Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი
როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი

2019 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­ნახ­ლე­ბულ 10 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტებს გა­უშ­ვებს. ახა­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ის 10 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი მი­მოქ­ცე­ვა­ში წინა წლე­ბის გა­მოშ­ვე­ბის იმა­ვე ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იქ­ნე­ბა.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი 10 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ წა­რუდ­გი­ნა.

2015 წლის 3 ნო­ემ­ბერს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ლა­რის ნიშ­ნე­ბის ახა­ლი ოჯა­ხი - გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, 20, 50, 100 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც და­ბეჭ­დი­ლია უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, ცვე­თის მი­მართ მდგრად ქა­ღალ­დზე და აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნახ­ლე­ბულ 10-ლა­რი­ან ბანკნოტს, მის წინა მხა­რეს გა­მო­სა­ხუ­ლია აკა­კი წე­რეთ­ლის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რო­ბის ხა­რის­ხი­თა და მო­ცუ­ლო­ბით, ასე­ვე, ნა­წყვე­ტი აკა­კის ლექ­სი­დან „გა­ზა­ფხუ­ლი" მისი ავ­ტოგ­რა­ფით, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი რტო და მერ­ცხა­ლი.

უკა­ნა მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლია ქარ­თვე­ლი ფერმ­წე­რი­სა და გრა­ფი­კო­სის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წის და­ვით კა­კა­ბა­ძის ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი „იმე­რე­თი-დე­და­ჩე­მი" ბანკნო­ტის დო­მი­ნანტ ფერ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო გერ­ბი.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტი და­ცუ­ლია, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლი­სათ­ვის მარ­ტი­ვად აღ­ქმა­დი, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბით.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბის მი­მოქ­ცე­ვა­ში გაშ­ვე­ბა და­ი­წყო ეტა­პობ­რი­ვად: 2016 წლის 1 თე­ბერ­ვლი­დან მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­ვი­და 20 და 50 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი, შემ­დეგ, 2016 წლის 1 ნო­ემ­ბრი­დან - 100 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი, ხოლო 5 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტე­ბი 2017 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან ჩა­ეშ­ვა.

ლა­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბის დი­ზა­ი­ნის შე­მად­გე­ნე­ლი დე­ტა­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი დამ­ცავ ნიშ­ნებ­თან, მათი გა­ფორ­მე­ბის სტი­ლი, პა­რა­მეტ­რე­ბი და დამ­ცა­ვი ნიშ­ნე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი ნო­მი­ნა­ლი­სათ­ვის და მთლი­ა­ნო­ბა­ში ქმნის ერ­თი­ა­ნი ოჯა­ხის კონ­ცეფ­ცი­ას, რაც იყო კი­დე­ვაც პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი.

ლა­რის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბანკნო­ტე­ბის დი­ზა­ი­ნი შექ­მნა ბაჩა მა­ლა­ზო­ნი­ამ.

00:00 / 00:00
ავტორი:

როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი

როგორ გამოიყურება განახლებული 10-ლარიანი

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

2015 წლის 3 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა მოდიფიცირებული ლარის ნიშნების ახალი ოჯახი - განახლებული, 20, 50, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები წარადგინა, რომელიც დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის, ცვეთის მიმართ მდგრად ქაღალდზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე დამცავი ნიშნებით.

რაც შეეხება განახლებულ 10-ლარიან ბანკნოტს, მის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.

ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან, მათი გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია თითოეული ნომინალისათვის და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას, რაც იყო კიდევაც პროექტის ძირითადი მიზანი.

ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ