საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნივთები, რომლებიც მოგზაურობაში აუცილებლად უნდა წაიღოთ
ნივთები, რომლებიც მოგზაურობაში აუცილებლად უნდა წაიღოთ

ნა­ნატ­რი შვე­ბუ­ლე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის ჩაშ­ლა ღა­მის კოშ­მარს გავს, რომ­ლი­საც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ეში­ნია. ეს რომ არ მოხ­დეს, არა­ერ­თი დე­ტა­ლი წი­ნას­წარ უნდა და­გეგ­მოთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რად­გან ეს დე­ტა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ერთი შე­ხედ­ვით წვრილ­მა­ნად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა თქვენს სა­ო­ცარ მოგ­ზა­უ­რო­ბას პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნას.

სწო­რედ ამი­ტომ და­გეგ­მვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია. ამ ყვე­ლაფ­რის ნა­წი­ლი კი წა­სა­ღე­ბი ნივ­თე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვა და მათი კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­ლა­გე­ბაა.

გთა­ვა­ზობთ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას უფრო კომ­ფორ­ტულ­სა და სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის და ამავდრო­უ­ლად ბარ­გს შე­გიმ­ცი­რებთ:

კოს­მე­ტი­კის სა­მოგ­ზა­უ­რო ნაკ­რე­ბი

მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს აკ­ლი­მა­ტი­ზა­ცი­ის გამო სა­ხი­სა და თა­ვის კანი, ხე­ლე­ბი და ფრჩხი­ლე­ბი ხში­რად შრე­ბა და პრობ­ლე­მებს გიქ­მნით. სრუ­ლი ზო­მის კოს­მე­ტი­კი­სა თუ სხვა ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წა­ღე­ბა კი კომ­ფორ­ტუ­ლი ნამ­დვი­ლად არაა.

მოგ­ზა­უ­რო­ბას თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ფუჭ­დეთ. თან ის თქვენს ბარ­გსაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ამ­ძი­მებს.

სწო­რედ ამი­ტომ მწარ­მო­ებ­ლე­ბის ნა­წილ­მა შექ­მნეს პა­ტა­რა მო­ცუ­ლო­ბის შე­ფუთ­ვე­ბი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვი­საა გათ­ვლი­ლი. თუმ­ცა ის ყვე­ლა ბრენ­დს არ აქვს. სწო­რედ ამი­ტომ თუ თქვენ ვერ ახერ­ხებთ თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­მოგ­ზა­უ­რო შე­ფუთ­ვე­ბის შე­ძე­ნას, იყი­დეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ტა­რა ბოთ­ლე­ბის ნაკ­რე­ბი, რო­მელ­შიც გა­და­ი­ტანთ თქვენს კრე­მებ­სა თუ შამ­პუ­ნებს და სა­მოგ­ზა­უ­როდ უფრო მშვი­დად და მსუ­ბუ­ქად წახ­ვალთ.

პი­რის ღრუს მოვ­ლის სა­მოგ­ზა­უ­რო ნაკ­რე­ბი

თა­ვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პი­რის ღრუს მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც არ და­გა­ვი­წყდეთ. ასე­ვე არა­კომ­ფორ­ტუ­ლია სრუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის კბი­ლის პას­ტის წა­ღე­ბა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ვი­თა­რე­ბა უფრო რთუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან ცოტა მწარ­მო­ე­ბე­ლი უშ­ვებს სა­მოგ­ზა­უ­რო მო­ცუ­ლო­ბის კბი­ლის პას­ტებს. კბი­ლის პას­ტის კონ­ტე­ი­ნერ­ში გა­და­ტა­ნა კი არც ისე კომ­ფორ­ტუ­ლია. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე პი­რის ღრუს მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­მოგ­ზუ­რო ნაკ­რე­ბით ავ­სტრა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია White Glo არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

სა­მოგ­ზა­უ­რო ნაკ­რებ­ში შე­დის კბი­ლის ჯაგ­რი­სი, 24 გრა­მი­ა­ნი კბი­ლის პას­ტა და პლასტმა­სის კბი­ლის ჩხი­რი. მისი შე­ძე­ნა აფ­თი­ა­ქებ­სა და მარ­კე­ტებ­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მშრა­ლი შამ­პუ­ნი

მშრა­ლი შამ­პუ­ნი უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ნა­გო­ნია. ის გან­სა­კუთ­რე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ლაშ­ქრო­ბე­ბის დროს. თუ თქვენ კარ­ვით აპი­რებთ მოგ­ზა­უ­რო­ბას, მა­შინ მშრა­ლი შამ­პუ­ნის წა­ღე­ბა არ და­გა­ვი­წყდეთ.

თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც, გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე და ალერ­გი­უ­ლი კა­ნის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მათ მი­უჩ­ვე­ვე­ლი წყლით თა­ვის და­ბა­ნამ შე­იძ­ლე­ბა კა­ნის პრობ­ლე­მე­ბი გა­უმწვა­ვოს, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მშრა­ლი შამ­პუ­ნი თან იქო­ნი­ოთ.

საწ­ვი­მა­რი

ერ­თმა მო­უ­ლოდ­ნელ­მა წვი­მამ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი კარ­გად და­გეგ­მი­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩა­შა­ლოს. წი­ნას­წარ შე­ა­მოწ­მეთ ამინ­დის პროგ­ნო­ზი იმ ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­დაც მი­დი­ხართ. თუმ­ცა თუ წვი­მა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არაა, მა­ინც წა­ი­ღეთ საწ­ვი­მა­რი. ის მსუ­ბუ­ქია და თქვენს ბარ­გში დიდ ად­გილ­საც არ და­ი­კა­ვებს. სა­მა­გი­ე­როდ, დას­ვე­ლე­ბის­გან სა­ი­მე­დოდ და­გი­ცავთ. დას­ვე­ლე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც კი შე­გიქ­მნათ.

წამ­ლე­ბი

მოგ­ზუ­რო­ბის დროს აუ­ცი­ლებ­ლად თან წა­ი­ღეთ პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი, სი­ცხის დამ­წე­ვი, გა­ცი­ე­ბის წა­მა­ლი, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნი, კუ­ჭის აშ­ლის წა­მა­ლი. მე­დი­კა­მენ­ტებ­თან ერ­თად თან იქო­ნი­ეთ ბამ­ბა და ბინ­ტი, იოდი, წყალ­ბა­დის ზეჟან­გი.

უცხო­ეთ­ში ეს წამ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად ვერ იშო­ვოთ ან იქ სხვა, თქვენ­თვის უც­ნო­ბი და­სა­ხე­ლე­ბით იყი­დე­ბო­დეს, შე­იძ­ლე­ბა ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე აფ­თი­აქ­ში არც მოგ­ყი­დონ. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს თან იქო­ნი­ოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნივთები, რომლებიც მოგზაურობაში აუცილებლად უნდა წაიღოთ

ნივთები, რომლებიც მოგზაურობაში აუცილებლად უნდა წაიღოთ

ნანატრი შვებულებისა და დასვენების ჩაშლა ღამის კოშმარს გავს, რომლისაც ნებისმიერ ადამიანს ეშინია. ეს რომ არ მოხდეს, არაერთი დეტალი წინასწარ უნდა დაგეგმოთ და გაითვალისწინოთ, რადგან ეს დეტალები შეიძლება ერთი შეხედვით წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება თქვენს საოცარ მოგზაურობას პრობლემები შეუქმნას.

სწორედ ამიტომ დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ამ ყველაფრის ნაწილი კი წასაღები ნივთების სწორად შერჩევა და მათი კომპაქტურად ჩალაგებაა.

გთავაზობთ ნივთებს, რომლებიც თქვენს მოგზაურობას უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს გახდის და ამავდროულად ბარგს შეგიმცირებთ:

კოსმეტიკის სამოგზაურო ნაკრები

მოგზაურობის დროს აკლიმატიზაციის გამო სახისა და თავის კანი, ხელები და ფრჩხილები ხშირად შრება და პრობლემებს გიქმნით. სრული ზომის კოსმეტიკისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების წაღება კი კომფორტული ნამდვილად არაა.

მოგზაურობას თქვენი საყვარელი თავის მოვლის საშუალებები შეიძლება გაგიფუჭდეთ. თან ის თქვენს ბარგსაც მნიშვნელოვნად დაამძიმებს.

სწორედ ამიტომ მწარმოებლების ნაწილმა შექმნეს პატარა მოცულობის შეფუთვები, რომელიც სპეციალურად მოგზაურებისთვისაა გათვლილი. თუმცა ის ყველა ბრენდს არ აქვს. სწორედ ამიტომ თუ თქვენ ვერ ახერხებთ თავის მოვლის საშუალებების სამოგზაურო შეფუთვების შეძენას, იყიდეთ სპეციალური პატარა ბოთლების ნაკრები, რომელშიც გადაიტანთ თქვენს კრემებსა თუ შამპუნებს და სამოგზაუროდ უფრო მშვიდად და მსუბუქად წახვალთ.

პირის ღრუს მოვლის სამოგზაურო ნაკრები

თავის მოვლის საშუალებების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ პირის ღრუს მოვლის საშუალებებიც არ დაგავიწყდეთ. ასევე არაკომფორტულია სრული მოცულობის კბილის პასტის წაღება.

ამ შემთხვევაში ვითარება უფრო რთული, რადგან ძალიან ცოტა მწარმოებელი უშვებს სამოგზაურო მოცულობის კბილის პასტებს. კბილის პასტის კონტეინერში გადატანა კი არც ისე კომფორტულია. ქართულ ბაზარზე პირის ღრუს მოვლის საშუალებების სამოგზურო ნაკრებით ავსტრალიური კომპანია White Glo არის წარმოდგენილი.

სამოგზაურო ნაკრებში შედის კბილის ჯაგრისი, 24 გრამიანი კბილის პასტა და პლასტმასის კბილის ჩხირი. მისი შეძენა აფთიაქებსა და მარკეტებში არის შესაძლებელი.

მშრალი შამპუნი

მშრალი შამპუნი უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამონაგონია. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია ლაშქრობების დროს. თუ თქვენ კარვით აპირებთ მოგზაურობას, მაშინ მშრალი შამპუნის წაღება არ დაგავიწყდეთ.

თუმცა, არანაკლებ მოსახერხებელია ჩვეულებრივი მოგზაურობის დროსაც, განსაკუთრებით მგრძნობიარე და ალერგიული კანის მქონე ადამიანებისთვის. მათ მიუჩვეველი წყლით თავის დაბანამ შეიძლება კანის პრობლემები გაუმწვავოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშრალი შამპუნი თან იქონიოთ.

საწვიმარი

ერთმა მოულოდნელმა წვიმამ შეიძლება თქვენი კარგად დაგეგმილი მოგზაურობა ჩაშალოს. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი იმ ლოკაციაზე, სადაც მიდიხართ. თუმცა თუ წვიმა გამოცხადებული არაა, მაინც წაიღეთ საწვიმარი. ის მსუბუქია და თქვენს ბარგში დიდ ადგილსაც არ დაიკავებს. სამაგიეროდ, დასველებისგან საიმედოდ დაგიცავთ. დასველებამ კი შეიძლება სერიოზული პრობლემებიც კი შეგიქმნათ.

წამლები

მოგზურობის დროს აუცილებლად თან წაიღეთ პირველადი საჭიროების მედიკამენტები, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების წამალი, ანტიჰისტამინი, კუჭის აშლის წამალი. მედიკამენტებთან ერთად თან იქონიეთ ბამბა და ბინტი, იოდი, წყალბადის ზეჟანგი.

უცხოეთში ეს წამლები შეიძლება სწრაფად ვერ იშოვოთ ან იქ სხვა, თქვენთვის უცნობი დასახელებით იყიდებოდეს, შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე აფთიაქში არც მოგყიდონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პირველადი საჭიროების მედიკამენტები ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის დროს თან იქონიოთ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ