საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასაკრძალი კოსტიუმი, რომელიც 1500 დოლარი ღირს, გვამს "სოკოებად გადააქცევს"
დასაკრძალი კოსტიუმი, რომელიც 1500 დოლარი ღირს, გვამს "სოკოებად გადააქცევს"

სე­რი­ა­ლის Beverly Hills 90210 ვარ­სკვლა­ვი ლუკ პერი, რო­მე­ლიც მა­ის­ში ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, „სო­კოს კოს­ტი­უ­მით“ დაკ­რძა­ლეს, BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

სოფი პე­რიმ მა­მის ეკო­დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ და­წე­რა. მისი თქმით, კოს­ტი­უ­მი თა­ვად მსა­ხი­ობ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის გამო ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო.

„მამა ამ კოს­ტი­უ­მით და­იკ­რძა­ლა, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლი იყო,“ - წერს სოფი.

ლუკ პერი

„ეკო­სა­მო­სი“ დაკ­რძალ­ვის­თვის კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი კომ­პა­ნია Coeio-ს და­მა­არ­სე­ბელ­მა ჯეი რიმ ლიმ შექ­მნა. ავ­ტო­რის მტკი­ცე­ბით, მი­აგ­ნეს უკე­თეს გზას, სხე­უ­ლის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­ამ­ცი­რონ. ორ­გა­ნუ­ლი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მოს­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი სო­კოც. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ სოკო საფ­ლავ­ზე ამო­დის.

კომ­პა­ნია ამ­ბობს, რომ თი­თო­ე­უ­ლი კოს­ტი­უ­მის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ თითო ხეს დარ­გა­ვენ. სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მო­სის ფასი 1500 აშშ დო­ლა­რია და ამ­ზა­დე­ბენ რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ასე­ვე - ცხო­ვე­ლე­ბის­თვის. ვებგ­ვერ­დზე არ­ჩე­ვა­ნი 2 ფერ­სა და რამ­დე­ნი­მე ზო­მა­ში არის.

„ეს და­მეხ­მა­რე­ბა ფაქ­ტის გა­აზ­რე­ბა­ში, რომ ერთ დღეს გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ჩემი სხე­უ­ლი კი გა­იხ­რწნე­ბა. ასე­ვე, კოს­ტი­უ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­კუ­თარ თავს ტვირ­თად არ ვუ­ტო­ვებ პლა­ნე­ტას,“ - ამ­ბობს სა­მო­სის შემ­ქმნე­ლი.

ცხოვ­რე­ბის "ეკო­ლო­გი­უ­რი სტი­ლი" მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა „ეკო­გარ­დაც­ვა­ლე­ბა“ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ბევ­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„ეს არის შემ­ზა­რა­ვი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­დე­საც სო­კოს მომ­ზა­დე­ბას გა­და­წყვეტთ, ის შე­იძ­ლე­ბა გვა­მის­გან იყოს ნაკ­ვე­ბი,“ - წერს „ინ­სტაგ­რა­მის“ ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დასაკრძალი კოსტიუმი, რომელიც 1500 დოლარი ღირს, გვამს "სოკოებად გადააქცევს"

დასაკრძალი კოსტიუმი, რომელიც 1500 დოლარი ღირს, გვამს "სოკოებად გადააქცევს"

სერიალის Beverly Hills 90210 ვარსკვლავი ლუკ პერი, რომელიც მაისში ინფარქტის შედეგად გარდაიცვალა, „სოკოს კოსტიუმით“ დაკრძალეს, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მსახიობის ქალიშვილმა განაცხადა.

სოფი პერიმ მამის ეკოდაკრძალვის შესახებ „ინსტაგრამზე“ დაწერა. მისი თქმით, კოსტიუმი თავად მსახიობმა აღმოაჩინა და ამის გამო ძალიან გახარებული იყო.

„მამა ამ კოსტიუმით დაიკრძალა, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო სურვილი იყო,“ - წერს სოფი.

ლუკ პერი

„ეკოსამოსი“ დაკრძალვისთვის კალიფორნიული კომპანია Coeio-ს დამაარსებელმა ჯეი რიმ ლიმ შექმნა. ავტორის მტკიცებით, მიაგნეს უკეთეს გზას, სხეულის ტოქსიკური ნივთიერებები შეამცირონ. ორგანული მასალისგან დამზადებული სამოსში ჩატანებულია სპეციალურად გამოყვანილი სოკოც. დაკრძალვის შემდეგ სოკო საფლავზე ამოდის.

კომპანია ამბობს, რომ თითოეული კოსტიუმის გაყიდვის შემდეგ თითო ხეს დარგავენ. საიტზე აღნიშნულია, რომ სამოსის ფასი 1500 აშშ დოლარია და ამზადებენ როგორც ადამიანებისთვის, ასევე - ცხოველებისთვის. ვებგვერდზე არჩევანი 2 ფერსა და რამდენიმე ზომაში არის.

„ეს დამეხმარება ფაქტის გააზრებაში, რომ ერთ დღეს გარდავიცვლები, ჩემი სხეული კი გაიხრწნება. ასევე, კოსტიუმის საშუალებით საკუთარ თავს ტვირთად არ ვუტოვებ პლანეტას,“ - ამბობს სამოსის შემქმნელი.

ცხოვრების "ეკოლოგიური სტილი" მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, თუმცა „ეკოგარდაცვალება“ სოციალური მედიის ბევრი მომხმარებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„ეს არის შემზარავი და დამამცირებელი. წარმოიდგინეთ, როდესაც სოკოს მომზადებას გადაწყვეტთ, ის შეიძლება გვამისგან იყოს ნაკვები,“ - წერს „ინსტაგრამის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

15 თებერვლამდე ნალექი, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს