სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2019 წელს პური და პურპროდუქტები გაძვირდება - ISET
2019 წელს პური და პურპროდუქტები გაძვირდება - ISET

თსუ-ს ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა ISET თე­ბერ­ვლის თვის აგრო მი­მო­ხილ­ვას აქ­ვეყ­ნებს.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 2019 წელს ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის კი­დევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელო­დონ, რამ­დე­ნა­დაც ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბის პროგ­ნო­ზი 2019 წლის­თვის არ­ცთუ ისე და­მა­ი­მე­დებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

კერ­ძოდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რუ­სეთ­ში ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბის 16%-ით შემ­ცი­რე­ბა, ხოლო ქვეყ­ნის ექ­სპორ­ტი შე­სა­ბა­მი­სად 11%-ით შემ­ცირ­დე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო ხორ­ბლის ფქვი­ლის წმინ­და იმ­პორ­ტი­ო­რია და რუ­სე­თის წილი სა­ქარ­თვე­ლოს ხორ­ბლის ფქვი­ლის იმ­პორ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით 90%-ს შე­ად­გენს, ISET-ის შე­ფა­სე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს.

"აშშ-ს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს (USDA) პროგ­ნო­ზით, მსოფ­ლი­ო­ში ხორ­ბლის წარ­მო­ე­ბა 2019 წელს 734.75 მლნ. ტონა იქ­ნე­ბა, რაც 4%-ით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა წინა წლის შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნე­ბელს (763.18 მლნ ტონა). მა­შინ, როცა ხორ­ბლის მთლი­ა­ნი მოხ­მა­რე­ბის პროგ­ნო­ზი 747.23 მლნ ტო­ნაა - უფრო მა­ღა­ლი, ვიდ­რე წარ­მო­ე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის პროგ­ნო­ზი. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ 2019 წლის ბო­ლოს მა­რა­გე­ბი უფრო და­ბა­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე წინა წელს,“ -აღ­ნიშ­ნუ­ლია მო­მო­ხილ­ვა­ში.

ამას­თან, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ი­ნიშ­ნა. 2018 წლის ნო­ემ­ბრი­დან ამ კა­ტე­გო­რი­ა­ში შე­მა­ვა­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი სა­შუ­ა­ლოდ წინა წელ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი იყო.

„2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში პუ­რი­სა და პურპრო­დუქ­ტე­ბის ფა­სე­ბი 10.2%-ით გა­ი­ზარ­და 2018 წლის თე­ბერ­ვალ­თან შე­და­რე­ბით. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ხორ­ბლის პუ­რის ფასი 15%-ით გა­ი­ზარ­და, რაც ხორ­ბლის ფქვი­ლის ფა­სე­ბის ზრდით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი (წლი­უ­რი 8%-იანი ზრდა). ვაჭ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ბლის ფქვი­ლის იმ­პორ­ტმა 1650.70 ტონა შე­ად­გი­ნა, რაც 4%-ით აღე­მა­ტე­ბო­და წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს (1588.31 ტონა),“ - წე­რია დო­კუ­მენ­ტში.

ავტორი:

2019 წელს პური და პურპროდუქტები გაძვირდება - ISET

2019 წელს პური და პურპროდუქტები გაძვირდება - ISET

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET თებერვლის თვის აგრო მიმოხილვას აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არცთუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.

კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შესაბამისად 11%-ით შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ISET-ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

"აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) პროგნოზით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2019 წელს 734.75 მლნ. ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ ტონა). მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ ტონაა - უფრო მაღალი, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს,“ -აღნიშნულია მომოხილვაში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში პურისა და პურპროდუქტების ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა. 2018 წლის ნოემბრიდან ამ კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები საშუალოდ წინა წელთან შედარებით მაღალი იყო.

„2019 წლის თებერვალში პურისა და პურპროდუქტების ფასები 10.2%-ით გაიზარდა 2018 წლის თებერვალთან შედარებით. იმავე პერიოდში ხორბლის პურის ფასი 15%-ით გაიზარდა, რაც ხორბლის ფქვილის ფასების ზრდით იყო განპირობებული (წლიური 8%-იანი ზრდა). ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტმა 1650.70 ტონა შეადგინა, რაც 4%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს (1588.31 ტონა),“ - წერია დოკუმენტში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ