მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველო ევროპას გააცნეს
ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველო ევროპას გააცნეს

ქარ­თულ საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურთს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ დაღ­მას­ვლის ხანა და­უდ­გა, ეს კი სხვა ბევრ მი­ზეზ­თან ერ­თად, იმი­თაც იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის ფონ­ზე ფეხ­ბურ­თის­თვის არა­ვის ეცა­ლა. თუმ­ცა, მა­ნამ­დე იყო აღ­მას­ვლა, ბევ­რი ჯილ­დო და დიდი აღი­ა­რე­ბაც.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ქარ­თულ­მა ფეხ­ბურ­თმა ისევ და­ი­წყო გან­ვი­თა­რე­ბა, ამა­ში კი ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებ­საც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. ამ კუ­თხით გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "ვი­თი­ბი ბან­კის" როლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბით მუდ­მი­ვად ცდი­ლობს, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ძვე­ლე­ბურ სი­მაღ­ლე­ზე და­აბ­რუ­ნოს.

1992 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ფი­ფას და უე­ფას წევ­რი გახ­და და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო.

ყი­ფი­ა­ნის, ჩი­ვა­ძის, ხურ­ცი­ლა­ვას, მეს­ხის და მეტ­რე­ვე­ლის ეპო­ქა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლას­თან ერ­თად დას­რულ­და და და­ი­წყო ახა­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დგო­მი ერა, სა­დაც მთა­ვარ ვარ­სკვლა­ვე­ბად თე­მურ ქეც­ბა­ია, შოთა არ­ვე­ლა­ძე, კახა კა­ლა­ძე, გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, ალექ­სან­დრე იაშ­ვი­ლი და სხვე­ბი მოგ­ვევ­ლინ­ნენ.

მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­ნის გა­და­სა­ფა­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, მსოფ­ლი­ოს ეღი­ა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ამ საქ­მე­ში ფეხ­ბურ­თმა ძა­ლი­ან დიდი როლი ითა­მა­შა.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ზღვრებ­ში ჩა­კე­ტილ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ნელ-ნელა ევ­რო­პა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა და­ი­წყეს და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხე­ლი მრა­ვალ­ჯერ გა­აჟ­ღე­რეს ევ­რო­ტურ­ნი­რებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­გებ­ში…

"ანორ­თო­სი­სის" ლე­გენ­და თე­მურ ქეც­ბა­ია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ევ­რო­პის მას­შტა­ბით გა­ი­ტა­ნა. ის 1992 წელს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­დან" კვიპ­რო­სულ "ანორ­თო­სის­ში" გა­და­ვი­და, სა­დაც კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 3-ჯერ დაბ­რუნ­და (ერთხელ ფეხ­ბურ­თე­ლის რან­გში, ორ­ჯერ კი მწვრთნე­ლის სტა­ტუ­სით).

შემ­დეგ იყო სა­ბერ­ძნე­თი, რა­საც ქეც­ბა­ი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი ეპო­ქა მოჰ­ყვა.

თე­მურ ქეც­ბა­ია 1997 წელს "ნი­უ­კას­ლის" მო­თა­მა­შე გახ­და და ამ გუნ­დის ის­ტო­რი­ა­ში სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი ოქ­როს ასო­ე­ბით ამოტვიფ­რა…

ხორ­ვა­ტი­ულ "ზაგ­რებ­თან" თე­მურ ქეც­ბა­ი­ამ გოლი მატ­ჩის და­მა­ტე­ბუ­ლი დრო­ის უკა­ნას­კნელ წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა და "ნი­უ­კას­ლი" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

თე­მურ­მა გა­ტა­ნი­ლი გოლი მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ტემ­პე­რა­მენ­ტით აღ­ნიშ­ნა.

შოთა არ­ვე­ლა­ძე ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი ვარ­სკვლა­ვია. ის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რია 61 მატჩში გა­ტა­ნი­ლი 26 გო­ლით.

შო­თას კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს", თურ­ქუ­ლი "ტრაბ­ზონ­სპო­რის", ჰო­ლან­დი­უ­რი "აიაქ­სი­სა" და "ალკ­მა­ა­რის", შოტ­ლან­დი­უ­რი "რე­ინ­ჯერ­სი­სა" და ეს­პა­ნუ­რი "ლე­ვან­ტეს" რი­გებ­ში უთა­მა­შია და არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გოლი გა­უ­ტა­ნია, თუმ­ცა ამ სტა­ტი­ა­ში მის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ გოლს გა­მო­ვარ­ჩევთ.

მატ­ჩის 23-ე წუთ­ზე შოთა არ­ვე­ლა­ძეს ულა­მა­ზე­სი გოლი გა­აქვს. მკერ­დით იღებს, მე­ტო­ქის მცველს ელე­გან­ტუ­რად მარ­ჯვე­ნა ფე­ხით თავ­ზე უგ­დებს და მარ­ცხე­ნით ყუმ­ბა­რი­სე­ბუ­რად ურტყამს. მე­კა­რეს შან­სი არ აქვს, ბურ­თი ხა­რი­ხას ხვდე­ბა და მე­ტო­ქის კარ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

კახა კა­ლა­ძე ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ონ­თა ლიგა მო­ი­გო, თან ეს მან 2-ჯერ მო­ა­ხერ­ხა.

პო­ზი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ლა­ძეს არას­დროს ევა­ლე­ბო­და გო­ლის გა­ტა­ნა, მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია კა­რის მშრა­ლად შე­ნახ­ვა იყო, რა­საც თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად არ­თმევ­და. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით გა­ა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა კა­პი­ტან­მა 9 წელი იმ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კლუბ­ში.

იტა­ლი­ის სე­რია A-ს დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი 5 ტური იყო. გა­თა­მა­შე­ბას მი­ლა­ნის "ინ­ტე­რი" ლი­დე­რობ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემ­პი­ო­ნო­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჰქონ­და.

"მი­ლა­ნი" კი ოთხე­უ­ლის­თვის იბ­რძო­და და აღ­ნიშ­ნულ მატჩში გა­მარ­ჯვე­ბა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და, ამას კი ისიც ემა­ტე­ბო­და, რომ ეს კლუ­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მო­სის­ხლე მტრე­ბად ით­ვლე­ბი­ან. ისი­ნი არა მარ­ტო ერთ ქა­ლაქს წარ­მო­ად­გე­ნენ, არა­მედ არე­ნაც სა­ერ­თო აქვთ.

კახა კა­ლა­ძემ მთა­ვა­რი მე­ტო­ქის წი­ნა­აღ­მდეგ მატ­ჩის ერ­თა­დერ­თი გოლი 70-ე წუთ­ზე კლა­რენს ზე­ე­დორ­ფის პა­სით გა­ი­ტა­ნა.

სა­ჯა­რი­მო­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი ბურ­თი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სუ­ლი ქარ­თვე­ლის­კენ წა­ვი­და, რო­მელ­მაც ბურ­თი მკერ­დით და­ა­მუ­შა­ვა და მარ­ცხე­ნა ფე­ხით ჟუ­ლიო სე­ზა­რის კარ­ში გა­დაგ­ზავ­ნა.

"კა­ლა­ძე, კა­ლა­ძე" - სკან­დი­რებ­და ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გვარს ად­გი­ლობ­რი­ვი კო­მენ­ტა­ტო­რი.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი, არა­მედ გერ­მა­ნუ­ლი ბუნ­დეს­ლი­გის ლე­გენ­და­დაც მი­ვიჩ­ნი­ოთ.

ქარ­თვე­ლი პირ­ველ ად­გილს იყოფს ბრა­ზი­ლი­ელ ზე რო­ბერ­ტოს­თან ერ­თად იმ უცხო­ელ ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის, ვი­საც გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ლი­გა­ში ყვე­ლა­ზე მეტი შეხ­ვედ­რა აქვს გა­მარ­თუ­ლი.

კო­ბი­აშ­ვი­ლი მთა­ვარ ლი­გა­ში 336-ჯერ გა­ვი­და მო­ე­დან­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­რი­ე­რის დიდი ნა­წი­ლი მარ­ცხე­ნა მცვე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ა­ტა­რა, მას საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გო­ლე­ბი მა­ინც გა­ტა­ნი­ლი აქვს.

ის ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, ვინც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე ჰეთ-თრი­კის შეს­რუ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ეს მან პსვ-სთან მატჩში შეძ­ლო.

ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა ულა­მა­ზე­სი გოლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რეს, ოლი­ვერ კანს გა­უ­ტა­ნა და "შალ­კე" 2:0 და­ა­წი­ნა­უ­რა.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მე­ტო­ქის კარი სა­ჯა­რი­მოს გა­რე­დან მარ­ცხე­ნა ფე­ხით უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმით აიღო. ოლი­ვერ კანს შან­სიც არ ჰქო­ნია.

ქარ­თვე­ლე­ბი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­შიც და მას შემ­დე­გაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ სა­ფეხ­ბურ­თო ნი­ჭი­თა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბით.

ამ მხრივ კი ნამ­დვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე, რომ­ლის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი იყო.

გი­ორ­გიმ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­რი­ო­დი გა­ა­ტა­რა "მან­ჩეს­ტერ სი­ტი­ში", რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თის გრან­დად ით­ვლე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კლუბ­ში ბოლო წლებ­ში უამ­რავ­მა ვარ­სკვლავ­მა ითა­მა­შა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გუ­ლებ­ში ქარ­თვე­ლი მა­ინც მთა­ვარ ლე­გენ­დად დარ­ჩა.

გი­ორ­გი ქინ­ქლა­ძე ბურთს მო­ედ­ნის ცენ­ტრთან ახ­ლოს იღებს, მე­ტო­ქის კა­რის­კენ მი­ი­წევს, გზად რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თელს უმარ­ტი­ვე­სად იშო­რებს და მე­კა­რეს ბურთს თავ­ზე უგ­დებს.

ეს მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ლა­მა­ზი გო­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა კლუ­ბის სა­ხე­ლით გა­ი­ტა­ნეს.

იმის­თვის, რომ ქარ­თვე­ლებ­მა მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლონ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გო­ლე­ბის გა­ტა­ნა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მეტი ბავ­შვი ჩა­ერ­თოს სპორ­ტის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­ხე­ო­ბა­ში.

ბავ­შვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რდა "ვი­თი­ბი ბან­კის" ფე­დე­რა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ სხვა მრა­ვალ აქ­ტი­ვო­ბას­თან ერ­თად "ვი­თი­ბი ბან­კი" ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბავ­შვო ტურ­ნი­რის - "ვი­ტა­ლი და­რა­სე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის თა­სი­სა" და თბი­ლი­სის ბავ­შვთა სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დე­ბის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მხარ­დამ­ჭე­რი და დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლია.

"ვი­თი­ბი ბან­კის" მიერ ბავ­შვთა სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რე­ბი­სა და ზო­გა­დად, ფეხ­ბურ­თის მხარ­და­ჭე­რა აუ­ცი­ლებ­ლად შე­უ­წყობს ხელს იმას, რომ მო­მა­ვალ­ში ქარ­თველ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა მათი საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი უმაღ­ლე­სი დო­ნის კლუ­ბებ­ში იხი­ლონ.

წამ­ყვა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვთა ფეხ­ბურთში ინ­ვეს­ტი­ცია ხელს უწყობს მო­მა­ვალ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას - "ვი­თი­ბი ბან­კი" კი ამ მხრივ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველო ევროპას გააცნეს

ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველო ევროპას გააცნეს

ქართულ საკლუბო ფეხბურთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაღმასვლის ხანა დაუდგა, ეს კი სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, იმითაც იყო გამოწვეული, რომ უამრავი პრობლემის ფონზე ფეხბურთისთვის არავის ეცალა. თუმცა, მანამდე იყო აღმასვლა, ბევრი ჯილდო და დიდი აღიარებაც.

ბოლო პერიოდში ქართულმა ფეხბურთმა ისევ დაიწყო განვითარება, ამაში კი ფეხბურთელებთან ერთად პარტნიორ კომპანიებსაც დიდი წვლილი მიუძღვით. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია "ვითიბი ბანკის" როლი, რომელიც თავისი აქტივობებით მუდმივად ცდილობს, ქართული ფეხბურთი ძველებურ სიმაღლეზე დააბრუნოს.

1992 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას და უეფას წევრი გახდა და ინტერნაციონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება მიიღო.

ყიფიანის, ჩივაძის, ხურცილავას, მესხის და მეტრეველის ეპოქა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად დასრულდა და დაიწყო ახალი, დამოუკიდებლობის შემდგომი ერა, სადაც მთავარ ვარსკვლავებად თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახა კალაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი და სხვები მოგვევლინნენ.

მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ფონის გადასაფარად აუცილებელი იყო, მსოფლიოს ეღიარებინა საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ საქმეში ფეხბურთმა ძალიან დიდი როლი ითამაშა.

საბჭოთა კავშირის საზღვრებში ჩაკეტილმა ფეხბურთელებმა ნელ-ნელა ევროპაში მოღვაწეობა დაიწყეს და საკუთარი ქვეყნის სახელი მრავალჯერ გააჟღერეს ევროტურნირებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის ლიგებში…

"ანორთოსისის" ლეგენდა თემურ ქეცბაია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს სახელი ევროპის მასშტაბით გაიტანა. ის 1992 წელს თბილისის "დინამოდან" კვიპროსულ "ანორთოსისში" გადავიდა, სადაც კარიერის განმავლობაში 3-ჯერ დაბრუნდა (ერთხელ ფეხბურთელის რანგში, ორჯერ კი მწვრთნელის სტატუსით).

შემდეგ იყო საბერძნეთი, რასაც ქეცბაიას ბრიტანული ეპოქა მოჰყვა.

თემურ ქეცბაია 1997 წელს "ნიუკასლის" მოთამაშე გახდა და ამ გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ამოტვიფრა…

ხორვატიულ "ზაგრებთან" თემურ ქეცბაიამ გოლი მატჩის დამატებული დროის უკანასკნელ წუთზე გაიტანა და "ნიუკასლი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

თემურმა გატანილი გოლი მისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით აღნიშნა.

შოთა არველაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 61 მატჩში გატანილი 26 გოლით.

შოთას კარიერის განმავლობაში თბილისის "დინამოს", თურქული "ტრაბზონსპორის", ჰოლანდიური "აიაქსისა" და "ალკმაარის", შოტლანდიური "რეინჯერსისა" და ესპანური "ლევანტეს" რიგებში უთამაშია და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, თუმცა ამ სტატიაში მის ყველაზე ლამაზ გოლს გამოვარჩევთ.

მატჩის 23-ე წუთზე შოთა არველაძეს ულამაზესი გოლი გააქვს. მკერდით იღებს, მეტოქის მცველს ელეგანტურად მარჯვენა ფეხით თავზე უგდებს და მარცხენით ყუმბარისებურად ურტყამს. მეკარეს შანსი არ აქვს, ბურთი ხარიხას ხვდება და მეტოქის კარში აღმოჩნდება.

კახა კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ეს მან 2-ჯერ მოახერხა.

პოზიციიდან გამომდინარე, კალაძეს არასდროს ევალებოდა გოლის გატანა, მისი მთავარი ფუნქცია კარის მშრალად შენახვა იყო, რასაც თავს შესანიშნავად ართმევდა. სწორედ ამ მიზეზით გაატარა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 9 წელი იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში.

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე დარჩენილი 5 ტური იყო. გათამაშებას მილანის "ინტერი" ლიდერობდა და ფაქტობრივად, ჩემპიონობა უკვე გაფორმებული ჰქონდა.

"მილანი" კი ოთხეულისთვის იბრძოდა და აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, ამას კი ისიც ემატებოდა, რომ ეს კლუბები ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ითვლებიან. ისინი არა მარტო ერთ ქალაქს წარმოადგენენ, არამედ არენაც საერთო აქვთ.

კახა კალაძემ მთავარი მეტოქის წინააღმდეგ მატჩის ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე კლარენს ზეედორფის პასით გაიტანა.

საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი, მოულოდნელად, თავდამსხმელების დასახმარებლად ჩასული ქართველისკენ წავიდა, რომელმაც ბურთი მკერდით დაამუშავა და მარცხენა ფეხით ჟულიო სეზარის კარში გადაგზავნა.

"კალაძე, კალაძე" - სკანდირებდა ქართველი ფეხბურთელის გვარს ადგილობრივი კომენტატორი.

ლევან კობიაშვილი თამამად შეგვიძლია არა მარტო ქართული, არამედ გერმანული ბუნდესლიგის ლეგენდადაც მივიჩნიოთ.

ქართველი პირველ ადგილს იყოფს ბრაზილიელ ზე რობერტოსთან ერთად იმ უცხოელ ფეხბურთელებს შორის, ვისაც გერმანიის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული.

კობიაშვილი მთავარ ლიგაში 336-ჯერ გავიდა მოედანზე.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დიდი ნაწილი მარცხენა მცველის პოზიციაზე გაატარა, მას საკლუბო კარიერაში მნიშვნელოვანი გოლები მაინც გატანილი აქვს.

ის ერთადერთი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. ეს მან პსვ-სთან მატჩში შეძლო.

ლევან კობიაშვილმა ულამაზესი გოლი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ოლივერ კანს გაუტანა და "შალკე" 2:0 დააწინაურა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი საჯარიმოს გარედან მარცხენა ფეხით უძლიერესი დარტყმით აიღო. ოლივერ კანს შანსიც არ ჰქონია.

ქართველები საბჭოთა კავშირის პერიოდშიც და მას შემდეგაც გამოირჩეოდნენ საფეხბურთო ნიჭითა და ინდივიდუალური ოსტატობით.

ამ მხრივ კი ნამდვილად გამორჩეული იყო გიორგი ქინქლაძე, რომლის მთავარი პრობლემა ქართული ხასიათი იყო.

გიორგიმ შესანიშნავი პერიოდი გაატარა "მანჩესტერ სიტიში", რომელიც თანამედროვე ფეხბურთის გრანდად ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბში ბოლო წლებში უამრავმა ვარსკვლავმა ითამაშა, გულშემატკივრების გულებში ქართველი მაინც მთავარ ლეგენდად დარჩა.

გიორგი ქინქლაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს იღებს, მეტოქის კარისკენ მიიწევს, გზად რამდენიმე ფეხბურთელს უმარტივესად იშორებს და მეკარეს ბურთს თავზე უგდებს.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლებისა, რომლებიც ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლუბის სახელით გაიტანეს.

იმისთვის, რომ ქართველებმა მომავალშიც გააგრძელონ მნიშვნელოვანი გოლების გატანა, აუცილებელია, მეტი ბავშვი ჩაერთოს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში.

ბავშვების ჩართულობის გაზრდა "ვითიბი ბანკის" ფედერაციასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სწორედ ამიტომ სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად "ვითიბი ბანკი" ორი მნიშვნელოვანი საბავშვო ტურნირის - "ვიტალი დარასელიას სახელობის თასისა" და თბილისის ბავშვთა საფეხბურთო გუნდების ჩემპიონატის მხარდამჭერი და დამფინანსებელია.

"ვითიბი ბანკის" მიერ ბავშვთა საფეხბურთო ტურნირებისა და ზოგადად, ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად შეუწყობს ხელს იმას, რომ მომავალში ქართველმა გულშემატკივრებმა მათი საყვარელი ფეხბურთელები უმაღლესი დონის კლუბებში იხილონ.

წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიცია ხელს უწყობს მომავალში წარმატებული მოთამაშეების ჩამოყალიბებას - "ვითიბი ბანკი" კი ამ მხრივ ქართული ფეხბურთის მთავარი პარტნიორია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი