საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

გა­მოქ­ვეყ­ნდა იმ და­მა­ტე­ბი­თი საგ­ნე­ბის პირ­ვე­ლა­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა კონ­კრე­ტულ პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხვის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში უნდა ჩა­ა­ბა­რონ. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან აც­ნო­ბეს.

მათი გან­მარ­ტე­ბით, უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლებ­ლებ­მა (რომ­ლებ­საც ამის სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ), უკვე გან­სა­ზღვრეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით სა­ვა­რა­უ­დო და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მოც­დო საგ­ნე­ბი შემ­დე­გი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან: ბი­ო­ლო­გია, ქი­მია, ფი­ზი­კა, ზო­გა­დი უნა­რე­ბი, გე­ოგ­რა­ფია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა.

სა­მე­დი­ცი­ნო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჯან­დაც­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ოთხი გა­მოც­და იქ­ნე­ბა: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა; უცხო­უ­რი ენა; ბი­ო­ლო­გია; მა­თე­მა­ტი­კა/ქი­მია/ფი­ზი­კა (აბი­ტუ­რი­ენ­ტი ირ­ჩევს მი­ნი­მუმ ერთს). მე­ო­თხე საგ­ნი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა კვო­ტი­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, თი­თო­ე­ულ სა­გან­ზე არა­ნაკ­ლებ 30%-ისა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო-შე­მოქ­მე­დე­ბით/სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, მათ­ზე ჩა­სა­რი­ცხად აბი­ტუ­რი­ენ­ტმა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შე­მოქ­მე­დე­ბით ტურ­თან ერ­თად ჩა­ა­ბა­როს ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა და უცხო­უ­რი ენა.

უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ დე­კემ­ბრის ბო­ლომ­დე შე­ი­ტა­ნონ ცვლი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში.

„შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის კომ­პლექ­სუ­რი რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში 2020 წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ახა­ლი მო­დე­ლით ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სამ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში:

1. ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა;

2. უცხო­უ­რი ენა;

3. მა­თე­მა­ტი­კა/ის­ტო­რია.

მე­სა­მე გა­მოც­და და­მო­კი­დე­ბუ­ლია პროგ­რა­მებ­ზე. ტექ­ნი­კურ და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი მა­თე­მა­ტი­კას, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ­ზე - ის­ტო­რი­ას, ხოლო პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარგთა­შო­რი­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის არ­ჩე­ვი­სას ის­ტო­რი­ას ან მა­თე­მა­ტი­კას ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ჩა­რი­ცხვა არ­სე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით გაგ­რძელ­დე­ბა.

გრან­ტი სამი საგ­ნის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­ი­ცე­მა. თუმ­ცა, თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი ითხოვს მე­ო­თხე საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა­საც, აბი­ტუ­რი­ენტს და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბის გა­მარ­თვას იწყებს. ღია კა­რის დღე 17 სექ­ტემ­ბერს, 16:00 სა­ათ­ზე შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ი­მარ­თე­ბა.

ჩა­მო­ნათ­ვა­ლის ნახ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე: www.naec.ge,“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში უნდა ჩააბარონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ), უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა.

უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ ცვლილება აღნიშნულ ჩამონათვალში.

„შეგახსენებთ, რომ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;

2. უცხოური ენა;

3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების გამართვას იწყებს. ღია კარის დღე 17 სექტემბერს, 16:00 საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.

ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი