საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2022 წელს მასწავლებლის ხელფასი, შესაძლოა, 1800 ლარი გახდეს
2022 წელს მასწავლებლის ხელფასი, შესაძლოა, 1800 ლარი გახდეს

2022 წლის­თვის პე­და­გო­გე­ბის ხელ­ფა­სებ­მა, შე­საძ­ლოა, 1800 ლარს მი­აღ­წი­ოს. ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ეს და­პი­რე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნია, მაგ­რამ სექ­ტემ­ბერ­ში ყვე­ლა იმ პე­და­გოგს გა­ეზ­რდე­ბა ხელ­ფა­სი, რო­მელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა ყო­ველ წელს და მი­ნი­მუმ 150 ლარი მო­ე­მა­ტე­ბათ. ასე, ეტა­პობ­რი­ვად მი­ვალთ 2022 წლამ­დე და მათი ხელ­ფა­სი 1.500-1.800 ლარს მი­აღ­წევს.

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლებს ორი უკი­დუ­რე­სო­ბა გვაქვს - რა­ღაც ან სა­ერ­თოდ არ გვინ­და, ან ახ­ლა­ვე გვინ­და. ერთ დღე­ში ყვე­ლაფ­რის შეც­ვლა ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია? ინფრას­ტრუქ­ტუ­რაც უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, პე­და­გო­გის კვა­ლი­ფი­კა­ცი­აც გა­ი­ზარ­დოს, რის­თვი­საც გა­დამ­ზა­დე­ბის ბევ­რი პროგ­რა­მა გვაქვს, ახა­ლი პე­და­გო­გე­ბი გაჩ­ნდე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი ასე­ვე შე­ე­ხო სკო­ლის სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის მოხ­სნის სა­კი­თხსაც და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოც­დე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა ზე­და­პი­რუ­ლია.

„ჩვენ თუ მხო­ლოდ ბოლო ორ წე­ლი­წად­ზე გა­ვა­კე­თეთ აქ­ცენ­ტი, გა­მო­დის, სკო­ლა ფუნ­ქცი­ას კარ­გავს, რად­გან ვალ­დე­ბუ­ლია, პირ­ვე­ლი­დან ბოლო კლა­სამ­დე მის­ცეს ბავ­შვს სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბის დღე­ვან­დე­ლი­ შე­დე­გე­ბი ისე­თი და­ბა­ლია, ამა­ზე უა­რე­სი რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია. ახლა ვფიქ­რობთ, რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. რო­დე­საც მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მე­ბი ტარ­დე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა ჩნდე­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რა­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად შე­საც­ვლე­ლია.

სკო­ლა უნდა და­ემ­სგავ­სოს სკო­ლას! დღეს რო­გორც მშობ­ლის, ასე­ვე ბავ­შვის მთლი­ა­ნი რე­სურ­სი ბოლო ორ წე­ლი­წად­ში რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა, რად­გან სკო­ლა ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას და ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩნდე­ბა გარე გა­დამ­ზა­დე­ბის მო­თხოვ­ნა. რო­დე­საც სკო­ლა და­იბ­რუ­ნებს ფუნ­ქცი­ას, რე­პე­ტი­ტო­რე­ბის პრობ­ლე­მაც მო­იხ­სნე­ბა“, - დას­ძი­ნა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 29 ივ­ლი­სის ნო­მერ­ში, ან და­რე­გის­ტრირ­დით სა­იტ­ზე და წა­ი­კი­თხეთ ონ­ლა­ინ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

2022 წელს მასწავლებლის ხელფასი, შესაძლოა, 1800 ლარი გახდეს

2022 წელს მასწავლებლის ხელფასი, შესაძლოა, 1800 ლარი გახდეს

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს.

სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს - რაღაც ან საერთოდ არ გვინდა, ან ახლავე გვინდა. ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა ხომ შეუძლებელია? ინფრასტრუქტურაც უნდა გაუმჯობესდეს, პედაგოგის კვალიფიკაციაც გაიზარდოს, რისთვისაც გადამზადების ბევრი პროგრამა გვაქვს, ახალი პედაგოგები გაჩნდებიან“, - განაცხადა მინისტრმა.

ინტერვიუში მიხეილ ბატიაშვილი ასევე შეეხო სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გამოცდებისთვის მიღებული ცოდნა ზედაპირულია.

„ჩვენ თუ მხოლოდ ბოლო ორ წელიწადზე გავაკეთეთ აქცენტი, გამოდის, სკოლა ფუნქციას კარგავს, რადგან ვალდებულია, პირველიდან ბოლო კლასამდე მისცეს ბავშვს სათანადო განათლება.

განათლების დღევანდელი შედეგები ისეთი დაბალია, ამაზე უარესი რთული წარმოსადგენია. ახლა ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ. როდესაც მასშტაბური რეფორმები ტარდება, ბუნებრივია, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ფაქტია, რაღაც აუცილებლად შესაცვლელია.

სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას! დღეს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის მთლიანი რესურსი ბოლო ორ წელიწადში რეპეტიტორებთან მომზადებაზე იხარჯება, რადგან სკოლა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას და ავტომატურად ჩნდება გარე გადამზადების მოთხოვნა. როდესაც სკოლა დაიბრუნებს ფუნქციას, რეპეტიტორების პრობლემაც მოიხსნება“, - დასძინა მიხეილ ბატიაშვილმა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 ივლისის ნომერში, ან დარეგისტრირდით საიტზე და წაიკითხეთ ონლაინ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ