მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ "მუქარის წერილზე" - ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ
გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ "მუქარის წერილზე" - ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ

არა­ვის უთ­ქვამს, რომ ბრალ­დე­ბის მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი არის გი­ორ­გი გა­ხა­რია, - ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა „ლე­ლოს“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ად­ვო­კატ­მა ზვი­ად კორ­ძა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის და­სად­გე­ნია, გა­ხა­რია იყო ხა­ზა­რა­ძის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი მუ­ქა­რის წე­რი­ლის ავ­ტო­რი, თუ პირი, რო­მელ­მაც წე­რი­ლი გა­მო­ა­ტა­ნა სხვა პირს ხა­ზა­რა­ძეს­თან.

„არა­ვის არ უთ­ქვამს რომ ბრალ­დე­ბის მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი არის გი­ორ­გი გა­ხა­რია. ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ, რომ წე­რი­ლი გად­მოგ­ვე­ცა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­გან. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბის მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი ის კი არაა ვის­გან გად­მოგ­ვე­ცა წე­რი­ლი, არა­მედ ის ვის­გან მო­დი­ო­და ეს მუ­ქა­რა, ეს არის გა­მო­ძი­ე­ბის და­სად­გე­ნი. გა­ხა­რია იყო მუ­ქა­რის ავ­ტო­რი, თუ პირი რო­მელ­მაც წე­რი­ლი გა­მო­ა­ტა­ნა, ეს ჩვე­ნი და­სად­გე­ნი არაა. მა­მუ­კა ამ­ბობს იმას რაც იცის - წე­რი­ლი მო­ვი­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­გან,“ - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვას “თი­ბი­სი ბან­კის” დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი „მუ­ქა­რის წე­რი­ლის“ შე­სა­ხებ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, შეც­ვლის თუ არა რა­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ წე­რი­ლის ორი­გი­ნა­ლის გა­და­ცე­მა და არის თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მზად, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მი­ვი­დეს.

"არ ვიცი, უკვე ამას რო­გორ ვუ­პა­სუ­ხო, ისე ვი­თარ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ერთხელ ვთქვი, ჯერ და­ვე­ლო­დე­ბი, რას იტყვი­ან და შემ­დეგ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს-მეთ­ქი. ახლა ისე გა­მო­დის სი­ტუ­ა­ცია, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ",- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მას მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.

ხა­ზა­რა­ძემ წე­რი­ლის ასლი გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­კი­თხვი­სას გა­დას­ცა. წე­რი­ლის დე­და­ნის ექ­სპერ­ტი­ზა კი ლონ­დონ­ში ჩა­ტარ­და. ხა­ზა­რა­ძის თქმით, მან მუ­ქა­რის წე­რი­ლი შუ­ა­მავ­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღო. თუმ­ცა, შუ­ა­მავ­ლის ვი­ნა­ო­ბა, ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ წე­რი­ლი 6 მარტს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­გან მო­ი­თხოვ­დნენ, რომ „ტვ პირ­ველს“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პო­ლი­ტი­კა გა­ე­ტა­რე­ბი­ნა, თა­ვად ხა­ზა­რა­ძეს გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ გა­აკ­რი­ტი­კებ­და და ტე­ლე­კომ­პა­ნია „არ­ტა­რე­ას“ „ობი­ექ­ტუ­რო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა“.

მუ­ქა­რის წე­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა არ და­წყე­ბუ­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ამ ეტაპ­ზე მოკ­ლე­ბუ­ლია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის და მისი უტყუ­ა­რო­ბის დად­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას: "რად­გან ვერც დო­კუ­მენ­ტის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით მო­ახ­დენს ექ­სპერ­ტუ­ლი კვლე­ვის ინი­ცი­რე­ბას, რად­გან სა­ხე­ზე მხო­ლოდ ე.წ. დო­კუ­მენ­ტის ას­ლია და ვერც ე.წ. შუ­ა­მა­ვალს და­კი­თხავს, მოწ­მე ხა­ზა­რა­ძის მიერ მისი ვი­ნა­ო­ბის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბის გამო".

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lia
1

ხაზარაძე თუ წერილი გახარიასგან იყო, მობილური არ გქონდა,გადაგერეკა და მაშინვე დაგედგინა.იქნება და ვიღაცამ ორივე გაგაშაყირათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ "მუქარის წერილზე" - ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ

გიორგი გახარია ხაზარაძისთვის გაგზავნილ "მუქარის წერილზე" - ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ

არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიების დასადგენია, გახარია იყო ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.

„არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგან მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას რაც იცის - წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან,“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი „მუქარის წერილის“ შესახებ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეცვლის თუ არა რამეს პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ-მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს.

"არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ",- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ხაზარაძემ წერილის ასლი გამოძიებას საქალაქო სასამართლოში გამოკითხვისას გადასცა. წერილის დედანის ექსპერტიზა კი ლონდონში ჩატარდა. ხაზარაძის თქმით, მან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. თუმცა, შუამავლის ვინაობა, ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პროკურატურამ წერილი 6 მარტს გამოაქვეყნა.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

მუქარის წერილთან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა. პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას: "რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო".

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

LIVE: "360 გრადუსი" - ცხოვრება ჩაკეტილ ქალაქში