Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს
ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

ვე­ნა­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტი, ანრი ლო­მი­ძე იტა­ლი­ა­ში იპო­ვეს. ლო­მი­ძეს, რო­მე­ლიც ავ­სტრი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა, 5 დღე ეძებ­დნენ.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ლო­მი­ძის ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ის ფლო­რენ­ცი­ის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა და მას სა­ვა­რა­უ­დოდ ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გამო მი­იყ­ვა­ნეს. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უც­ნობ­მა მო­ქა­ლა­ქემ და­ტო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­მი­ძე კონ­ტაქ­ტუ­რია, თუმ­ცა ჯერ კვლე­ვებს გა­დის და არ და­კი­თხუ­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ანრი ლო­მი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას წინ უკ­რა­ი­ნელ სტუ­დენ­ტებ­თან უთან­ხმო­ე­ბა უძღო­და, რის გა­მოც ლო­მი­ძემ მათ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი სახ­ლი და­ტო­ვა და ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

AMBEBI.GE-ს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ, ლო­მი­ძე ავ­სტრი­ი­დან დე­დას­თან წა­ვი­და, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია. თუმ­ცა, რად­გან მე­გობ­რებ­მა დე­და­მისს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი და­ი­კარ­გა, ქალი იტა­ლი­ი­დან ავ­სტრი­ა­ში ჩა­ვი­და შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამის შემ­დეგ ანრი ლო­მი­ძე დე­დას ვე­ღარ და­უ­კავ­შირ­და, თუმ­ცა რა მოხ­და შემ­დეგ, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს 5 დღე აწარ­მო­ებ­და ავ­სტრი­ის პო­ლი­ცია და ახლა საქ­მე­ზე ძი­ე­ბა და­ი­წყო იტა­ლი­ურ­მა მხა­რე­მაც.

ავტორი:

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იპოვეს

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი, ანრი ლომიძე იტალიაში იპოვეს. ლომიძეს, რომელიც ავსტრიაში სასწავლებლად იმყოფება, 5 დღე ეძებდნენ.

როგორც AMBEBI.GE-ს ლომიძის ახლობლებმა განუცხადეს, ის ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მას სავარაუდოდ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის დაზიანების გამო მიიყვანეს. ის საავადმყოფოში უცნობმა მოქალაქემ დატოვა. არსებული ინფორმაციით, ლომიძე კონტაქტურია, თუმცა ჯერ კვლევებს გადის და არ დაკითხულა.

როგორც ცნობილია, ანრი ლომიძის გაუჩინარებას წინ უკრაინელ სტუდენტებთან უთანხმოება უძღოდა, რის გამოც ლომიძემ მათთან ერთად ნაქირავები სახლი დატოვა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

AMBEBI.GE-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის შემდეგ, ლომიძე ავსტრიიდან დედასთან წავიდა, რომელიც იტალიაში ემიგრაციაშია. თუმცა, რადგან მეგობრებმა დედამისს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი დაიკარგა, ქალი იტალიიდან ავსტრიაში ჩავიდა შვილის საძებნელად. სავარაუდოდ, ამის შემდეგ ანრი ლომიძე დედას ვეღარ დაუკავშირდა, თუმცა რა მოხდა შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

ახალგაზრდა ქართველი სტუდენტის სამძებრო სამუშაოებს 5 დღე აწარმოებდა ავსტრიის პოლიცია და ახლა საქმეზე ძიება დაიწყო იტალიურმა მხარემაც.

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა - გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით მე-6 ადამიანი გარდაიცვალა - "გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია"

გორის რაიონში "კომენდანტის საათის" დროს მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა