მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება
ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება

სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის 8 მარ­ტი­დან სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი იწყე­ბა. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­არ­კვია, მოს­წავ­ლე­ე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 8-დან 15 მარ­ტის ჩათ­ვლით და­ის­ვე­ნე­ბენ.

თუმ­ცა, სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს დას­ვე­ნე­ბა აპ­რი­ლის თვე­შიც, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ. ტრა­დი­ცი­უ­ლად უქმე იქ­ნე­ბა წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი და აღ­დგო­მის მომ­დევ­ნო ორ­შა­ბა­თი, შე­სა­ბა­მი­სად მოს­წავ­ლე­ე­ბი 26-29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს რომ, ამ ეტაპ­ზე მოქ­მედ ბრძა­ნე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ტა­ნი­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სად, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი 15 ივ­ნი­სი­დან 15 სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ნი­სა­ზღვრა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ 15 ივ­ნი­სი დას­ვე­ნე­ბის დღეს ემ­თხვე­ვა, სას­წავ­ლო წელი 15 ივ­ნი­სის წინა პა­რას­კევს დას­რულ­დე­ბა.

წელ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ი­წყე­ბა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი პირ­ვე­ლი და მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლე­ბის­თვის. პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლას 27 მა­ისს და­ას­რუ­ლე­ბენ, ხოლო და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის­თვის ბოლო ზარი 20 მა­ისს და­ი­რე­კე­ბა. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­რი­ღე­ბი ემ­თხვე­ვა უქმე ან დას­ვე­ნე­ბის დღეს, სას­წავ­ლო წელი პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის დას­რულ­დე­ბა 27 მა­ი­სამ­დე ბოლო სა­მუ­შაო დღეს, ხოლო და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის 20 მა­ი­სამ­დე ბოლო სა­მუ­შაო დღეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაგა-ბა­ღებს, რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი არ იქ­ნე­ბა. პა­ტა­რე­ბი მხო­ლოდ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ უქმე დღე­ებ­ში და­ის­ვე­ნე­ბენ ანუ 26-დან 29 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით.

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­დის და­ი­წყე­ბა სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და რო­მელ დღე­ებ­ში და­ის­ვე­ნე­ბენ ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლე­ბი?

"სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი ბა­ღებ­ში არ გვაქვს. და­ვის­ვე­ნებთ მხო­ლოდ იმ უქმე დღე­ებ­ში, რო­მე­ლიც აღ­დგო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა ზა­ფხუ­ლის დას­ვე­ნე­ბას - პა­ტა­რე­ბის­თვის ბაღი ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა (ზუს­ტი თა­რი­ღი ჯერ გან­სა­ზღვრუ­ლი არ არის) ივ­ლი­სის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი 40 სა­ზა­ფხუ­ლო ბაღი იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს" - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის ბაგა-ბა­ღე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში.

სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის 2017 წელს მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ და­ა­წე­სა.

"ჩვენ რა­ღაც მო­მენ­ტში დაგ­ვა­ვი­წყდა, რომ ბავ­შვე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი თუ არ იქ­ნე­ბი­ან, ფი­ზი­კა და ქი­მია არ უშ­ვე­ლით. მარ­ტში ჩვენს ბავ­შვებს და მათ ოჯა­ხებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­სა და სხვა კუ­რორ­ტებ­ზე და­ის­ვე­ნონ, ჯან­მრთე­ლო­ბას მი­ხე­დონ" - ამ­ბობ­და 2017 წლის მარ­ტში მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრი.

ავ­ტო­რი: ეკა წივ­წი­ვა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება

ხვალიდან სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება

საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 8 მარტიდან საგაზაფხულო არდადეგები იწყება. როგორც AMBEBI.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაარკვია, მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში 8-დან 15 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.

თუმცა, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დასვენება აპრილის თვეშიც, 4 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ტრადიციულად უქმე იქნება წითელი პარასკევი და აღდგომის მომდევნო ორშაბათი, შესაბამისად მოსწავლეები 26-29 აპრილის ჩათვლით, საგაკვეთილო პროცესისგან გათავისუფლდებიან.

რაც შეეხება ზაფხულის არდადეგებს, განათლების სამინისტროში AMBEBI.GE-ს განუცხადეს რომ, ამ ეტაპზე მოქმედ ბრძანებაში ცვლილებები შეტანილი არ არის. შესაბამისად, ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ 15 ივნისი დასვენების დღეს ემთხვევა, სასწავლო წელი 15 ივნისის წინა პარასკევს დასრულდება.

წელსაც განსხვავებულად დაიწყება ზაფხულის არდადეგები პირველი და მეთორმეტე კლასელებისთვის. პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 27 მაისს დაასრულებენ, ხოლო დამამთავრებელი კლასისთვის ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკება. თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. პატარები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებში დაისვენებენ ანუ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით.

იხილეთ ვიდეო: როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლის მოსწავლეებისთვის და რომელ დღეებში დაისვენებენ ბაღის აღსაზრდელები?

"საგაზაფხულო არდადეგები ბაღებში არ გვაქვს. დავისვენებთ მხოლოდ იმ უქმე დღეებში, რომელიც აღდგომასთან დაკავშირებით არსებობს. რაც შეეხება ზაფხულის დასვენებას - პატარებისთვის ბაღი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება (ზუსტი თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის) ივლისის თვის განმავლობაში კი 40 საზაფხულო ბაღი იფუნქციონირებს" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში.

საგაზაფხულო არდადეგები სკოლის მოსწავლეებისთვის 2017 წელს მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დააწესა.

"ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. მარტში ჩვენს ბავშვებს და მათ ოჯახებს ექნებათ საშუალება ზამთრის კურორტებსა და სხვა კურორტებზე დაისვენონ, ჯანმრთელობას მიხედონ" - ამბობდა 2017 წლის მარტში მაშინდელი მინისტრი.

ავტორი: ეკა წივწივაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ