პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა
„გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა

„სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ ჯგუფ­ში შე­მა­ვალ­მა კომ­პა­ნი­ამ „გლო­ბალ ბიერ ჯორ­ჯი­ამ“, უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ლუდ­სა­ხარ­ში „ყაზ­ბე­გის“ ბრენ­დი და კომ­პა­ნი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი აქ­ტი­ვე­ბი შე­ი­ძი­ნა. ამ ნიშ­ნის ქვეშ ლუდი 1881 წლი­დან იწარ­მო­ე­ბა. გა­რი­გე­ბის თან­ხამ 3.65 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

„ყაზ­ბე­გი“ სა­ქარ­თვე­ლოს ლუ­დის ბა­ზარ­ზე სი­დი­დით მე-5 მო­თა­მა­შეა და ჰო­რე­კას (HORECA) მი­მარ­თუ­ლე­ბით კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. კომ­პა­ნი­ას ლუ­დი­სა და ქარ­თუ­ლი ლი­მო­ნა­თის ბა­ზარ­ზე 4-5%-მდე წილი უკა­ვია. „ყაზ­ბე­გის“ გა­ყიდ­ვებს ახა­ლი მფლო­ბე­ლის ძლი­ე­რი დის­ტრი­ბუ­ცი­ის პლატ­ფორ­მა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს.

გა­რი­გე­ბა არ მო­ი­ცავს „ყაზ­ბე­გის“ სა­წარ­მო აქ­ტი­ვე­ბის შე­ძე­ნას. კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, ირაკ­ლი თო­ფა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნია „ყაზ­ბე­გის“ სა­წარ­მო­ე­ბი მათ სა­კუთ­რე­ბა­ში რჩე­ბა. სა­წარ­მო­ე­ბი სა­მო­მავ­ლოდ შე­საძ­ლოა, გას­ხვის­დეს ან სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას მოხ­მარ­დეს, თუმ­ცა ლუდი და ლი­მო­ნა­თი ამ სა­წარ­მო­ებ­ში აღარ იწარ­მო­ე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ და გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ირაკ­ლი გი­ლა­ურ­მა, გა­რი­გე­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, გაც­ნო­ბოთ, რომ ჩვენ­მა სას­მე­ლე­ბის კომ­პა­ნი­ამ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბის ბრენ­დის შე­ძე­ნის პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. ეს ტრან­ზაქ­ცია ჩვე­ნი ლუდ­სა­ხარ­შის უტი­ლი­ზა­ცი­ას გაზ­რდის და კომ­პა­ნი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, შე­ვი­დეს ლი­მო­ნა­თის ბა­ზარ­ზე, სა­დაც აქამ­დე წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ. ასე­ვე, ვფიქ­რობთ, რომ „ყაზ­ბე­გი“ შე­ავ­სებს ჩვენს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ბრენ­დე­ბის პორ­ტფელს, რო­მელ­შიც ლუდი „აი­სიც“ შე­დის, და კომ­პა­ნია გა­ი­ფარ­თო­ებს სა­მიზ­ნე ბაზ­რის ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის და­ფარ­ვას“.

„სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტა­ლი“ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პლატ­ფორ­მაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­უ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი წყა­როა. ჯგუ­ფის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ისე­თი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფი“, „m2 უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა“, „ჯორ­ჯი­ან გლო­ბალ იუ­თი­ლი­თი­სი“ (GGU), სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი“ და „თე­ლი­ა­ნი ველი“. ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნია არის „გლო­ბალ ბიერ ჯორ­ჯია“, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ლუ­დის ბაზ­რის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შეა. კომ­პა­ნია ად­გი­ლობ­რივ ლუდს 2017 წლის ივ­ნი­სი­დან ყი­დის. „გლო­ბალ ბიერ ჯორ­ჯია“, რო­გორც „Heineken“-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი რე­გი­ონ­ში, მიზ­ნად ისა­ხავს ლუ­დის ინ­დუსტრი­ი­სა და კულ­ტუ­რის ახალ სა­ფე­ხურ­ზე აყ­ვა­ნას. კომ­პა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვად აწარ­მო­ებს ლუ­დის ისეთ ბრენ­დებს, რო­გო­რე­ბი­ცაა: „აისი“, „არაგ­ვე­ლი“, „შავი ლომი“ და „Heineken“-ის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ბრენ­დი - „კრუ­შო­ვი­ცე“; ად­გი­ლობ­რი­ვად წარ­მო­ე­ბუ­ლი ლუ­დე­ბის პორ­ტფელს ახლა უკვე ბრენ­დი „ყაზ­ბე­გი“ და­ე­მა­ტა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კომ­პა­ნია ად­გი­ლობ­რი­ვად აწარ­მო­ებს ლუდ „Amstel“-სა და „Heineken“-ს.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

„გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა

„გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა

„საქართველოს კაპიტალის“ ჯგუფში შემავალმა კომპანიამ „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“, უძველესი ქართული ლუდსახარში „ყაზბეგის“ ბრენდი და კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა. ამ ნიშნის ქვეშ ლუდი 1881 წლიდან იწარმოება. გარიგების თანხამ 3.65 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

„ყაზბეგი“ საქართველოს ლუდის ბაზარზე სიდიდით მე-5 მოთამაშეა და ჰორეკას (HORECA) მიმართულებით კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. კომპანიას ლუდისა და ქართული ლიმონათის ბაზარზე 4-5%-მდე წილი უკავია. „ყაზბეგის“ გაყიდვებს ახალი მფლობელის ძლიერი დისტრიბუციის პლატფორმა გააუმჯობესებს.

გარიგება არ მოიცავს „ყაზბეგის“ საწარმო აქტივების შეძენას. კომპანიის ყოფილი დირექტორის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, კომპანია „ყაზბეგის“ საწარმოები მათ საკუთრებაში რჩება. საწარმოები სამომავლოდ შესაძლოა, გასხვისდეს ან სხვა საქმიანობას მოხმარდეს, თუმცა ლუდი და ლიმონათი ამ საწარმოებში აღარ იწარმოება.

„საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, გარიგების შესახებ კომენტარი გააკეთა: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჩვენმა სასმელების კომპანიამ ადგილობრივი მაღალი ცნობადობის ბრენდის შეძენის პროცესი წარმატებით დაასრულა. ეს ტრანზაქცია ჩვენი ლუდსახარშის უტილიზაციას გაზრდის და კომპანიას საშუალებას მისცემს, შევიდეს ლიმონათის ბაზარზე, სადაც აქამდე წარმოდგენილები არ ვყოფილვართ. ასევე, ვფიქრობთ, რომ „ყაზბეგი“ შეავსებს ჩვენს საკუთრებაში არსებული ადგილობრივი ბრენდების პორტფელს, რომელშიც ლუდი „აისიც“ შედის, და კომპანია გაიფართოებს სამიზნე ბაზრის ასაკობრივი ჯგუფების დაფარვას“.

„საქართველოს კაპიტალი“ საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ჯგუფის შემადგენლობაში შედის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“, „m2 უძრავი ქონება“, „ჯორჯიან გლობალ იუთილითისი“ (GGU), სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ და „თელიანი ველი“. ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია არის „გლობალ ბიერ ჯორჯია“, რომელიც ქართული ლუდის ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. კომპანია ადგილობრივ ლუდს 2017 წლის ივნისიდან ყიდის. „გლობალ ბიერ ჯორჯია“, როგორც „Heineken“-ის ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ისახავს ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას. კომპანია ადგილობრივად აწარმოებს ლუდის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „აისი“, „არაგველი“, „შავი ლომი“ და „Heineken“-ის ლიცენზირებული ბრენდი - „კრუშოვიცე“; ადგილობრივად წარმოებული ლუდების პორტფელს ახლა უკვე ბრენდი „ყაზბეგი“ დაემატა. უახლოეს მომავალში კომპანია ადგილობრივად აწარმოებს ლუდ „Amstel“-სა და „Heineken“-ს.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის