პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შეარჩიეს გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე - რას საუბრობენ კულუარებში
რატომ შეარჩიეს გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე - რას საუბრობენ კულუარებში

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე მმარ­თვე­ლი გუნ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას წარ­დგე­ნას გეგ­მავს. იმას, რომ მთავ­რო­ბის მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე მი­დის, უკვე თა­ვად "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­შიც" ადას­ტუ­რე­ბენ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი კუ­ლუ­ა­რულ სა­უბ­რებ­ში არ უარ­ყო­ფენ არც იმ ფაქტს, რომ პრე­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ბახ­ტა­ძის შემ­ცვლე­ლად სწო­რედ გი­ორ­გი გა­ხა­რია შე­არ­ჩი­ეს - ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრი, რომ­ლის გა­დად­გო­მა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი 75-ე დღეა ითხოვს.

რა­ტომ მა­ინ­ცდა­მა­ინც გი­ორ­გი გა­ხა­რია, რომ­ლის მი­მარ­თაც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა არ­სე­ბობს? - სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ ლო­გი­კურ კი­თხვას მმარ­თველ გუნდში ჩუ­მად, თუმ­ცა მა­ინც პა­სუ­ხო­ბენ.

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­ხა­რია სა­ვა­რა­უ­დოდ, იმი­ტომ კი არ შე­არ­ჩია, რომ მისი გაპ­რე­მი­ე­რე­ბა სურს, არა­მედ სურს მისი კან­დი­და­ტუ­რა და შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა, პარ­ლა­მენ­ტმა ჩა­აგ­დოს.

რო­გორც პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­ზა­ნია ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის და­ნიშ­ვნაც ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბას დად­გე­ნილ ვა­და­ში ნდო­ბას არ გა­მო­უ­ცხა­დებს.

უმ­რავ­ლე­სო­ბა­შიც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დის ნა­წი­ლი პრე­მი­ე­რის პოსტზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას კან­დი­და­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ წავა და იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ შს მი­ნის­ტრი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­ურ გან­წყო­ბას ვერ გა­და­ა­ბი­ჯე­ბენ, გა­ხა­რი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბას კენ­ჭისყრა­ზე დაბ­ლო­კა­ვენ.

სცე­ნა­რით - "ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი", „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს ორი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აყე­ნებს: კენ­ჭისყრა­ზე მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რად იმ ძა­ლო­ვა­ნი მი­ნის­ტრის გა­და­ნაც­ვლე­ბას და და­წი­ნა­უ­რე­ბას და­უ­ჭი­როს მხარს, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­საც 3 თვეა „სირ­ცხვილს“ უწო­დებს ან აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცია გა­აგ­რძე­ლოს და მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ჩა­აგ­დოს, რაც „ოც­ნე­ბას“ ოც­ნე­ბას აუხ­დენს და ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად მი­იყ­ვანს.

რა­ტომ აწყობს „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი? - ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ყვე­ლას­თვის ისე­დაც ცნო­ბი­ლი და მარ­ტი­ვია: მმარ­თვე­ლი გუნ­დი შეძ­ლებს კი­დევ ერთი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­როს მოქ­მე­დი ანუ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით (პრო­პორ­ცი­ულ­თან ერ­თად), რის გა­უქ­მე­ბა­ზეც მუ­შა­ო­ბა მარ­თა­ლია, და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დო­ნე­ზე გა­უქ­მე­ბუ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რატომ შეარჩიეს გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე - რას საუბრობენ კულუარებში

რატომ შეარჩიეს გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობაზე - რას საუბრობენ კულუარებში

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველი გუნდი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს. იმას, რომ მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე მიდის, უკვე თავად "ქართულ ოცნებაშიც" ადასტურებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კულუარულ საუბრებში არ უარყოფენ არც იმ ფაქტს, რომ პრემიერის თანამდებობაზე ბახტაძის შემცვლელად სწორედ გიორგი გახარია შეარჩიეს - ძალოვანი მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების დიდი ნაწილი 75-ე დღეა ითხოვს.

რატომ მაინცდამაინც გიორგი გახარია, რომლის მიმართაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის ყველაზე დიდი ნეგატიური განწყობა არსებობს? - საზოგადოებაში გაჩენილ ლოგიკურ კითხვას მმართველ გუნდში ჩუმად, თუმცა მაინც პასუხობენ.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გახარია სავარაუდოდ, იმიტომ კი არ შეარჩია, რომ მისი გაპრემიერება სურს, არამედ სურს მისი კანდიდატურა და შესაბამისად, მთავრობის განახლებული შემადგენლობა, პარლამენტმა ჩააგდოს.

როგორც პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ, „ქართული ოცნების“ მიზანია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომლის დანიშვნაც ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის პრეროგატივაა, იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობას არ გამოუცხადებს.

უმრავლესობაშიც არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდის ნაწილი პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წინააღმდეგ წავა და იმ არგუმენტით, რომ შს მინისტრისადმი საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ვერ გადააბიჯებენ, გახარიას გაპრემიერებას კენჭისყრაზე დაბლოკავენ.

სცენარით - "ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს ორი არჩევანის წინაშე აყენებს: კენჭისყრაზე მთავრობის მეთაურად იმ ძალოვანი მინისტრის გადანაცვლებას და დაწინაურებას დაუჭიროს მხარს, რომლის საქმიანობასაც 3 თვეა „სირცხვილს“ უწოდებს ან აქამდე არსებული ტენდენცია გააგრძელოს და მთავრობის ახალი შემადგენლობა ჩააგდოს, რაც „ოცნებას“ ოცნებას აუხდენს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე გარანტირებულად მიიყვანს.

რატომ აწყობს „ქართულ ოცნებას“ ამ მოცემულობაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? - ამ შეკითხვაზე პასუხი ყველასთვის ისედაც ცნობილი და მარტივია: მმართველი გუნდი შეძლებს კიდევ ერთი არჩევნები ჩაატაროს მოქმედი ანუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით (პროპორციულთან ერთად), რის გაუქმებაზეც მუშაობა მართალია, დაწყებულია, თუმცა კანონმდებლობის დონეზე გაუქმებული ჯერჯერობით არაა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს

Deutsche Welle: "რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“ - რა ელის საქართველოს და უკრაინას?