Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!
Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

პრე­მი­უმ კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა გერ­მა­ნულ­მა ბრენდმა Porsche-მ 2019 წლის მა­ის­ში მსოფ­ლი­ოს Cayenne Coupe წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც 1 ოქ­ტომ­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სის შო­უ­რუმ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

Cayenne Coupé -ს უფრო დი­ნა­მი­უ­რი პრო­პორ­ცი­ე­ბი და სპე­ცი­ფი­კუ­რი დი­ზა­ი­ნის ელე­მენ­ტე­ბი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ხუ­რა­ვის ხაზი, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად მკვეთ­რად იწევს დაბ­ლა უკა­ნა მხა­რეს, ამ ეფექტს კი­დევ უფრო შე­სამ­ჩნევს ხდის სა­ხუ­რა­ვის ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სპო­ი­ლე­რი, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს კუ­პის გა­მორ­ჩე­ულ სი­ლუ­ეტს. წინა სა­ქა­რე მინა და A სვე­ტი უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე Cayenne-ში, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი სა­ხუ­რა­ვის სი­მაღ­ლეც შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მი­ახ­ლო­ე­ბით, 20 მმ-ით. ახ­ლად­შექ­მნი­ლი უკა­ნა კა­რე­ბი და ფრთე­ბი აფარ­თო­ებს ავ­ტო­მო­ბი­ლის მხრებს 18 მი­ლი­მეტ­რით, რაც ხელს უწყობს მისი ვი­ზუ­ა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. Cayenne Coupé -ს თი­თო­ე­ულ მო­დელ­ში ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვის სპო­ი­ლე­რი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია ახალ ადაპ­ტურ უკა­ნა სპო­ი­ლერ­თან. სპო­ი­ლე­რი ჰარ­მო­ნი­უ­ლა­დაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნის სი­ლუ­ეტ­სა და ვი­ზუ­ალ­ში და იგი იზ­რდე­ბა 135 მმ-ით 90 კმ/ს სიჩ­ქა­რე­ზე ან მეტ­ზე, რათა გა­ზარ­დოს და­წო­ლა უკა­ნა ღერძზე. ეს კი შე­დე­გად მეტ სტა­ბი­ლუ­რო­ბას აძ­ლევს მძღოლს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვი­სას.

Porsche Cayenne Coupé ბაზ­რზე ისე­ვე რო­გორც Cayenne რამ­დე­ნი­მე სიმ­ძლავ­რით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი კი Cayenne Turbo S E- Hybrid Coupé-ა 680 ცხე­ნის ძა­ლი­თა და 40 კი­ლო­მეტ­რამ­დე სუფ­თა ელექტრუ­ლი დი­ა­პა­ზო­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით.

პორ­შემ Cayenne Coupé-ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დი­ზა­ი­ნი, მაგ­რამ უკა­ნა უფრო მე­ტად სპორ­ტუ­ლი ფორ­მით შე­უქ­მნა მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი. პორ­შეს კონ­ცეფ­ცია არა ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე, არა­მედ მარ­კის დნმ-ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ეს მო­დე­ლი პირ­ველ რიგ­ში ისეთ ადა­მი­ა­ნებს და­ა­ინ­ტე­რე­სებს, რომ­ლე­ბიც კა­ე­ი­ე­ნის სპორ­ტულ გე­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ.

R

ავტორი:

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა ბრენდმა Porsche-მ 2019 წლის მაისში მსოფლიოს Cayenne Coupe წარუდგინა, რომელიც 1 ოქტომრიდან საქართველოში პორშე ცენტრი თბილისის შოურუმშია წარმოდგენილი.

Cayenne Coupé -ს უფრო დინამიური პროპორციები და სპეციფიკური დიზაინის ელემენტები აქვს, განსაკუთრებით კი სახურავის ხაზი, რომელიც უკიდურესად მკვეთრად იწევს დაბლა უკანა მხარეს, ამ ეფექტს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის სახურავის ფიქსირებული სპოილერი, რომელიც ხაზს უსვამს კუპის გამორჩეულ სილუეტს. წინა საქარე მინა და A სვეტი უფრო დაბალია, ვიდრე Cayenne-ში, აქედან გამომდინარე კი სახურავის სიმაღლეც შემცირებულია, მიახლოებით, 20 მმ-ით. ახლადშექმნილი უკანა კარები და ფრთები აფართოებს ავტომობილის მხრებს 18 მილიმეტრით, რაც ხელს უწყობს მისი ვიზუალის გაუმჯობესებას. Cayenne Coupé -ს თითოეულ მოდელში ფიქსირებული სახურავის სპოილერი კომბინირებულია ახალ ადაპტურ უკანა სპოილერთან. სპოილერი ჰარმონიულადაა ინტეგრირებული მანქანის სილუეტსა და ვიზუალში და იგი იზრდება 135 მმ-ით 90 კმ/ს სიჩქარეზე ან მეტზე, რათა გაზარდოს დაწოლა უკანა ღერძზე. ეს კი შედეგად მეტ სტაბილურობას აძლევს მძღოლს ავტომობილის მართვისას.

Porsche Cayenne Coupé ბაზრზე ისევე როგორც Cayenne რამდენიმე სიმძლავრით არის წარმოდგენილი, მათ შორის ყველაზე მძლავრი კი Cayenne Turbo S E- Hybrid Coupé-ა 680 ცხენის ძალითა და 40 კილომეტრამდე სუფთა ელექტრული დიაპაზონის შესაძლებლობებით.

პორშემ Cayenne Coupé-ში შეინარჩუნა მისთვის დამახასიათებელი დიზაინი, მაგრამ უკანა უფრო მეტად სპორტული ფორმით შეუქმნა მას აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი. პორშეს კონცეფცია არა ავტომობილებზე, არამედ მარკის დნმ-ზეა ფოკუსირებული, ამიტომ ეს მოდელი პირველ რიგში ისეთ ადამიანებს დააინტერესებს, რომლებიც კაეიენის სპორტულ გენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი