საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ლომჯარია რუსეთის სახალხო დამცველს პასუხობს
ნინო ლომჯარია რუსეთის სახალხო დამცველს პასუხობს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია რუ­სე­თის ომ­ბუდსმენს პა­სუ­ხობს. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის­თვის არ მო­უ­მარ­თავს არც ერთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლებ­რი­ვი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბის გამო. ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ერ­თა­დერ­თი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა, რაც ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ცნო­ბი­ლი გახ­და, ეხე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლის შეშ­ლის და ძა­ლა­დო­ბის ფაქტს რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის რეს­პონ­დენ­ტის მი­მართ.

"აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. მე პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს და აქ­ტი­უ­რად ვაკ­ვირ­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს. ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და იკი­თხე­ბა ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პირი.

მი­უ­ხე­და­ვად რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ი­სა, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მომ­ხდა­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა მათი ეთ­ნი­კუ­რი ან ეროვ­ნუ­ლი ნიშ­ნით. სა­ქარ­თვე­ლო ინარ­ჩუ­ნებს უსაფრ­თხო ქვეყ­ნის სტა­ტუსს და არ გვაქვს არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ მო­ცე­მუ­ლო­ბას ცვლის. აქ­ტი­უ­რი ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო პრო­ტეს­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და თა­ნაბ­რად სარ­გებ­ლო­ბენ ყვე­ლა სერ­ვი­სით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არ ექ­მნე­ბათ არა­ნა­ი­რი დაბ­რკო­ლე­ბა.

სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი და­ი­ცავს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გა­ნურ­ჩევ­ლად მათი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სა თუ ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა და მო­ახ­დენს რე­ა­გი­რე­ბას თი­თო­ე­ულ ინ­ცი­დენტზე.

აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სარს შო­რის არ­სე­ბობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხე­ბის გარ­შე­მო, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დიპ­ლო­მა­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ აი­სა­ხოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იმედს ვი­ტო­ვებ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი, ქ-ნი ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვა, ასე­ვე და­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბებს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არ და­უშ­ვებს მათ დის­კრი­მი­ნა­ცი­ას ეთ­ნი­კუ­რი თუ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ნიშ­ნით“, - წერს ლომ­ჯა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რუ­სე­თის ომ­ბუდსმე­ნი ტა­ტი­ა­ნა მოს­კალ­კო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველს ნინო ლომ­ჯა­რი­ას სთხოვს, და­ეხ­მა­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ნინო ლომჯარია რუსეთის სახალხო დამცველს პასუხობს

ნინო ლომჯარია რუსეთის სახალხო დამცველს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს არც ერთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ.

"აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი.

მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით. საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის. აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ არანაირი დაბრკოლება.

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარშემო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში.

ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ქ-ნი ტატიანა მოსკალკოვა, ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."