საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს „ნიკორა“ მომხმარებელს?
სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს „ნიკორა“ მომხმარებელს?

1805 წელს ვე­ნა­ში მცხოვ­რებ­მა ყა­საბ­მა იო­ჰან ლა­ნერ­მა სო­სის­ში ღო­რის ხორცს სა­ქონ­ლის ხორ­ცი და­უ­მა­ტა და ასე მი­ი­ღო სო­სი­სის ის სა­ხე­ო­ბა რაც დღეს არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბა­ზარ­ზე. მას შემ­დეგ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბა­ზა­რი მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი ბრენ­დი „ნი­კო­რაა“, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე ზრუ­ნავს. "ნი­კო­რა" ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ბაზ­რის 40%-მდე წი­ლით უკვე 21 წე­ლია მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას. სულ ახ­ლა­ხანს კი კომ­პა­ნი­ამ ასორ­ტი­მენტს კი­დევ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი პრო­დუქ­ტი შე­მა­ტა. კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ სი­ახ­ლე­ებ­ზე სა­სა­უბ­როდ „ნი­კო­რას“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერს ანა კო­შა­ძეს მივ­მარ­თეთ.

მოგ­ვი­ყე­ვით იმ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც „ნი­კო­რამ“ ახ­ლა­ხანს შეს­თა­ვა­ზა სა­ზო­გა­დო­ე­ბას

ჩვენს ასორ­ტი­მენტს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი შე­ე­მა­ტა: რუ­ლე­ტი მა­ი­ო­რა­ნი, შაშ­ხი „თა­ვა­დუ­რი“, შაშ­ხი „ბუ­ჟე­ნი­ნა“, ქათ­მის შაშ­ხი და შაშ­ხის ძეხ­ვი.

გა­ნახ­ლდა შაშ­ხი „თა­ვა­დუ­რის“ გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ღო­რის მჭლე ბარ­კლის­გან მზად­დე­ბა. გა­რე­დან შე­ბოლ­ვა ხორცს გან­სა­კუთ­რე­ბულ არო­მატს ანი­ჭებს.

ასორ­ტი­მენტს სულ ახ­ლა­ხანს შე­ე­მა­ტა შაშ­ხის ძეხ­ვი და ქათ­მის შაშ­ხი. ღო­რის ხორ­ცის და შე­რე­უ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა შაშ­ხის ძეხვს გან­სხვა­ვე­ბულ გე­მოს ანი­ჭებს. ქათ­მის შაშ­ხი და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლო­ბით და სიმ­სუ­ბუ­ქით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ამ ეტაპ­ზე „ნი­კო­რა“ 100-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქტს აწარ­მო­ებს.

ახ­ლა­ხანს „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბილ­მა ბრენდმა „მზა­რე­ულ­მა“ თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია ახა­ლი შე­ფუთ­ვით წარ­მო­ად­გი­ნა. რა­ტომ შე­იც­ვა­ლა შე­ფუთ­ვა და ზო­გა­დად, რა გავ­ლე­ნა აქვს შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის ხა­რისხს პრო­დუქ­ტის ხა­რისხზე?

„მზა­რე­უ­ლის“ პრო­დუქ­ცია უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბა­ზარ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და საკ­მა­ოდ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბი­თაც სარ­გებ­ლობს. ამ­ჯე­რად და­იხ­ვე­წა შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლის დი­ზა­ი­ნი, ლოგო და შე­ფუთ­ვის ფორ­მა. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის და შე­სა­ნა­ხად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გახ­და. „მზა­რე­უ­ლის“ პრო­დუქ­ცია ოჯახ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი გემ­რი­ე­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი საკ­ვე­ბის მსგავ­სი პრო­დუქ­ტია, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის რიტ­მი­სა და დრო­ის დე­ფი­ცი­ტის პი­რო­ბებ­ში, ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, სწრა­ფად მზად­დე­ბა.

შე­ფუთ­ვის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა უზ­რუნ­ველ­ყოს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის მომ­ხმა­რებ­ლამ­დე პირ­ვან­დე­ლი სა­ხით მი­ტა­ნა. მა­სა­ლა და და­ნად­გა­რი, რომ­ლი­თაც ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი იფუ­თე­ბა, შექ­მნი­ლია იმის­თვის, რომ პრო­დუქ­ცია გა­მო­ნა­ბოლ­ქვის, მტვე­რის, ჭუ­ჭყი­სა და სხვა და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის­გან, მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს და­ცუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ „ნი­კო­რა“ იყე­ნებს არა ად­გი­ლობ­რივ, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მო­წო­დე­ბულ ნედ­ლე­ულს. რა­ტომ ვერ ხდე­ბა ქარ­თუ­ლი ნედ­ლე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა?

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი წარ­მო­ე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ნედ­ლე­ულს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი­დან ვი­ძენთ და ხა­რის­ხის 100%-იანი გა­რან­ტია გვაქვს. თუმ­ცა თუ ბა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ნედ­ლე­უ­ლი გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ჩვენ მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით ამას.

„ნი­კო­რა“ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა სი­ახ­ლე­ე­ბი გაქვთ?

პირ­ველ რიგ­ში ვი­ტყვი, რომ ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კუ­თხით არის გა­ნათ­ლე­ბა. ცოტა ხნის წინ გა­ვა­ფორ­მეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მათ სტუ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვაძ­ლევთ, ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში გა­ი­ა­რონ სტა­ჟი­რე­ბა. ასე­ვე, ვაგ­რძე­ლებთ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის პროგ­რა­მის 4 მო­წი­ნა­ვე სტუ­დენ­ტი „ნი­კო­რას“ სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას კვლა­ვაც იღებს. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი უკვე ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლიც გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს „ნიკორა“ მომხმარებელს?

სიახლეები ხორცპროდუქტების ბაზარზე - რას სთავაზობს „ნიკორა“ მომხმარებელს?

1805 წელს ვენაში მცხოვრებმა ყასაბმა იოჰან ლანერმა სოსისში ღორის ხორცს საქონლის ხორცი დაუმატა და ასე მიიღო სოსისის ის სახეობა რაც დღეს არის წარმოდგენილი ბაზარზე. მას შემდეგ ხორცპროდუქტების ბაზარი მუდმივად ვითარდება.

ქართულ ბაზარზე ხორცპროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ინოვაციური ბრენდი „ნიკორაა“, რომელიც მუდმივად შეთავაზებული პროდუქტის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ზრუნავს. "ნიკორა" ხორცპროდუქტების ბაზრის 40%-მდე წილით უკვე 21 წელია მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. სულ ახლახანს კი კომპანიამ ასორტიმენტს კიდევ რამდენიმე ახალი პროდუქტი შემატა. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე სასაუბროდ „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ანა კოშაძეს მივმართეთ.

მოგვიყევით იმ ახალი პროდუქტების შესახებ, რომლებიც „ნიკორამ“ ახლახანს შესთავაზა საზოგადოებას

ჩვენს ასორტიმენტს რამდენიმე ახალი საინტერესო პროდუქტი შეემატა: რულეტი მაიორანი, შაშხი „თავადური“, შაშხი „ბუჟენინა“, ქათმის შაშხი და შაშხის ძეხვი.

განახლდა შაშხი „თავადურის“ გამოშვება, რომელიც ღორის მჭლე ბარკლისგან მზადდება. გარედან შებოლვა ხორცს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

ასორტიმენტს სულ ახლახანს შეემატა შაშხის ძეხვი და ქათმის შაშხი. ღორის ხორცის და შერეული სანელებლების ერთობლიობა შაშხის ძეხვს განსხვავებულ გემოს ანიჭებს. ქათმის შაშხი დაბალკალორიულობით და სიმსუბუქით გამოირჩევა.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე „ნიკორა“ 100-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს.

ახლახანს „ნიკორას“ შვილობილმა ბრენდმა „მზარეულმა“ თავისი პროდუქცია ახალი შეფუთვით წარმოადგინა. რატომ შეიცვალა შეფუთვა და ზოგადად, რა გავლენა აქვს შესაფუთი მასალის ხარისხს პროდუქტის ხარისხზე?

„მზარეულის“ პროდუქცია უკვე რამდენიმე წელია, ბაზარზეა წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ამჯერად დაიხვეწა შესაფუთი მასალის დიზაინი, ლოგო და შეფუთვის ფორმა. ტრანსპორტირებისთვის და შესანახად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი გახდა. „მზარეულის“ პროდუქცია ოჯახში მომზადებული გემრიელი და ხარისხიანი საკვების მსგავსი პროდუქტია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმისა და დროის დეფიციტის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სწრაფად მზადდება.

შეფუთვის ძირითადი დანიშნულებაა უზრუნველყოს ნახევარფაბრიკატების მომხმარებლამდე პირვანდელი სახით მიტანა. მასალა და დანადგარი, რომლითაც ნახევარფაბრიკატები იფუთება, შექმნილია იმისთვის, რომ პროდუქცია გამონაბოლქვის, მტვერის, ჭუჭყისა და სხვა დამაბინძურებლებისგან, მაქსიმალურად იყოს დაცული.

ცნობილია, რომ „ნიკორა“ იყენებს არა ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო კომპანიებიდან მოწოდებულ ნედლეულს. რატომ ვერ ხდება ქართული ნედლეულის გამოყენება?

სამწუხაროდ, საქართველოში მესაქონლეობა არ არის განვითარებული და არსებული რესურსი წარმოების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ნედლეულს საერთაშორისო მასშტაბით სერტიფიცირებული კომპანიებიდან ვიძენთ და ხარისხის 100%-იანი გარანტია გვაქვს. თუმცა თუ ბაზარი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ადგილობრივი ნედლეული გამოვიყენოთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას.

„ნიკორა“ იმ კომპანიების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სოციალურ აქტივობებში. ამ მიმართულებით რა სიახლეები გაქვთ?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით არის განათლება. ცოტა ხნის წინ გავაფორმეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მათ სტუდენტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ჩვენს კომპანიაში გაიარონ სტაჟირება. ასევე, ვაგრძელებთ აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას. კვების პროდუქტების ტექნოლოგიების პროგრამის 4 მოწინავე სტუდენტი „ნიკორას“ სახელობის სტიპენდიას კვლავაც იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მათგანი უკვე ჩვენი თანამშრომელიც გახდა.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის