პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში
ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში

ტო­კი­ო­ში, სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში „Terrada Warehouse” პრო­ექ­ტის „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ფარ­გლებ­ში, რი­გით მე­ო­რე გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტმა, რო­მე­ლიც ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ათა­სო­ბით ია­პო­ნელ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს უმას­პინ­ძლა.

პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო − ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, მეღ­ვი­ნე­ო­ბა, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა − ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია. ამ იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მი­აც. ამი­ტომ, პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლო“ ქარ­თუ­ლი სუფ­რის, რო­გორც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლის, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

რო­გორც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი, ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ტყე­მა­ლა­ძე გან­მარ­ტავს, სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და კულ­ტუ­რის, ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და „ქარ­თუ­ლი სუფ­რი­სა“ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და.

ერთ-ერთი ასე­თი, „გა­კუ­ში­კა­ი­კან­ში“ გა­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი ღვი­ნო ქარ­თულ და ფრან­გუ­ლი კერ­ძებ­თან ერ­თად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. „გა­კუ­ში­კა­ი­კა­ნი“ 1928 წელს შექ­მნი­ლი შვი­დი მსხვი­ლი ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ტო­კი­ოს, ჰო­კა­ი­დოს, ტოჰო­კუს, ნა­გო­ი­ას, კი­ო­ტოს, ოსა­კას, კი­უ­შუს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის) გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა. ქარ­თუ­ლი და ფრან­გუ­ლი კერ­ძე­ბი კი გა­კუ­ში­კა­ი­კა­ნის დი­რექ­ტორ­მა და მთა­ვარ­მა შეფ-მზა­რე­ულ­მა, მა­სა­რუ ოსა­კამ და ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მზა­რე­ულ­მა, თე­კუ­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ მო­ამ­ზა­დეს.

პრო­ექტ „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოს“ ფარ­გლებ­ში, ტო­კი­ო­ში ასე­ვე გა­ი­მარ­თა „ქარ­თუ­ლი სუფ­რის მას­ტერკლა­სი“, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ტო­რი და თა­მა­დაც მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე იყო.

„ამ პრო­ექ­ტში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ტონ ზურა ქა­რუ­მი­ძის ჩარ­თუ­ლო­ბა. საკ­მა­ოდ რთუ­ლია რო­დე­საც ასე­თი სა­პა­ტიო მი­სია გაქვს: უცხო­ე­ლებს ვინც სა­ერ­თოდ არ იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი, ერთ ან ორ სა­ათ­ში მო­უყ­ვე მისი ის­ტო­რი­ის ადათ- წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ, სუფ­რი­სა და ღვი­ნის სმის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ და თა­ნაც ისე რომ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ტა­ცე­ბა და­იმ­სა­ხუ­რო“. - გან­მარ­ტავს და­ვით ტყე­მა­ლა­ძე.

აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ია­პო­ნი­ა­ში სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტე­ბიც ტო­ჩი­ნო­ში­ნი (ლე­ვან გორ­გა­ძე) და გა­გა­მა­რუ (თე­ი­მუ­რაზ ჯუ­ღე­ლი), რომ­ლე­ბიც ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ელ­ჩე­ბი არი­ან.

გა­მო­ფე­ნის და­ხურ­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც ქარ­თუ­ლი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ით გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ია­პო­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე, ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სუ­მო­ის­ტი ტო­ჩი­ნო­ში­ნი უძღვე­ბო­და. სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე ქარ­თუ­ლი მრა­ვალ­ხმი­ა­ნი სიმ­ღე­რის რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­მუ­ში ია­პო­ნუ­რი ან­სამ­ბლის „ია­მა­სი­რო გუ­მის“ მომ­ღერ­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უცხო­ელ აუ­დი­ტო­რი­ას შეფ-მზა­რე­უ­ლებ­მა თე­კუ­ნა გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, ნუკ­რი ეზი­ეშ­ვილ­მა, ლაშა კენ­ჭა­ძემ და თამ­თა კი­კა­ლე­იშ­ვილ­მა წა­რუდ­გი­ნეს.

„პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის ქარ­თუ­ლი სუფ­რი­სა ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ღვი­ნის კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბა იყო. ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის რეკ­ლა­მი­რე­ბა ჩვენ პრო­ექ­ტში აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რაც ამ პრო­ექტს და­მა­ტე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. შე­სა­ბა­მი­სად ია­პო­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ არა ერთი წიგ­ნი და სტა­ტია იწე­რე­ბა“ - აღ­ნიშ­ნავს და­ვით ტყე­მა­ლა­ძე.

პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო – ღვი­ნის სამ­შობ­ლო“, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და ასო­ცი­ა­ცია „ქარ­თუ­ლი ღვი­ნო“, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის „საქპა­ტენ­ტის“, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის და ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის მხარ­და­ჭე­რით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

პრო­ექ­ტი პირ­ვე­ლად 2017 წელს საფ­რან­გეთ­ში, ღვი­ნის მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლაქ­ში, ბორ­დო­ში გა­ი­მარ­თა და იმ მეც­ნი­ე­რულ კვლე­ვას მი­ე­ძღვნა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ „სა­ქარ­თვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოდ“ აღი­ა­რა.

ავტორი:

ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში

ქართული ღვინო და გასტრონომია იაპონიაში

ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse” პროექტის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ფარგლებში, რიგით მეორე გამოფენა გაიმართა. პროექტმა, რომელიც ორი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა, ათასობით იაპონელ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

პროექტი „საქართველო − ღვინის სამშობლო“ მსოფლიოში საქართველოს, ქართული ღვინისა და უნიკალური კულტურისა წარმოჩენას ემსახურება. ქართული ღვინო, მეღვინეობა, მევენახეობა − ქართული იდენტობის ნაწილია. ამ იდენტობის ნაწილია ქართული სუფრა და ქართული გასტრონომიაც. ამიტომ, პროექტი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ქართული სუფრის, როგორც უმნიშვნელოვანესი კულტურის ნაწილის, პოპულარიზაციას ემსახურება.

როგორც აღნიშნული პროექტის მენეჯერი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე განმარტავს, საქართველოს უნიკალური ტრადიციებისა და კულტურის, ქართული ღვინისა და „ქართული სუფრისა“ პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა.

ერთ-ერთი ასეთი, „გაკუშიკაიკანში“ გამართული ღონისძიება იყო, რომელზეც ქართული ღვინო ქართულ და ფრანგული კერძებთან ერთად იყო წარმოდგენილი. „გაკუშიკაიკანი“ 1928 წელს შექმნილი შვიდი მსხვილი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტების) გაერთიანებაა. ქართული და ფრანგული კერძები კი გაკუშიკაიკანის დირექტორმა და მთავარმა შეფ-მზარეულმა, მასარუ ოსაკამ და ცნობილმა ქართველმა მზარეულმა, თეკუნა გაჩეჩილაძემ მოამზადეს.

პროექტ „საქართველო ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში, ტოკიოში ასევე გაიმართა „ქართული სუფრის მასტერკლასი“, რომლის პრეზენტატორი და თამადაც მწერალი ზურაბ ქარუმიძე იყო.

„ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ ზურა ქარუმიძის ჩართულობა. საკმაოდ რთულია როდესაც ასეთი საპატიო მისია გაქვს: უცხოელებს ვინც საერთოდ არ იციან საქართველოს შესახებ არაფერი, ერთ ან ორ საათში მოუყვე მისი ისტორიის ადათ- წესებისა და ტრადიციის შესახებ, სუფრისა და ღვინის სმის კულტურის შესახებ და თანაც ისე რომ დამსწრე საზოგადოების აღტაცება დაიმსახურო“. - განმარტავს დავით ტყემალაძე.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიაში სახელგანთქმული ქართველი სუმოისტებიც ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომლებიც იაპონიაში საქართველოს ჯერჯერობით არაოფიციალური ელჩები არიან.

გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც ქართული სუფრის ტრადიციით გაიმართა, რომელსაც იაპონიაში მოღვაწე, იაპონიის იმპერატორის თასის მფლობელი ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი უძღვებოდა. საზეიმო მიღებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში იაპონური ანსამბლის „იამასირო გუმის“ მომღერლებმა შეასრულეს.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, ქართული სამზარეულო უცხოელ აუდიტორიას შეფ-მზარეულებმა თეკუნა გაჩეჩილაძემ, ნუკრი ეზიეშვილმა, ლაშა კენჭაძემ და თამთა კიკალეიშვილმა წარუდგინეს.

„პროექტის მიზანი იაპონელებისთვის ქართული სუფრისა ტრადიციებისა და ღვინის კულტურის გაცნობა იყო. ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის რეკლამირება ჩვენ პროექტში აუცილებელი კომპონენტია, რაც ამ პროექტს დამატებით საინტერესოს ხდის. შესაბამისად იაპონიაში ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ არა ერთი წიგნი და სტატია იწერება“ - აღნიშნავს დავით ტყემალაძე.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

პროექტი პირველად 2017 წელს საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და იმ მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი