მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თორი - ღირსებისა და სიმამაცის სიმბოლო
თორი - ღირსებისა და სიმამაცის სიმბოლო

მო­ქუფ­რუ­ლი ცი­დან ტი­ტე­ბი­ვით მოკ­რე­ფი­ლი, კო­ნად შეკ­რუ­ლი ჭექა-ქუ­ხი­ლის თა­ი­გუ­ლით ხელ­ში შე­ა­ბი­ჯა თორ­მა სი­ფის ოთახ­ში… ჟღა­ლი წვე­რი­დან იოდ­მან­გა­დუ­მის, მიდ­გარ­დის გვე­ლის, გეს­ლი უწ­ვე­თავ­და და სევ­და­ნა­რე­ვი ღი­მი­ლით შეჰ­ყუ­რებ­და თა­ვის ღვთა­ე­ბა­სა და ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს… თორი სიმ­ბო­ლოა ღირ­სე­ბი­სა და სი­მა­მა­ცის, მას­შია სუბ­ლი­მი­რე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბი, თორი ის ღმერ­თია, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბას არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბია, მაგ­რამ მიდ­გარ­დის მცვე­ლი მა­ინც და­უ­ღა­ლა­ვად იცავს ადა­მი­ან­თა მოდ­გმას… კა­ცობ­რი­ო­ბი­ო­ბის და­სა­ცა­ვად ქა­ლად გა­დაც­მუ­ლიც შე­პა­რუ­ლა იო­ტუ­ნებ­თან, რო­მელ­თა მე­ფე­მაც მი­ოლ­ნი­რი მო­ი­პა­რა და პო­სე­ი­დო­ნის სამ­ყო­ფელ­ში, ზღვის უსას­რუ­ლო­ბა­შიც და­კარ­გუ­ლა იოდ­მან­გა­დუ­მის მო­სა­ძებ­ნად, ას­გარ­დე­ლი ჯუ­ჯე­ბის ნა­ჭე­დი ურო­თი ხელ­ში და­უ­მარ­ცხე­ბია სი­ბო­რო­ტე... ორი დი­ა­ლექ­ტი­კუ­რი პო­ლუ­სი­დან, ის ყო­ველ­თვის სი­კე­თის მხა­რეს იბ­რძო­და და ალ­ბათ ვი­კინ­გე­ბიც ამი­ტომ შეჰნატ­როდ­ნენ მას­თან ერ­თად ვალ­ჰა­ლა­ში ლუ­დის და­ლე­ვას…

თო­რის მი­თო­ლო­გი­უ­რი პერ­სო­ნა­ჟი კო­მიქ­სებ­შიც მე­ტა­მორ­ფოზ­და… მარ­თა­ლია, ოდ­ნავ შეც­ვლი­ლი ვი­ზუ­ა­ლით, მაგ­რამ მისი იდეა და სიმ­ბო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სახე უც­ვლე­ლად გად­მო­ი­ტა­ნა სტენ ლიმ. “უსას­რუ­ლო­ბის ომში” გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფრა­ზა თო­რის პერ­სო­ნა­ჟის ფუნ­და­მენ­ტურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე უს­ვამს ხაზს, ის კა­ცის იდე­ა­ლუ­რი სა­ხეა და პლა­ტო­ნის იდე­ა­თა სამ­ყა­რო­შიც, ალ­ბათ, კაცი თო­რის პრო­ტო­ტი­პი იქ­ნე­ბო­და… ამ ღმერ­თის კო­მიქს-დე­ბი­უ­ტი 1962 წელს შედ­გა, როცა ის კო­მიქსში “მოგ­ზა­უ­რო­ბა მის­ტე­რი­ა­ში” გა­მოჩ­ნდა. თო­რის პერ­სო­ნა­ჟის მე­ტა­მორ­ფო­ზი­რე­ბის ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია ათწლე­უ­ლებს ით­ვლის, სა­ბო­ლო­ოდ კი ჩვენ მი­ვი­ღეთ ზუს­ტად ისე­თი თორი, რო­გო­რიც მი­თო­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ან­საც კი მო­ე­წო­ნე­ბო­და, რო­მელ­საც თორი მხო­ლოდ გო­ნე­ბა­ში ჰყავ­და და­ხა­ტუ­ლი… ღირ­სე­ბის იდეა საგ­ნობ­რი­ო­ბა­შია მოქ­ცე­უ­ლი და ერ­თა­დერ­თი, ვი­საც მა­ტე­რი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ღირ­სე­ბის ხელ­ში აწე­ვა შე­უძ­ლია - თო­რია…

კო­მიქ­სე­ბის ფურ­ცლე­ბი­დან კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ეკ­რა­ნებ­ზეც გა­და­ვი­და ოდი­ნის ვაჟი და მემ­კვიდ­რე და გა­და­ვი­და ისე, რომ მარ­ვე­ლის კო­მიქს-სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. დაჯ­და მე­ფე­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ტახ­ტზე და იმე­დი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით აავ­სო მა­ყუ­რე­ბე­ლი. 2011 წლი­დან გვაქვს მისი ხილ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა და იმე­დია მო­მა­ვალ­შიც არ და­ი­ვი­წყე­ბენ ამ სა­პა­ტიო პერ­სო­ნაჟს… მი­თო­ლო­გი­ურ და კო­მიქ­სე­ბის სამ­ყა­როს თორს შო­რის არის გან­სხვა­ვე­ბე­ბი, თუმ­ცა თორი იდე­აა, იდეა კი უკ­ვდა­ვია… ას­გარ­დის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, დი­დე­ბი­თა და პა­ტი­ვით მი­ა­ბი­ჯებს თორი წი­სარ­ტყე­ლის­ფერ ხიდ­ზე და დე­და­მი­წა­ზე და­ტო­ვე­ბულ სიყ­ვა­რულს იხ­სე­ნებს, რო­მელ­საც პი­რო­ბა მის­ცა რომ აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბო­და...

31 მა­ისს „მარ­ვე­ლის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი“ „მარ­ვე­ლის“ სუ­პერ­გმი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის შევ­სე­ბას უკვე თო­რის ფი­გუ­რი­თა და ის­ტო­რი­ით, ე.წ. storytellers-ით შეძ­ლე­ბენ.

3 მა­ი­სი­დან, „მარ­ვე­ლის“ სუ­პერ­გმი­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­ლექ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ ახა­ლი პრო­ექ­ტი „მარ­ვე­ლის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი 12 სუ­პერ­გმი­რის სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რის ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ცე­მას გუ­ლის­ხმობს. წიგ­ნი-ჟურ­ნა­ლი მო­ი­ცავს სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და ძი­რი­თად ის­ტო­რი­ებს თი­თო­ე­უ­ლი სუ­პერ­გმი­რის შე­სა­ხებ, ესე­ნია: ადა­მი­ა­ნი-ობო­ბა; რკი­ნის კაცი; თორი; კა­პი­ტა­ნი ამე­რი­კა; დედ­პუ­ლი; შავი პან­ტე­რა და სხვა.

სა­კო­ლექ­ციო ფი­გუ­რა ის­ტო­რი­ას­თან ერ­თად გა­მო­ვა 2 კვი­რა­ში ერთხელ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სუ­პერ­გმი­რე­ბის გა­მო­წე­რაც.

2 ივ­ნისს 14:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა „მარ­ვე­ლის“ „ქოსფლეი“, სა­დაც ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი „ქოსფლე­ის“ ავ­ტორს გა­და­ე­ცე­მა „მარ­ვე­ლის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სუ­პერ­გმი­რე­ბის სრუ­ლი კო­ლექ­ცია ე.წ. storytellers-თან და ჰალ­კის ფი­გუ­რას­თან ერ­თად.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ისა­უბ­რე­ბენ „მარ­ვე­ლის“ გმი­რებ­სა და ან­ტიგ­მი­რებ­ზე. იქ­ნე­ბა მუ­სი­კა და შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხის მო­ხატ­ვა.

ავტორი:

თორი - ღირსებისა და სიმამაცის სიმბოლო

თორი - ღირსებისა და სიმამაცის სიმბოლო

მოქუფრული ციდან ტიტებივით მოკრეფილი, კონად შეკრული ჭექა-ქუხილის თაიგულით ხელში შეაბიჯა თორმა სიფის ოთახში… ჟღალი წვერიდან იოდმანგადუმის, მიდგარდის გველის, გესლი უწვეთავდა და სევდანარევი ღიმილით შეჰყურებდა თავის ღვთაებასა და ერთადერთ სიყვარულს… თორი სიმბოლოა ღირსებისა და სიმამაცის, მასშია სუბლიმირებული იდეალები, თორი ის ღმერთია, რომელიც კაცობრიობას არ დაუმსახურებია, მაგრამ მიდგარდის მცველი მაინც დაუღალავად იცავს ადამიანთა მოდგმას… კაცობრიობიობის დასაცავად ქალად გადაცმულიც შეპარულა იოტუნებთან, რომელთა მეფემაც მიოლნირი მოიპარა და პოსეიდონის სამყოფელში, ზღვის უსასრულობაშიც დაკარგულა იოდმანგადუმის მოსაძებნად, ასგარდელი ჯუჯების ნაჭედი უროთი ხელში დაუმარცხებია სიბოროტე... ორი დიალექტიკური პოლუსიდან, ის ყოველთვის სიკეთის მხარეს იბრძოდა და ალბათ ვიკინგებიც ამიტომ შეჰნატროდნენ მასთან ერთად ვალჰალაში ლუდის დალევას…

თორის მითოლოგიური პერსონაჟი კომიქსებშიც მეტამორფოზდა… მართალია, ოდნავ შეცვლილი ვიზუალით, მაგრამ მისი იდეა და სიმბოლიზირებული სახე უცვლელად გადმოიტანა სტენ ლიმ. “უსასრულობის ომში” გაჟღერებული ფრაზა თორის პერსონაჟის ფუნდამენტურ მახასიათებლებზე უსვამს ხაზს, ის კაცის იდეალური სახეა და პლატონის იდეათა სამყაროშიც, ალბათ, კაცი თორის პროტოტიპი იქნებოდა… ამ ღმერთის კომიქს-დებიუტი 1962 წელს შედგა, როცა ის კომიქსში “მოგზაურობა მისტერიაში” გამოჩნდა. თორის პერსონაჟის მეტამორფოზირების ისტორიოგრაფია ათწლეულებს ითვლის, საბოლოოდ კი ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი თორი, როგორიც მითოსური აზროვნების ადამიანსაც კი მოეწონებოდა, რომელსაც თორი მხოლოდ გონებაში ჰყავდა დახატული… ღირსების იდეა საგნობრიობაშია მოქცეული და ერთადერთი, ვისაც მატერიალიზებული ღირსების ხელში აწევა შეუძლია - თორია…

კომიქსების ფურცლებიდან კინოთეატრების ეკრანებზეც გადავიდა ოდინის ვაჟი და მემკვიდრე და გადავიდა ისე, რომ მარველის კომიქს-სამყაროში ყველაზე საპატიო ადგილი დაიკავა. დაჯდა მეფეებისთვის განკუთვნილ ტახტზე და იმედითა და სიყვარულით აავსო მაყურებელი. 2011 წლიდან გვაქვს მისი ხილვის ბედნიერება და იმედია მომავალშიც არ დაივიწყებენ ამ საპატიო პერსონაჟს… მითოლოგიურ და კომიქსების სამყაროს თორს შორის არის განსხვავებები, თუმცა თორი იდეაა, იდეა კი უკვდავია… ასგარდისკენ მიმავალ გზაზე, დიდებითა და პატივით მიაბიჯებს თორი წისარტყელისფერ ხიდზე და დედამიწაზე დატოვებულ სიყვარულს იხსენებს, რომელსაც პირობა მისცა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა...

31 მაისს „მარველის მოყვარულები“ „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექციის შევსებას უკვე თორის ფიგურითა და ისტორიით, ე.წ. storytellers-ით შეძლებენ.

3 მაისიდან, „მარველის“ სუპერგმირების ოფიციალური კოლექცია საქართველოში ხელმისაწვდომი გახდა. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი „მარველის“ ოფიციალური 12 სუპერგმირის საკოლექციო ფიგურის ისტორიასთან ერთად გამოცემას გულისხმობს. წიგნი-ჟურნალი მოიცავს საინტერესო ფაქტებსა და ძირითად ისტორიებს თითოეული სუპერგმირის შესახებ, ესენია: ადამიანი-ობობა; რკინის კაცი; თორი; კაპიტანი ამერიკა; დედპული; შავი პანტერა და სხვა.

საკოლექციო ფიგურა ისტორიასთან ერთად გამოვა 2 კვირაში ერთხელ. შესაძლებელია სუპერგმირების გამოწერაც.

2 ივნისს 14:00 საათზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება „მარველის“ „ქოსფლეი“, სადაც ყველაზე ორიგინალური „ქოსფლეის“ ავტორს გადაეცემა „მარველის“ ოფიციალური სუპერგმირების სრული კოლექცია ე.წ. storytellers-თან და ჰალკის ფიგურასთან ერთად.

ღონისძიებაზე ისაუბრებენ „მარველის“ გმირებსა და ანტიგმირებზე. იქნება მუსიკა და შესაძლებელი იქნება სახის მოხატვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი