი­ში­ა­ნი ძაღ­ლე­ბი მყავ­და, იცი­ან მე­გობ­რებ­მა, რომ „მა­რი­ა­ჟი“ ვარ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა ჯიშ­საც და­ა­დებ ხელს იმას გი­ყი­დი­თო, მაგ­რამ ამ ძაღ­ლის ფო­ტოს რომ შევ­ხე­დე, მივ­ხვდი, ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბო­დი, რთუ­ლად გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და პატ­რო­ნი...

- თქვენ რას საქ­მი­ა­ნობთ ახლა?

- სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. ქა­ლა­ქის სა­კი­თხებ­ში, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა თუ სჭირ­დე­ბა ვინ­მეს, ყო­ველ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე ვმუ­შა­ობ და მი­ხა­რია როცა ვინ­მეს ვეხ­მა­რე­ბი. ბო­ბოს გა­მო­ჩე­ნით ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში საქ­მე მო­მე­მა­ტა.

ჩემს შვილ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი და ჩემი დის­შვი­ლე­ბიც გიჟ­დე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხს ძაღ­ლი სახ­ლში სა­თა­მა­შოდ მო­ყავს, მო­იყ­ვა­ნენ ლეკვს და რომ იზ­რდე­ბა, მერე ჰბეზ­რდე­ბათ.

6 თვი­დან 1 წლამ­დე ძაღ­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია, რო­გორც ბავ­შვი, ყი­რა­ზე გა­და­დის. თუ ამის ნერ­ვე­ბი არ გაქვს, არ უნდა მო­იყ­ვა­ნო სახ­ლში.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი, რო­გორც ევ­რო­პა­შია. სა­ზღვარ­გა­რეთ ძაღ­ლებს ამ­რავ­ლე­ბენ მხო­ლოდ ლი­ცენ­ზი­ის მქო­ნე პი­რე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა ძაღ­ლი კას­ტრი­რე­ბუ­ლია და იქ ძაღ­ლის გა­დაგ­დე­ბა­ზე 10 ათა­სი ევ­როა ჯა­რი­მა. სა­ნამ იგი­ვე სან­ქცი­ებს არ მი­ვი­ღებთ ჩვენ­თან, ვიქ­ნე­ბით ამ გა­უ­გე­ბარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თბი­ლის­ში თუ არის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი, არ არის რე­გი­ო­ნებ­ში. ეს თუ სის­ტე­მა­ტი­უ­რად არ მოხ­და, ვერ მი­ვი­ღებთ შე­დეგს, რაც ევ­რო­პა­შია.

ავტორი:

პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" უმძიმესი ვიდეო გამოქვეყნდა, რომელმაც ინტერნეტსაზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - თბილისში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ მისდევს მიტოვებული ძაღლი მანქანას, რომელშიც სავარაუდოდ, მისი პატრონი იყო, ან ძაღლს საკუთარი პატრონი ეგონა.

დღეს ლაბრადორის მეტისი მანჩო გიორგობიანთან ცხოვრობს. აქტივისტს ერთი თვის წინ 11 წლის ლაბრადორი დაეღუპა, სხვა ძაღლის მოყვანაზე აღარ უფიქრია, თუმცა ვერ გაუძლო იმ კადრებს, რომელიც ნახა.

მანჩო გიორგობიანი AMBEBI.GE-ს ძაღლის ისტორიას უყვება:

"ცხოველები ძალიან მიყვარს, ადრე კოკერსპანიელი მყავდა, შემდეგ ლაბრადორი, ერთი თვიდან გავზარდე ორივე. ერთი 13 წელი მყავდა, მეორე 11 წელი. ახლახან მომიკვდა ლაბრადორი, კიბო ჰქონდა და დამაძინებინეს... ძალიან განვიცადე და ნამდვილად აღარ ვაპირებდი სახლში ძაღლის მოყვანას, არადა მეგობრები მთავაზობდნენ, ახალ ძაღლს გიყიდითო, უარს ვეუბნებოდი ყველას...

- ვიდეო როდესაც ნახეთ, გადაწყვეტილება მაშინ მიიღეთ?

- ვიდეო ვნახე სოციალურ ქსელში და ძალიან განვიცადე, თუმცა ის კაცი, მანქანის მძღოლი, რომელსაც ძაღლი მისდევს, ამბობს, მე არ ვარ პატრონიო. ძაღლი ნამდვილად პატრონიანია. ადექი, დაწექი, ყველაფერი იცის, სულ მოფერებას გთხოვს, არ არის ქუჩის ძაღლი.

ჩემ მეგობარს გოგა გველესიანს ვუთხარი, რომ თუ არავინ წაიყვანა, მე წავიყვან-მეთქი. შემდეგ ვნახე, სოციალურ ქსელში ხათუნა აზარაშვილს ჰქონდა გამოქვეყნებული ფოტოები, წერდა - "მეგობრებო, ეს საყვარელი ძაღლი მანქანას რომ მისდევდა, ეძებს პატრონს ან შემფარებელსო"... რომ შევხედე, ძალიან ტრაგიკული სახე ჰქონდა. თავიდან სუფთა ჯიშის ლაბრადორი მეგონა, მაგრამ რომ ვნახე, ნარევია, მეტისია, სავარაუდოდ, რომ გაიზარდა და აღმოაჩინეს სუფთა ჯიში არაა, გამოუშვეს. ძაღლს ეშინია ლიფტის, კორპუსში არ არის გაზრდილი, თუმცა სახლი არ ეუცხოვა.

- სახელი როგორ შეურჩიეთ?

- ცოტა ბოთეა და ამის გამო, ბობო დავარქვი. დაახლოებით რვა თვის იქნება. ძალიან თბილად შეხვდა დედაჩემს, ჩემ სიძეს, ჩემ დისშვილებს ძალიან გაუხარდათ, ახლა კახეთში არიან და ჩამოვლენ - ოჯახის ახალი წევრი გვყავს. არ ვფიქრობ, რომ მისი სახლში მოყვანით რაიმე გმირობა ჩავიდინე. უამრავ ადამიანს აჰყავს ქუჩიდან ძაღლი. მე რადგან გამოცდილი მეძაღლე ვარ, ვიცოდი რომ კომუნიკაცია არ გამიჭირდებოდა, რადგან უკვე დიდია და ცოტა რთულია მისი გაზრდა გამოუცდელისთვის.

როდესაც მომყავდა, ძლივს ჩავსვი მანქანაში, ბევრი ვეფერე, სანამ მიხვდა რომ არ ვერჩოდი, ძალიან შეშინებული იყო. დღესაც ეზოში მყავდა, გავასეირნე და ეზოს ბოლოში ძაღლის ყეფა რომ გაიგო, სახლისკენ გამოიქცა, შეეშინდა. ძაღლების ფსიქოლოგი, ძია ნოდარი შემეხმიანა, აქ ვარ, ნუ გეშინიაო. სანამ მოვუხსნი ამ შიშებს, სავარაუდოდ დამჭირდება ძაღლის ფსიქოლოგი.

- ახსენეთ რომ, ორი ძაღლი დაგეღუპათ, ცოტა ხნის წინ დიდი ტრაგედია შეგემთხვათ...

- პირველი ძაღლი თემურ უგულავამ ჩამოუყვანა ჩემ დას მოსკოვიდან, ინგლისური კოკერსპანიელი იყო და 13 წელი გვყავდა. შემდეგ იყო ლაბრადორი, 11 წელი ცხოვრობდა ჩვენთან. ზუსტად ამიტომ არ მინდოდა კიდევ ერთი ძაღლი მომეყვანა. თან აქამდე ჯიშიანი ძაღლები მყავდა, იციან მეგობრებმა, რომ „მარიაჟი“ ვარ და მეუბნებოდნენ, რა ჯიშსაც დაადებ ხელს იმას გიყიდითო, მაგრამ ამ ძაღლის ფოტოს რომ შევხედე, მივხვდი, ძალიან ვჭირდებოდი, რთულად გამოუჩნდებოდა პატრონი...

- თქვენ რას საქმიანობთ ახლა?

- სამოქალაქო აქტივობებში ვარ ჩართული. ქალაქის საკითხებში, სპორტული ღონისძიებების დაგეგმვაში, სოციალური დახმარება თუ სჭირდება ვინმეს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობ და მიხარია როცა ვინმეს ვეხმარები. ბობოს გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში საქმე მომემატა.

ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები და ჩემი დისშვილებიც გიჟდებიან. სამწუხაროდ, ხალხს ძაღლი სახლში სათამაშოდ მოყავს, მოიყვანენ ლეკვს და რომ იზრდება, მერე ჰბეზრდებათ.

6 თვიდან 1 წლამდე ძაღლი ძალიან რთული მოსავლელია, როგორც ბავშვი, ყირაზე გადადის. თუ ამის ნერვები არ გაქვს, არ უნდა მოიყვანო სახლში.

ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კანონი, როგორც ევროპაშია. საზღვარგარეთ ძაღლებს ამრავლებენ მხოლოდ ლიცენზიის მქონე პირები, დანარჩენი ყველა ძაღლი კასტრირებულია და იქ ძაღლის გადაგდებაზე 10 ათასი ევროა ჯარიმა. სანამ იგივე სანქციებს არ მივიღებთ ჩვენთან, ვიქნებით ამ გაუგებარ მდგომარეობაში. თბილისში თუ არის სტერილიზაციის სამსახურები, არ არის რეგიონებში. ეს თუ სისტემატიურად არ მოხდა, ვერ მივიღებთ შედეგს, რაც ევროპაშია.

თბილისის დიდ ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - რომელ ქუჩებზე დროის რა მონაკვეთში გაითიშება შუქი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

"35 წელი დამჭირდა, რომ მამაჩემი გამეშვა პოლიციაში... ის რომ გარდაიცვალა კმაყოფილების განცდაც მქონდა" - იუმორისტი უმძიმეს წარსულსა და ოჯახურ ძალადობაზე