საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

18

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 სააღდგომო კერძი და რჩევები მათ მოსამზადებლად
3 სააღდგომო კერძი და რჩევები მათ მოსამზადებლად

ძა­ლი­ან მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დი­სი და­ი­წყე­ბა. ამ დღე­სას­წა­ულს ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი გუ­ლით ელი­ან და ხში­რად მთელ თა­ვი­ანთ დრო­სა და ენერ­გი­ას ახარ­ჯა­ვენ. ლა­მა­ზი გა­ფორ­მე­ბე­ბი, წით­ლად შე­ღე­ბი­ლი კვერ­ცხე­ბი, უგემ­რი­ე­ლე­სი პას­კა და ხას­ხა­სა მწვა­ნე ჯე­ჯი­ლი, ჩა­ქა­ფუ­ლი კი ბევ­რის­თვის აღ­დგო­მის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

პას­კა

პას­კის დამ­ზა­დე­ბა სა­აღ­დგო­მო სამ­ზა­დი­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხანგძლი­ვი პრო­ცე­სია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყვე­ლა ინ­გრე­დი­ენ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს. სა­ნამ ცო­მის მზა­დე­ბას შე­უდ­გე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ცე­რით ფქვი­ლი - ასე მას ჰა­ე­რი შე­ე­რე­ვა და ცო­მიც ფა­ფუ­კი იქ­ნე­ბა. თუ გსურთ, რომ ქიშ­მი­ში მთელ სი­მაღ­ლე­ზე გა­ნა­წილ­დეს, მა­შინ ცომ­ში ჩა­მა­ტე­ბამ­დე, ჩა­ყა­რეთ რა­ი­მე თას­ში და შე­უ­რი­ეთ 2 სუფ­რის კოვ­ზი ფქვი­ლი. პას­კის უფრო ყვი­თე­ლი შე­ფე­რი­ლო­ბის­თვის, კვერ­ცხის გუ­ლებს და­უ­მა­ტეთ ერთი კოვ­ზი მა­რი­ლი, ან წინა დღით ზაფ­რა­ნას და­ას­ხით ადუ­ღე­ბუ­ლი წყა­ლი და ერთი დღით გა­ა­ჩე­რეთ, შემ­დეგ ეს ნა­ზა­ვი და­უ­მა­ტეთ ცომ­ში.

ცომი პას­კის­თვის მი­ნი­მუმ 3-ჯერ უნდა ამო­ვი­დეს: პირ­ვე­ლად სა­ფუ­ა­რი­ა­ნი მასა ამო­დის, შემ­დეგ მო­ზე­ლი­ლი ცომი, ბო­ლოს კი - ფორ­მებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ცომი. 1 კგ-ზე ნაკ­ლე­ბი მა­სის კუ­ლი­ჩი ცხვე­ბა 30 წთ; 1 კგ-იანი - 45 წთ; 1, 5 კგ-იანი - 1 სთ, ხოლო 2 კგ-იანი - 1, 5 სთ.

ხა­რის­ხი­ა­ნი ფქვი­ლის, ქიშ­მი­შის, ცუ­კა­ტე­ბის და სხვა და­ნარ­ჩე­ნი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის ონ­ლა­ინ შე­ძე­ნა სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად ამ ლინკზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­აღ­დგო­მო დღე­სას­წა­უ­ლის­თვის მზა­დე­ბას დიდი დრო მი­აქვს, თუ პას­კის გა­კე­თე­ბას სახ­ლში ვერ ახერ­ხებთ, შე­გიძ­ლი­ათ ონ­ლა­ინ მისი შეკ­ვე­თა. Momitane.ge-ს კუ­რი­ე­რი კი მას სახ­ლში მო­გარ­თმევთ.

წი­თე­ლი კვერ­ცხი

აღ­დგო­მის სიმ­ბო­ლო წი­თე­ლი კვერ­ცხია. თუ გსურთ, რომ კარ­გი წი­თე­ლი ფერი მი­ი­ღოთ, დაგ­ჭირ­დე­ბათ ენ­დრო, ხახ­ვის ფურ­ცლე­ბი, 1 სუფ­რის კოვ­ზი მა­რი­ლი და ძმა­რი. ამ ნა­ზავს თუ სა­ღე­ბავ­საც და­უ­მა­ტებთ, მკვეთრ წი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას მი­ი­ღებთ.

თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი სხვა­დას­ხვაფ­რად შე­ღე­ბი­ლი კვერ­ცხია. უამ­რავ ოჯახ­ში კვერ­ცხს, პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბის სხვა­დას­ხვა შე­ფე­რი­ლო­ბას აძ­ლე­ვენ. ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა სა­ღე­ბა­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

შე­სა­ღე­ბად ძა­ლი­ან დიდი ზო­მის კვერ­ცხებს ნუ აირ­ჩევთ. სა­შუ­ა­ლო და ოდ­ნავ მომცრო კვერ­ცხს უფრო გამ­ძლე ნა­ჭუ­ჭი აქვს. შე­ღებ­ვამ­დე კვერ­ცხი მო­ა­თავ­სეთ ცივ წყალ­ში 6–7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე დას­კდო­მის რის­კი მცირ­დე­ბა. თუ ხარ­შვი­სას 1 სა­დი­ლის კოვზ მა­რილს ჩაყ­რით, კვერ­ცხე­ბის დას­კდო­მის შან­სი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა. მო­ხარ­შვის შემ­დეგ ქვა­ბი ცე­ცხლი­დან გად­მოდ­გით, მაგ­რამ კვერ­ცხს ნუ ამო­ი­ღებთ. კი­დევ 15-20 წუთი გა­ა­ჩე­რეთ და შემ­დეგ ამო­ი­ღეთ, გა­და­ავ­ლეთ ცივი წყა­ლი და ზე­თი­ა­ნი ბამ­ბით გა­აპ­რი­ა­ლეთ.

საღი კვერ­ცხი­სა და ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ღე­ბა­ვე­ბის სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­ძე­ნა, შე­გიძ­ლი­ათ MoMitane.ge-ის ონ­ლა­ინ სუ­პერ­მარ­კეტ­ში.

ჩა­ქა­ფუ­ლი

სა­აღ­დგო­მო სუფ­რის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ჩა­ქა­ფუ­ლია. ძა­ლი­ან ბევ­რი ამ კერძს გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს და ტრა­დი­ცი­უ­ლად ამ­ზა­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. ჩა­ქა­ფუ­ლის გა­კე­თე­ბა კი ად­ვი­ლი საქ­მე ნამ­დვი­ლად არაა, რად­გან ამ დროს უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო.

ჩა­ქა­ფუ­ლის დამ­სამ­ზა­დებ­ლად უმ­ჯო­ბე­სია მოზ­რდი­ლი ხბოს ან ბატ­კნის ხორ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა, უმე­ტე­სად ჩა­ქა­ფულს მა­ინც დე­კე­უ­ლის ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ძრო­ხის ხორ­ცით აკე­თე­ბენ. ჩა­ქა­ფუ­ლი ზო­მი­ე­რად ცხი­მი­ა­ნი და ძვლი­ა­ნი ხორ­ცით მზად­დე­ბა. თუ მა­ინც უცხი­მო ხორ­ცი არ­ჩი­ეთ, მომ­ზა­დე­ბი­სას კა­რა­ქი და­უ­მა­ტეთ.

ბევ­რი ცდი­ლობს, და­კონ­სერ­ვე­ბულ ტყე­მალს თავი აა­რი­დოს და ჩა­ქა­ფულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ცო­ცხა­ლი ტყე­მა­ლი გა­მო­ი­ყე­ნოს. ცო­ცხალს მარ­თლაც უკე­თე­სი არო­მა­ტი აქვს, მაგ­რამ უნდა შე­ა­მოწ­მოთ, კურ­კა გა­მაგ­რე­ბუ­ლი აქვს თუ არა. თუ კურ­კა ჯერ კი­დევ რბი­ლია, ხარ­შვი­სას ის გა­იხ­სნე­ბა და მისი მწა­რე გემო ჩა­ქა­ფულ­საც "უკბენს". ამას კი ისევ და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი ტყე­მა­ლი ჯო­ბია.

ჩა­ქა­ფუ­ლის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი ხორ­ცის, ღვი­ნის და სხვა ნე­ბის­მი­ე­რი ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბის შე­ძე­ნა უკვე სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი MoMitane.ge-ის ონ­ლა­ინ სუ­პერ­მარ­კეტ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

3 სააღდგომო კერძი და რჩევები მათ მოსამზადებლად

3 სააღდგომო კერძი და რჩევები მათ მოსამზადებლად

ძალიან მალე საქართველოში სააღდგომო სამზადისი დაიწყება. ამ დღესასწაულს ადამიანები მთელი გულით ელიან და ხშირად მთელ თავიანთ დროსა და ენერგიას ახარჯავენ. ლამაზი გაფორმებები, წითლად შეღებილი კვერცხები, უგემრიელესი პასკა და ხასხასა მწვანე ჯეჯილი, ჩაქაფული კი ბევრისთვის აღდგომის განუყოფელი ნაწილია.

პასკა

პასკის დამზადება სააღდგომო სამზადისის ერთ-ერთი ყველაზე ხანგძლივი პროცესია. აუცილებელია, რომ ყველა ინგრედიენტი მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს. სანამ ცომის მზადებას შეუდგებით, აუცილებლად გაცერით ფქვილი - ასე მას ჰაერი შეერევა და ცომიც ფაფუკი იქნება. თუ გსურთ, რომ ქიშმიში მთელ სიმაღლეზე განაწილდეს, მაშინ ცომში ჩამატებამდე, ჩაყარეთ რაიმე თასში და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. პასკის უფრო ყვითელი შეფერილობისთვის, კვერცხის გულებს დაუმატეთ ერთი კოვზი მარილი, ან წინა დღით ზაფრანას დაასხით ადუღებული წყალი და ერთი დღით გააჩერეთ, შემდეგ ეს ნაზავი დაუმატეთ ცომში.

ცომი პასკისთვის მინიმუმ 3-ჯერ უნდა ამოვიდეს: პირველად საფუარიანი მასა ამოდის, შემდეგ მოზელილი ცომი, ბოლოს კი - ფორმებში მოთავსებული ცომი. 1 კგ-ზე ნაკლები მასის კულიჩი ცხვება 30 წთ; 1 კგ-იანი - 45 წთ; 1, 5 კგ-იანი - 1 სთ, ხოლო 2 კგ-იანი - 1, 5 სთ.

ხარისხიანი ფქვილის, ქიშმიშის, ცუკატების და სხვა დანარჩენი ინგრედიენტების ონლაინ შეძენა სახლიდან გაუსვლელად ამ ლინკზეა შესაძლებელი.

სააღდგომო დღესასწაულისთვის მზადებას დიდი დრო მიაქვს, თუ პასკის გაკეთებას სახლში ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ონლაინ მისი შეკვეთა. Momitane.ge-ს კურიერი კი მას სახლში მოგართმევთ.

წითელი კვერცხი

აღდგომის სიმბოლო წითელი კვერცხია. თუ გსურთ, რომ კარგი წითელი ფერი მიიღოთ, დაგჭირდებათ ენდრო, ხახვის ფურცლები, 1 სუფრის კოვზი მარილი და ძმარი. ამ ნაზავს თუ საღებავსაც დაუმატებთ, მკვეთრ წითელ შეფერილობას მიიღებთ.

თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური სხვადასხვაფრად შეღებილი კვერცხია. უამრავ ოჯახში კვერცხს, პასტელური ფერების სხვადასხვა შეფერილობას აძლევენ. ამ შედეგის მიღწევა საღებავითაა შესაძლებელი.

შესაღებად ძალიან დიდი ზომის კვერცხებს ნუ აირჩევთ. საშუალო და ოდნავ მომცრო კვერცხს უფრო გამძლე ნაჭუჭი აქვს. შეღებვამდე კვერცხი მოათავსეთ ცივ წყალში 6–7 საათის განმავლობაში. ასე დასკდომის რისკი მცირდება. თუ ხარშვისას 1 სადილის კოვზ მარილს ჩაყრით, კვერცხების დასკდომის შანსი კიდევ უფრო შემცირდება. მოხარშვის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, მაგრამ კვერცხს ნუ ამოიღებთ. კიდევ 15-20 წუთი გააჩერეთ და შემდეგ ამოიღეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ზეთიანი ბამბით გააპრიალეთ.

საღი კვერცხისა და ხარისხიანი საღებავების სახლიდან გაუსვლელად შეძენა, შეგიძლიათ MoMitane.ge-ის ონლაინ სუპერმარკეტში.

ჩაქაფული

სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაქაფულია. ძალიან ბევრი ამ კერძს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და ტრადიციულად ამზადებს სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის. ჩაქაფულის გაკეთება კი ადვილი საქმე ნამდვილად არაა, რადგან ამ დროს უამრავი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

ჩაქაფულის დამსამზადებლად უმჯობესია მოზრდილი ხბოს ან ბატკნის ხორცის გამოყენება. თუმცა, უმეტესად ჩაქაფულს მაინც დეკეულის ან ჩვეულებრივი ძროხის ხორცით აკეთებენ. ჩაქაფული ზომიერად ცხიმიანი და ძვლიანი ხორცით მზადდება. თუ მაინც უცხიმო ხორცი არჩიეთ, მომზადებისას კარაქი დაუმატეთ.

ბევრი ცდილობს, დაკონსერვებულ ტყემალს თავი აარიდოს და ჩაქაფულში აუცილებლად ცოცხალი ტყემალი გამოიყენოს. ცოცხალს მართლაც უკეთესი არომატი აქვს, მაგრამ უნდა შეამოწმოთ, კურკა გამაგრებული აქვს თუ არა. თუ კურკა ჯერ კიდევ რბილია, ხარშვისას ის გაიხსნება და მისი მწარე გემო ჩაქაფულსაც "უკბენს". ამას კი ისევ დაკონსერვებული ტყემალი ჯობია.

ჩაქაფულისთვის ხარისხიანი ხორცის, ღვინის და სხვა ნებისმიერი ინგრედიენტების შეძენა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი MoMitane.ge-ის ონლაინ სუპერმარკეტში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის