საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე
რას წერს რუსული მედია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე

"თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებლმა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა წა­რად­გი­ნა, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც "ლელო" იქ­ნე­ბა. მოძ­რა­ო­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ანაკ­ლი­ა­ში გა­ი­მარ­თა.

"ჩვენ დღეს ვა­ფუძ­ნებთ მოძ­რა­ო­ბას. მოძ­რა­ო­ბას, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა გუნ­დუ­რო­ბის, ექ­ნე­ბა მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის, ექ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის, ერ­თო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ხა­ზა­რა­ძემ მოძ­რა­ო­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის და­სა­ხე­ლე­ბამ­დე გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის ლექ­სის: "მშობ­ლი­უ­რო ჩემო მი­წავ" ერთი სტრო­ფი წა­ი­კი­თხა. ამას­თან, პრე­ზენ­ტა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხა­ზა­რა­ძემ გან­მარ­ტა, რა­ტომ შე­ურ­ჩია მოძ­რა­ო­ბას სა­ხელ­წო­დე­ბა "ლელო".

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლელო" და­ა­ფუძნა, რომ­ლი­თაც 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის და­ი­წყებს ბრძო­ლას..." – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს.

"თა­ვი­სი მოძ­რა­ო­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის მან ქა­ლა­ქი ანაკ­ლია აარ­ჩია, სა­დაც ახლა ღრმა­წყოლ­ვა­ნი პორ­ტი შენ­დე­ბა და რომ­ლის ავ­ტო­რი თა­ვად ხა­ზა­რა­ძეა. რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე პრო­კუ­რა­ტუ­რამ მის წი­ნა­აღ­მდეგ ფუ­ლის გაფ­ლან­გვის ბრალ­დე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. მთლი­ან­მა თან­ხამ 17 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. თუმ­ცა ხა­ზა­რა­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ საქ­მე პო­ლი­ტი­კურ სა­ფუძ­ველს ატა­რე­ბა, რათა პორ­ტი არ აშენ­დეს..." – წერს გა­მო­ცე­მა ria.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ტად აღიქ­ვა­მენ. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­ირ­კვე­ვა, რა შე­უძ­ლია მას და რე­ა­ლუ­რად რის შეც­ვლას შეძ­ლებს მისი ჯგუ­ფი.

"გი­ორ­გი გა­ხა­რია - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მე­ხუ­თე იმე­დი" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას eadaily.com, სა­დაც ასე­ვე სა­უ­ბა­რია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით სავ­სე პი­რის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ვნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბის ერ­თგვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა იყო, რად­გან პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ წო­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე მი­დის, რო­მელ­საც ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის კუ­თხით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო "ბექგ­რა­უნ­დი" აქვს...

"უკვე იკ­ვე­თე­ბა კონ­ტუ­რე­ბი, თუ ვინ გახ­დე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია და შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, 2020 წლის­თვის სე­რი­ო­ზულ ში­და­პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს ელო­დე­ბი­ან. უკვე გა­ზა­ფხულ­ზე ცხა­დი იქ­ნე­ბა, თუ რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი მოხ­ვდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში" – წერს გა­მო­ცე­მა.

"ქარ­თვე­ლი ბან­კი­რი, რომ­ლის საქ­მეც გა­მო­ძი­ე­ბა­შია, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და­ე­ფუძ­ნე­ბი­ნა" - წერს გა­მო­ცე­მა interfax.az, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "ლელო" ქვე­ყა­ნას მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს ჰპირ­დე­ბა.

"ხა­ზა­რა­ძის პარ­ტია ქარ­თველ ამომ­რჩე­ველ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს" - წერს interfax.az.

"მო­ჯა­დო­ე­ბუ­ე­ლი წრე ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის გარ­შე­მო" - წერს ekhokavkaza.com, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ახა­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­შიც ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის ბედი ბუნ­დო­ვა­ნია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრო­ექტს ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი დიპ­ლო­მა­ტე­ბი მხარს უჭერ­დნენ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი საგ­ზა­დო­ე­ბა უკვე სრუ­ლად არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მათ­თვის ხა­ზა­რა­ძის მხარ­და­ჭე­რა პორ­ტის აშე­ნე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­დეს. "ეს კი ყო­ფილ ბან­კირს ძა­ლი­ან კარგ კო­ზირს აძ­ლევს..." – წე­რენ რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

"მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ პოს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მწვა­ვე ზე­წო­ლის ქვეშ და­ტო­ვა და პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და. საქ­მე ის არის, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­გან" სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, პა­ტარ-პა­ტა­რა პარ­ტი­ებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, მას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში უჭე­რენ მხარს.

ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მას შე­იძ­ლე­ბა ხმა მის­ცენ, რო­გორც "ოც­ნე­ბის" ასე­ვე, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­სა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­გან" იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა ამომ­რჩე­ველ­მა. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ამ ოქ­როს შანსს ხა­ზა­რა­ძე" - წერს გა­მო­ცე­მა ng.ru.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რას წერს რუსული მედია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე

რას წერს რუსული მედია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ შანსებზე

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა წარადგინა, რომლის სახელწოდებაც "ლელო" იქნება. მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა. ამასთან, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ხაზარაძემ განმარტა, რატომ შეურჩია მოძრაობას სახელწოდება "ლელო".

"საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დააფუძნა, რომლითაც 2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყებს ბრძოლას..." – ასე ეხმაურება რუსული მედია აღნიშნულ პროცესს.

"თავისი მოძრაობის პრეზენტაციისთვის მან ქალაქი ანაკლია აარჩია, სადაც ახლა ღრმაწყოლვანი პორტი შენდება და რომლის ავტორი თავად ხაზარაძეა. რამდენიმე ხნით ადრე პროკურატურამ მის წინააღმდეგ ფულის გაფლანგვის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მთლიანმა თანხამ 17 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა ხაზარაძე ირწმუნება, რომ საქმე პოლიტიკურ საფუძველს ატარება, რათა პორტი არ აშენდეს..." – წერს გამოცემა ria.ru, რომლის ცნობითაც, ქართველი ექსპერტები მას "ქართული ოცნების" სერიოზულ კონკურენტად აღიქვამენ. როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე თვეში გაირკვევა, რა შეუძლია მას და რეალურად რის შეცვლას შეძლებს მისი ჯგუფი.

"გიორგი გახარია - "ქართული ოცნების" მეხუთე იმედი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას eadaily.com, სადაც ასევე საუბარია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლაზე. გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის ნდობით სავსე პირის გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა "ქართული ოცნების" პოზიციების გამყარების ერთგვარი წინაპირობა იყო, რადგან პოლიტიკაში საკმაოდ წონიანი ფიგურა მამუკა ხაზარაძე მიდის, რომელსაც ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან საინტერესო "ბექგრაუნდი" აქვს...

"უკვე იკვეთება კონტურები, თუ ვინ გახდება მმართველი პარტიისთვის კონსტრუქციული ოპოზიცია და შენარჩუნდება თუ არა ორპოლუსიანობა ქართულ პოლიტიკაში. ანალიტიკოსების თქმით, 2020 წლისთვის სერიოზულ შიდაპოლიტიკურ ცვლილებებს ელოდებიან. უკვე გაზაფხულზე ცხადი იქნება, თუ რომელი პოლიტიკური ძალები მოხვდებიან საქართველოს პარლამენტში" – წერს გამოცემა.

"ქართველი ბანკირი, რომლის საქმეც გამოძიებაშია, იძულებული გახდა, პოლიტიკური ცვლილებებისთვის, პოლიტიკური პარტია დაეფუძნებინა" - წერს გამოცემა interfax.az, რომლის ცნობითაც, საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ქვეყანას მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება.

"ხაზარაძის პარტია ქართველ ამომრჩეველში მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს" - წერს interfax.az.

"მოჯადოებუელი წრე ანაკლიის პროექტის გარშემო" - წერს ekhokavkaza.com, რომლის ცნობითაც, ახალი მთავრობის პირობებშიც ანაკლიის პროექტის ბედი ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ყოფილი და მოქმედი დიპლომატები მხარს უჭერდნენ.

რუსული მედიის ცნობით, ქართველი საგზადოება უკვე სრულად არის ინფორმირებული ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მათთვის ხაზარაძის მხარდაჭერა პორტის აშენებასთან ასოცირდებოდეს. "ეს კი ყოფილ ბანკირს ძალიან კარგ კოზირს აძლევს..." – წერენ რუსები სოციალურ ქსელებში.

"მამუკა ხაზარაძემ პოსტი ხელისუფლების მწვავე ზეწოლის ქვეშ დატოვა და პოლიტიკაში წავიდა. საქმე ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსგან" სრულიად განსხვავდება, რომ არაფერი ვთქვათ, პატარ-პატარა პარტიებზე. შესაბამისად, მას სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ წრეებში უჭერენ მხარს.

ადგილობრივი ექსპერტების თქმით, მას შეიძლება ხმა მისცენ, როგორც "ოცნების" ასევე, "ნაციონალებისა" და "ევროპული საქართველოსგან" იმედგაცრუებულმა ამომრჩეველმა. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ ოქროს შანსს ხაზარაძე" - წერს გამოცემა ng.ru.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები