საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი გაზეთიდან უმსხვილეს ჰოლდინგამდე - "პალიტრა" 24 წლისაა!
ერთი გაზეთიდან უმსხვილეს ჰოლდინგამდე - "პალიტრა" 24 წლისაა!

ერთი გა­ზე­თით და­წყე­ბუ­ლი საქ­მი­დან უმ­სხვი­ლეს მე­დი­აჰოლ­დინ­გამ­დე, რო­მე­ლიც 6 მსხვილ ინ­დუსტრი­ას და 23 შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს - ქარ­თუ­ლი წარ­მა­ტე­ბის ეს ის­ტო­რია თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეს ბიზ­ნეს­სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში. „პა­ლიტ­რა“ 24 წლის გახ­და!

ზუს­ტად 24 წლის წინ, 1995 წლის 18 აპ­რილს, „კვი­რის პა­ლიტ­რის“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და. ობი­ექ­ტუ­რო­ბის, სან­დო­ო­ბის, აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „კვი­რის პა­ლიტ­რა“ იქცა ყვე­ლა­ზე მა­ღალ­ტი­რა­ჟი­ან და გავ­ლე­ნი­ან გა­მო­ცე­მად და ამ პო­ზი­ცი­ას დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს. პირ­ველ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა ნა­ბი­ჯ­მა საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა - „კვი­რის პა­ლიტ­რის“ გარ­და, წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო სხვა­დას­ხვა გა­ზე­თე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ონ­ლა­ინ მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. ამ დრო­ის­თვის „პა­ლიტ­რა“ ფლობს 20-ზე მეტ ონ­ლა­ინ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც უპი­რო­ბო ლი­დე­რე­ბი არი­ან სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტში.

ჰოლ­დინ­გმა ბიზ­ნე­სი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც გა­ნა­ვი­თა­რა. ამ დრო­ის­თვის „პა­ლიტ­რის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის - სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი „პა­ლიტ­რა L“, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „ბიბ­ლუ­სი“, სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი „პე­პე­ლა“, რამ­დე­ნი­მე სტამ­ბა, ქა­ღალ­დის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა, წმინ­და გი­ორ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა, ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი BTU და სხვა.

შე­სა­ბა­მი­სად, „პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი“ ერთ-ერთი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი­ცაა - ჰოლ­დინ­გში 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და ეს მო­ნა­ცე­მე­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

„პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გის“ 24-წლი­ა­ნი ის­ტო­რია არ არის მხო­ლოდ წმინ­და ბიზ­ნე­სის­ტო­რია - მას­ში ძა­ლი­ან დი­დია სო­ცი­ა­ლუ­რი შე­მად­გე­ნე­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია პრო­ექ­ტე­ბი - „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“ და სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბი „იყი­დე ქარ­თუ­ლი - გა­აძ­ლი­ე­რე ქვე­ყა­ნა“, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნია „ნუ და­აჩ­ქა­რებ სიკ­ვდილს“ და „არ ითა­მა­შო, იცხოვ­რე“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ „პა­ლიტ­რამ“ უარი თქვა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ბე­თე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე. სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ყვე­ლა­ზე მო­წყვლა­დი სეგ­მენ­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბით არას­რულ­წლოვ­ნე­ბის დაც­ვაა ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ში თა­მა­შის­გან.

ობი­ექ­ტუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბის­კენ სწრაფ­ვა არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფუნ­და­მენ­ტი იმ 24-წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ი­სა, რო­მელ­საც „პა­ლიტ­რა “ ჰქვია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ერთი გაზეთიდან უმსხვილეს ჰოლდინგამდე - "პალიტრა" 24 წლისაა!

ერთი გაზეთიდან უმსხვილეს ჰოლდინგამდე - "პალიტრა" 24 წლისაა!

ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 23 შვილობილ კომპანიას აერთიანებს - ქართული წარმატების ეს ისტორია თამამად შეიძლება შევიდეს ბიზნესსახელმძღვანელოებში. „პალიტრა“ 24 წლის გახდა!

ზუსტად 24 წლის წინ, 1995 წლის 18 აპრილს, „კვირის პალიტრის“ პირველი ნომერი გამოვიდა. ობიექტურობის, სანდოობის, აქტუალურობისა და მრავალფეროვნების პრინციპებიდან გამომდინარე, „კვირის პალიტრა“ იქცა ყველაზე მაღალტირაჟიან და გავლენიან გამოცემად და ამ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. პირველმა წარმატებულმა ნაბიჯმა საქმიანობის გაფართოება განაპირობა - „კვირის პალიტრის“ გარდა, წარმატებით დაიწყო სხვადასხვა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემა, მოგვიანებით კი ონლაინ მედიის განვითარება. ამ დროისთვის „პალიტრა“ ფლობს 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებას, რომლებიც უპირობო ლიდერები არიან სხვადასხვა სეგმენტში.

ჰოლდინგმა ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა. ამ დროისთვის „პალიტრის“ შემადგენლობაში შედის - საგამომცემლო სახლი „პალიტრა L“, წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“, რამდენიმე სტამბა, ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანა, წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი BTU და სხვა.

შესაბამისად, „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ჰოლდინგში 2 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

„პალიტრა მედია ჰოლდინგის“ 24-წლიანი ისტორია არ არის მხოლოდ წმინდა ბიზნესისტორია - მასში ძალიან დიდია სოციალური შემადგენელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტები - „მაკულიტერატურა“ და სოციალური კამპანიები „იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანა“, საგზაო უსაფრთხოების კამპანია „ნუ დააჩქარებ სიკვდილს“ და „არ ითამაშო, იცხოვრე“, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე წლის წინ „პალიტრამ“ უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე. სოციალური კამპანიის მიზანი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი სეგმენტის, განსაკუთრებით არასრულწლოვნების დაცვაა ონლაინკაზინოებში თამაშისგან.

ობიექტურობა და განვითარებისკენ სწრაფვა არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი იმ 24-წლიანი წარმატების ისტორიისა, რომელსაც „პალიტრა “ ჰქვია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ