სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის საქმეზე, შსს-მ ერთი პირი დააკავა
ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის საქმეზე, შსს-მ ერთი პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, შპს "ხი­მიჯ სერ­ვის 2"-ის დი­რექ­ტო­რი - 1957 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ო.ც. სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს.

მიმ­დი­ნა­რე წლის 31 მარტს შპს "ხი­მიჯ სერ­ვის 2"-ს მიერ მიერ თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის N5-ში მდე­ბა­რე ყო­ფი­ლი ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის შე­ნო­ბის სა­ძირ­კვლის გა­მაგ­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში, მი­წის მა­სის ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად, ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ფაქ­ტზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ შპს "ხი­მინჯ სერ­ვის 2"-ს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი მი­წის ვერ­ტი­კა­ლუ­რად გა­თხრის სა­მუ­შა­ო­ე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და მშე­ნებ­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით და­წე­სე­ბულ სტან­დარ­ტებს და დარ­ღვე­უ­ლი იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის სხვა­დას­ხვა პუნ­ქტი.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით კი გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბო­და შპს "ხი­მინჯ სერ­ვის 2"-ის დი­რექ­ტორს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის საქმეზე, შსს-მ ერთი პირი დააკავა

ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის საქმეზე, შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მიმდინარე წლის 31 მარტს შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს